პარტნიორები:

    რუსეთში 5 წლის ბავშვი შიმშილისგან ფანჯრიდან გადახტა

    რუსეთში 5 წლის ბავშვი შიმშილისგან ფანჯრიდან გადახტა

    რუსეთის ირკუტსკის ოლქში შინ მარტო დატოვებული ხუთი წლის ბავშვი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადახტა. იმ დროს დედამისი მეგობართან ერთად ბარში იმყოფებოდა.

    ქალმა ბავშვი 4 საათისთვის სახლში მარტო დატოვა და 10 საათამდე არ დაბრუნებულა. მოშიებულმა ბავშვმა ბებიასთან წასვლა გადაწყვიტა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა, თუმცა კარი ჩაკეტილი აღმოჩდა და მან ფანჯრიდან გადასვლა მოიფიქრა.

    პირველ სართულზე მცხოვრებმა ქალმა ხმაური და ბავშვის ტირილი გაიგონა. მეზობელმა დაშავებული ბავშვი შინ წაყვანა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

    ბავშვი თოვლის ნაქერში ჩავარდა, თუმცა სერიოზული ტრავმები მიიღო, მათ შორის წვივების მოტეხილობა.

    ამ დროისთვის ბავშვის დედა უკვე დაკითხულია. მომხდარის შესახებ მან სამართალდამცავებისგან შეიტყო. მშობლის მოვალეობის არასათანადოდ შესრულებისთვის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

    მომზადებულია IrkutskMedia.ru-ს მიხედვით.

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა