2012 წელი ნიკა გრიგოლიასთვის ხმაურიანი გამოდგა. იუმორისტი არაერთხელ დადგა პროფესიული არჩევანის წინაშე. "კომედი ჯგუფიდან" ორჯერ გაათავისუფლეს. მისი და ბაჩო ახალაიას მეგობრობაზეც ბევრი ილაპარაკეს. იჭორავეს მის აზარტულობაზეც. პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზადაც სწორედ ამ უკანასკნელს ასახელებდნენ, თუმცა თავად სხვა ვერსია აქვს.
მიუხედავად სხვადასხვა ტელეკომპანიის არაერთი შეთავაზებისა, გრიგოლია "რუსთავი 2"-ის სახედ რჩება. ახალ იუმორისტულ პროექტზე მუშაობს და მალე ეკრანზეც გამოჩნდება. მანამდე კი იუმორისტმა მეორედ დაოჯახება მოასწრო. მისი რჩეული ბათუმელი 19 წლის მარიამ ფაღავა გახლავთ. წყვილს შინ ვესტუმრეთ და მათი სიყვარულის ამბის მოყოლა ვთხოვეთ. გვერდი ვერც ნიკას ქაოსურ კარიერულ ცვლილებებს ავუარეთ.
ნიკა:
- მარიამი ბათუმში, სასტუმრო "ინტურისტში" გავიცანი. იქ მუშაობდა. დავინახე თუ არა ვიგრძენი, რომ მინდოდა, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელებულიყო.
- მაშინ პირველ ცოლთან უკვე დაშორებული იყავი?
- რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ერთი წლის დაშორებული ვიყავით.
- შეიძლება დაშორების მიზეზი გკითხო?
- რა ვიცი, გადავუყვარდი რა... სიმართლე გითხრა, მე დაშორება არ მინდოდა, მაგრამ არსებობდა ამის მიზეზი.
- ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებენ, ნიკა ბოლო დროს ცუდი ბიჭი გახდა და ფულზე თამაშობდაო.
- ბოლო დროს კი არა, იქამდეც ვთამაშობდი.
- იმასაც ამბობენ, ბინა წააგო, რომელიც ცოლ-ქმარმა ერთად შეიძინაო.
- ეს ტყუილია. ჩემს ყოფილ ცოლსაც რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ეს ტყუილია. ბინა არ მქონია და როგორ წავაგებდი? მშენებარე ბინაში მქონდა ფული შეტანილი, რომელიც არ აშენდა. მართალი გითხრა, ბევრი არ მიფიქრია, რატომ აღარ უნდოდა ჩემს ცოლს ჩემთან ერთად ცხოვრება, აღარ უნდოდა და მორჩა.
- ახალ სიყვარულს დავუბრუნდეთ, მარიამი დანახვისთანავე ცოლის ამპლუაში წარმოიდგინე?
- არა, ცოლის ამპლუაში პირველი ცოლიც არ წარმომიდგენია. კი, გვიყვარდა ერთმანეთი, ვიყავით ერთად, მაგრამ ცოლქმრობა იმან შემომთავაზა, ბარემ ხომ არ დავქორწინდეთო (იცინის).
- მარიამმაც თვითონ შემოგთავაზა დაქორწინება?
- არა, მარიამს დიდი ხანი თავად ვთავაზობდი, ერთად ვიყოთ მთელი ცხოვრება-მეთქი და ბოლოს დავიყოლიე. სამსახური იმის საშუალებას არ მაძლევდა, რომ ყოველდღე ბათუმში ვყოფილიყავი, მაგრამ როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავდი, მარიამთან გავრბოდი. ეს გრძელდებოდა იანვრიდან 26 მაისამდე. ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდი, ხან მოტოთი, ხან მანქანით, მატარებლითაც წავსულვარ, "მარშრუტკითაც", ვერტმფრენითაც, თვითმფრინავითაც. მისი მშობლებისგან საიდუმლოდ ვხვდებოდით ერთმანეთს. ხან პლაჟზე დავდიოდით, ხან მეგობრებთან.
- გავიგე, მარიამის მშობლები თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი ყოფილან...
- ისინი მარიამის არანაირი ურთიერთობით არ იყვნენ კმაყოფილი, არც ჩემამდე და არც მერე. მარიამის მამამ თავიდან არაფერი იცოდა, პირველად დედამ შეიტყო და თან ჩემი სახელი და გვარიც რომ გაიგო... არც მოეთხოვებოდა, სერიოზულად აღექვა ჩვენი ურთიერთობა.
- რას გიწუნებდნენ?
ნიკა:
- მე ვიცი, რას მიწუნებდა, საყურეს (იცინის). ერთი ამბავი გამახსენდა ახლა. როცა ბათუმში ვერ ჩავდიოდი, სულ ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული ან მესიჯებს ვწერდი. ერთხელ მობილურზე ველაპარაკებოდი, მარიამს ყურსასმენები ეკეთა, ვითომ მუსიკას უსმენდა, გვერდით დედამისი მიჰყვებოდა. მოკლედ, მიდიან მარიამი და დედამისი და საუბრობენ, მე ჩართული ვარ ტელეფონით. მარიამი ჩემზე ეკითხება, რატომ არ მოგწონსო. არ მინდა ასეთი სიძე, საყურით რომ დადის და საოცრებებს იცვამსო. დღემდე რომ ვნახულობ, მაგ დიალოგს ვახსენებ, როგორ ვერ ჩავჯექი თქვენს სტანდარტებში-მეთქი. მისი ხმა შორიდან რომ მესმოდა, გარკვეული წარმოდგენა შემექმნა მარიამის დედაზე, ვგრძნობდი, რომ კარგი ადამიანი იყო და მასთან დაძმაკაცება მინდოდა. არ მინდოდა, ჩემი სიმამრი და სიდედრი ჩვენი გაპარვის შემდეგ გამეცნო. მაგრამ რადგან ვიცოდი, წინააღმდეგი იყვნენ, ძალით ხომ არ მივეჭრებოდი, სიტუაციის გამწვავებას ვერიდებოდი.
- ვარცხნილობასაც გიწუნებდა სასიდედრო?
- ვარცხნილობას ვინ არ მიწუნებდა, შენ ეგ მკითხე, დედაჩემით დაწყებული, მეგობრებით დამთავრებული. ჩემი ძმა მაკრატლით დამდევდა. ბიძაჩემიც ბრაზობდა, ხან საყურეს მაძრობდნენ და ხან ყელსაბამს.
- მარიამ, როგორ მოგხიბლა ნიკამ?
- გულწრფელი იყო, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, სულ ცდილობდა, კავშირზე ყოფილიყო, პირდაპირზე თუ არა, სატელეფონოზე მაინც.
ნიკა:
- იმ პერიოდში ბევრ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ სერიოზულად არც ერთზე არ მიფიქრია. მარიამზე 12 წლით უფროსი ვარ. ამ ასაკის გოგო შეიძლება სერიოზულადაც ვერ აღიქვა ადამიანმა, მაგრამ მეტი სერიოზულობა რაღა გინდა, ცოლია ჩემი. იმან გამაკვირვა, რომ 18 წლის გოგო ასეთი პრინციპული იყო. მომწონდა, რომ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ, ჩემი ხასიათით, საყურით თუ ვარცხნილობით.
- ნიკა, როდის გადაწყვიტე, რომ ერთად უნდა გეცხოვრათ?
- როცა მივხვდი, რომ მასაც ვუყვარდი. მინდოდა, ერთად გვეცხოვრა, ერთად გაგვეღვიძა, ერთად დაგვეძინა, ერთად გვესადილა, გვევლო მეგობრებთან თუ სხვა ქვეყანაში. ამ ყველაფრის იურიდიულ ფორმას ცოლქმრობა ჰქვია ყველა ქვეყანაში. უბრალოდ, ასე მალე არ ვგეგმავდი. მაშინ პრობლემები მქონდა, რომლის მოგვარებასაც დრო სჭირდებოდა.
- ეს პრობლემები სამსახურს უკავშირდებოდა თუ სახლს, სადაც ერთად უნდა გეცხოვრათ?
- მაშინ ცხოვრების დალაგების პროცესში ვიყავი. ზემოთ თამაში ვახსენეთ. ესეც იყო პრობლემა. თან ასე ადვილი არ იყო იმის "გადახარშვა", რომ მარტო დავრჩი. რომ მეგონა, ადვილად დავივიწყებდი ყველაფერს, ასეც არ აღმოჩნდა. ნაწყენი ვიყავი და დღემდე ნაწყენი ვარ იმ ადამიანზე. ნაწყენი რომ არ ვყოფილიყავი, არც დავშორდებოდი. მოკლედ, ამ ყველაფრისთვის დრო მჭირდებოდა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თანაცხოვრება ბუნებრივად დაჩქარდა.
მარიამი:
- 26 მაისს წავედი ქუთაისში, სახლში ვთქვი, რომ უნივერსიტეტიდან მივდიოდი 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. აღლუმის მოსაწვევები ჰქონდა ნიკას და იქ მელოდებოდა. იმდენი ვიბოდიალეთ ქუთაისში, სახლში დაბრუნება დამაგვიანდა. რადგან მშობლები უკვე გაბრაზებულები იყვნენ, გადავწყვიტეთ, თბილისში წამოვსულიყავით.
ნიკა:
- ქუთაისშივე დაიწყეს ტელეფონზე რეკვა. პირველმა მარიამის ბიძამ დამირეკა. სხვათა შორის, მშვიდად გამესაუბრა. ერთი-ორი შეკითხვა დამისვა და რომ მიხვდა, არ ვსულელობდით, ბედნიერება გვისურვა ორივეს. მერე სხვებიც გვირეკავდნენ, გვილოცავდნენ. მარტო მარიამის მშობლებს არ მოულოცავთ (იცინიან).
- როგორ შერიგდით?
- მარიამის მშობლები ჩვენზე ნაწყენები იყვნენ, მაგრამ ცოტა მათი ბრალიც არის, ასე რომ მოხდა. მე მინდოდა მარიამის დედასთან მეგობრობა, მაგრამ ის არ მემეგობრებოდა. ჩემთან რომ ემეგობრა, ისიც ეცოდინებოდა, ქუთაისში ჩემთან ერთად რომ იყო მარიამი და ერთად ჩავიდოდით ბათუმში, მე მივაცილებდი სახლში... მერე შევრიგდით და ჩვენ ჩავედით ბათუმში. წავიყვანე ვახო ბიჭიკაშვილი, როგორც ჩემი მეგობრებიდან ერთ-ერთი მსმელი. ორმეტრიანი სიმამრი მყავს, რომელსაც ძალიან უყვარს ქეიფი და მოლხენა.
- აჯობა ბიჭიკაშვილს?
- ვერა, შეაკვდნენ ერთმანეთს, ისე გახურდნენ... ბოლოს ჩემს სიმამრს ვეუბნებოდი, ეგ არ არის შენი სიძე, მე ვარ-მეთქი.
- როგორია თქვენი ყოველდღიური ყოფა ოჯახში, როგორ გადაინაწილეთ ფუნქციები?
- მოგეხსენებათ, მანამდე მარტო ვცხოვრობდი და სრულ იდილიაში ვიყავი საკუთარ თავთან. ჭურჭელიც კი არ მქონდა სახლში. ქუთაისში რომ მივდიოდი, იმასაც არ ვფიქრობდი, რომ იქიდან მარიამს სახლში წამოვიყვანდი. ამიტომ ცოტა მეშინოდა, როგორ შეეგუებოდა თბილისს, ახალ სახლს, მაგრამ აქეთ მაწყნარებდა. სამზარეულოში ფუსფუსი ჩვენს სახლში არ არის. საჭმელი არ გვიყვარს. ვჭამთ ხილს, სალათებს, რომელიც მარიამს კარგად გამოსდის.
- შენ რაში ეხმარები მარიამს?
- მტვერსასრუტით სახლის დასუფთავებაში. სარეცხს მანქანაში რომელი ჩაყრის, რა მნიშვნელობა აქვს. ისე, მე უკეთ ვიცი ჩემი მანქანის ფუნქციები. თავისუფალი დღე თუ მაქვს, ჩემი შვილი ნიკო მოგვყავს ჩვენთან, ხან ტყისკენ მივდივართ, ხან მეგობრებთან.
- გავიგე, ნიკო მარიამს ძალიან დაუმეგობრდა.
- კი, და ასე რომ არ ყოფილიყო, ვერც წარმომიდგენია, რა უნდა მექნა. ალბათ ვერ ვიცხოვრებდი ისეთ ადამიანთან, ვინც ჩემს შვილს ვერ გაუგებდა. ყველა მამას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ჩემი შემთხვევა სულ სხვაა, მგონია, მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება იმის გამო, რომ მასთან ერთად არ ვცხოვრობ. უნდა ნახოთ, როგორ იმხობს სახლს თავზე ეს ორი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! (იცინის).
- ერთობლივ შვილებზე არ ფიქრობთ?
- თავიდან ვფიქრობდი, ჯობდა, მარიამს ჯერ ესწავლა, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა ბათუმში. ახლა თბილისში გადმოაქვს საბუთები, აქ გააგრძელებს სწავლას, მაგრამ, როგორც ჩანს, დედობრივმა ინსტინქტებმა გაიღვიძა მასში და... ვატყობ, რომ უნდა შვილი, მეც მინდა, ოღონდ გოგო მინდა.
- ნიკა, "კომედი შოუში" აღარ ხარ, მაგრამ "რუსთავი 2"-ში რჩები... ვიცი, რომ ბერასგანაც გქონდა საქმიანი წინადადება
- კი, იყო კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფაქო და ამიკო წავიდოდნენ ჩვენგან. გეტყვი კონკრეტულ სახელსა და გვარს, ვის გამოც მაშინ "რუსთავი 2"-ში დავრჩი. ეს იყო ამ ტელევიზიის გენერალური დირექტორი გოგი გეგეშიძე. მე რომ პრობლემები მქონდა, ეს ადამიანი მეგობარივით დამიდგა გვერდში. დამიბარა, მითხრა, გავიგე, პრობლემები გქონია და მინდა დაგეხმაროო. მაშინ ჯერ ბერა და მისი ტელევიზია ჩანაფიქრშიც არ იყო. როცა ასეთ დროს ადამიანი გვერდით დაგიდგება, მერე ვერ უღალატებ. თან, მგონია, რომ "რუსთავი 2"-ში დავიბადე. 2000 წელს მივედი ამ ტელევიზიაში, კომფორტულად ვიყავი იქ. ბერა ბევრად კარგ პირობებს მთავაზობდა, მადლობაც გადავუხადე ამისთვის, მაგრამ უარი ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც გაშვებული ვიყავი სამსახურიდან, "კომედი შოუში" აღარ ვიყავი, მაგრამ გოგი გეგეშიძე ხელფასს მაინც მიხდიდა. მერე ჩემი არამეგობარი დირექტორი დაელაპარაკა ჩემს 10 წლის მეგობრებს და აუხსნა, რომ ნიკა "კომედი შოუსთვის" საჭირო იყო. მეგობრებიც დაეთანხმნენ და დამაბრუნეს. მერე ისევ გამიშვეს, შემცირებაში მოვყევი.
- დღეს რას აკეთებ?
- "კომედი შოუდან" რომ გამიშვეს, "კომედი არხის" დირექტორმა ალეკო მალხაზიშვილმა შემომთავაზა, ჩვენთან იმუშავეო, არადა, "კომედი ჯგუფის" დირექტორმა, იმავე ალეკო მალხაზიშვილმა ერთი კვირის წინ სამსახურიდან გამიშვა. უარი ვთქვი. ჭრელო პეპელა ხომ არ ვარ, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო.
- რას აპირებ?
- ახალ იუმორისტულ პროექტზე ვმუშაობთ გიორგი ხაბურზანიასთან ერთად. ჯერ დეტალებს ვერ გაგიმხელთ, ამის დროც დადგება.
- სიმართლე გითხრა, გული მწყდება, რომ "კომედი შოუში" აღარ ხარ...
- მეც მწყდება გული. მიმაჩნია, რომ მაგ გადაცემაში უნდა ვიყო. არანაირი მიზეზი არ არსებობს იმის, რომ არ ვარ, პირველად უდისციპლინობის გამო გამომიშვეს. შეიძლება, ვიღაცაზე მეტჯერ დამიგვიანია სამსახურში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რომელიმეზე ნაკლები საქმე გამიკეთებია ამ გადაცემისთვის. თანაც, რაც დამიგვიანია, 5-ჯერ დიდი ჯარიმით ამინაზღაურებია, ვიდრე სხვა ანაზღაურებდა.
ნინო მჭედლიშვილი
(გამოდის ორშაბათობით)