ცნობილი რეპერი კენი ვესტი ყოველთვის ანებივრებდა საყვარელ ქალს, რეალითი შოუს ვარსკვლავ კიმ კარდაშიანს, თუმცა მას მერე რაც ცნობილი გახდა, რომ კიმი მუცლით მის მომავალ შვილს ატარებს, კენი ვესტი ძალას არ იშურებს, რომ მას ასიამოვნოს.
მომღერალი პარიზში სტუმრობისას, კიმთან ერთად Cartier-ს მაღაზიას ესტუმრა და იქ საკმაოდ დიდი თანხაც დატოვა. კიმმა მისი შვილის მამისგან უნიკალური ბრილიანტის თვლით გაფორმებული ოქროს რამდენიმე სამაჯური მიიღო საჩუქრად. ამ საჩუქრის ღირებულება 65 000 დოლარია.
ბედნიერმა კიმმა საჩუქრების ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.