ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კენჭისყრის მიმდინარეობისას დავით წულაძე ცუდად გახდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დავით წულაძემ საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა წარადგინა. თუმცა მისი თქმით, აზრი არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან 21 დეპუტატი მხარს ამირან გიგინეიშვილს დაუჭერს. დავით წულაძე "თავისუფალი დემოკრატების" წევრია, ამირან გიგინეიშვილი კი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი.
"მინდა ვთქვა, რომ ლანჩხუთს მუნიციპალიტეტს ყოფილი გამგებელი გია გოგუაძე მართავს და ეს არის დღევანდელი საკრებულოს სხდომის შედეგი", - განაცხადა დავით წულაძემ.
ინციდენტის გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთით შეჩერდა.