პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასუფთავების ტენდერში გამარჯვებული გურჯაანის გამგებელთან დაახლოებული პირია
დასუფთავების ტენდერში გამარჯვებული გურჯაანის გამგებელთან დაახლოებული პირია

2013 წლი­დან ქა­ლა­ქი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბას ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე ნო­დარ გუ­ლაშ­ვი­ლია. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან 36 000 ლა­რით და­ფი­ნანსდა. გურ­ჯა­ა­ნის ად­მინ­სტრა­ცი­უ­ლი ფარ­თის და­სუფ­თა­ვე­ბას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ნო­დარ გორ­ხე­ლაშ­ვი­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­უბ­რობ­დნენ, რომ ნო­დარ გორ­ხე­ლაშ­ვი­ლი გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ ჯონი ოსი­აშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია (მეჯ­ვა­რეა). თა­ვად ჯონი ოსი­აშ­ვი­ლი კი აცხა­დებს, რომ არ იცო­და თუ ეს პი­როვ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­მუ­შა­ოს­თან რა­ი­მე კავ­შირ­ში იყო.

"ჩემ­თან კა­ბი­ნეტ­ში რომ შე­მო­ვი­და, გა­მიკ­ვირ­და. რვა წე­ლია ამ კაცს არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. 58 000 ლა­რად იყო ტენ­დე­რი შე­ფა­სე­ბუ­ლი და 36 000 ლარ­ში გა­ი­მარ­ჯვა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამათ დამ­ლა­გებ­ლე­ბის­თვის ხელ­ფა­სე­ბი და­უკ­ლი­ათ და იმის ხარ­ჯზე ასუფ­თა­ვე­ბენ შე­ნო­ბებს. მე მხო­ლოდ მა­შინ მაქვს ტენ­დე­რის ჩაშ­ლის უფ­ლე­ბა, თუ მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხი არ მო­მე­წო­ნე­ბა, თუკი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ" - აცხა­დებს ჯონი ოსი­აშ­ვი­ლი.

რო­გორც "სპექტრმა" ნო­დარ გორ­ხე­ლაშ­ვილ­თან სა­უბ­რი­სას გა­არ­კვია, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია მას არ ეკუთ­ვნის, თუმ­ცა, მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ვა­დაა. "ორ­გა­ნი­ზა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩემს მე­გო­ბარ ნო­დარ გუ­ლაშ­ვილ­ზეა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ნო­ტა­რი­უ­სით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, რომ მე ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლო ამ საქ­მეს", - ამ­ბობს ნო­დარ გორ­ხე­ლაშ­ვი­ლი.

სრუ­ლი ვერ­სია

"სპექტრი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დასუფთავების ტენდერში გამარჯვებული გურჯაანის გამგებელთან დაახლოებული პირია

დასუფთავების ტენდერში გამარჯვებული გურჯაანის გამგებელთან დაახლოებული პირია

2013 წლიდან ქალაქისა და ადმინისტრაციული შენობების დასუფთავებას ახალი სამსახური განახორციელებს. რამდენიმე კვირის წინ ტენდერი გამოცხადდა, მონაწილეობა რამდენიმე კომპანიამ მიიღო. გამარჯვებული კი ინდივიდუალური მეწარმე ნოდარ გულაშვილია. გამარჯვებული შენობა-ნაგებობების მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 000 ლარით დაფინანსდა. გურჯაანის ადმინსტრაციული ფართის დასუფთავებას მუნიციპალიტეტში ნოდარ გორხელაშვილი უზრუნველყოფს. საზოგადოებაში საუბრობდნენ, რომ  ნოდარ გორხელაშვილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ჯონი ოსიაშვილთან დაახლოებული პირია (მეჯვარეა). თავად ჯონი ოსიაშვილი კი აცხადებს, რომ არ იცოდა თუ ეს პიროვნება აღნიშნულ სამუშაოსთან რაიმე კავშირში იყო.

"ჩემთან კაბინეტში რომ შემოვიდა, გამიკვირდა. რვა წელია ამ კაცს არ ველაპარაკები. 58 000 ლარად იყო ტენდერი შეფასებული და 36 000 ლარში გაიმარჯვა. ფაქტობრივად, ამათ დამლაგებლებისთვის ხელფასები დაუკლიათ და იმის ხარჯზე ასუფთავებენ შენობებს. მე მხოლოდ მაშინ მაქვს ტენდერის ჩაშლის უფლება, თუ მუშაობის ხარისხი არ მომეწონება, თუკი თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ" - აცხადებს ჯონი ოსიაშვილი.

როგორც "სპექტრმა" ნოდარ გორხელაშვილთან საუბრისას გაარკვია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მას არ ეკუთვნის, თუმცა, მის საქმიანობაზე პასუხისმგებელი თავადაა. "ორგანიზაცია ოფიციალურად ჩემს მეგობარ ნოდარ გულაშვილზეა დარეგისტრირებული, მაგრამ ნოტარიუსით დამტკიცებულია, დასაბუთებულია, რომ მე ვუხელმძღვანელო ამ საქმეს", - ამბობს ნოდარ გორხელაშვილი.

სრული ვერსია

"სპექტრი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა