ყვარლის რაიონის სოფლებში ჭიკაანსა და გავაზში სტიქიით დაზარალებულები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ დავით ქევხიშვილს და მის მოადგილეს ზეწოლაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ საქმის აღძვრით და პოლიციასთან პრობლემების შექმნით ემუქრებიან.