მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსი პეტრიაშვილი: "სიტყვა "დაისაჯა" პრემიერს არ უხსენებია"
ალექსი პეტრიაშვილი: "სიტყვა "დაისაჯა" პრემიერს არ უხსენებია"

ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო ვექ­ტო­რის შეც­ვლის სიმპტო­მად გა­მო­ა­ცხა­და. გა­დავ­წყვი­ტეთ ამ სა­კი­თხზე ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას თა­ნა­გუნ­დელს, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრ ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს გავ­სა­უბ­რე­ბო­დით. რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად მი­ვე­დი, მაც­ნო­ბეს, მი­ნის­ტრი შეხ­ვედ­რა­ზე­აო. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი უზარ­მა­ზა­რი თა­ი­გუ­ლით შე­მო­ვი­და ოთახ­ში:

- თა­ნამ­შრომ­ლის და­ბა­დე­ბის დღეა და უნდა მი­ვუ­ლო­ცო. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 90%-ზე მეტი აქ დამ­ხვდა, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. დამ­თავ­რდა დრო, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იღებ­დნენ ან ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ სამ­სა­ხუ­რი­დან.

- ჩანს, თქვენს უწყე­ბა­ში კო­ჰა­ბი­ტა­ცია წარ­მა­ტე­ბით წა­რი­მარ­თა, რა­საც ვერ ვი­ტყვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ევ­რო­საბ­ჭოს ტრი­ბუ­ნი­დან გა­აკ­რი­ტი­კა მთავ­რო­ბა, - მე­ზო­ბელ­თან (რუ­სეთ­თან) ურ­თი­ერ­თო­ბას არ უნდა შე­ე­წი­როს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სწრაფ­ვა ნა­ტოს­კე­ნო.

- გული მწყდე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე წა­რად­გენს, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით სპე­კუ­ლი­რებს. ჩვე­ნი გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი იყო, არის და იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცია ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში. ამა­ვე დროს გა­დავ­დგამთ ნა­ბი­ჯებს, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სა­ხელ­მწი­ფო­თა მჭიდ­რო, მე­გობ­რუ­ლი და სა­სარ­გებ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. არა­ვინ აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე რა­ი­მე შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ან ლი­დერს არ გა­ნუ­სა­ზღვრავს, ის ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გან­სა­ზღვრა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ პლე­ბის­ციტ­ზე გა­მო­ხა­ტა სურ­ვი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო გამ­ხდა­რი­ყო ნა­ტოს წევ­რი და ქვე­ყა­ნას ევლო ევ­რო­კავ­ში­რის­კენ. ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას ვას­რუ­ლებთ.

- პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ძვე­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტით შე­ბო­ჭი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო (რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ) სას­წორ­ზე დევს დე­მოკ­რა­ტია და რე­გი­ო­ნის მო­მა­ვა­ლი.

- ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას ყვე­ლა ქმე­დე­ბა ცხად­ყოფს, რომ ძვე­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტით შე­ბო­ჭი­ლი არა­ნა­ი­რად არ არის. მას კარ­გად აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გორ უნდა და­ა­ლა­გოს მე­ზობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ისე, რომ არ შე­ფერ­ხდეს ჩვე­ნი სვლა ევ­რო­პი­სა და ნა­ტოს­კენ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი წარ­მა­ვა­ლი, არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბუ­ლი ძა­ლის ლი­დე­რის პო­ზი­ცი­აა და სამ­წუ­ხა­როა, რომ მას სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე ახ­მა­უ­რებს. პრე­ზი­დენ­ტის ეს შე­ფა­სე­ბე­ბი მცდა­რია, საფრ­თხე კი გა­ბუ­ქე­ბუ­ლი.

- რა მიზ­ნით აბუ­ქებს პრე­ზი­დენ­ტი ამ საფრ­თხეს?

- არ ვარ ასე ძლი­ე­რი ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სი, რომ პრე­ზი­დენ­ტის მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვა­ცია გან­ვსა­ზღვრო. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი და შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­და ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან და მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სვლა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს­კენ შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია. მაქვს პა­ტი­ვი, ვი­მუ­შაო იმ კა­ბი­ნეტ­ში, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რი ივა­ნიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს და არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არა მაქვს, ოდ­ნა­ვი ეჭვი შე­ვი­ტა­ნო იმა­ში, რაც მან გა­ნა­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­სა და ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ალექსი პეტრიაშვილი: "სიტყვა "დაისაჯა" პრემიერს არ უხსენებია"

ალექსი პეტრიაშვილი: "სიტყვა "დაისაჯა" პრემიერს არ უხსენებია"

ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენება "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს საგარეო ვექტორის შეცვლის სიმპტომად გამოაცხადა. გადავწყვიტეთ ამ საკითხზე ირაკლი ალასანიას თანაგუნდელს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს გავსაუბრებოდით. როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად მივედი, მაცნობეს, მინისტრი შეხვედრაზეაო. რამდენიმე წუთში კი უზარმაზარი თაიგულით შემოვიდა ოთახში:

- თანამშრომლის დაბადების დღეა და უნდა მივულოცო. თანამშრომლების 90%-ზე მეტი აქ დამხვდა, თავისი საქმის პროფესიონალები არიან. დამთავრდა დრო, როდესაც პოლიტიკური ნიშნით იღებდნენ ან ათავისუფლებდნენ სამსახურიდან.

- ჩანს, თქვენს უწყებაში კოჰაბიტაცია წარმატებით წარიმართა, რასაც ვერ ვიტყვით ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან გააკრიტიკა მთავრობა, - მეზობელთან (რუსეთთან) ურთიერთობას არ უნდა შეეწიროს ქართველი ხალხის სწრაფვა ნატოსკენო.

- გული მწყდება, რომ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო არენაზე წარადგენს, ასეთი განცხადებებით სპეკულირებს. ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი იყო, არის და იქნება საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. ამავე დროს გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მჭიდრო, მეგობრული და სასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. არავინ აპირებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე რაიმე შედეგების მიღწევას. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ლიდერს არ განუსაზღვრავს, ის ქართველმა ხალხმა განსაზღვრა. საქართველოს მოსახლეობამ პლებისციტზე გამოხატა სურვილი, რომ საქართველო გამხდარიყო ნატოს წევრი და ქვეყანას ევლო ევროკავშირისკენ. ჩვენ ქართველი ხალხის ნებას ვასრულებთ.

- პრეზიდენტის თქმით, ძველი მენტალიტეტით შებოჭილი ადამიანების გამო (რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ) სასწორზე დევს დემოკრატია და რეგიონის მომავალი.

- ბატონი ბიძინას ყველა ქმედება ცხადყოფს, რომ ძველი მენტალიტეტით შებოჭილი არანაირად არ არის. მას კარგად აქვს წარმოდგენილი, როგორ უნდა დაალაგოს მეზობლებთან ურთიერთობა ისე, რომ არ შეფერხდეს ჩვენი სვლა ევროპისა და ნატოსკენ. სააკაშვილის ეს განცხადებები წარმავალი, არჩევნებში დამარცხებული ძალის ლიდერის პოზიციაა და სამწუხაროა, რომ მას საერთაშორისო ფორუმებზე ახმაურებს. პრეზიდენტის ეს შეფასებები მცდარია, საფრთხე კი გაბუქებული.

- რა მიზნით აბუქებს პრეზიდენტი ამ საფრთხეს?

- არ ვარ ასე ძლიერი ფსიქოანალიტიკოსი, რომ პრეზიდენტის მოქმედების მოტივაცია განვსაზღვრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირველი ვიზიტი და შეხვედრები ჰქონდა ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებთან და მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ შეუქცევადი პროცესია. მაქვს პატივი, ვიმუშაო იმ კაბინეტში, რომელსაც პრემიერი ივანიშვილი ხელმძღვანელობს და არავითარი საფუძველი არა მაქვს, ოდნავი ეჭვი შევიტანო იმაში, რაც მან განაცხადა საერთაშორისო თანამეგობრობასა და ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრისას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა