პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატალია ვოდიანოვა: "რუსეთში ქუჩაში ხილს ვყიდდი და დედას ფინანსურად ვეხმარებოდი"
ნატალია ვოდიანოვა: "რუსეთში ქუჩაში ხილს ვყიდდი და დედას ფინანსურად ვეხმარებოდი"

რუს­მა სუ­პერ­მო­დელ­მა ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვამ Daily Mail-ს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ნა­ტა­ლია რუ­სეთ­ში გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბის წლებს იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ ამ წლებ­მა მას ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი შეს­ძი­ნა. სუ­პერ­მო­დელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­როდ­ში ქუ­ჩა­ში ხილს ყიდ­და და დე­დას ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და.

ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვლე­ბო­და: რუ­სე­თის ცივ ზამ­თარ­ში ხილს ქუ­ჩა­ში ვყიდ­დი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვლე­ბო­და. ვფიქ­რობ­დი, ერთ დღე­საც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ვცდი­ლობ­დი, თავი უკეთ მეგ­რძნო. მახ­სოვს, დე­დას თვი­უ­რი სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 25 რუბ­ლი იყო. ერთ დღეს სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქუ­ჩა­ში რუბ­ლი ვი­პო­ვე. გა­ხა­რე­ბუ­ლი დე­დას­თან მი­ვე­დი, მან უფ­ლე­ბა მომ­ცა, მა­ღა­ზი­ა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და საჭ­მე­ლი მე­ყი­და. ახ­ლომ­დე­ბა­რე სურ­სათ­ში მი­ვირ­ბი­ნე და ოჯა­ხის­თვის საჭ­მე­ლი ვი­ყი­დე. დღემ­დე მახ­სოვს, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი იმ წამს.

დე­და­ჩე­მით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ: ჩემი და ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა რო­გორ ზრუ­ნავ­და დედა მას­ზე. სკო­ლას ხში­რად ვაც­დენ­დი, რათა დე­დას მის მოვ­ლა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი.

ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი გა­მაკ­ვირ­ვებს: ბავ­შვო­ბა­ში ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბა გა­მო­ვი­ა­რე, არ ვიცი ცხოვ­რე­ბა­ში რაღა გა­მაკ­ვირ­ვებს. დღეს რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს. დღეს ჩემს გარ­შე­მო მხო­ლოდ ფუ­ფუ­ნე­ბაა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი გა­ა­კე­თეს ბე­ბია-ბა­ბუ­ამ (დე­დის დედ-მამა). ბე­ბია ჩემ­თვის ქა­ლის იდე­ა­ლია. მახ­სოვს მხო­ლოდ 3 წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი და მკვეთ­რი წი­თე­ლი ფე­რის პო­მა­და ჰქონ­და, კი­დევ რამ­დე­ნი­მე სამ­კა­უ­ლი. ამ ნივ­თებს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით უვ­ლი­და და ბე­ბია ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში იყო.

წარ­მა­ტე­ბის პირ­ველ წელს თავ­გზა­აბ­ნე­უ­ლი და დეპ­რე­სი­უ­ლი გავ­ხდი: მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა 20 წლის ასაკ­ში მო­ვი­პო­ვე. გავ­თხოვ­დი მი­ლი­არ­დერ­ზე, სა­ცხოვ­რებ­ლად მდიდ­რულ სახ­ლში გა­და­ვე­დი და უსაყ­ვარ­ლე­სი ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე. გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, მცი­რე დრო­ში იმ­დე­ნად ბევ­რი და­დე­ბი­თი რამ მოხ­და, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ყვე­ლას გვახ­სოვს, 2004 წელს ბეს­ლა­ნის სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტი. ძა­ლი­ან მინ­დო­და ამ ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია Naked Heart Foundation. ჩემ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად 100-ზე მეტი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი ობოლ­თა თავ­შე­საფ­რებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრებ­ში ავა­შე­ნეთ.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ვარ­ჯი­ში მე­ზა­რე­ბა: ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბო­და. მიყ­ვარს ძილი და ჩემი ნება რომ იყოს, მთე­ლი დღე ლო­გინ­ში ვი­ნე­ბივ­რებ­დი. არ მიყ­ვარს ვარ­ჯი­ში და არც ვვარ­ჯი­შობ. უბ­რა­ლოდ პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში ფე­ხით დავ­დი­ვარ, მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ და ლიფ­ტით არას­დროს ვსარ­გებ­ლობ და ხან­და­ხან ვე­ლო­სი­პე­დით ვსე­ირ­ნობ, სულ ეს არის.

მო­დე­ლო­ბას თავს არ და­ვა­ნე­ბებ: ხში­რად გა­მი­გო­ნია, მო­დე­ლი 25 წლის ასა­კის ზე­მოთ პო­დი­უმს ამ­ძი­მებ­სო, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სინ­დი კრო­უ­ფორდმა ეს მო­საზ­რე­ბა გა­ა­ცამ­ტვე­რა. მისი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო მხო­ლოდ ლა­მაზ სხე­ულ­ში არაა, ის მი­ზან­და­სა­ხუ­ლია.

ბევ­რი შვი­ლის დე­დო­ბა მინ­და: 30 წლის ასაკ­ში 3 შვი­ლის დედა ვარ, მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი ბავ­შვი მინ­და. ვფიქ­რობ, სახ­ლში 5 ბავ­შვი შე­სა­ნიშ­ნა­ვია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ:

- ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვამ სტი­უ­არტ ვა­იც­მა­ნის ფეხ­საც­მე­ლე­ბი მო­ირ­გო

- ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა და ჯო­ნა­თან რიზ მა­ი­ერ­სი სა­სიყ­ვა­რუ­ლო დრა­მა­ში - Belle Du Seigneur

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ნატალია ვოდიანოვა: "რუსეთში ქუჩაში ხილს ვყიდდი და დედას ფინანსურად ვეხმარებოდი"

ნატალია ვოდიანოვა: "რუსეთში ქუჩაში ხილს ვყიდდი და დედას ფინანსურად ვეხმარებოდი"

რუსმა სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ Daily Mail-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ნატალია რუსეთში გატარებულ ბავშვობის წლებს იხსენებს და ამბობს, რომ ამ წლებმა მას ძლიერი ხასიათი შესძინა. სუპერმოდელმა განაცხადა, რომ ნიჟნი-ნოვგოროდში ქუჩაში ხილს ყიდდა და დედას ფინანსურად ეხმარებოდა.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა: რუსეთის ცივ ზამთარში ხილს ქუჩაში ვყიდდი, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა. ვფიქრობდი, ერთ დღესაც ყველაფერი კარგად იქნება. ვცდილობდი, თავი უკეთ მეგრძნო. მახსოვს, დედას თვიური საშუალო ხელფასი 25 რუბლი იყო. ერთ დღეს სახლში ვბრუნდებოდი და მოულოდნელად ქუჩაში რუბლი ვიპოვე. გახარებული დედასთან მივედი, მან უფლება მომცა, მაღაზიაში წავსულიყავი და საჭმელი მეყიდა. ახლომდებარე სურსათში მივირბინე და ოჯახისთვის საჭმელი ვიყიდე. დღემდე მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი იმ წამს.

დედაჩემით ძალიან ვამაყობ: ჩემი და ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. არასდროს დამავიწყდება როგორ ზრუნავდა დედა მასზე. სკოლას ხშირად ვაცდენდი, რათა დედას მის მოვლაში დავხმარებოდი.

ცხოვრებაში არაფერი გამაკვირვებს: ბავშვობაში ისეთი გაჭირვება გამოვიარე, არ ვიცი ცხოვრებაში რაღა გამაკვირვებს. დღეს რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება მაქვს. დღეს ჩემს გარშემო მხოლოდ ფუფუნებაა. ჩემთვის ძალიან ბევრი კარგი გააკეთეს ბებია-ბაბუამ (დედის დედ-მამა). ბებია ჩემთვის ქალის იდეალია. მახსოვს მხოლოდ 3 წყვილი ფეხსაცმელი და მკვეთრი წითელი ფერის პომადა ჰქონდა, კიდევ რამდენიმე სამკაული. ამ ნივთებს დიდი სიყვარულით უვლიდა და ბებია ყოველთვის ფორმაში იყო.

წარმატების პირველ წელს თავგზააბნეული და დეპრესიული გავხდი: მსოფლიო პოპულარობა 20 წლის ასაკში მოვიპოვე. გავთხოვდი მილიარდერზე, საცხოვრებლად მდიდრულ სახლში გადავედი და უსაყვარლესი ბავშვი გავაჩინე. გულწრფელად გითხრათ, მცირე დროში იმდენად ბევრი დადებითი რამ მოხდა, რომ სიტუაციის გაანალიზება ვერ მოვახერხე. ყველას გვახსოვს, 2004 წელს ბესლანის სკოლაში მომხდარი ტერაქტი. ძალიან მინდოდა ამ ბავშვების დასახმარებლად რაღაც გამეკეთებინა და ჩამოვაყალიბე საქველმოქმედო ორგანიზაცია Naked Heart Foundation. ჩემმა ორგანიზაციამ რუსეთში მცხოვრები პატარების დასახმარებლად 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა. ბედნიერი ვარ, რომ სათამაშო მოედნები ობოლთა თავშესაფრებში, საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში ავაშენეთ.

ყველაზე მეტად ვარჯიში მეზარება: ხანდახან ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრება შესანიშნავი იქნებოდა. მიყვარს ძილი და ჩემი ნება რომ იყოს, მთელი დღე ლოგინში ვინებივრებდი. არ მიყვარს ვარჯიში და არც ვვარჯიშობ. უბრალოდ პარიზის ქუჩებში ფეხით დავდივარ, მეოთხე სართულზე ვცხოვრობ და ლიფტით არასდროს ვსარგებლობ და ხანდახან ველოსიპედით ვსეირნობ, სულ ეს არის.

მოდელობას თავს არ დავანებებ: ხშირად გამიგონია, მოდელი 25 წლის ასაკის ზემოთ პოდიუმს ამძიმებსო, მაგრამ ვფიქრობ, სინდი კროუფორდმა ეს მოსაზრება გააცამტვერა. მისი წარმატების საიდუმლო მხოლოდ ლამაზ სხეულში არაა, ის მიზანდასახულია.

ბევრი შვილის დედობა მინდა: 30 წლის ასაკში 3 შვილის დედა ვარ, მაგრამ კიდევ ბევრი ბავშვი მინდა. ვფიქრობ, სახლში 5 ბავშვი შესანიშნავია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

- ნატალია ვოდიანოვამ სტიუარტ ვაიცმანის ფეხსაცმელები მოირგო

- ნატალია ვოდიანოვა და ჯონათან რიზ მაიერსი სასიყვარულო დრამაში - Belle Du Seigneur

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება