პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის უკმაყოფილო მარინა ბერიძე "ახალი ხმის" და "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის მუშაობით
რატომ არის უკმაყოფილო მარინა ბერიძე "ახალი ხმის" და "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის მუშაობით

მა­რი­ნა ბე­რი­ძეს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ვეს­ტუმ­რეთ, სა­დაც თა­ვის პოსტს ინარ­ჩუ­ნებს და რო­გორც ამ­ბობს, უამ­რა­ვი საქ­მე აქვს. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის კუ­თხით ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე არ არის. ჩვენს რეს­პონ­დენტს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად შევ­ხვდით.

- ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან დიდი მნი­შვ­­­ნე­ლო­ბა აქვს სა­ტე­ლე­ვი­ზიო-მუ­სი­კალ­ურ კონ­კურ­სებს. პირ­ველ რიგ­ში, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რომ პრო­ექ­ტი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი იყოს. ეს "რუს­თა­ვი 2"-მა და­ი­წყო. ამ პრო­ექ­ტებ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­წე­რი­ლია ერთი რა­მის გარ­და, ის შენს ქვე­ყა­ნას უნდა მო­არ­გო და ბრმად არ უნდა გად­მო­ი­ტა­ნო სხვა ქვეყ­ნი­დან. "ჯე­ოს­ტარ­მა" ეს ძა­ლი­ან კარ­გად გა­ა­კე­თა და ქვე­ყა­ნას დიდი შე­დე­გი მო­უ­ტა­ნა, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მომ­ღე­რა­ლი გა­მოვ­ლინ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლან­დელ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებს, სა­ჭი­როა და უამ­რა­ვი კარ­გი ახალ­გაზ­რდა გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მაქვს ერთი შე­ნიშ­ვნა - რო­გო­რი მი­თი­თე­ბაც უნდა ჰქონ­დეს ჟი­უ­რის, მან უნდა თქვას სი­მარ­თლე. იმას არ ვამ­ბობ, რომ კონ­კურ­სანტს უხე­შად უთხრა და გული ატ­კი­ნო, მაგ­რამ თუ გაქვს ინ­ტე­ლექ­ტი და სი­ტყვის მა­რა­გი, ხარ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი, შე­ნიშ­ვნა უნდა მის­ცე იმის­თვის, რომ მომ­ღე­რალ­მა გა­მო­ას­წო­როს შეც­დო­მა, მა­ყუ­რე­ბე­ლი კი მიხ­ვდეს, ვინ არის კარ­გი და ვინ - ცუდი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე უმე­სი­ჯებს მა­ყუ­რე­ბე­ლი ამა თუ იმ კონ­კურ­სანტს.

სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­სი­ჯე­ბის თემა ძა­ლი­ან მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია - რო­დის მი­ვალთ იქამ­დე, რომ ქარ­თვე­ლებ­მა ახ­ლობ­ლებს არ და­უ­მე­სი­ჯონ, ვერ გე­ტყვით. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ და არ გვაქვს უფ­ლე­ბა, ისეთ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­მარ­ჯვოს კონ­კურ­სში, რო­მელ­საც შემ­დეგ ზრდის პო­ტენ­ცი­ა­ლი არ ექ­ნე­ბა.

- ახლა რო­მელ პრო­ექ­ტზე სა­უბ­რობთ, "ახალ ხმა­ზე"?

- ორი­ვე მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტზე ვლა­პა­რა­კობ, "ახალ ხმა­ზეც" და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ზეც". სა­ერ­თო ფრა­ზე­ბით არ უნდა გა­მოძ­ვრე. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, პირ­ვე­ლი­ვე ან მე­ო­რე ტურ­ზე კონ­კურ­სანტს უთხრა, რომ ის უკვე ვარ­სკვლა­ვია. ეს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წო­დე­ბაა და ისე­თი სი­ტყვაა, რომ ბევ­რი წელი სჭირ­დე­ბა. ვარ­სკვლა­ვო­ბა ცხოვ­რე­ბის წე­სია. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლა­ღე­ბით ვინ­მეს ვარ­სკვლა­ვი და­არ­ქვა, სამი "მერ­სე­დე­სი" მა­ინც უნდა ედ­გას სახ­ლთან (იცი­ნის). ქარ­თვე­ლებ­მა სა­ერ­თოდ ვერ გა­ვი­გეთ ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

- ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძე "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ხმა­თა 75%-ით გახ­და, მახ­სოვს, ასე­თი დიდი სხვა­ო­ბა პირ­ველ და მე­ო­რე ად­გილს შო­რის თქვენ დროს არ ყო­ფი­ლა.

- ჩემ დროს ბევ­რი კარ­გი კონ­კურ­სან­ტი იყო და არა ერთი. ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძე უდა­ვოდ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, მომ­ღე­რა­ლი არის თუ არა, ჯერ არ ვიცი... ალ­ბათ არის, მაგ­რამ ლუ­კას კა­რი­ე­რა ამ წუ­თი­დან იწყე­ბა. რამ­დე­ნა­დაც ეკ­რა­ნი­დან ვხვდე­ბი, ძა­ლი­ან რთუ­ლი ადა­მი­ა­ნია, მას სე­რი­ო­ზუ­ლი დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბა სჭირ­დე­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. ცოტა დაბ­ნე­უ­ლია, რა­ღაც გა­მოს­დის, რა­ღაც - არა და ძა­ლი­ან რთუ­ლად მარ­თვა­დია. არ ვიცი, რა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ თუ არა აქვს, თა­ვი­დან უნდა და­ი­წყოს ყვე­ლა­ფე­რი. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეს ჰარ­მო­ნია, კარ­გი ყური აქვს, ში­ნა­გა­ნი ხიბ­ლი, მაგ­რამ ეს უნდა გა­მაგრდეს ცოდ­ნით, სტი­ქი­უ­რად არ ია­როს რა­ღაც აკორ­დებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც უნდა იცო­დეს, სა­ი­დან სად უნდა გა­და­ვი­დეს, რომ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მი­ი­ღოს. ასე­ვე ბევ­რი სა­მუ­შაო აქვს ხმა­ზე. რაც უნდა ვთქვათ, უცხო­ეთ­ში თვით­ნა­ბა­დი ტა­ლან­ტით იბა­დე­ბი­ა­ნო, ხმას სჭირ­დე­ბა ვარ­ჯი­ში და გამ­ღე­რე­ბა, უნდა ფლობ­დე ხმის ტექ­ნი­კას, რომ თა­ვი­სუფ­ლად იგ­რძნო თავი, ემო­ცი­ით აღე­ბუ­ლი ნოტი ცვდე­ბა და ცოტა ხანს ძლებს.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" ვო­კა­ლის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა ვერ და­ი­ნა­ხეთ?

- ასე მკა­ფი­ოდ ვერ და­ვი­ნა­ხე, თა­ნაც, რთუ­ლად სა­მუ­შაო ბი­ჭია. კას­ტინ­გის პრობ­ლე­მაც და­ვი­ნა­ხე, უნდა ეცა­დო, მაქ­სი­მა­ლუ­რად ძლი­ე­რი ბავ­შვე­ბი აიყ­ვა­ნო, რომ არ იყოს ჩა­ვარ­დნა და არ გყავ­დეს ერთი ძა­ლი­ან კარ­გი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი - ისე რა. რა­ტომ არ იყო ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძე მთა­ვარ ჯგუფ­ში თა­ვი­დან­ვე, ვე­რაფ­რით მივ­ხვდი. მე ძი­რი­თად ჯგუფ­ში მო­ვახ­ვედ­რებ­დი. ის ზურა მო­სი­ა­ვას მა­გო­ნებს, ზურა იყო ასე­თი "და­უ­ვარ­ცხნე­ლი", მაგ­რამ მო­ვე­რი­ეთ. შე­იძ­ლე­ბა, ახლა არ არის მო­დუ­რი "მო­რე­ვა" და კონ­კურ­სან­ტი უნდა მი­უშ­ვა თა­ვის ნე­ბა­ზე, მაგ­რამ ამას ვე­რას­დროს და­ვე­თან­ხმე­ბი. თუ სე­რი­ო­ზუ­ლი პე­და­გო­გი ხარ, უნდა იპო­ვო ის, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მის ქცე­ვა­სა და ხმა­ში და გა­ნა­ვი­თა­რო. ხან­და­ხან თუ გაბ­რაზ­დე­ბი, ამა­შიც ცუდი არა­ფე­რია, სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში უნდა მო­ე­რიო, თო­რემ ნამ­დვილ ხე­ლო­ვანს ბო­ლომ­დე მა­ინც ვე­რა­ვინ მო­ე­რე­ვა. ნინო ხოშ­ტა­რია "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ხეა, მუ­სი­კათმცოდ­ნე, მაგ­რამ ჟი­უ­რი­ში იჯდა ორი მა­ესტრო, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და ნინო ქა­თა­მა­ძე, მე ვი­სურ­ვებ­დი, მათ მეტი კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნა ჰქო­ნო­დათ. ნინო ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს და ყვე­ლა უყ­ვარს, ნი­კაც ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ მი­ნა­ხავს უამ­რა­ვი ჟი­უ­რის მუ­შა­ო­ბა, მი­ნა­ხავს ნეს­ტე­რენ­კო, ობ­რა­ზცო­ვა ჟი­უ­რი­ში და ისი­ნი საქ­მეს ქება-დი­დე­ბით არ იწყებ­დნენ. ქუ­ლის აწე­ვა ად­ვი­ლია, მაგ­რამ შე­დეგს უფრო მე­ტად ჟი­უ­რის წევ­რის კო­მენ­ტა­რი გაძ­ლევს და ამა­ზე ალ­ბათ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებს ნა­ფიქ­რი აქვთ. ამი­ტო­მაც კონ­კურ­სანტს აინ­ტე­რე­სებს შე­ნიშ­ვნე­ბი, ანუ რა გა­ა­კე­თოს, რომ იყოს უკე­თე­სი. ასე­თი შე­ნიშ­ვნე­ბი არ მოგ­ვის­მე­ნია. მი­ვიჩ­ნევ, რომ ქება-დი­დე­ბა კარ­გს არა­ფერს მო­ი­ტანს. ჟი­უ­რის გა­უ­მარ­თლა, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ლუკა გახ­და, მაგ­რამ რომ არ გამ­ხდა­რი­ყო?.. ჟი­უ­რი­ში რომ ზი­ხარ, უნდა მი­აწ­ვდი­ნო ხმა კონ­კურ­სან­ტსაც და მა­ყუ­რე­ბელ­საც. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­დი­უ­სერ­თა სკო­ლა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მე მა­ინც დავ­სვამ­დი პრო­დი­უ­სე­რებს. სა­კუ­თარ თავ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ, რად­გან ალ­ბათ ჟი­უ­რი­ში არას­დროს აღარ დავ­ჯდე­ბი!..

- რა­ტომ?

- აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი მა­ვანს და მა­ვანს არ მოს­წონს, თო­რემ ხომ ვიქ­ნე­ბო­დი ჟი­უ­რი­ში? შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­დეს დრო და თქვან, მა­რი­ნა რა კარ­გი ყო­ფი­ლაო, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ჟი­უ­რი­ში დაჯ­დო­მის სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ მაქვს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" რე­პერ­ტუ­არ­ზე რას გვე­ტყვით, საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო იმის­გან, რა­საც თქვენ აკე­თებ­დით. იყო ბევ­რი როკი...

- რის­თვის ვა­კე­თებთ კონ­კურსს? რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ და გავ­ზარ­დოთ ახალ­გაზ­რდე­ბი. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს" კონ­ცერ­ტის სახე ჰქონ­და და არა მუ­შა­ო­ბის. ხალ­ხს ხმა­მა­ღა­ლი სიმ­ღე­რა მოს­წონს. ეს დამ­ღუპ­ვე­ლია სა­სიმ­ღე­რო კულ­ტუ­რის­თვის. რო­დე­საც დარ­ბა­ზი კი­ვის, ის კი­ვის ხმა­მა­ღალ ნოტ­ზე და გა­უ­თა­ვე­ბელ ხა­ვილ­ზე. არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა, პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე ტური იყოს დუ­ე­ტი შემ­დგარ მომ­ღე­რალ­თან. ამას იმი­ტომ აკე­თებ, რომ პრო­ექტს რე­ი­ტინ­გი ჰქონ­დეს, მაგ­რამ მა­ნა­ნა ვე­კუა, რო­მე­ლიც ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და და სა­ერ­თოდ არ უმ­ღე­რია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ყე­ნო ისეთ მომ­ღე­რალ­თან ერ­თად, რო­გო­რიც ნატო მე­ტო­ნი­ძეა?!. თან, რა სიმ­ღე­რას ამ­ღე­რებ, რეზო ლა­ღი­ძის "გან­თი­ადს"? და რომ და­ას­რუ­ლებს სიმ­ღე­რას, უნდა თქვა, რომ ეს იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი?.. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არის მო­ცარ­ტი, ბე­თჰო­ვე­ნი არის ბუმ­ბე­რა­ზი. არ შე­იძ­ლე­ბა, ერთ გა­და­ცე­მა­ში 200-ჯერ მო­ვის­მი­ნო სი­ტყვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი. შე­გიძ­ლია თქვა, რომ კარ­გი იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ჩემ­თვის ნატო მე­ტო­ნი­ძეა. დუ­ე­ტი ცოტა მერე უნდა შედ­გეს, როცა კონ­კურ­სან­ტი გარ­კვე­ულ პრაქ­ტი­კას მი­ი­ღებს. არ ვიცი, რო­მე­ლი პე­და­გო­გე­ბი მუ­შა­ობ­დნენ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ზე", მაგ­რამ ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის დროს ჩვე­ნი სეგ­მენტ-პრო­დი­უ­სე­რი მათ, ვინც ინ­გლი­სუ­რი არ იცო­და, სტრი­ქონ-სტრი­ქონ უთარ­გმნი­და ყვე­ლა ფრა­ზას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კონ­კურ­სან­ტმა გა­ი­თა­ვი­სოს, რაზე მღე­რის. აქ იყო ორი მო­მენ­ტი, არე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია და ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის ცუდი პე­რი­ო­დი, გარ­და ამი­სა, რე­ი­ტინ­გი სჭირ­დე­ბო­დათ, რო­მელ­საც პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხის გა­მო­ჩე­ნა უზ­რუნ­ველ­ყოფს. ის სა­ზი­ზღა­რი მა­რი­ნა ბე­რი­ძე არ არის და მოდი, ახლა გა­ნუ­წყვეტ­ლივ ვა­ქოთ ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი და ვუ­თხრათ, - შენ­ნა­ი­რი არას­დროს მი­ნა­ხავს, არ მო­მის­მე­ნია. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ამ კო­რი­ფე­ებს უკე­თე­სი არა­ფე­რი მო­უს­მე­ნი­ათ. მე მა­ინც მგო­ნია, მიხ­ვდე­ბი­ან, რომ სხვა გზით უნდა წა­ვიდ­ნენ. უფრო მეტი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა უნდა იყოს, ასე­ვე უნდა ეცა­დონ, ნაკ­ლე­ბი როკი იყოს. როკი სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და პრო­ტეს­ტია, თუკი ვო­კა­ლუ­რად არ ხარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ვე­რა­ნა­ირ პრო­ტესტს ვერ ამო­ი­ღებ გუ­ლი­დან, ამი­ტომ გა­მო­ვა ხა­ვი­ლი.

მე და ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს იდენ­ტუ­რი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს. სხვა ქვე­ყა­ნა­ში რომ უს­მენ­დეს რა­ღა­ცას და მე აქ, ვიგ­რძნობთ ერ­თმა­ნეთს. ალ­ბათ მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ პრო­ექ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად მომ­ზად­და. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ბევ­რად სხვა­ნა­ი­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ვიდ­რე "ჯე­ოს­ტა­რი". მა­შინ რა­ტომ ჩა­ე­ნაც­ვლა "ჯე­ოს­ტარს"? მე დიდი გან­სხვა­ვე­ბა ვერ და­ვი­ნა­ხე და სი­მარ­თლე გი­თხრათ, დღემ­დე ვერ მივ­ხვდი, რა­ტომ ჩა­ე­ნაც­ვლა, მაგ­რამ ეს სხვა სა­კი­თხია.

- "ახალ ხმა­ზეც" ვი­სა­უბ­როთ. ფაქ­ტია, რომ ბოლო დროს "ჯე­ოს­ტარ­ზე" და ახ­ლაც, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" არ მი­სუ­ლა ამ­დე­ნი კარ­გი კონ­კურ­სან­ტი. თქვე­ნი ხომ არ ეში­ნო­დათ?

- ვერ გე­ტყვით. ახ­ლაც არ ვი­ყა­ვი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ზე" და მა­ინც არ მი­ვიდ­ნენ. "ახა­ლი ხმის" კას­ტინ­გი, რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, მი­ნუს-ფო­ნოგ­რა­მით ჩა­ტარ­და, ანუ ფო­ნოგ­რა­მა ჰქონ­დათ და უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და მომ­ღერ­ლის­თვის შეს­რუ­ლე­ბა. ასეთ დროს ად­ვი­ლია არ­ჩე­ვა, "ჯე­ოს­ტარ­ში" მშრა­ლი კას­ტინ­გი იყო, რო­ი­ა­ლის, გი­ტა­რის, ფო­ნოგ­რა­მის გა­რე­შე. ბევ­რი მოქ­მე­დი და კარ­გი მომ­ღე­რა­ლი ვერ იმ­ღე­რებს ასე მშრა­ლად. თა­ნაც, მე ხომ ვი­ქე­ქე­ბო­დი, კონ­კურ­სანტს ბევრ რა­მეს ვამ­ღე­რებ­დი. "ახა­ლი ხმა" ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია, კარ­გი გუნ­დი შე­იკ­რა. იმა­საც მივ­ხვდით, რომ პე­და­გო­გე­ბი არ­სე­ბო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ, უბ­რა­ლოდ, ზოგი მუ­შა­ობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბის ხაზ­გას­მა­ზე, ზო­გიც კო­პი­რე­ბის გზით მი­დის. დიდი ხა­ნია, პე­და­გო­გად აღარ ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ მიყ­ვარს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის ხაზ­გას­მა, მიყ­ვარს ვერ­სია, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ვერ­სია მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მარ­ტო ყან­ჩე­ლის პრო­ექ­ტი მე­ყო­ფა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. "ახალ ხმა­ში" კი მგო­ნია, ად­ვი­ლი გზით წა­ვიდ­ნენ, მო­გე­ცი დის­კი, მო­უს­მი­ნე, გა­ი­ა­რე რე­პე­ტი­ცია და გადი სცე­ნა­ზე. იმას, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებ­დით, პე­და­გო­გის 8-სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა თი­თო­ე­ულ კონ­კურ­სან­ტთან. მას სიმ­ღე­რა იმის მი­ხედ­ვით კი არ უნდა შე­ურ­ჩიო, რო­მელ ნოტს რო­გორ იღებს, არა­მედ კარ­გად უნდა გა­იც­ნო და მისი ხა­სი­ა­თიც უნდა იცო­დე. "ახალ ხმა­ში" კი, ჩემი აზ­რით, მთა­ვა­რი ის იყო, ვინ უფრო მა­ღალ ნოტს აი­ღებ­და.

- ამა­ზე ბევ­რი დის­კუ­სია იმა­რთე­ბო­და, ზო­გი­ერ­თი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამ­ბობ­და, ვინც უკე­თე­სად იყ­ვი­რებს, ის გა­ი­მარ­ჯვებ­სო...

- რა­ტომ ხდე­ბა ისე, რომ, ესტრა­დის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ ვგუ­ლის­ხმობ, ჩვენს მომ­ღერ­ლებს სა­ზღვარ­გა­რეთ ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ? იმი­ტომ, რომ ქარ­თველს ხმა­ში სხვა­ნა­ი­რი სით­ბო აქვს, რო­მე­ლიც ყვე­ლას აგი­ჟებს და მთელ მსოფ­ლი­ო­ში ამი­სი დე­ფი­ცი­ტია. ვე­რა­ნა­ი­რი მა­ღა­ლი ნო­ტით ვე­რა­ვის გა­აკ­ვირ­ვებ, მით უმე­ტეს, თუკი ამის წინ ორ მო­დუ­ლა­ცი­ას აკე­თებ და მერე უს­ვამ მა­ღალ ნოტს, რისი შეს­რუ­ლე­ბის დრო­საც კონ­კურ­სანტს გლან­დე­ბი უვარ­დე­ბა. ეს ძა­ლი­ან ცუ­დია. რამ­დენ ხანს გაძ­ლებს და რამ­დენ ხანს აი­ღებს ამ ნოტს?

- გა­მარ­ჯვე­ბულ­ზე მინ­და გკი­თ­ხოთ, სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე სწო­რე­დაც რომ მა­ღალ ნო­ტებს იღებ­და...

- დათო ფორჩხი­ძე მიხ­ვდა იმას, რომ დარ­ბა­ზი ინ­გრე­ო­და ამ მა­ღა­ლი ნო­ტე­ბის დროს. ყვე­ლამ თა­ვი­სი თავი წარ­მო­ა­ჩი­ნა და მუ­სი­კა­ზე ნაკ­ლე­ბად ფიქ­რობ­დნენ. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა სტე­ფა­ნე­სა და მაოს ნა­მუ­შე­ვა­რი, რად­გან ისი­ნი ფიქ­რობ­დნენ მუ­სი­კა­ზე, მე­რა­ბი ცდი­ლობ­და ასე­ვე ძა­ლი­ან. მეს­მის დათო ფორჩხი­ძის, ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, ეკ­რან­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მწვრთნე­ლის­თვის რთუ­ლია, როცა ხვდე­ბი, რომ შენს კონ­კურ­სანტს აქვს მა­ღა­ლი ნოტი და არ გინ­და, ამას გა­ექ­ცე, გინ­დე­ბა, რომ მას ეს ნოტი აა­ღე­ბი­ნო, მაგ­რამ იქამ­დე უნდა მიხ­ვი­დე. მე, რო­გორც მსმე­ნელს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მაჟ­რი­ა­ლოს, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ყო­ფი­ლა. ჩემ­თვის ასე­თი იყო იო, რო­მელ­მაც კარ­გი მუ­სი­კა მო­ი­ტა­ნა, ასე­ვე ლაშა თო­ფუ­რია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მაგ­და ვა­სა­ძეც იღებს მა­ღალ ნო­ტებს, მაგ­რამ ის გო­ნი­ე­რი მომ­ღე­რა­ლია, მის თვალ­ში ვხე­დავ იმ ნოტს და არა ყელ­ში. მაგ­და სხვა ტი­პა­ჟია, მთლი­ა­ნად მომ­წონს, ხა­რის­ხი­ა­ნი ქა­ლია და არა გოგო, გო­გოს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას არ ტო­ვებს და მის სულ­ში რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა, როცა ამ მა­ღალ ნოტს იღებს. ეკა დო­ლი­ძის და­კარ­გვა რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და?!. პირ­და­პირ ვე­ტყვი დათო ფორჩხი­ძეს, სა­დაც ვნა­ხავ, რომ არ უნდა და­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს­თან ერ­თად. ვტი­რო­დი, ეკა ჩე­მამ­დე რა­ტომ არას­დროს მო­ვი­და-მეთ­ქი.

- ალ­ბათ ეში­ნო­და...

- არ არ­სე­ბობს, ვცემ­დი ვინ­მეს თუ რას ვა­კე­თებ­დი?

- ეკას შემ­თხვე­ვა მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რად­გან მხო­ლოდ ერთი მწვრთნე­ლი შე­მო­უტ­რი­ალ­და.

- ვერ მიხ­ვდნენ. სა­ოც­რე­ბა იყო!.. შე­იძ­ლე­ბა, იქ ჯდო­მა სა­ნერ­ვი­უ­ლოა, ფიქ­რობ, მიტ­რი­ალ­დე თუ არა, მაგ­რამ დათო ხომ შე­მო­უტ­რი­ალ­და ეკას და რო­გორ და­კარ­გა ეს გოგო? სა­ლო­მეს­თან ეკას და­ყე­ნე­ბით მან ითა­მა­შა მა­ყუ­რე­ბელ­ზე, თა­ვის­თვის და­ი­წე­რა პლუ­სი, რად­გან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნო­მე­რი გა­მო­ვი­და, მაგ­რამ ნომ­რის იქით ხომ არის კი­დევ რა­ღაც? თა­ო­ბა ხომ უნდა გა­ი­ზარ­დოს? მოდი, პირ­და­პირ ვთქვათ, მწვრთნე­ლებს ჰყავ­დათ სხვა­დას­ხვა გუნ­დი, მათ შო­რის პა­ექ­რო­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, შენ შენი უნდა გა­ი­ტა­ნო არა უაზ­როდ, არა­მედ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად. არ შე­იძ­ლე­ბა ამ ფრა­ზის მოს­მე­ნა ყვე­ლა ჯერ­ზე - მისი ფანი ვარ და და­უ­მე­სი­ჯეთ ამ კონ­კურ­სანტსო. ყვე­ლა­ზე ერ­თსა და იმა­ვეს რო­გორ უნდა ამ­ბობ­დე? ჩემი ჯო­ბია იმი­ტომ, რომ უკე­თე­სად აიღო ნოტი, უკე­თე­სად იმ­ღე­რა, იმი­ტომ კი არა, რომ ჩე­მია, უბ­რა­ლოდ, უფრო უკე­თე­სად აკე­თებს, ვიდ­რე სხვა მწვრთნე­ლის. რა­ტომ არ ჰქონ­და ამ პრო­ექტს მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი? ამი­ტომ!.. ეს არ იყო შე­ჯიბ­რე­ბა. გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თის კონ­კურ­სან­ტე­ბი, არა­და, ვის ატყუ­ებ?!. ეში­ნი­ათ იმის, რომ მე­ო­რე დღეს, "ფე­ის­ბუქს" რომ გახ­სნი­ან, დახ­ვდე­ბათ ლან­ძღვა. რამ­დე­ნიც ჩემ­ზე სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი უწე­რი­ათ, იმ­დე­ნი არა­ვის­ზე და­უ­წე­რი­ათ, მაგ­რამ არც კი გა­და­მიშ­ლია.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რა­დ­გან "ახალ ხმა­ში" ბევ­რი კარ­გი კონ­კურ­სან­ტი იყო, ფი­ნა­ლუ­რი ოთხე­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნად არ და­კომ­პლექტდა?

- დიახ, ფი­ნალ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეკა დო­ლი­ძე, იო, ნუ ჩა­მო­მათ­ვლე­ვი­ნებ ყვე­ლას (იცი­ნის), სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ნინი ცნო­ბი­ლა­ძეც, მაგ­და ვა­სა­ძეც. ბო­ლოს­კენ სიჭ­რე­ლე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მე ვიცი, რო­გორ მუ­შა­ობ­დნენ სტე­ფა­ნე და მაო. მე­რა­ბი მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მან თა­ვის კონ­ცერ­ტზე უნდა გა­ავ­სოს დარ­ბა­ზი და ამი­ტო­მაც ვერ გახ­დე­ბა მა­რი­ნა ბე­რი­ძე. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ ჟი­უ­რი­ში უნდა იყ­ვნენ პრო­დი­უ­სე­რე­ბი.

- ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კონ­კურ­სებ­ში?

- არ ვიცი, რო­გო­რი წეს­დე­ბა აქვს "ახალ ხმას", მაგ­რამ როცა ცნო­ბი­ლი სახე აგ­ყავს, უც­ნო­ბი კონ­კურ­სან­ტი არა­თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ერ­თა­დერ­თი ცნო­ბი­ლი სახე "ჯე­ოს­ტარ­ში" ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი იყო და ამა­ზე ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ მასა და ვაჟა მა­ნი­ას შო­რის ფი­ნა­ლის დროს ვერ იტყო­დი, რო­მე­ლი იყო უკე­თე­სი. ამას დღე­საც ვერ გე­ტყვით. თუკი ნო­დი­კო მოგ­წონ­და, მა­შინ ვაჟა არ მოგ­წონ­და და პი­რი­ქით. ეს არის "ექ­შე­ნი", შე­ჯიბ­რე­ბის არსი ეს არის. რო­მე­ლი რო­გორ ნოტს აი­ღებს, ეს არ არის მთა­ვა­რი. ნატო მე­ტო­ნი­ძის კი­ვი­ლი ვინ­მეს გა­უ­გია ან ნანი ბრეგ­ვა­ძის?

- თუმ­ცა მა­ღა­ლი ნო­ტე­ბი დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლა...

- ეს ქარ­თულ ბუ­ნე­ბას არ შე­ე­ფე­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა აიღო მა­ღა­ლი ნოტი, მაგ­რამ ერთხელ, რად­გან მა­შინ აქვს მას თა­ვი­სი ხიბ­ლი. იცი, რამ­დე­ნი რამ იყო ჟი­უ­რის­გან სათ­ქმე­ლი? თუნ­დაც მო­ფე­რე­ბით. ახლა ძა­ლი­ან მა­ში­ნებს სა­ბავ­შვო "ახა­ლი ხმა", რად­გან 8-დან 14 წლამ­დეა. რაც უნდა წე­რონ ჩემ­ზე, ამ ქალ­მა არა­ფე­რი იცი­სო, მე ხომ ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვებს ხმის მუ­ტა­ცია ადრე ეწყე­ბათ. თუ ისევ იმ ეფექ­ტით წავ­ლენ, რომ ბავ­შვებ­მა აი­ღონ მა­ღა­ლი ნო­ტე­ბი, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს, სხვა­თა შო­რის, ბო­ლოს "ანა-ბა­ნე­ლე­ბი" ედგნენ და გული დამ­წყდა, არა­ვის უთ­ქვამს, ეს ბავ­შვე­ბი ჩვენ რომ გავ­ზარ­დეთ. იმ ბავ­შვე­ბი­დან, მა­გა­ლი­თად, რე­ზი­კოს რომ ამ­ღე­რონ მა­ღა­ლი ნო­ტე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­წერ ყვე­ლა ჟურ­ნალ­სა და გა­ზეთ­ში, თა­ო­ბა და­ი­ღუ­პე­ბა. მე ვიცი, რომ "ახალ ხმა­ში" სა­ბავ­შვო რე­პერ­ტუ­ა­რი არ იქ­ნე­ბა, რაც ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია. თა­ვის დრო­ზე "ანა-ბანა" იმი­ტომ და­ვი­წყე, რომ მო­მეს­პო ტრა­დი­ცია, ტაფ­ტის კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ბავ­შვე­ბი რომ გა­მოჰ­ყავ­დათ, თვა­ლებ­ზე "სტრელ­კე­ბით", სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში და­ვარ­ცხნი­ლი თმით. ბავ­შვმა უნდა მი­ი­ღოს სი­ა­მოვ­ნე­ბა სიმ­ღე­რით და ითა­მა­შოს. რო­გორც კი ჩვენ და­ვა­ბე­რებთ ბავ­შვებს, მი­ვი­ღებთ იმას, რომ თა­ო­ბა არ გვე­ყო­ლე­ბა და მათ აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­ფუჭ­დე­ბათ ხმე­ბი. ამის­თვის რო­ბერ­ტი­ნო ლო­რე­ტის მა­გა­ლი­თიც კმა­რა. ჩვენ "ანა-ბა­ნა­ში" 11 წლამ­დე ბავ­შვებს ვი­ღებ­დით და გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით 12 წლამ­დეც. მეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ "რუს­თა­ვი 2"-ში, გა­მე­კე­თე­ბი­ნა "ჯე­ოს­ტა­რი ჯუ­ნი­ო­რი". კი ამ­ბო­ბენ, ცუდი ქა­ლი­აო, მაგ­რამ ბავ­შვს ვერ მი­ვა­ყე­ნებ ასეთ ტრავ­მას. "ახალ ხმა­ში" ჯერ მო­უტ­რი­ალ­დე­ბა თუ არა რო­მე­ლი­მე მწვრთნე­ლი, იმა­ზე უნდა ინერ­ვი­უ­ლონ და მერე მუ­სი­კა­ლურ რინგზე გა­აგ­დე­ბენ თუ არა. იქ­ნე­ბა დე­დე­ბის მი­ვარ­დნა, წი­ვი­ლი, ბავ­შვის კი­ვი­ლი. ვინ დაჯ­დე­ბა ჟი­უ­რი­ში და ვინ ეტყვის ბავ­შვს, არ ვარ­გი­ხა­რო, არ ვიცი. თუ ისევ მო­ე­ფე­რე­ბი­ან, იმა­საც ვერ გა­ი­გე­ბენ, რა­ტომ აგ­დე­ბენ, რად­გან "ახალ ხმა­ში" ასე გა­მო­ვი­და, ასე­თი კარ­გი ხარ, ისე­თი კარ­გი ხარ, მაგ­რამ უნდა წახ­ვი­დეო. მწვრთნე­ლი რომ ხარ და თა­ვად მუ­შა­ობ კონ­კურ­სან­ტთან, არ იცი წი­ნას­წარ, შე­ნი­ვე გუნდში რო­მე­ლია უკე­თე­სი? არ გვინ­და ეს ტან­ჯვა და ცრემ­ლე­ბის გად­მოყ­რა ტე­ლე­ე­თერ­ში, ის­ტე­რი­კა, ვა­ი­მე, რო­მე­ლი ავირ­ჩი­ოო. შენ მუ­შა­ობ და შენ­ვე იცი. რა­ტომ აკე­თებ ამას? კარ­გი გინ­და გა­მოხ­ვი­დე?

- სა­ბო­ლო­ოდ, ასეც გა­მო­ვი­და...

- ამი­ტომ, უჩე­მოდ (იღი­მის). ჟი­უ­რი­ში რომ დავ­ჯდე, აუ­ცი­ლებ­ლად ჩემს ჭკუ­ა­ზე უნდა ვიყო, ჩემი პი­რო­ბე­ბით. ძა­ლი­ან ცუდ რა­მეს ვამ­ბობ, "ფე­ის­ბუქ­ზე" ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, რო­გორ შეც­ვა­ლა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­შიო". რა, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი მაია პლი­სეც­კა­ი­აა? მო­ცეკ­ვა­ვე არ შე­მიც­ვლია, ჟურ­ნა­ლის­ტი შევ­ცვა­ლე და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­სა და ცეკ­ვას შო­რის უფრო დიდი გან­სხვა­ვე­ბაა, ვიდ­რე მუ­სი­კა­სა და ცეკ­ვას შო­რის. ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი ბოღ­მაა ჩემ მი­მართ, ე.ი. ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან არ ვუნ­დი­ვარ, რად­გან "ჯე­ოს­ტარ­ზე" ამ­ბობ­დნენ, ბო­რო­ტი რა­ტომ იყოო და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ზე" კე­თი­ლი რა­ტომ გახ­დაო. რა გა­ვა­კე­თო?!.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ არის უკმაყოფილო მარინა ბერიძე "ახალი ხმის" და "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის მუშაობით

რატომ არის უკმაყოფილო მარინა ბერიძე "ახალი ხმის" და "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის მუშაობით

მარინა ბერიძეს კულტურის სამინისტროში ვესტუმრეთ, სადაც თავის პოსტს ინარჩუნებს და როგორც ამბობს, უამრავი საქმე აქვს. ტელევიზიების კუთხით ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის. ჩვენს რესპონდენტს ბოლოდროინდელი მუსიკალური კონკურსების შესაფასებლად შევხვდით.

- ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნი­შვ­­­ნელობა აქვს სატელევიზიო-მუსიკალ­ურ კონკურსებს. პირველ რიგში, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროექტი ლიცენზირებული იყოს. ეს "რუსთავი 2"-მა დაიწყო. ამ პროექტებში ყველაფერი გაწერილია ერთი რამის გარდა, ის შენს ქვეყანას უნდა მოარგო და ბრმად არ უნდა გადმოიტანო სხვა ქვეყნიდან. "ჯეოსტარმა" ეს ძალიან კარგად გააკე­თა და ქვეყანას დიდი შედეგი მოუტა­ნა, ბევრი საინტერესო მომღერალი გამოვლინდა.

რაც შეეხება ახლანდელ მუსიკალურ პროექტებს, საჭიროა და უამრავი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა, მაგრამ მაქვს ერთი შენიშვნა - როგორი მითითებაც უნდა ჰქონდეს ჟიურის, მან უნდა თქვას სიმართლე. იმას არ ვამბობ, რომ კონკურსანტს უხეშად უთხრა და გული ატკინო, მაგრამ თუ გაქვს ინტელექტი და სიტყვის მარაგი, ხარ თავისუფალი ადამიანი, შენიშვნა უნდა მისცე იმისთვის, რომ მომღერალმა გამოასწოროს შეცდომა, მაყურებელი კი მიხვდეს, ვინ არის კარგი და ვინ - ცუდი. აქედან გამომდინარე უმესიჯებს მაყურებელი ამა თუ იმ კონკურსანტს.

საერთოდ, საქართველოში მესიჯების თემა ძალიან მიკერძოებულია - როდის მივალთ იქამდე, რომ ქართველებმა ახლობლებს არ დაუმესიჯონ, ვერ გეტყვით. პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს უფლება, ისეთმა ადამიანმა გაიმარჯვოს კონკურსში, რომელსაც შემდეგ ზრდის პოტენციალი არ ექნება.

- ახლა რომელ პროექტზე საუბრობთ, "ახალ ხმაზე"?

- ორივე მუსიკალურ პროექტზე ვლაპარაკობ, "ახალ ხმაზეც" და "საქართველოს ვარსკვლავზეც". საერთო ფრაზებით არ უნდა გამოძვრე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პირველივე ან მეორე ტურზე კონკურსანტს უთხრა, რომ ის უკვე ვარსკვლავია. ეს ისეთი მნიშვნელოვანი წოდებაა და ისეთი სიტყვაა, რომ ბევრი წელი სჭირდება. ვარსკვლავობა ცხოვრების წესია. ძალიან სასაცილოა, ჩვენს ქვეყანაში ხელაღებით ვინმეს ვარსკვლავი დაარქვა, სამი "მერსედესი" მაინც უნდა ედგას სახლთან (იცინის). ქართველებმა საერთოდ ვერ გავიგეთ ამ სიტყვის მნიშვნელობა.

- ლუკა ზაქარიაძე "საქართველოს ვარსკვლავი" ხმათა 75%-ით გახდა, მახსოვს, ასეთი დიდი სხვაობა პირველ და მეორე ადგილს შორის თქვენ დროს არ ყოფილა.

- ჩემ დროს ბევრი კარგი კონკურსანტი იყო და არა ერთი. ლუკა ზაქარიაძე უდავოდ საინტერესო ადამიანია, მომღერალი არის თუ არა, ჯერ არ ვიცი... ალბათ არის, მაგრამ ლუკას კარიერა ამ წუთიდან იწყება. რამდენადაც ეკრანიდან ვხვდები, ძალიან რთული ადამიანია, მას სერიოზული დაკვალიანება სჭირდება კომპეტენტური ადამიანებისგან. ცოტა დაბნეულია, რაღაც გამოსდის, რაღაც - არა და ძალიან რთულად მართვადია. არ ვიცი, რა მუსიკალური განათლება აქვს, მაგრამ თუ არა აქვს, თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. აუცილებლად უნდა იცოდეს ჰარმონია, კარგი ყური აქვს, შინაგანი ხიბლი, მაგრამ ეს უნდა გამაგრდეს ცოდნით, სტიქიურად არ იაროს რაღაც აკორდებში, დაახლოებით მაინც უნდა იცოდეს, საიდან სად უნდა გადავიდეს, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოს. ასევე ბევრი სამუშაო აქვს ხმაზე. რაც უნდა ვთქვათ, უცხოეთში თვითნაბადი ტალანტით იბადებიანო, ხმას სჭირდება ვარჯიში და გამღერება, უნდა ფლობდე ხმის ტექნიკას, რომ თავისუფლად იგრძნო თავი, ემოციით აღებული ნოტი ცვდება და ცოტა ხანს ძლებს.

- "საქართველოს ვარსკვლავში" ვოკალისტების მუშაობა ვერ დაინახეთ?

- ასე მკაფიოდ ვერ დავინახე, თანაც, რთულად სამუშაო ბიჭია. კასტინგის პრობლემაც დავინახე, უნდა ეცადო, მაქსიმალურად ძლიერი ბავშვები აიყვანო, რომ არ იყოს ჩავარდნა და არ გყავდეს ერთი ძალიან კარგი და სხვა დანარჩენი - ისე რა. რატომ არ იყო ლუკა ზაქარიაძე მთავარ ჯგუფში თავიდანვე, ვერაფრით მივხვდი. მე ძირითად ჯგუფში მოვახვედრებდი. ის ზურა მოსიავას მაგონებს, ზურა იყო ასეთი "დაუვარცხნელი", მაგრამ მოვერიეთ. შეიძლება, ახლა არ არის მოდური "მორევა" და კონკურსანტი უნდა მიუშვა თავის ნებაზე, მაგრამ ამას ვერასდროს დავეთანხმები. თუ სერიოზული პედაგოგი ხარ, უნდა იპოვო ის, რაც მნიშვნელოვანია მის ქცევასა და ხმაში და განავითარო. ხანდახან თუ გაბრაზდები, ამაშიც ცუდი არაფერია, სწავლების პერიოდში უნდა მოერიო, თორემ ნამდვილ ხელოვანს ბოლომდე მაინც ვერავინ მოერევა. ნინო ხოშტარია "რუსთავი 2"-ის სახეა, მუსიკათმცოდნე, მაგრამ ჟიურიში იჯდა ორი მაესტრო, ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე, მე ვისურვებდი, მათ მეტი კრიტიკული შენიშვნა ჰქონოდათ. ნინო ძალიან თბილი ადამიანია, ყველაფერი მოსწონს და ყველა უყვარს, ნიკაც ძალიან დადებითი ადამიანია, მაგრამ მინახავს უამრავი ჟიურის მუშაობა, მინახავს ნესტერენკო, ობრაზცოვა ჟიურიში და ისინი საქმეს ქება-დიდებით არ იწყებდნენ. ქულის აწევა ადვილია, მაგრამ შედეგს უფრო მეტად ჟიურის წევრის კომენტარი გაძლევს და ამაზე ალბათ პროექტის ავტორებს ნაფიქრი აქვთ. ამიტომაც კონკურსანტს აინტერესებს შენიშვნები, ანუ რა გააკეთოს, რომ იყოს უკეთესი. ასეთი შენიშვნები არ მოგვისმენია. მივიჩნევ, რომ ქება-დიდება კარგს არაფერს მოიტანს. ჟიურის გაუმართლა, რომ "საქართველოს ვარსკვლავი" ლუკა გახდა, მაგრამ რომ არ გამხდარიყო?.. ჟიურიში რომ ზიხარ, უნდა მიაწვდინო ხმა კონკურსანტსაც და მაყურებელსაც. საქართველოში პროდიუსერთა სკოლა არ არსებობს, მაგრამ მე მაინც დავსვამდი პროდიუსერებს. საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ, რადგან ალბათ ჟიურიში არასდროს აღარ დავჯდები!..

- რატომ?

- აღმოჩნდა, რომ ჩემნაირი ადამიანი მავანს და მავანს არ მოსწონს, თორემ ხომ ვიქნებოდი ჟიურიში? შეიძლება გავიდეს დრო და თქვან, მარინა რა კარგი ყოფილაო, მაგრამ ამ ეტაპზე ჟიურიში დაჯდომის სურვილი ნამდვილად არ მაქვს.

- საინტერესოა, "საქართველოს ვარსკვლავის" რეპერტუარზე რას გვეტყვით, საკმაოდ განსხვავებული იყო იმისგან, რასაც თქვენ აკეთებდით. იყო ბევრი როკი...

- რისთვის ვაკეთებთ კონკურსს? რომ აღმოვაჩინოთ და გავზარდოთ ახალგაზრდები. "საქართველოს ვარსკვლავს" კონცერტის სახე ჰქონდა და არა მუშაობის. ხალხს ხმამაღალი სიმღერა მოსწონს. ეს დამღუპველია სასიმღერო კულტურისთვის. როდესაც დარბაზი კივის, ის კივის ხმამაღალ ნოტზე და გაუთავებელ ხავილზე. არაფრით არ შეიძლება, პირველი ან მეორე ტური იყოს დუეტი შემდგარ მომღერალთან. ამას იმიტომ აკეთებ, რომ პროექტს რეიტინგი ჰქონდეს, მაგრამ მანანა ვეკუა, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა და საერთოდ არ უმღერია, როგორ შეიძლება დააყენო ისეთ მომღერალთან ერთად, როგორიც ნატო მეტონიძეა?!. თან, რა სიმღერას ამღერებ, რეზო ლაღიძის "განთიადს"? და რომ დაასრულებს სიმღერას, უნდა თქვა, რომ ეს იყო არაჩვეულებრივი?.. არაჩვეულებრივი არის მოცარტი, ბეთჰოვენი არის ბუმბერაზი. არ შეიძლება, ერთ გადაცემაში 200-ჯერ მოვისმინო სიტყვა არაჩვეულებრივი. შეგიძლია თქვა, რომ კარგი იყო. არაჩვეულებრივი ჩემთვის ნატო მეტონიძეა. დუეტი ცოტა მერე უნდა შედგეს, როცა კონკურსანტი გარკვეულ პრაქტიკას მიიღებს. არ ვიცი, რომელი პედაგოგები მუშაობდნენ "საქართველოს ვარსკვლავზე", მაგრამ ჩვენი მუშაობის დროს ჩვენი სეგმენტ-პროდიუსერი მათ, ვინც ინგლისური არ იცოდა, სტრიქონ-სტრიქონ უთარგმნიდა ყველა ფრაზას. აუცილებელია, კონკურსანტმა გაითავისოს, რაზე მღერის. აქ იყო ორი მომენტი, არეული სიტუაცია და ტელევიზიისთვის ცუდი პერიოდი, გარდა ამისა, რეიტინგი სჭირდებოდათ, რომელსაც პოპულარული სახის გამოჩენა უზრუნველყოფს. ის საზიზღარი მარინა ბერიძე არ არის და მოდი, ახლა განუწყვეტლივ ვაქოთ ჩვენი ბავშვები და ვუთხრათ, - შენნაირი არასდროს მინახავს, არ მომისმენია. ვერ დავიჯერებ, რომ ამ კორიფეებს უკეთესი არაფერი მოუსმენიათ. მე მაინც მგონია, მიხვდებიან, რომ სხვა გზით უნდა წავიდნენ. უფრო მეტი ქართული სიმღერა უნდა იყოს, ასევე უნდა ეცადონ, ნაკლები როკი იყოს. როკი სულის მდგომარეობა და პროტესტია, თუკი ვოკალურად არ ხარ მომზადებული, ვერანაირ პროტესტს ვერ ამოიღებ გულიდან, ამიტომ გამოვა ხავილი.

მე და ნიკოლოზ რაჭველს იდენტური გემოვნება გვაქვს. სხვა ქვეყანაში რომ უსმენდეს რაღაცას და მე აქ, ვიგრძნობთ ერთმანეთს. ალბათ მიზეზი ისიც იყო, რომ პროექტი დაჩქარებულად მომზადდა. "საქართველოს ვარსკვლავი" ბევრად სხვანაირი უნდა ყოფილიყო, ვიდრე "ჯეოსტარი". მაშინ რატომ ჩაენაცვლა "ჯეოსტარს"? მე დიდი განსხვავება ვერ დავინახე და სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ მივხვდი, რატომ ჩაენაცვლა, მაგრამ ეს სხვა საკითხია.

- "ახალ ხმაზეც" ვისაუბროთ. ფაქტია, რომ ბოლო დროს "ჯეოსტარზე" და ახლაც, "საქართველოს ვარსკვლავში" არ მისულა ამდენი კარგი კონკურსანტი. თქვენი ხომ არ ეშინოდათ?

- ვერ გეტყვით. ახლაც არ ვიყავი "საქართველოს ვარსკვლავზე" და მაინც არ მივიდნენ. "ახალი ხმის" კასტინგი, რამდენადაც მე ვიცი, მინუს-ფონოგრამით ჩატარდა, ანუ ფონოგრამა ჰქონდათ და უფრო ადვილი იქნებოდა მომღერლისთვის შესრულება. ასეთ დროს ადვილია არჩევა, "ჯეოსტარში" მშრალი კასტინგი იყო, როიალის, გიტარის, ფონოგრამის გარეშე. ბევრი მოქმედი და კარგი მომღერალი ვერ იმღერებს ასე მშრალად. თანაც, მე ხომ ვიქექებოდი, კონკურსანტს ბევრ რამეს ვამღერებდი. "ახალი ხმა" ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტია, კარგი გუნდი შეიკრა. იმასაც მივხვდით, რომ პედაგოგები არსებობენ და მუშაობენ, უბრალოდ, ზოგი მუშაობს ინდივიდუალურობის ხაზგასმაზე, ზოგიც კოპირების გზით მიდის. დიდი ხანია, პედაგოგად აღარ ვმუშაობ, მაგრამ მიყვარს ინდივიდუალიზმის ხაზგასმა, მიყვარს ვერსია, რადგან ძალიან ბევრი ვერსია მაქვს გაკეთებული, მარტო ყანჩელის პროექტი მეყოფა მთელი ცხოვრება. "ახალ ხმაში" კი მგონია, ადვილი გზით წავიდნენ, მოგეცი დისკი, მოუსმინე, გაიარე რეპეტიცია და გადი სცენაზე. იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, პედაგოგის 8-საათიანი მუშაობა სჭირდება თითოეულ კონკურსანტთან. მას სიმღერა იმის მიხედვით კი არ უნდა შეურჩიო, რომელ ნოტს როგორ იღებს, არამედ კარგად უნდა გაიცნო და მისი ხასიათიც უნდა იცოდე. "ახალ ხმაში" კი, ჩემი აზრით, მთავარი ის იყო, ვინ უფრო მაღალ ნოტს აიღებდა.

- ამაზე ბევრი დისკუსია იმა­რთებოდა, ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებელი ამბობდა, ვინც უკეთესად იყვირებს, ის გაიმარჯვებსო...

- რატომ ხდება ისე, რომ, ესტრადის წარმომადგენლებს არ ვგულისხმობ, ჩვენს მომღერლებს საზღვარგარეთ ძალიან აფასებენ? იმიტომ, რომ ქართველს ხმაში სხვანაირი სითბო აქვს, რომელიც ყველას აგიჟებს და მთელ მსოფლიოში ამისი დეფიციტია. ვერანაირი მაღალი ნოტით ვერავის გააკვირვებ, მით უმეტეს, თუკი ამის წინ ორ მოდულაციას აკეთებ და მერე უსვამ მაღალ ნოტს, რისი შესრულების დროსაც კონკურსანტს გლანდები უვარდება. ეს ძალიან ცუდია. რამდენ ხანს გაძლებს და რამდენ ხანს აიღებს ამ ნოტს?

- გამარჯვებულზე მინდა გკი­თ­ხოთ, სალომე ქათამაძე სწორედაც რომ მაღალ ნოტებს იღებდა...

- დათო ფორჩხიძე მიხვდა იმას, რომ დარბაზი ინგრეოდა ამ მაღალი ნოტების დროს. ყველამ თავისი თავი წარმოაჩინა და მუსიკაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ძალიან მომეწონა სტეფანესა და მაოს ნამუშევარი, რადგან ისინი ფიქრობდნენ მუსიკაზე, მერაბი ცდილობდა ასევე ძალიან. მესმის დათო ფორჩხიძის, ძალიან დიდი ხანია, ეკრანზე აღარ გამოჩენილა. მწვრთნელისთვის რთულია, როცა ხვდები, რომ შენს კონკურსანტს აქვს მაღალი ნოტი და არ გინდა, ამას გაექცე, გინდება, რომ მას ეს ნოტი ააღებინო, მაგრამ იქამდე უნდა მიხვიდე. მე, როგორც მსმენელს, აუცილებლად უნდა გამაჟრიალოს, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა. ჩემთვის ასეთი იყო იო, რომელმაც კარგი მუსიკა მოიტანა, ასევე ლაშა თოფურია, რომელიც ძალიან მომეწონა, მაგდა ვასაძეც იღებს მაღალ ნოტებს, მაგრამ ის გონიერი მომღერალია, მის თვალში ვხედავ იმ ნოტს და არა ყელში. მაგდა სხვა ტიპაჟია, მთლიანად მომწონს, ხარისხიანი ქალია და არა გოგო, გოგოს შთაბეჭდილებას არ ტოვებს და მის სულში რაღაცები ხდება, როცა ამ მაღალ ნოტს იღებს. ეკა დოლიძის დაკარგვა როგორ შეიძლებოდა?!. პირდაპირ ვეტყვი დათო ფორჩხიძეს, სადაც ვნახავ, რომ არ უნდა დაეყენებინა სალომე ქათამაძესთან ერთად. ვტიროდი, ეკა ჩემამდე რატომ არასდროს მოვიდა-მეთქი.

- ალბათ ეშინოდა...

- არ არსებობს, ვცემდი ვინმეს თუ რას ვაკეთებდი?

- ეკას შემთხვევა მართლაც საინტერესო იყო, რადგან მხოლოდ ერთი მწვრთნელი შემოუტრიალდა.

- ვერ მიხვდნენ. საოცრება იყო!.. შეიძლება, იქ ჯდომა სანერვიულოა, ფიქრობ, მიტრიალდე თუ არა, მაგრამ დათო ხომ შემოუტრიალდა ეკას და როგორ დაკარგა ეს გოგო? სალომესთან ეკას დაყენებით მან ითამაშა მაყურებელზე, თავისთვის დაიწერა პლუსი, რადგან არაჩვეულებრივი ნომერი გამოვიდა, მაგრამ ნომრის იქით ხომ არის კიდევ რაღაც? თაობა ხომ უნდა გაიზარდოს? მოდი, პირდაპირ ვთქვათ, მწვრთნელებს ჰყავდათ სხვადასხვა გუნდი, მათ შორის პაექრობა უნდა ყოფილიყო, შენ შენი უნდა გაიტანო არა უაზროდ, არამედ არგუმენტირებულად. არ შეიძლება ამ ფრაზის მოსმენა ყველა ჯერზე - მისი ფანი ვარ და დაუმესიჯეთ ამ კონკურსანტსო. ყველაზე ერთსა და იმავეს როგორ უნდა ამბობდე? ჩემი ჯობია იმიტომ, რომ უკეთესად აიღო ნოტი, უკეთესად იმღერა, იმიტომ კი არა, რომ ჩემია, უბრალოდ, უფრო უკეთესად აკეთებს, ვიდრე სხვა მწვრთნელის. რატომ არ ჰქონდა ამ პროექტს მაღალი რეიტინგი? ამიტომ!.. ეს არ იყო შეჯიბრება. გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთის კონკურსანტები, არადა, ვის ატყუებ?!. ეშინიათ იმის, რომ მეორე დღეს, "ფეისბუქს" რომ გახსნიან, დახვდებათ ლანძღვა. რამდენიც ჩემზე საშინელებები უწერიათ, იმდენი არავისზე დაუწერიათ, მაგრამ არც კი გადამიშლია.

- შეიძლება ითქვას, რომ რა­დ­გან "ახალ ხმაში" ბევრი კარგი კონკურსანტი იყო, ფინალური ოთხეული სამართლიანად არ დაკომპლექტდა?

- დიახ, ფინალში უნდა ყოფილიყო ეკა დოლიძე, იო, ნუ ჩამომათვლევინებ ყველას (იცინის), სალომე ქათამაძეც უნდა ყოფილიყო და ნინი ცნობილაძეც, მაგდა ვასაძეც. ბოლოსკენ სიჭრელე უნდა ყოფილიყო. მე ვიცი, როგორ მუშაობდნენ სტეფანე და მაო. მერაბი მორიდებული ადამიანია. მან თავის კონცერტზე უნდა გაავსოს დარბაზი და ამიტომაც ვერ გახდება მარინა ბერიძე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჟიურიში უნდა იყვნენ პროდიუსერები.

- ცნობილი სახეები უნდა მო­ნაწილეობდნენ კონკურსებში?

- არ ვიცი, როგორი წესდება აქვს "ახალ ხმას", მაგრამ როცა ცნობილი სახე აგყავს, უცნობი კონკურსანტი არათანაბარ მდგომარეობაშია. ერთადერთი ცნობილი სახე "ჯეოსტარში" ნოდიკო ტატიშვილი იყო და ამაზე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მასა და ვაჟა მანიას შორის ფინალის დროს ვერ იტყოდი, რომელი იყო უკეთესი. ამას დღესაც ვერ გეტყვით. თუკი ნოდიკო მოგწონდა, მაშინ ვაჟა არ მოგწონდა და პირიქით. ეს არის "ექშენი", შეჯიბრების არსი ეს არის. რომელი როგორ ნოტს აიღებს, ეს არ არის მთავარი. ნატო მეტონიძის კივილი ვინმეს გაუგია ან ნანი ბრეგვაძის?

- თუმცა მაღალი ნოტები დღეს აქტუალური ყოფილა...

- ეს ქართულ ბუნებას არ შეეფერება. შეიძლება აიღო მაღალი ნოტი, მაგრამ ერთხელ, რადგან მაშინ აქვს მას თავისი ხიბლი. იცი, რამდენი რამ იყო ჟიურისგან სათქმელი? თუნდაც მოფერებით. ახლა ძალიან მაშინებს საბავშვო "ახალი ხმა", რადგან 8-დან 14 წლამდეა. რაც უნდა წერონ ჩემზე, ამ ქალმა არაფერი იცისო, მე ხომ ვიცი, რომ საქართველოში ბავშვებს ხმის მუტაცია ადრე ეწყებათ. თუ ისევ იმ ეფექტით წავლენ, რომ ბავშვებმა აიღონ მაღალი ნოტები, ეს დაუშვებელია. სალომე ქათამაძეს, სხვათა შორის, ბოლოს "ანა-ბანელები" ედგნენ და გული დამწყდა, არავის უთქვამს, ეს ბავშვები ჩვენ რომ გავზარდეთ. იმ ბავშვებიდან, მაგალითად, რეზიკოს რომ ამღერონ მაღალი ნოტები, აუცილებლად დავწერ ყველა ჟურნალსა და გაზეთში, თაობა დაიღუპება. მე ვიცი, რომ "ახალ ხმაში" საბავშვო რეპერტუარი არ იქნება, რაც ასევე მიუღებელია. თავის დროზე "ანა-ბანა" იმიტომ დავიწყე, რომ მომესპო ტრადიცია, ტაფტის კაბაში გამოწყობილი ბავშვები რომ გამოჰყავდათ, თვალებზე "სტრელკებით", სილამაზის სალონებში დავარცხნილი თმით. ბავშვმა უნდა მიიღოს სიამოვნება სიმღერით და ითამაშოს. როგორც კი ჩვენ დავაბერებთ ბავშვებს, მივიღებთ იმას, რომ თაობა არ გვეყოლება და მათ აუცილებლად გაუფუჭდებათ ხმები. ამისთვის რობერტინო ლორეტის მაგალითიც კმარა. ჩვენ "ანა-ბანაში" 11 წლამდე ბავშვებს ვიღებდით და გამონაკლისის სახით 12 წლამდეც. მეხვეწებოდნენ "რუსთავი 2"-ში, გამეკეთებინა "ჯეოსტარი ჯუნიორი". კი ამბობენ, ცუდი ქალიაო, მაგრამ ბავშვს ვერ მივაყენებ ასეთ ტრავმას. "ახალ ხმაში" ჯერ მოუტრიალდება თუ არა რომელიმე მწვრთნელი, იმაზე უნდა ინერვიულონ და მერე მუსიკალურ რინგზე გააგდებენ თუ არა. იქნება დედების მივარდნა, წივილი, ბავშვის კივილი. ვინ დაჯდება ჟიურიში და ვინ ეტყვის ბავშვს, არ ვარგიხარო, არ ვიცი. თუ ისევ მოეფერებიან, იმასაც ვერ გაიგებენ, რატომ აგდებენ, რადგან "ახალ ხმაში" ასე გამოვიდა, ასეთი კარგი ხარ, ისეთი კარგი ხარ, მაგრამ უნდა წახვიდეო. მწვრთნელი რომ ხარ და თავად მუშაობ კონკურსანტთან, არ იცი წინასწარ, შენივე გუნდში რომელია უკეთესი? არ გვინდა ეს ტანჯვა და ცრემლების გადმოყრა ტელეეთერში, ისტერიკა, ვაიმე, რომელი ავირჩიოო. შენ მუშაობ და შენვე იცი. რატომ აკეთებ ამას? კარგი გინდა გამოხვიდე?

- საბოლოოდ, ასეც გამოვიდა...

- ამიტომ, უჩემოდ (იღიმის). ჟიურიში რომ დავჯდე, აუცილებლად ჩემს ჭკუაზე უნდა ვიყო, ჩემი პირობებით. ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, "ფეისბუქზე" ერთი ამბავი ატყდა, როგორ შეცვალა ნანუკა ჟორჟოლიანი "ცეკვავენ ვარსკვლავებშიო". რა, ნანუკა ჟორჟოლიანი მაია პლისეცკაიაა? მოცეკვავე არ შემიცვლია, ჟურნალისტი შევცვალე და ჟურნალისტიკასა და ცეკვას შორის უფრო დიდი განსხვავებაა, ვიდრე მუსიკასა და ცეკვას შორის. ეს გაურკვეველი ბოღმაა ჩემ მიმართ, ე.ი. ვიღაცას ძალიან არ ვუნდივარ, რადგან "ჯეოსტარზე" ამბობდნენ, ბოროტი რატომ იყოო და "ცეკვავენ ვარსკვლავებზე" კეთილი რატომ გახდაო. რა გავაკეთო?!.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება