პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე კოკუაშვილი - ჩემი შეყვარებული დიდად აღფრთოვანებული არ არის იმით, რომ ლოგინის სცენებში მიწევს თამაში
სალომე კოკუაშვილი - ჩემი შეყვარებული დიდად აღფრთოვანებული არ არის იმით, რომ ლოგინის სცენებში მიწევს თამაში

სა­ლო­მე კო­კუ­აშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის სე­რი­ა­ლე­ბი­დან გა­იც­ნო. პირ­ვე­ლად "მე­სა­მე თა­ო­ბა­ში" აიდ­გა ფეხი, ამას მოჰ­ყვა "ჩვე­ნი ოფი­სი", სა­დაც მყუდ­როს მე­გო­ბარ "ბომჟ" გო­გო­ნას თა­მა­შობ­და, ბო­ლოს კი სე­რი­ალ­ში "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" მომ­ხიბ­ვლე­ლი ნია გა­ნა­სა­ხი­ე­რა. ახ­ლაც "ღა­მის შოუს სტუ­დი­ა­ში" მუ­შა­ობს გა­და­ცე­მა­ში "რომ გა­დახ­ვალ, გა­ა­ჩე­რე", თუმ­ცა უნდა, უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მოჰ­კი­დოს საქ­მეს ხელი და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უკეთ გა­მო­ავ­ლი­ნოს. სამ­სა­ხურ­თან ერ­თად ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლაც და­ი­წყო, რათა უცხო­ე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი გა­ი­მარ­ტი­ვოს.

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ახა­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა. მხო­ლოდ გა­და­ცე­მა­ში "რომ გა­დახ­ვალ გა­ა­ჩე­რე" ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. კბი­ლებ­ზე ბრე­კე­ტე­ბი გა­ვი­კე­თე და სი­მარ­თლე გი­თხრათ, მუ­შა­ო­ბა ცოტა მი­ჭირს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან არ გა­მო­მიშ­ვეს, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ბრე­კე­ტე­ბი გამჭვირ­ვა­ლეა და თუ ძა­ლი­ან ახლო კად­რი არ არის აღე­ბუ­ლი, არც კი ჩანს. სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა. ბოლო დროს კას­ტინ­გე­ბი ან აღარ არის, ან მე ვერ ვი­გებ, ადრე კას­ტინ­გმე­ნე­ჯე­რე­ბი მი­რე­კავ­დნენ და მიწ­ვევ­დნენ, ახლა ასე აღარ ხდე­ბა, მე კი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ვი­გებ, რო­დის, სად და რა კას­ტინ­გი ტარ­დე­ბა, შე­დე­გად გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ვარ სა­კუ­თარ თავ­ზე და კას­ტინ­გმე­ნე­ჯე­რებ­ზე (იღი­მის), არ ვიმ­სა­ხუ­რებ ასე უსაქ­მოდ ჯდო­მას (იცი­ნის).

ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ მო­მე­ცე­მა შან­სი ბო­ლომ­დე გა­მო­ვავ­ლი­ნო ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, "ღა­მის შოუს სტუ­დია" სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის გახ­სნას აპი­რებს, იმე­დია, საქ­მე ჩვენ­თვი­საც გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­გორც წესი, ეს სტუ­დია თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ყო­ველ­თვის ზრუ­ნავს. წელს, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­ღე­ბე­ბი არ გვქო­ნია, საკ­მა­ოდ გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­უ­ზა გა­მოგ­ვი­ვი­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "იმე­დის" რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დროს ტე­ლე­ვი­ზი­ამ უარი თქვა "ღა­მის შოუს" პრო­ექ­ტებ­ზე, გა­და­ცე­მე­ბი ახა­ლი წლის წინა პე­რი­ოდ­ში და­უბ­რუნ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცეს და მხო­ლოდ ორ­ჯერ გვქონ­და გა­და­ღე­ბა, მაგ­რამ 20 იან­ვრი­დან ვა­პი­რებთ მუ­შა­ო­ბის აქ­ტი­უ­რად და­წყე­ბას. სი­მარ­თლე გი­თხრათ, "რომ გა­დახ­ვალ გა­ა­ჩე­რე"-ზე მუ­შა­ო­ბა ზედ­მე­ტად მარ­ტი­ვია ჩემ­თვის, მი­ნი­მა­ლუ­რი სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი და ტექ­სტის სწო­რად გა­მოთ­ქმა მჭირ­დე­ბა.

- სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი გაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი?

- არა, მარ­კე­ტინ­გი და მე­ნე­ჯმენ­ტი და­ვამ­თავ­რე, დე­დას ხათ­რით ჩა­ვა­ბა­რე ამ ფა­კულ­ტეტ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და შემ­თხვე­ვა, როცა ჩემი პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შა­ვე და ცუ­დად ნამ­დვი­ლად არ გა­მომ­დი­ო­და ეს საქ­მე, შე­ქე­ბა­საც ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვერ ჩა­ვა­ბა­რე, ჩა­ვი­ჭე­რი, ყო­ველ­გვა­რი მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე მი­ვე­დი გა­მოც­და­ზე და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. თურ­მე გა­მოც­და­ზე შეკ­რუ­ლი თმით და მოკ­ლე კა­ბით უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მე კი შარ­ვლით და გა­ჩე­ჩი­ლი თმით გა­მოვ­ცხად­დი და შეს­ვლის­თა­ნა­ვე პირ­ვე­ლი შე­ნიშ­ვნა ამის გამო მომ­ცეს. შემ­დეგ გა­ვე­დი ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვი­რი­ცხე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბაა ლოს-ან­ჯე­ლე­სის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა და ვი­მე­დოვ­ნებ, ავიხ­დენ. სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სე­რი­ალ­ში "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" მნა­ხავ­და და გა­მიც­ნობ­და, მა­ნამ­დე ვმუ­შა­ობ­დი "რუს­თა­ვი 2"-ში სხვა­დას­ხვა სე­რი­ალ­ზე, "ჩვე­ნი ოფი­სის" ბოლო სე­ზონ­ში მყუდ­როს მე­გო­ბარ "ბომჟ" გო­გოს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ­დი. ჩემი პირ­ვე­ლი სე­რი­ა­ლი "მე­სა­მე თა­ო­ბა" იყო, რო­მე­ლიც "პირ­ველ არხზე" გა­დი­ო­და, 16 წლის ვი­ყა­ვი, როცა ამიყ­ვა­ნეს, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სწო­რედ იქ გა­დავ­დგი და გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა.

თა­ვის მოვ­ლა

- ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე და ცოტა მი­ჭირს, სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა ად­ვი­ლი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა. ზა­ფხულ­ში დაახ­ლო­ე­ბით ოთხი კილო მო­ვი­მა­ტე, არ მი­ვიჩ­ნიე ეს სა­გან­გა­შოდ, მაგ­რამ ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში "რომ გა­დახ­ვალ გა­ა­ჩე­რე"-ში გა­და­ღე­ბე­ბი აუზ­ზე გვქონ­და. როცა ტე­ლე­ვი­ზი­ით ეს სე­რი­ე­ბი ვნა­ხე, შევ­წუხ­დი, რად­გან ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე სას­წრა­ფოდ ჩავ­მდგა­რი­ყა­ვი ფორ­მა­ში.

დე­კემ­ბერ­ში, როცა "იმე­დი­დან" და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ მათ­თან აღარ ვმუ­შა­ობ­დი, ძა­ლი­ან გავ­ნერ­ვი­ულ­დი, სა­ლონ­ში გავ­ვარ­დი და თმა მოკ­ლედ შე­ვი­ჭე­რი. მერე ვი­ნა­ნე, რად­გან ასე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბა არ მიხ­დე­ბო­და, მივ­ხვდი, რა­ღაც უნდა შე­მეც­ვა­ლა და ქი­მი­უ­რად და­ვიხ­ვიე, რი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან არ მჭირ­დე­ბა თმის უთოს ან ფე­ნის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, ვი­ბან და ამით მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. გარ­და ასე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­სა, სა­ლონ­ში ფრჩხი­ლე­ბი­სა და წარ­ბე­ბის გა­სა­კე­თებ­ლა­დაც დავ­დი­ვარ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თმას თუ მოკ­ლედ შე­ვიჭ­რი­დი, არას­დროს მე­გო­ნა, მაგ­რამ დეპ­რე­სი­ამ ჩემი ფე­ხით მი­მიყ­ვა­ნა სა­ლონ­ში და ეს ნა­ბი­ჯი ჩემი სურ­ვი­ლით გა­დავ­დგი. სა­ერ­თოდ, თა­ვის მოვ­ლის სა­კი­თხში ძა­ლი­ან ზარ­მა­ცი ვარ, გა­მი­მარ­თლა, რომ კარ­გი სა­ხის კანი მაქვს და კოს­მე­ტო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი 7-8 თვე­ში ერთხელ მჭირ­დე­ბა. სა­ხის კრე­მე­ბი არ მიყ­ვარს და არც ვი­ყე­ნებ, მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად არ ვი­კე­თებ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც ვიცი, რო­გორ უნდა შე­ვი­ღე­ბო, კარ­გად არ გა­მომ­დის ეს საქ­მე.

შო­პინ­გი

- ალ­ბათ პირ­ვე­ლი არ ვიქ­ნე­ბი, ვინც იტყვის, რომ შო­პინ­გი კარგ გან­წყო­ბა­ზე აყე­ნებს, მაგ­რამ ზო­გა­დად, მარ­ტო სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს და ამ მხრივ არც სა­ყიდ­ლე­ბია გა­მო­ნაკ­ლი­სი. მას შემ­დეგ, რაც "თბი­ლი­სი მოლი" გა­იხ­სნა, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი გახ­და, ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დროს ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი იმ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში, ახა­ლი აღა­რა­ფე­რი შე­მოჰ­ქონ­დათ, მაგ­რამ მე მა­ინც დავ­დი­ო­დი, მე­გობ­რე­ბი მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ, რა­საც ბენ­ზინ­ში ხარ­ჯავ, იმით ერთ სახ­ლს აი­შე­ნე­ბო (იცი­ნის). თუ ვიცი, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ფას­დაკ­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­და­ვიხ­დი დიდ თან­ხას. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ია­ფად ვშო­პინ­გობ ხოლ­მე, შე­იძ­ლე­ბა 5 და 10 ლა­რად ისე­თი რამ ვი­ყი­დო, რა­საც გემ­რი­ე­ლად მო­ვიხ­მარ... მა­გა­ლი­თად, ზა­ფხულ­ში 5 ლა­რად "მალ­სი­ში" ვი­ყი­დე სა­რა­ფა­ნი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან მა­სი­ა­მოვ­ნა, სულ მეც­ვა, მგო­ნი არც გა­მო­მიც­ვლია (იცი­ნის). სი­სუ­ლე­ლე მგო­ნია სა­მოს­სა და აქ­სე­სუ­ა­რებ­ში დიდი თან­ხის გა­დახ­და, როცა არ­სე­ბობს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცე­ბი, თუნ­დაც მოგ­ზა­უ­რო­ბა, რა­შიც შე­იძ­ლე­ბა ფული გემ­რი­ე­ლად და­ხარ­ჯო.

ძა­ლი­ან ეკო­ნო­მი­უ­რი ვარ, შე­მიძ­ლია ფუ­ლის გა­და­ნახ­ვა. ჩემი პირ­ვე­ლი სე­რი­ა­ლი­დან ჩემს ოთახ­ში ევ­რო­რე­მონ­ტი გა­ვა­კე­თე, აი­ვა­ნი შე­მო­ვი­ერ­თე და საყ­ვა­რე­ლი და მყუდ­რო გა­რე­მო შე­ვიქ­მე­ნი. იმ პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ კარ­გად გვიხ­დიდ­ნენ, ბევ­რად უკეთ, ვიდ­რე დღეს, ამი­ტომ და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბა და­ვი­წყე, შე­დე­გად კი ბევ­რი რამ შევ­ცვა­ლე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. რე­მონ­ტი­სა და მან­ქა­ნის გარ­და, ჩემი ფუ­ლით საფ­რან­გეთ­შიც და­ვის­ვე­ნე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არა­ნა­ირ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებ, რა ბრენ­დის ტან­საც­მე­ლი მაც­ვია. შე­იძ­ლე­ბა ბაზ­რო­ბა­ზე ვი­ყი­დო სა­მო­სი და ეს არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს ჩემ­თვის. მომ­წონს თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­მო­სი, რო­მელ­შიც თავს კარ­გად ვგრძნობ. ჩემ­თვის ჩაც­მის სა­კი­თხში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­ფორ­ტია.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

- მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რომ­ლის­თვი­საც სულ ერ­თია, რას ჩა­ვიც­ვამ, ყვე­ლა­ნა­ირ სა­მოს­ში მოვ­წონ­ვარ და სწო­რედ მისი ბრა­ლია, რომ არას­დროს ვცდი­ლობ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. ამ ბოლო დროს ისე­თი ჩაც­მუ­ლი დავ­დი­ვარ, დედა მე­უბ­ნე­ბა, შვი­ლო, სამ­სა­ხუ­რი­და­ნაც გა­მო­გაგ­დე­ბენ და შეყ­ვა­რე­ბულ­საც და­კარ­გავ, თუ ასე გა­აგ­რძე­ლე­ბო. ძი­რი­თა­დად მაც­ვია ელას­ტი­კი, "უგე­ბი", რო­მე­ლიც "ციგ­ნებ­ში" 30 ლა­რად ვი­ყი­დე და მა­მა­ჩე­მის 40 წლის წი­ნა­ნა­დე­ლი პე­რან­გი, რო­მელ­შიც თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შეყ­ვა­რე­ბულს, მის ვი­ნა­ო­ბას ვერ გა­გიმ­ხელთ, სა­ერ­თოდ არ მიყ­ვარს ამ თე­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ თქვენ გე­ტყვით, რომ ერ­თმა­ნე­თი ერთი წლი­სა და რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ვი­ცა­ნით და ერთი წე­ლია ერ­თად ვართ. ქო­რე­ოგ­რა­ფი და მო­ცეკ­ვა­ვეა, თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვებს ას­რუ­ლებს, მაგ­რამ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­თან" სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უყუ­რებს გა­და­ცე­მას, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ, დი­დად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ალ­ბათ არ არის ჩემი მსა­ხი­ო­ბო­ბით და იმით, რომ ხან­და­ხან ლო­გი­ნის სცე­ნებ­ში მი­წევს თა­მა­ში, მაგ­რამ მი­გებს და ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობს. ჯერ­ჯე­რო­ბით ოჯა­ხის შექ­მნას არ ვა­პი­რებთ, რად­გან ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვართ, თა­ნაც ორი­ვეს გვიყ­ვარს ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი, ვართ კა­რი­ე­რის­ტე­ბი და სა­ნამ ამ მხრივ მაქ­სი­მა­ლურ მწვერ­ვალ­ზე არ ავალთ, და­ო­ჯა­ხე­ბას არ ვგეგ­მავთ.

ახალ­ბე­და მძღო­ლი…

- სამი წლის წინ გა­დავ­წყვი­ტე მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა, ოთხჯერ გა­ვი­ა­რე კურ­სი ავ­ტოს­კო­ლა­ში, მაგ­რამ ერთხელ ძლივს მო­ვა­ხერ­ხე გა­მოც­და­ზე გას­ვლა და ჩა­ბა­რე­ბა. ყო­ველ­თვის რა­ღაც მიშ­ლი­და ხელს და ვერ მივ­დი­ო­დი გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, მერე მა­ვი­წყდე­ბო­და ნას­წავ­ლი და ახ­ლი­დან შევ­დი­ო­დი ავ­ტოს­კო­ლა­ში. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაგ­რო­ვებ­დი მან­ქა­ნის ფულს, ბო­ლოს, რო­გორც იქნა, ვი­ყი­დე, მაგ­რამ მარ­თვის მოწ­მო­ბა ისევ არ მქონ­და. "იმე­დი­დან" რომ დაგ­ვი­თხო­ვეს, დრო გა­მო­მიჩ­ნდა, წა­ვე­დი, ავი­ღე მარ­თვის მოწ­მო­ბა და სა­ჭე­საც მი­ვუ­ჯე­ქი. მინ­და პატ­რულს ვაჩ­ვე­ნო ჩემი "პრა­ვა", მაგ­რამ ჯერ არ გა­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ არა­ვის, ნორ­მა­ლუ­რად ვმარ­თავ მან­ქა­ნას, შუ­მა­ხე­რი არ ვარ, მაგ­რამ არც ისე ვა­ტა­რებ, ვი­ღა­ცამ თქვას, "ამ მან­ქა­ნა­ზე უეჭ­ვე­ლად ქალი ზისო", თუმ­ცა უკა­ნა მი­ნა­ზე მა­ინც მაქვს მიკ­რუ­ლი სტი­კე­რი - "ფრთხი­ლად, სა­ჭეს­თან ქა­ლია". ისე მიყ­ვარს ჩემი მან­ქა­ნა, რომ სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ, არც კი მე­გო­ნა, თუ "ჟეშ­ტი" ასე შე­იძ­ლე­ბო­და გყვა­რე­ბო­და, მაგ­რამ შენი ნაწ­ვა­ლე­ბით რომ არის ნა­ყი­დი, ალ­ბათ ეს უფრო მე­ტად ამ­ძაფ­რებს ამ შეგ­რძნე­ბას.

გარ­თო­ბა

- არ მიყ­ვარს ხმა­უ­რი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი, ხალ­ხმრავ­ლო­ბა, კლუ­ბე­ბი, და­ლე­ვა და მო­წე­ვა, ვერ ვი­ტან ხმა­მაღ­ლა ჩარ­თულ მუ­სი­კას, თავი მტკივ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პა­ტა­რა პენ­სი­ო­ნე­რი ვარ. მირ­ჩევ­ნია, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვუ­ყუ­რო კარგ ფილ­მს, მოვ­ყვეთ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს და მშვი­დად გა­ვერ­თოთ.

ჭო­რა­ო­ბა

- ამას წი­ნათ გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ჭორი გა­ვი­გე, ნარ­კო­მა­ნი­აო, ამ­ბო­ბენ, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვარ და სა­ხე­ზე ყო­ველ­თვის თეთ­რი ფერი მა­დევს, რაც და­ბა­ლი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის ბრა­ლია. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბევ­რს სა­კუ­თა­რი თვა­ლით ჰქო­ნია ნა­ნა­ხი ჩემი "ნარ­კო­მა­ნო­ბა", ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი მიყ­ვე­ბო­და, ჩემი მე­გობ­რის შეყ­ვა­რე­ბულ­მა გნა­ხა, რო­გორ იკე­თებ­დი წა­მალ­სო, კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, ნემ­სის გა­კე­თე­ბის სას­ტი­კად მე­ში­ნია, რო­მელ ნარ­კო­ტიკ­ზეა ლა­პა­რა­კი. გარ­და ამი­სა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის "საყ­ვა­რე­ლი" რომ ვარ, ეს უკვე ძა­ლი­ან ძვე­ლია, თუმ­ცა ერთხელ ისე სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მივ­რცე­ლეს ჭორი, გა­თხოვ­დაო, რომ უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი მი­ლო­ცავ­დნენ. არ და­მა­ვი­წყდე­ბა გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას მე­სი­ჯი, "აკი 30 წლამ­დე გა­თხო­ვე­ბას არ ვა­პი­რე­ბო" (იცი­ნის) საკ­მა­ოდ ბევ­რი მე­გო­ბა­რი ბიჭი მყავს, ად­ვი­ლად ვურ­თი­ერ­თობ მამ­რო­ბით სქეს­თან, ამი­ტომ ვინ­მეს­თან ერ­თად თუ და­მი­ნა­ხა­ვენ, მას აუ­ცი­ლებ­ლად ჩემს შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბას მი­ა­წე­რენ ხოლ­მე. ადრე ჭო­რე­ბი მა­ღი­ზი­ა­ნებ­და და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ ეს ერთი მხრივ კარ­გია, რად­გან ჭო­რა­ო­ბენ, ესე იგი ახ­სოვ­ხარ და არ და­ვი­წყე­ბი­ხარ, ამი­ტომ ახლა რე­აქ­ცია აღარ მაქვს, უბ­რა­ლოდ მიკ­ვირს, სა­ი­დან მოს­დით თავ­ში ასე­თი აზ­რე­ბი. დღეს ბრმა­ნაწ­ლა­ვის ექოს­კო­პია გა­ვი­კე­თე და არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, ხვა­ლი­დან რომ გა­ვი­გო ჭორი ჩემს ორ­სუ­ლო­ბა­ზე (იცი­ნის).

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

სალომე კოკუაშვილი - ჩემი შეყვარებული დიდად აღფრთოვანებული არ არის იმით, რომ ლოგინის სცენებში მიწევს თამაში

სალომე კოკუაშვილი - ჩემი შეყვარებული დიდად აღფრთოვანებული არ არის იმით, რომ ლოგინის სცენებში მიწევს თამაში

სალომე კოკუაშვილი პროფესიით მსახიობი არ არის, თუმცა საზოგადოებამ ის სერიალებიდან გაიცნო. პირველად "მესამე თაობაში" აიდგა ფეხი, ამას მოჰყვა "ჩვენი ოფისი", სადაც მყუდროს მეგობარ "ბომჟ" გოგონას თამაშობდა, ბოლოს კი სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მომხიბვლელი ნია განასახიერა. ახლაც "ღამის შოუს სტუდიაში" მუშაობს გადაცემაში "რომ გადახვალ, გააჩერე", თუმცა უნდა, უფრო სერიოზულად მოჰკიდოს საქმეს ხელი და საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოავლინოს. სამსახურთან ერთად ინგლისური ენის შესწავლაც დაიწყო, რათა უცხოელებთან კონტაქტი გაიმარტივოს.

- სამწუხაროდ, ჩემს შემოქმედებაში ახალი არაფერი ხდება. მხოლოდ გადაცემაში "რომ გადახვალ გააჩერე" ვარ დაკავებული. კბილებზე ბრეკეტები გავიკეთე და სიმართლე გითხრათ, მუშაობა ცოტა მიჭირს. საბედნიეროდ, ამის გამო სამსახურიდან არ გამომიშვეს, ალბათ იმიტომ, რომ ბრეკეტები გამჭვირვალეა და თუ ძალიან ახლო კადრი არ არის აღებული, არც კი ჩანს. სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება. ბოლო დროს კასტინგები ან აღარ არის, ან მე ვერ ვიგებ, ადრე კასტინგმენეჯერები მირეკავდნენ და მიწვევდნენ, ახლა ასე აღარ ხდება, მე კი დამოუკიდებლად ვერ ვიგებ, როდის, სად და რა კასტინგი ტარდება, შედეგად განაწყენებული ვარ საკუთარ თავზე და კასტინგმენეჯერებზე (იღიმის), არ ვიმსახურებ ასე უსაქმოდ ჯდომას (იცინის).

ბედნიერი ვიქნები, თუ მომეცემა შანსი ბოლომდე გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები. რამდენადაც ვიცი, "ღამის შოუს სტუდია" საკუთარი ტელევიზიის გახსნას აპირებს, იმედია, საქმე ჩვენთვისაც გამოჩნდება, როგორც წესი, ეს სტუდია თავის თანამშრომლებზე ყოველთვის ზრუნავს. წელს, ფაქტობრივად, გადაღებები არ გვქონია, საკმაოდ გრძელვადიანი პაუზა გამოგვივიდა. მოგეხსენებათ, "იმედის" რეორგანიზაციის დროს ტელევიზიამ უარი თქვა "ღამის შოუს" პროექტებზე, გადაცემები ახალი წლის წინა პერიოდში დაუბრუნდა სატელევიზიო სივრცეს და მხოლოდ ორჯერ გვქონდა გადაღება, მაგრამ 20 იანვრიდან ვაპირებთ მუშაობის აქტიურად დაწყებას. სიმართლე გითხრათ, "რომ გადახვალ გააჩერე"-ზე მუშაობა ზედმეტად მარტივია ჩემთვის, მინიმალური სამსახიობო მონაცემები და ტექსტის სწორად გამოთქმა მჭირდება.

- სამსახიობო ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული?

- არა, მარკეტინგი და მენეჯმენტი დავამთავრე, დედას ხათრით ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე, რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა ჩემი პროფესიით ვიმუშავე და ცუდად ნამდვილად არ გამომდიოდა ეს საქმე, შექებასაც ვიმსახურებდი. თეატრალურ უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე, ჩავიჭერი, ყოველგვარი მომზადების გარეშე მივედი გამოცდაზე და შედეგმაც არ დააყოვნა. თურმე გამოცდაზე შეკრული თმით და მოკლე კაბით უნდა მივსულიყავი, მე კი შარვლით და გაჩეჩილი თმით გამოვცხადდი და შესვლისთანავე პირველი შენიშვნა ამის გამო მომცეს. შემდეგ გავედი ეროვნულ გამოცდებზე და ზემოთ ხსენებულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მიუხედავად ამისა, ჩემი ბავშვობის ოცნებაა ლოს-ანჯელესის კინოაკადემიაში სწავლა და ვიმედოვნებ, ავიხდენ. სანამ საზოგადოება სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" მნახავდა და გამიცნობდა, მანამდე ვმუშაობდი "რუსთავი 2"-ში სხვადასხვა სერიალზე, "ჩვენი ოფისის" ბოლო სეზონში მყუდროს მეგობარ "ბომჟ" გოგოს განვასახიერებდი. ჩემი პირველი სერიალი "მესამე თაობა" იყო, რომელიც "პირველ არხზე" გადიოდა, 16 წლის ვიყავი, როცა ამიყვანეს, პირველი ნაბიჯები სწორედ იქ გადავდგი და გასაკვირი არაა, რომ ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება.

თავის მოვლა

- ვარჯიში დავიწყე და ცოტა მი­ჭირს, სულაც არ ყოფილა ადვილი ფიზიკური დატვირთვა. ზაფხულში დაახ­ლოებით ოთხი კილო მოვიმატე, არ მივიჩნიე ეს საგანგაშოდ, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში "რომ გადახვალ გააჩერე"-ში გადაღებები აუზზე გვქონდა. როცა ტელევიზიით ეს სერიები ვნახე, შევწუხდი, რადგან ძალიან არასასიამოვნოდ გამოვიყურებოდი, ამიტომ გადავწყვიტე სასწრაფოდ ჩავმდგარიყავი ფორმაში.

დეკემბერში, როცა "იმედიდან" დამირეკეს და მითხრეს, რომ მათთან აღარ ვმუშაობდი, ძალიან გავნერვიულდი, სალონში გავვარდი და თმა მოკლედ შევიჭერი. მერე ვინანე, რადგან ასეთი ვარცხნილობა არ მიხდებოდა, მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა და ქიმიურად დავიხვიე, რითაც კმაყოფილი ვარ, რადგან არ მჭირდება თმის უთოს ან ფენის ხშირი გამოყენება, ვიბან და ამით მთავრდება ყველაფერი. გარდა ასეთი ექსპერიმენტებისა, სალონში ფრჩხილებისა და წარბების გასაკეთებლადაც დავდივარ. სიმართლე გითხრათ, თმას თუ მოკლედ შევიჭრიდი, არასდროს მეგონა, მაგრამ დეპრესიამ ჩემი ფეხით მიმიყვანა სალონში და ეს ნაბიჯი ჩემი სურვილით გადავდგი. საერთოდ, თავის მოვლის საკითხში ძალიან ზარმაცი ვარ, გამიმართლა, რომ კარგი სახის კანი მაქვს და კოსმეტოლოგთან ვიზიტი 7-8 თვეში ერთხელ მჭირდება. სახის კრემები არ მიყვარს და არც ვიყენებ, მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვიკეთებ, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, როგორ უნდა შევიღებო, კარგად არ გამომდის ეს საქმე.

შოპინგი

- ალბათ პირველი არ ვიქნები, ვინც იტყვის, რომ შოპინგი კარგ განწყობაზე აყენებს, მაგრამ ზოგადად, მარტო სიარული არ მიყვარს და ამ მხრივ არც საყიდლებია გამონაკლისი. მას შემდეგ, რაც "თბილისი მოლი" გაიხსნა, ჩემი საყვარელი ადგილი გახდა, ფასდაკლებების დროს ყოველდღე დავდიოდი იმ სავაჭრო ცენტრში, ახალი აღარაფერი შემოჰქონდათ, მაგრამ მე მაინც დავდიოდი, მეგობრები მეხუმრებოდნენ, რასაც ბენზინში ხარჯავ, იმით ერთ სახლს აიშენებო (იცინის). თუ ვიცი, რომ უახლოეს მომავალში ფასდაკლებები იგეგმება, არავითარ შემთხვევაში არ გადავიხდი დიდ თანხას. საერთოდ, ძალიან იაფად ვშოპინგობ ხოლმე, შეიძლება 5 და 10 ლარად ისეთი რამ ვიყიდო, რასაც გემრიელად მოვიხმარ... მაგალითად, ზაფხულში 5 ლარად "მალსიში" ვიყიდე სარაფანი, რომელმაც ძალიან მასიამოვნა, სულ მეცვა, მგონი არც გამომიცვლია (იცინის). სისულელე მგონია სამოსსა და აქსესუარებში დიდი თანხის გადახდა, როცა არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები, თუნდაც მოგზაურობა, რაშიც შეიძლება ფული გემრიელად დახარჯო.

ძალიან ეკონომიური ვარ, შემიძლია ფულის გადანახვა. ჩემი პირველი სერიალიდან ჩემს ოთახში ევრორემონტი გავაკეთე, აივანი შემოვიერთე და საყვარელი და მყუდრო გარემო შევიქმენი. იმ პერიოდში საკმაოდ კარგად გვიხდიდნენ, ბევრად უკეთ, ვიდრე დღეს, ამიტომ დანაზოგის გაკეთება დავიწყე, შედეგად კი ბევრი რამ შევცვალე ჩემს ცხოვრებაში. რემონტისა და მანქანის გარდა, ჩემი ფულით საფრანგეთშიც დავისვენე. სიმართლე გითხრათ, არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რა ბრენდის ტანსაცმელი მაცვია. შეიძლება ბაზრობაზე ვიყიდო სამოსი და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის. მომწონს თავისუფალი სამოსი, რომელშიც თავს კარგად ვგრძნობ. ჩემთვის ჩაცმის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტია.

პირადი ცხოვრება

- მყავს შეყვარებული, რომლისთვისაც სულ ერთია, რას ჩავიცვამ, ყველანაირ სამოსში მოვწონვარ და სწორედ მისი ბრალია, რომ არასდროს ვცდილობ კარგად გამოვიყურებოდე. ამ ბოლო დროს ისეთი ჩაცმული დავდივარ, დედა მეუბნება, შვილო, სამსახურიდანაც გამოგაგდებენ და შეყვარებულსაც დაკარგავ, თუ ასე გააგრძელებო. ძირითადად მაცვია ელასტიკი, "უგები", რომელიც "ციგნებში" 30 ლარად ვიყიდე და მამაჩემის 40 წლის წინანადელი პერანგი, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

რაც შეეხება ჩემს შეყვარებულს, მის ვინაობას ვერ გაგიმხელთ, საერთოდ არ მიყვარს ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბარი, მაგრამ თქვენ გეტყვით, რომ ერთმანეთი ერთი წლისა და რამდენიმე თვის წინ გავიცანით და ერთი წელია ერთად ვართ. ქორეოგრაფი და მოცეკვავეა, თანამედროვე ცეკვებს ასრულებს, მაგრამ "ცეკვავენ ვარსკვლავებთან" საერთო არაფერი აქვს. ხშირ შემთხვევაში უყურებს გადაცემას, რომელშიც ვმონაწილეობ, დიდად აღფრთოვანებული ალბათ არ არის ჩემი მსახიობობით და იმით, რომ ხანდახან ლოგინის სცენებში მიწევს თამაში, მაგრამ მიგებს და ყველანაირად ხელს მიწყობს. ჯერჯერობით ოჯახის შექმნას არ ვაპირებთ, რადგან ძალიან პატარები ვართ, თანაც ორივეს გვიყვარს ჩვენი სამსახური, ვართ კარიერისტები და სანამ ამ მხრივ მაქსიმალურ მწვერვალზე არ ავალთ, დაოჯახებას არ ვგეგმავთ.

ახალბედა მძღოლი…

- სამი წლის წინ გადავწყვიტე მართვის მოწმობის აღება, ოთხჯერ გავიარე კურსი ავტოსკოლაში, მაგრამ ერთხელ ძლივს მოვახერხე გამოცდაზე გასვლა და ჩაბარება. ყოველთვის რაღაც მიშლიდა ხელს და ვერ მივდიოდი გამოცდის ჩასაბარებლად, მერე მავიწყდებოდა ნასწავლი და ახლიდან შევდიოდი ავტოსკოლაში. ერთი წლის განმავლობაში ვაგროვებდი მანქანის ფულს, ბოლოს, როგორც იქნა, ვიყიდე, მაგრამ მართვის მოწმობა ისევ არ მქონდა. "იმედიდან" რომ დაგვითხოვეს, დრო გამომიჩნდა, წავედი, ავიღე მართვის მოწმობა და საჭესაც მივუჯექი. მინდა პატრულს ვაჩვენო ჩემი "პრავა", მაგრამ ჯერ არ გავუჩერებივარ არავის, ნორმალურად ვმართავ მანქანას, შუმახერი არ ვარ, მაგრამ არც ისე ვატარებ, ვიღაცამ თქვას, "ამ მანქანაზე უეჭველად ქალი ზისო", თუმცა უკანა მინაზე მაინც მაქვს მიკრული სტიკერი - "ფრთხილად, საჭესთან ქალია". ისე მიყვარს ჩემი მანქანა, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, არც კი მეგონა, თუ "ჟეშტი" ასე შეიძლებოდა გყვარებოდა, მაგრამ შენი ნაწვალებით რომ არის ნაყიდი, ალბათ ეს უფრო მეტად ამძაფრებს ამ შეგრძნებას.

გართობა

- არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები, ხალხმრავლობა, კლუბები, დალევა და მოწევა, ვერ ვიტან ხმამაღლა ჩართულ მუსიკას, თავი მტკივდება, შეიძლება ითქვას, პატარა პენსიონერი ვარ. მირჩევნია, მეგობრებთან ერთად ვუყურო კარგ ფილმს, მოვყვეთ საინტერესო ამბებს და მშვიდად გავერთოთ.

ჭორაობა

- ამას წინათ გამაოგნებელი ჭორი გავიგე, ნარკომანიაო, ამბობენ, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გამხდარი ვარ და სახეზე ყოველთვის თეთრი ფერი მადევს, რაც დაბალი ჰემოგლობინის ბრალია. როგორც აღმოჩნდა, ბევრს საკუთარი თვალით ჰქონია ნანახი ჩემი "ნარკომანობა", ჩემი საუკეთესო მეგობარი მიყვებოდა, ჩემი მეგობრის შეყვარებულმა გნახა, როგორ იკეთებდი წამალსო, კინაღამ გავგიჟდი, ნემსის გაკეთების სასტიკად მეშინია, რომელ ნარკოტიკზეა ლაპარაკი. გარდა ამისა, ბევრი ადამიანის "საყვარელი" რომ ვარ, ეს უკვე ძალიან ძველია, თუმცა ერთხელ ისე სერიოზულად გამივრცელეს ჭორი, გათხოვდაო, რომ უახლოესი ადამიანებიც კი მილოცავდნენ. არ დამავიწყდება გიორგი ლიფონავას მესიჯი, "აკი 30 წლამდე გათხოვებას არ ვაპირებო" (იცინის) საკმაოდ ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს, ადვილად ვურთიერთობ მამრობით სქესთან, ამიტომ ვინმესთან ერთად თუ დამინახავენ, მას აუცილებლად ჩემს შეყვარებულობას მიაწერენ ხოლმე. ადრე ჭორები მაღიზიანებდა და ვნერვიულობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან ჭორაობენ, ესე იგი ახსოვხარ და არ დავიწყებიხარ, ამიტომ ახლა რეაქცია აღარ მაქვს, უბრალოდ მიკვირს, საიდან მოსდით თავში ასეთი აზრები. დღეს ბრმანაწლავის ექოსკოპია გავიკეთე და არ გამიკვირდება, ხვალიდან რომ გავიგო ჭორი ჩემს ორსულობაზე (იცინის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება