სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"23 წლის გოგონას წაართვეს უმთავრესი - დედობის უფლება"
"23 წლის გოგონას წაართვეს უმთავრესი - დედობის უფლება"

ეს წე­რი­ლი ე.წ. არა­მი­ან­ცის ერთ-ერთი კლი­ნი­კის ყო­ფილ დი­რექ­ტორს, ამ­ჟა­მად "ამ­თელ ჰოს­პი­ტა­ლის" ექიმს, ნოე ლეჟა­ვას ეკუთ­ვნის და მისი ად­რე­სა­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია.

"ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, წი­ნას­წარ ბო­დიშს გიხ­დით შე­წუ­ხე­ბის­თვის, მაგ­რამ რა ვქნა, თქვენ­და­მი დიდი ნდო­ბის ფაქ­ტორ­მა გა­და­მად­გმე­ვი­ნა ეს ნა­ბი­ჯი. ვარ 38 წლის სტა­ჟის მქო­ნე ექი­მი, აქე­დან 30 წელი ვი­ყა­ვი ქა­ლა­ქის N1 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­კი­თხი რა მო­სა­ტა­ნია, რო­დე­საც და­ი­შა­ლა ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვა. "ამ­თელ ჰოს­პი­ტა­ლის" გი­ნე­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში 24 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და სა­მე­დი­ცი­ნო და­ნა­შა­უ­ლი. 23 წლის გო­გო­ნას, არარ­სე­ბუ­ლი და "შე­კე­რი­ლი" დი­აგ­ნო­ზით გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცია, რის შემ­დე­გაც გო­გო­ნა დარ­ჩა საშ­ვი­ლოს­ნოს გა­რე­შე. ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, გთხოვთ და­მეხ­მა­როთ სი­მარ­თლის ძებ­ნა­ში. თუ მე ვარ არას­წო­რი, დად­გეს ჩემი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­კი­თხი".

ამ წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნამ­დე, N1 გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. პრო­ფე­სო­რი ნოე ლეჟა­ვა გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, თა­მარ იაშ­ვილს და­უ­პი­რის­პირ­და: "შევ­ვარ­დი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში, და­ვა­დე­ქი თავ­ზე იაშ­ვილს, ვფიქ­რობ, რომ გა­და­ვე­ფა­რო გო­გო­ნას და ამ დროს და­ი­წყო საშ­ვი­ლოს­ნოს ამო­ღე­ბა. ვიყ­ვი­რე, ნუ აკე­თებ ამას, ნუ ღუ­პავ ბავ­შვს-მეთ­ქი", - ჰყვე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ნოე ლეჟა­ვა.

ამ ეტაპ­ზე, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და პა­ცი­ენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცია სწავ­ლობს. რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას" ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ეს იქ­ნე­ბა 2013 წლის იან­ვრის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­ში.

ნოე ლეჟა­ვა, პრო­ფე­სო­რი:

- 2012 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს მო­რი­გე ვი­ყა­ვი, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­მი­ძა­ხა თა­მარ იაშ­ვილ­მა და მი­თხრა, და­მი­რე­კეს სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ი­დან, ავად­მყო­ფი სეფ­სი­სის ცენ­ტრი­დან ჩვენ­თან გად­მოჰ­ყავთ, რად­გან იქ და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და ავად­მყო­ფის პატ­რო­ნებ­სა და მედ­პერ­სო­ნალს შო­რი­სო. მოკ­ლედ, 17.40 სთ-ზე (დრო აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია) ეს გო­გო­ნა, 23 წლის ნა­თე­ლა გაძ­ვე­რაშ­ვი­ლი გად­მო­იყ­ვა­ნეს დი­აგ­ნო­ზით -""სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დგო­მი ენ­დო­მეტ­რი­ტი, შე­მო­ფარ­გლუ­ლი პე­რი­ტო­ნი­ტი". იცით, რა­ტომ ვუს­ვამ სა­ა­თებს ხაზს? სეფ­სი­სის ცენ­ტრს ავად­მყოფ­მა მი­მარ­თა ჩვენ­თან გად­მოყ­ვა­ნამ­დე სამი სა­ა­თით ადრე, ანუ 14.30 სთ-ზე. არა­და, პე­რი­ტო­ნი­ტის დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან ერთიI სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ ავად­მყოფს ოპე­რა­ცია არ გა­უ­კეთ­და, იღუ­პე­ბა. გა­მო­დის, სეფ­სი­სის ცენ­ტრში და­ი­სა­ხა მოქ­მე­დე­ბის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მა.

- პა­ცი­ენ­ტის­თვის საშ­ვი­ლოს­ნოს ამოკ­ვე­თის გეგ­მას გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ. რო­გორც შემ­დგომ გა­ვარ­კვიე, 10 დღით ადრე ნა­თე­ლა გაძ­ვე­რაშ­ვილს მე-4 სამ­შო­ბი­ა­რო­ში ჰქო­ნია სა­კე­ის­რო კვე­თა გა­კე­თე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც გა­ე­წე­რა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და შემ­დგომ­შიც არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ ჰქო­ნია. 23 ოქ­ტომ­ბერს პა­ცი­ენ­ტმა მუც­ლის არე­ში დის­კომ­ფორ­ტი იგ­რძნო და თა­ვის ექიმს მი­ა­კი­თხა, მაგ­რამ მე-4 სამ­შო­ბი­ა­როს არ აქვს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა და ექიმ­მა ურ­ჩია, სეფ­სი­სის ცენ­ტრის­თვის მი­ე­მარ­თა. რო­გორ და­უს­ვა სეფ­სი­სის ცენ­ტრმა 23 წლის გო­გო­ნას ეს სა­სიკ­ვდი­ლო დი­აგ­ნო­ზი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა გა­მო­ი­ძი­ონ. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან გად­მო­იყ­ვა­ნეს, გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რად და რექ­ტო­ვა­გი­ნა­ლუ­რა­დაც გავ­სინ­ჯე. ვე­რა­ფე­რი ვნა­ხე, იმ დი­აგ­ნო­ზის ნა­სა­ხიც არ ჰქონ­და, რაც იქ იყო ჩა­წე­რი­ლი. ახლა ესეც და­წე­რეთ - მე ვარ გა­მოც­დი­ლი ექი­მი. სა­ნამ სეფ­სი­სის ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბო­და, 1984 წელს მე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე სეპ­ტი­უ­რი გი­ნე­კო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა. მოკ­ლედ, გაძ­ვე­რაშ­ვი­ლი ჩემ­თან რომ მო­სუ­ლი­ყო, ვე­ტყო­დი, წადი, შვი­ლო, შინ, ოყნა გა­ი­კე­თე და მორ­ჩა-მეთ­ქი. მე­ლო­გი­ნე ქალს ნაწ­ლავ­თა ატო­ნია, ანუ გა­ზე­ბის დაგ­რო­ვე­ბა ყო­ველ­თვის აწუ­ხებს და მით უმე­ტეს სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ.

არა­ფე­რი არ ჰქონ­და ამ გო­გო­ნას, არც სი­ცხე, მაჯა ნორ­მა­ლუ­რი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ასე­თი ამ­ბა­ვი იყო ატე­ხი­ლი, ვურ­ჩიე, შვი­ლო, დარ­ჩი აქ დი­ლამ­დე-მეთ­ქი. სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბიც გა­ვუ­კე­თეთ და არა­ფე­რი და­ფიქ­სირ­და. ცალ­კე პა­ლა­ტა­ში და­ვაწ­ვი­ნე, ოყნა გა­ვა­კე­თე­ბი­ნე ექთანს და იმ ღა­მეს მშვი­დად ეძი­ნა. დი­ლით ექი­მი მე­უბ­ნე­ბა, ბა­ტო­ნო ნოე, თქვენს ავად­მყოფს სა­ო­პე­რა­ცი­ოდ ამ­ზა­დე­ბენ იაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბი­თო. გა­მიკ­ვირ­და, იაშ­ვილს არც გა­უ­სინ­ჯავს და ოპე­რა­ცი­ა­ზე რო­გორ გაჰ­ყავ­და? გა­და­სა­მოწ­მებ­ლად პა­ცი­ენ­ტის ის­ტო­რია მო­ვი­თხო­ვე, მაგ­რამ რად გინ­და, არ არ­სე­ბობ­და... მხო­ლოდ მე­ო­რე დღეს გაჩ­ნდა ჩა­ნა­წე­რი, რომ ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი გან­ვი­თარ­და და ნა­კე­რე­ბი და­შა­ლა. ამა­ზე სა­ში­ნე­ლი დი­აგ­ნო­ზი გი­ნე­კო­ლო­გი­ა­ში არ არ­სე­ბობს. 70%-ის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა და ამ დი­აგ­ნოზს იაშ­ვი­ლი სვამს ისე, რომ არც გა­უ­სინ­ჯავს ავად­მყო­ფი.

ჩემი კო­ლე­გაც ეხ­ვე­წა იაშ­ვილს, არ არის ეს ქალი სა­ო­პე­რა­ცი­ოო. არა, "ია ვსიო ზნა­ი­უო", - გა­ი­ძა­ხო­და. ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ვუ­წე­რე, გთხოვთ, სას­წრა­ფოდ მო­იწ­ვი­ოთ კონ­სი­ლი­უ­მი-მეთ­ქი. იგ­ნო­რი! კი­დევ არა მგო­ნია, რომ სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­იყ­ვანს, ასე რო­გორ გა­წი­რავს ბავ­შვს-მეთ­ქი. და აი, ვი­გებ, რომ და­უ­წყია ოპე­რა­ცია. შევ­ვარ­დი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში და და­ვა­დე­ქი თავ­ზე. მუ­ცე­ლი გახ­სნი­ლია და გაკ­რი­ა­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი. ვე­უბ­ნე­ბი იაშ­ვილს, რას აკე­თებ, ნუ და­ღუ­პავ ბავ­შვს, შე­ა­ჩე­რე ოპე­რა­ცია-მეთ­ქი.

- კი მაგ­რამ, იაშ­ვი­ლის ასის­ტენ­ტი ექი­მე­ბი ვერ ხე­დავ­დნენ, რომ არ იყო სა­ო­პე­რა­ციო?

- ხე­დავ­დნენ, მაგ­რამ ამო­ი­ღებ­დნენ ხმას და გა­აგ­დებ­და სამ­სა­ხუ­რი­დან. საშ­ვი­ლოს­ნო კი არა, თავი რომ მო­აჭ­რა ავად­მყოფს, ჩუ­მად იქ­ნე­ბი­ან სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის ში­შით. ვად­გა­ვარ ასე თავ­ზე, ვფიქ­რობ, რომ გა­და­ვე­ფა­რო და ამ დროს და­ი­წყო საშ­ვი­ლოს­ნოს ამო­ღე­ბა. ვიყ­ვი­რე, ნუ აკე­თებ ამას, ნუ და­ღუ­პავ ბავ­შვს-მეთ­ქი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"23 წლის გოგონას წაართვეს უმთავრესი - დედობის უფლება"

"23 წლის გოგონას წაართვეს უმთავრესი - დედობის უფლება"

ეს წერილი ე.წ. არამიანცის ერთ-ერთი კლინიკის ყოფილ დირექტორს, ამჟამად "ამთელ ჰოსპიტალის" ექიმს, ნოე ლეჟავას ეკუთვნის და მისი ადრესატი ბიძინა ივანიშვილია.

"ბატონო ბიძინა, წინასწარ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ რა ვქნა, თქვენდამი დიდი ნდობის ფაქტორმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. ვარ 38 წლის სტაჟის მქონე ექიმი, აქედან 30 წელი ვიყავი ქალაქის N1 საავადმყოფოში კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ ჩვენი საკითხი რა მოსატანია, როდესაც დაიშალა ქვეყნის ჯანდაცვა. "ამთელ ჰოსპიტალის" გინეკოლოგიურ კლინიკაში 24 ოქტომბერს მოხდა სამედიცინო დანაშაული. 23 წლის გოგონას, არარსებული და "შეკერილი" დიაგნოზით გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც გოგონა დარჩა საშვილოსნოს გარეშე. ბატონო ბიძინა, გთხოვთ დამეხმაროთ სიმართლის ძებნაში. თუ მე ვარ არასწორი, დადგეს ჩემი სერტიფიცირების საკითხი".

ამ წერილის გაგზავნამდე, N1 გინეკოლოგიური კლინიკის საოპერაციოში ინციდენტი მოხდა. პროფესორი ნოე ლეჟავა გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარ იაშვილს დაუპირისპირდა: "შევვარდი საოპერაციოში, დავადექი თავზე იაშვილს, ვფიქრობ, რომ გადავეფარო გოგონას და ამ დროს დაიწყო საშვილოსნოს ამოღება. ვიყვირე, ნუ აკეთებ ამას, ნუ ღუპავ ბავშვს-მეთქი", - ჰყვება "კვირის პალიტრასთან" ნოე ლეჟავა.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმეს პრემიერ-მინისტრის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტრო და პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაცია სწავლობს. როგორც "კვირის პალიტრას" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ეს იქნება 2013 წლის იანვრის ყველაზე ხმაურიანი საქმე სამედიცინო სექტორში.

ნოე ლეჟავა, პროფესორი:

- 2012 წლის 23 ოქტომბერს მორიგე ვიყავი, დღის მეორე ნახევარში დამიძახა თამარ იაშვილმა და მითხრა, დამირეკეს სადაზღვევო კომპანიიდან, ავადმყოფი სეფსისის ცენტრიდან ჩვენთან გადმოჰყავთ, რადგან იქ დაპირისპირება მოხდა ავადმყოფის პატრონებსა და მედპერსონალს შორისო. მოკლედ, 17.40 სთ-ზე (დრო აქ მნიშვნელოვანია) ეს გოგონა, 23 წლის ნათელა გაძვერაშვილი გადმოიყვანეს დიაგნოზით -“"საკეისრო კვეთის შემდგომი ენდომეტრიტი, შემოფარგლული პერიტონიტი". იცით, რატომ ვუსვამ საათებს ხაზს? სეფსისის ცენტრს ავადმყოფმა მიმართა ჩვენთან გადმოყვანამდე სამი საათით ადრე, ანუ 14.30 სთ-ზე. არადა, პერიტონიტის დიაგნოზის დასმიდან ერთიI საათის განმავლობაში თუ ავადმყოფს ოპერაცია არ გაუკეთდა, იღუპება. გამოდის, სეფსისის ცენტრში დაისახა მოქმედების მეტად საინტერესო გეგმა.

- პაციენტისთვის საშვილოსნოს ამოკვეთის გეგმას გულისხმობთ?

- დიახ. როგორც შემდგომ გავარკვიე, 10 დღით ადრე ნათელა გაძვერაშვილს მე-4 სამშობიაროში ჰქონია საკეისრო კვეთა გაკეთებული, საიდანაც გაეწერა სრულიად ჯანმრთელი და შემდგომშიც არანაირი გართულება არ ჰქონია. 23 ოქტომბერს პაციენტმა მუცლის არეში დისკომფორტი იგრძნო და თავის ექიმს მიაკითხა, მაგრამ მე-4 სამშობიაროს არ აქვს ამბულატორიულად მიღების უფლება და ექიმმა ურჩია, სეფსისის ცენტრისთვის მიემართა. როგორ დაუსვა სეფსისის ცენტრმა 23 წლის გოგონას ეს სასიკვდილო დიაგნოზი, ჯანდაცვის სამინისტრომ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. როდესაც პაციენტი ჩვენთან გადმოიყვანეს, გინეკოლოგიურად და რექტოვაგინალურადაც გავსინჯე. ვერაფერი ვნახე, იმ დიაგნოზის ნასახიც არ ჰქონდა, რაც იქ იყო ჩაწერილი. ახლა ესეც დაწერეთ - მე ვარ გამოცდილი ექიმი. სანამ სეფსისის ცენტრი გაიხსნებოდა, 1984 წელს მე ჩამოვაყალიბე სეპტიური გინეკოლოგიის განყოფილება. მოკლედ, გაძვერაშვილი ჩემთან რომ მოსულიყო, ვეტყოდი, წადი, შვილო, შინ, ოყნა გაიკეთე და მორჩა-მეთქი. მელოგინე ქალს ნაწლავთა ატონია, ანუ გაზების დაგროვება ყოველთვის აწუხებს და მით უმეტეს საკეისრო კვეთის შემდეგ.

არაფერი არ ჰქონდა ამ გოგონას, არც სიცხე, მაჯა ნორმალური, მაგრამ ვინაიდან ასეთი ამბავი იყო ატეხილი, ვურჩიე, შვილო, დარჩი აქ დილამდე-მეთქი. სისხლის ანალიზებიც გავუკეთეთ და არაფერი დაფიქსირდა. ცალკე პალატაში დავაწვინე, ოყნა გავაკეთებინე ექთანს და იმ ღამეს მშვიდად ეძინა. დილით ექიმი მეუბნება, ბატონო ნოე, თქვენს ავადმყოფს საოპერაციოდ ამზადებენ იაშვილის განკარგულებითო. გამიკვირდა, იაშვილს არც გაუსინჯავს და ოპერაციაზე როგორ გაჰყავდა? გადასამოწმებლად პაციენტის ისტორია მოვითხოვე, მაგრამ რად გინდა, არ არსებობდა... მხოლოდ მეორე დღეს გაჩნდა ჩანაწერი, რომ ანთებითი პროცესი განვითარდა და ნაკერები დაშალა. ამაზე საშინელი დიაგნოზი გინეკოლოგიაში არ არსებობს. 70%-ის შემთხვევაში ადამიანი კვდება და ამ დიაგნოზს იაშვილი სვამს ისე, რომ არც გაუსინჯავს ავადმყოფი.

ჩემი კოლეგაც ეხვეწა იაშვილს, არ არის ეს ქალი საოპერაციოო. არა, "ია ვსიო ზნაიუო", - გაიძახოდა. ისტორიაში ჩავუწერე, გთხოვთ, სასწრაფოდ მოიწვიოთ კონსილიუმი-მეთქი. იგნორი! კიდევ არა მგონია, რომ საოპერაციოში შეიყვანს, ასე როგორ გაწირავს ბავშვს-მეთქი. და აი, ვიგებ, რომ დაუწყია ოპერაცია. შევვარდი საოპერაციოში და დავადექი თავზე. მუცელი გახსნილია და გაკრიალებულია ყველაფერი. ვეუბნები იაშვილს, რას აკეთებ, ნუ დაღუპავ ბავშვს, შეაჩერე ოპერაცია-მეთქი.

- კი მაგრამ, იაშვილის ასისტენტი ექიმები ვერ ხედავდნენ, რომ არ იყო საოპერაციო?

- ხედავდნენ, მაგრამ ამოიღებდნენ ხმას და გააგდებდა სამსახურიდან. საშვილოსნო კი არა, თავი რომ მოაჭრა ავადმყოფს, ჩუმად იქნებიან სამსახურის დაკარგვის შიშით. ვადგავარ ასე თავზე, ვფიქრობ, რომ გადავეფარო და ამ დროს დაიწყო საშვილოსნოს ამოღება. ვიყვირე, ნუ აკეთებ ამას, ნუ დაღუპავ ბავშვს-მეთქი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"