საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ ქარელი საქართველოში ბრუნდება
მიხეილ ქარელი საქართველოში ბრუნდება

შიდა ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ ქა­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ქა­რე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი. ამას­თან, ქა­რე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას აპი­რებს, რათა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცოს. "მე დღეს ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ყვე­ლას­თან ერ­თად, სამ­შობ­ლო­ში მეც მეძ­ლე­ვა ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა , და­ვუბ­რუნ­დე­ბი წლე­ბის უნა­ხავ ოჯახს, მშობ­ლებს, მე­გობ­რებს და იმ ადა­მი­ა­ნებს რომ­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ტა­ნე­ლია . ვა­პი­რებ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დავ­ბრუნ­დე სამ­შობ­ლო­ში და თა­ვი­სუ­ფალ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­სა­მარ­თლოს და­ვუმ­ტკი­ცო ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და ღირ­სე­უ­ლად გა­ვი­ა­რო ეს არც თუ სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ქა­რე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ყო­ფი­ლი რე­ჟი­მის ერთ-ერთ ავ­ტო­რად ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს ასა­ხე­ლებს.

"დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­დე­ბით ატ­მოს­ფე­როს ქმნის და შე­სა­ბა­მი­სად, ეს გან­ცდა 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, ღირ­სე­ბის, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მი­სა და პატ­რი­ო­ტიზ­მის შე­დე­გია, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის, ადე­იშ­ვი­ლის, მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ახა­ლა­ი­ე­ბის და სხვა­თა მსგავ­სთა მიერ შექ­მნი­ლი რე­ჟი­მით იქნა სრუ­ლი­ად იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი, რე­ჟი­მი­სა, რო­მელ­მაც არა­ერ­თი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას, მთლი­ა­ნად ერს და ცალ­კე­უ­ლად აღე­ბულ უამ­რავ ადა­მი­ანს, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბაც ერთ წამ­ში ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცე­ო­და", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ქა­რე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ეს ჯო­ჯო­ხე­თი და ღა­ლა­ტი სა­კუ­თარ თავ­ზე იწ­ვნია, რა­საც ნა­ნობს.

"ამ რე­ჟიმს ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­თან ერ­თად პირ­და­პირ თუ ირი­ბად მეც ვუ­ჭერ­დი მხარს და მისი პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლიც ვი­ყა­ვი, თუმ­ცა რე­ჟი­მის იდე­ო­ლო­გი და ბრმად მხარ­დამ­ჭე­რი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, მი­მაჩ­ნდა რა, რომ ქვე­ყა­ნა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დგომ სწორ კურსს ადგა, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­ნი­ა­კა­ლურ­მა და ავ­ტო­რი­ტა­რულ­მა მის­წრა­ფე­ბებ­მა ფრთე­ბი არ გა­შა­ლა. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამ რე­ჟი­მის წი­ნა­აგმდეგ მე­მოქ­მე­და ჩემს მე­გობ­რებ­თან და თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად, რაც და­სა­წყის­ში­ვე ძა­ლი­ან ძვი­რი დაგ­ვიჯ­და. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­მა უფრო მე­ტად და­მა­ნახ­ვა რე­ჟი­მის სახე, პი­რა­დად შე­ვე­ხე რა, მის სი­სას­ტი­კე­სა და უსა­მარ­თლო­ბა­თა მთელ კას­კადს, შე­სა­ბა­მი­სად ჩემი მო­რა­ლუ­რი თუ ზნე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დღეს გა­ათ­მა­გე­ბუ­ლია და უფრო დამ­ძი­მე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ ამ რე­ჟი­მის დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი უკვე ვა­და­გა­სუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მე­თა­უ­რო­ბით ჯერ კი­დევ საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლია. ისე­დაც უბო­რო­ტე­სი სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს უზო­მოდ გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვით, ვინ იცის რამ­დე­ნი პრო­ვო­კა­ცი­ი­სა და და­ნა­შა­უ­ლე­ბის ავ­ტო­რი იქ­ნე­ბა, მის­თვის ეს ბუ­ნებ­რი­ვი მიდ­რე­კი­ლე­ბაა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში..

იგი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვინც მცი­რე დრო­ში უზარ­მა­ზა­რი შრო­მა გას­წია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად და უამ­რავ ადა­მი­ანს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა; მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ პარ­ლა­მენ­ტარს ვინც მხა­რი და­უ­ჭი­რა ამ კა­ნონპ­რო­ექტს, გან­სა­კუთ­რე­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტს, მად­ლო­ბას ვუხ­დი ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და ყვე­ლა იმ ჟურ­ნა­ლისტს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ ამ თე­მით და არ აძ­ლევ­დნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას პო­ლიტ­დევ­ნი­ლე­ბის და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის თე­მის მი­ჩუ­მა­თე­ბას", - აცხა­დებს მი­ხე­ილ ქა­რე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ ქარელი საქართველოში ბრუნდება

მიხეილ ქარელი საქართველოში ბრუნდება

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი საქართველოში ბრუნდება, - ამის შესახებ ქარელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, ქარელი აღნიშნავს, რომ სამართლებრივ ბრძოლას აპირებს, რათა უდანაშაულობა დაამტკიცოს. "მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ყველასთან ერთად, სამშობლოში მეც მეძლევა ცხოვრების შესაძლებლობა , დავუბრუნდები წლების უნახავ ოჯახს, მშობლებს, მეგობრებს და იმ ადამიანებს რომლის გარეშე ცხოვრება ადამიანისთვის აუტანელია . ვაპირებ უახლოეს მომავალში დავბრუნდე სამშობლოში და თავისუფალ მართლმსაჯულების პირობებში სასამართლოს დავუმტკიცო ჩემი უდანაშაულობა და ღირსეულად გავიარო ეს არც თუ სასიამოვნო პროცედურები", - აღნიშნულია ქარელის განცხადებაში.

ყოფილი გუბერნატორი ყოფილი რეჟიმის ერთ-ერთ ავტორად ირაკლი ოქრუაშვილს ასახელებს.

"დღევანდელი ვითარება საქართველოში მნიშვნელოვნად დადებით ატმოსფეროს ქმნის და შესაბამისად, ეს განცდა 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგად დაბრუნებული სამართლიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემისა და პატრიოტიზმის შედეგია, რომელიც სააკაშვილის, ოქრუაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების და სხვათა მსგავსთა მიერ შექმნილი რეჟიმით იქნა სრულიად იგნორირებული, რეჟიმისა, რომელმაც არაერთი უბედურება მოუტანა ქვეყანას, მთლიანად ერს და ცალკეულად აღებულ უამრავ ადამიანს, რომელთა ცხოვრებაც ერთ წამში ჯოჯოხეთად იქცეოდა", - აღნიშნულია ქარელის განცხადებაში.

მისი განცხადებით, ასეთ ადამიანებთან ერთად ეს ჯოჯოხეთი და ღალატი საკუთარ თავზე იწვნია, რასაც ნანობს.

"ამ რეჟიმს ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად პირდაპირ თუ ირიბად მეც ვუჭერდი მხარს და მისი პოლიტიკის გამტარებელიც ვიყავი, თუმცა რეჟიმის იდეოლოგი და ბრმად მხარდამჭერი არასოდეს ვყოფილვარ, მიმაჩნდა რა, რომ ქვეყანა ვარდების რევოლუციის შემდგომ სწორ კურსს ადგა, ვიდრე სააკაშვილის მანიაკალურმა და ავტორიტარულმა მისწრაფებებმა ფრთები არ გაშალა. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, ამ რეჟიმის წინააგმდეგ მემოქმედა ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად, რაც დასაწყისშივე ძალიან ძვირი დაგვიჯდა. თუმცა ამ ყველაფერმა უფრო მეტად დამანახვა რეჟიმის სახე, პირადად შევეხე რა, მის სისასტიკესა და უსამართლობათა მთელ კასკადს, შესაბამისად ჩემი მორალური თუ ზნეობრივი პასუხისმგებლობა დღეს გაათმაგებულია და უფრო დამძიმებული. სამწუხაროდ ამ რეჟიმის დარჩენილი ნაწილაკები უკვე ვადაგასული პრეზიდენტის მეთაურობით ჯერ კიდევ საფრთხის მატარებელია. ისედაც უბოროტესი სააკაშვილი დღეს უზომოდ გაბოროტებული ძალაუფლების დაკარგვით, ვინ იცის რამდენი პროვოკაციისა და დანაშაულების ავტორი იქნება, მისთვის ეს ბუნებრივი მიდრეკილებაა", - აღნიშნულია განცხადებაში..

იგი "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს არჩევნების შემდგომ პერიოდში საქართველოში შექმნილი ვითარებისთვის მადლობას უხდის.

"უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მცირე დროში უზარმაზარი შრომა გასწია სამართლიანობის აღსადგენად და უამრავ ადამიანს თავისუფლება მიანიჭა; მადლობას ვუხდი ყველა იმ პარლამენტარს ვინც მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, მადლობას ვუხდი ასევე საქართველოს მთავრობას, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც მუდმივად ინტერესდებოდნენ ამ თემით და არ აძლევდნენ სააკაშვილის მთავრობას პოლიტდევნილების და პოლიტპატიმრების თემის მიჩუმათებას", - აცხადებს მიხეილ ქარელი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა