სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ხალვაში მეორე გოგონას ელოდება
სოფო ხალვაში მეორე გოგონას ელოდება

მომ­ღე­რალ სოფო ხალ­ვა­შის ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა, ორ­სუ­ლა­დაა და მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა. სქე­სი სწო­რედ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის დღეს გა­ი­გო და გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ივ­ლი­სის თვე­ში კი­დევ ერთი გო­გო­ნას დედა გახ­დე­ბა. ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე, ხა­სი­ა­თის შტრი­ხებ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სოფო თა­ვად გე­სა­უბ­რე­ბათ.

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წინა წელს ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე სა­კუ­თა­რი ბენ­დი, რო­მლის შექ­მნა­შიც ჭა­ბუ­კა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი და­მეხ­მა­რა. ვმუ­შა­ობთ აქ­ტი­უ­რად, გავ­მარ­თეთ ბევ­რი და­ხუ­რუ­ლი სა­ღა­მო, სიმ­ღე­რე­ბიც დაგ­ვიგ­როვ­და და ალ­ბო­მის ჩა­წე­რას ვა­პი­რებთ. მომ­ღერ­ლის­თვის ბენდთან მუ­შა­ო­ბა დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა, იმავდრო­უ­ლად რთუ­ლი­ცაა, თუმ­ცა ბევ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად შე­მოქ­მე­დე­ბი­თა­დაც იზ­რდე­ბი და შენი პრო­დუქ­ტიც უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­მო­დის.

- შენს ბენ­დს რამე კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლი ჰქვია?

- არა, ჯერ არა­ფე­რი შეგ­ვირ­ჩე­ვია, ასე აცხა­დე­ბენ ხოლ­მე, სოფო და მისი ლა­ივ­ბენ­დი. მერე ალ­ბათ მო­ვი­ფიქ­რებთ რა­მეს.

- ბენდთან ერ­თად მხო­ლოდ ახალ სიმ­ღე­რებ­ზე მუ­შა­ობ, თუ ძვე­ლებ­საც ამუ­შა­ვებთ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძვე­ლებ­საც ვა­მუ­შა­ვებთ, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სიმ­ღე­რის ქა­ვე­რებ­საც ვას­რუ­ლებთ. ახ­ლა­ხან დავ­წე­რე სიმ­ღე­რა და ეს ჯერ სა­ჯა­როდ არ მით­ქვამს, ყვე­ლას მო­ე­წო­ნა და მას­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა­საც ვა­პი­რებთ. ჩემ გარ­და სიმ­ღე­რებს ჩვე­ნი ბენ­დის რამ­დე­ნი­მე წევ­რიც წერს. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ირ­გვლივ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მყავს, ეს საქ­მეს და­დე­ბით შე­დეგს მო­ი­ტანს.

- სო­ლო­კონ­ცერ­ტზეც ხომ არ ფიქ­რობთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა. რო­გორც გი­თხა­რით, ამ ეტაპ­ზე ალ­ბო­მის ჩა­წე­რას ვგეგ­მავთ, შემ­დეგ კი მა­გა­ზე ფიქ­რიც შე­იძ­ლე­ბა (იღი­მე­ბა).

- სოფო, რო­გორც ვი­ცით, პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც სი­ახ­ლე გაქვს, ორ­სუ­ლად ხარ.

- ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში ვე­ლო­დე­ბი პა­ტა­რას.

- სქე­სი უკვე იცი?

- დღეს გა­ვი­გე, გო­გოა. ჩემს შვილს უნდა, რომ მა­რი­ა­მი და­ვარ­ქვათ, თუ არ გა­და­ი­ფიქ­რა, მა­შინ ამ სა­ხელს და­ვარ­ქმევთ.

- მოდი შენს შვილ­ზე მეტი მოგ­ვი­ყე­ვი...

- ქეთო ძა­ლი­ან წყნა­რი და მშვი­დია, უყ­ვარს სიმ­ღე­რა, დაგ­ვყავს "ბას­ტი-ბუ­ბუ­ში", მოს­წონს იქა­უ­რო­ბა, ხა­ლი­სით მი­დის, მაგ­რამ თუ არ უნდა, ვე­რაფ­რით ამ­ღე­რებ, არა­და სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან უყ­ვარს, ცოტა თა­ვი­სე­ბუ­რია. ახ­ლა­ხან კონ­ცერ­ტი ჰქონ­და, სა­ღა­მოს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას კა­მე­რით ვი­ღებ­დი, ბო­ლოს სცე­ნა­ზე გა­მო­სულ­მა და­მი­ნა­ხა, რომ კი­დევ ვი­ღებ­დი, იქი­დან და­მი­წყო ყვი­რი­ლი და ფე­ხე­ბის ბა­კუ­ნი, ნუ მი­ღებ, ნუ მი­ღე­ბო, იძახ­და (იცი­ნის). საკ­მა­ოდ მტკი­ცე ხა­სი­ა­თი აქვს, მაგ­რამ არ ვჩხუ­ბობთ, სი­ცი­ლი­თა და მო­ფე­რე­ბით მივ­დი­ვართ შე­თან­ხმე­ბამ­დე.

- ბავ­შვი, სიმ­ღე­რა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა დროს ნამ­დვი­ლად არ მო­ი­თხოვს, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის­თვის თუ იცლი?

- კი და ძა­ლი­ან მომ­წონს დი­ა­სახ­ლი­სო­ბა. შო­ბას სუფ­რა გვქონ­და ოჯახ­ში და ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მო­ვამ­ზა­დე, რაც მთა­ვა­რია, მოს­წონთ ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი და ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. მე და ჩემი მე­უღ­ლე მის მშობ­ლებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობთ, ამი­ტომ ყო­ველ­დღი­უ­რად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი არ მი­წევს, ყვე­ლა­ნა­ი­რად გვეხ­მა­რე­ბი­ან.

- შენს მე­უღ­ლეს რო­გო­რი სოფო მოს­წონს, სცე­ნა­ზე მდგო­მი თუ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მო­ფუს­ფუ­სე?

- ეს მას უნდა ჰკი­თხოთ (იცი­ნის). სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც მოს­წონს სოფო და სცე­ნა­ზეც, მაგ­რამ ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად სახ­ლში მყო­ფი მოვ­წონ­ვარ (იცი­ნის).

- ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­ურპრი­ზე­ბი­თა და რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შმე­ბით თუ შე­გაქვთ სი­ახ­ლე?

- უნდა გი­თხრათ, რომ მე არ ვარ რო­მან­ტი­კო­სი, არც ჩემი მე­უღ­ლე. შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ რა­ღა­ცებს ხში­რად არ ვა­კე­თებთ. ის უფრო გვსი­ა­მოვ­ნებს, როცა თა­ვი­სუ­ფალ დროს სახ­ლში შვილ­თან ერ­თად ვა­ტა­რებთ.

- ყვე­ლა წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი, თქვენც თუ გქო­ნი­ათ მსგავ­სი რამ?

- რო­გორც ყვე­ლა ოჯახს, ჩვენც გვქონ­და კრი­ზი­სუ­ლი ეტა­პი, მაგ­რამ რო­გორც ხე­დავთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და.

- რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი რუბ­რი­კის თე­მას, ხა­სი­ა­თის შტრი­ხებს, რო­გორ ფიქ­რობ, გე­ნე­ტი­კას რა წვლი­ლი მი­უ­ძღვის ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხა­სი­ა­თის გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი ადა­მი­ანს გე­ნე­ტი­კუ­რად მოს­დგამს, მაგ­რამ ბავ­შვს და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვს ხა­სი­ა­თი, შე­იძ­ლე­ბა, მერე აღ­ზრდას­თან ერ­თად მოხ­დეს გარ­კვე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის შეც­ვლა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი დე­ტა­ლე­ბი მა­ინც რჩე­ბა. ჩემი შვი­ლი 5 წლი­საა და უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს.

- სა­კუ­თა­რი ხა­სი­ა­თი­დან რო­მელ და­დე­ბით და უარ­ყო­ფით თვი­სე­ბას გა­მო­ყოფ­დი?

- უარ­ყო­ფი­თად ალ­ბათ ის შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი ვარ, ადა­მი­ა­ნი რა­საც მე­უბ­ნე­ბა, მჯე­რა, შე­იძ­ლე­ბა, ეს ერთი მხრივ კარ­გია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ცუ­დია.

- თუ გქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა სა­სი­ა­მოვ­ნო ტყუ­ი­ლი და­გი­ჯე­რე­ბია, არა­და გულ­ში იცო­დი, რომ ეს სიც­რუე იყო?

- თუ ისე­თი ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბა ამ სა­სი­ა­მოვ­ნო ტყუ­ილს, რო­მელ­საც კარ­გად ვიც­ნობ და ვხვდე­ბი, მისი ნათ­ქვა­მი სიც­რუ­ეა, მა­შინ პირ­და­პირ ვე­ტყვი, რა­საც ვფიქ­რობ, მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს კარ­გად არ იც­ნობ, ვერ მიხ­ვდე­ბი, ის ტყუ­ილს ამ­ბობს თუ არა, შე­სა­ბა­მი­სად, ამ დროს შე­იძ­ლე­ბა, ტყუ­ი­ლიც და­ი­ჯე­რო.

- გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი ხარ, თუ გჩ­ვე­ვია სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი?

- როცა რა­ღაც მა­წუ­ხებს, სიმ­ღე­რა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში მეხ­მა­რე­ბა. ბავ­შვო­ბა­ში, თუ მშობ­ლებს გა­ვაბ­რა­ზებ­დი, ან მე მე­წყი­ნე­ბო­და მათ­გან რამე, ოთახ­ში ვი­კე­ტე­ბო­დი და ვმღე­რო­დი, რაც მათ უფრო აგი­ჟებ­და, არა­და, ეს ჩემი პრო­ტეს­ტის ფორ­მა იყო, ამით მდგო­მა­რე­ო­ბი­და­ნაც გა­მოვ­დი­ო­დი (იღი­მის). ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ იმი­ტომ, რომ ვა­კე­თებ იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ამი­ტომ ცუ­დად თუ კარ­გად ყოფ­ნი­სას, ყო­ველ­თვის მუ­სი­კა მშვე­ლის და ყვე­ლა­ფერს მუ­სი­კის­თვის ვა­კე­თებ.

- თუ რა­ღაც არ მოგ­წონს, პირ­და­პირ ამ­ბობ?

- თუ ვხვდე­ბი, რომ სა­ჭი­როა ამის თქმა - ვამ­ბობ, თუ ჩემი პირ­და­პი­რო­ბით უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ვქმნი, მა­შინ გა­ჩუ­მე­ბას ვამ­ჯო­ბი­ნებ.

- ვის­გან იღებს კრი­ტი­კას სოფო ხალ­ვა­ში?

- ყვე­ლას­გან, თუ სხვას არ მო­უს­მი­ნე, ვერ გა­იზ­რდე­ბი, ყო­ველ­თვის უნდა ის­წავ­ლო სხვის­გან.

- დეპ­რე­სი­უ­ლი ეტა­პი თუ ყო­ფი­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- სა­ერ­თოდ, დეპ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ, მაგ­რამ რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს, მეც მქო­ნია კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი. ისე, ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბი­სას და­მე­მარ­თა დეპ­რე­სია. ბავ­შვის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე და­ვი­წყე ტი­რი­ლი, ოღონდ რა მა­ტი­რებ­და, არ ვიცი, ვერ ვჩერ­დე­ბო­დი, შეიძ­ლება, ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ვტი­რო­დი, მაგ­რამ ახ­სნას ვერც მა­შინ ვუ­ძებ­ნი­დი და ვერც ახლა.

- წყე­ნას ად­ვი­ლად ივი­წყებ?

- არ ვარ იმ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გულ­ში წყ­ენის ჩა­დე­ბა სჩ­ვე­ვია, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­ვა­ნე­იტ­რა­ლო, რათა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დეს, მაგ­რამ როცა ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი გტ­კენს გულს, ეს მარ­თლაც რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნია.

- ცხოვ­რე­ბა­ში სი­ნდი­სის ქენ­ჯნას თუ შე­უ­წუ­ხე­ბი­ხარ? ზოგ­ჯერ არის შემ­თხვე­ვა, როცა რა­ღა­ცას და­ა­შა­ვებ, გა­პა­ტი­ე­ბენ, თუმ­ცა ეს საქ­ცი­ე­ლი უფრო მე­ტად დამ­ნა­შა­ვედ გაგ­რძნო­ბი­ნებს თავს...

- როცა რა­ღა­ცას აშა­ვებ და ამას და­დე­ბი­თად ხვდე­ბი­ან, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა გი­ათ­მაგ­დე­ბა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა მეც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­ვარ­დნილ­ვარ და უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მიგ­რძნია, რათა ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლი გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა. მაგ­რამ, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა ვე­ცა­დოთ, ყვე­ლა­ნა­ირ საქ­ცი­ელს და­დე­ბი­თით ვუ­პა­სუ­ხოთ, ეს ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­სი­კე­თოდ ცვლის.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სოფო ხალვაში მეორე გოგონას ელოდება

სოფო ხალვაში მეორე გოგონას ელოდება

მომღერალ სოფო ხალვაშის ცხოვრებაში სიახლეა, ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება. სქესი სწორედ ინტერვიუს ჩაწერის დღეს გაიგო და გაგვიმხილა, რომ ივლისის თვეში კიდევ ერთი გოგონას დედა გახდება. ოჯახურ ცხოვრებაზე, ხასიათის შტრიხებსა და შემოქმედებაზე სოფო თავად გესაუბრებათ.

- მოგეხსენებათ, წინა წელს ჩამოვაყალიბე საკუთარი ბენდი, რო­მლის შექმნაშიც ჭაბუკა ამირანაშვილი დამეხმარა. ვმუშაობთ აქტიურად, გავმართეთ ბევრი დახურული საღამო, სიმღერებიც დაგვიგროვდა და ალბომის ჩაწერას ვაპირებთ. მომღერლისთვის ბენდთან მუშაობა დიდი ფუფუნებაა, იმავდროულად რთულიცაა, თუმცა ბევრი მუშაობის შედეგად შემოქმედებითადაც იზრდები და შენი პროდუქტიც უფრო მაღალი ხარისხის გამოდის.

- შენს ბენდს რამე კონკრეტული სახელი ჰქვია?

- არა, ჯერ არაფერი შეგვირჩევია, ასე აცხადებენ ხოლმე, სოფო და მისი ლაივბენდი. მერე ალბათ მოვიფიქრებთ რამეს.

- ბენდთან ერთად მხოლოდ ახალ სიმღერებზე მუშაობ, თუ ძველებსაც ამუშავებთ?

- რასაკვირველია, ძველებსაც ვამუშავებთ, ასევე სხვადასხვა სიმღერის ქავერებსაც ვასრულებთ. ახლახან დავწერე სიმღერა და ეს ჯერ საჯაროდ არ მითქვამს, ყველას მოეწონა და მასზე მუშაობის დაწყებასაც ვაპირებთ. ჩემ გარდა სიმღერებს ჩვენი ბენდის რამდენიმე წევრიც წერს. მოხარული ვარ, რომ ირგვლივ შემოქმედებითი ადამიანები მყავს, ეს საქმეს დადებით შედეგს მოიტანს.

- სოლოკონცერტზეც ხომ არ ფიქრობთ?

- ჯერჯერობით არა. როგორც გითხარით, ამ ეტაპზე ალბომის ჩაწერას ვგეგმავთ, შემდეგ კი მაგაზე ფიქრიც შეიძლება (იღიმება).

- სოფო, როგორც ვიცით, პირად ცხოვრებაშიც სიახლე გაქვს, ორსულად ხარ.

- ივლისის შუა რიცხვებში ველოდები პატარას.

- სქესი უკვე იცი?

- დღეს გავიგე, გოგოა. ჩემს შვილს უნდა, რომ მარიამი დავარქვათ, თუ არ გადაიფიქრა, მაშინ ამ სახელს დავარქმევთ.

- მოდი შენს შვილზე მეტი მოგვიყევი...

- ქეთო ძალიან წყნარი და მშვიდია, უყვარს სიმღერა, დაგვყავს "ბასტი-ბუბუში", მოსწონს იქაურობა, ხალისით მიდის, მაგრამ თუ არ უნდა, ვერაფრით ამღერებ, არადა სიმღერა ძალიან უყვარს, ცოტა თავისებურია. ახლახან კონცერტი ჰქონდა, საღამოს მიმდინარეობას კამერით ვიღებდი, ბოლოს სცენაზე გამოსულმა დამინახა, რომ კიდევ ვიღებდი, იქიდან დამიწყო ყვირილი და ფეხების ბაკუნი, ნუ მიღებ, ნუ მიღებო, იძახდა (იცინის). საკმაოდ მტკიცე ხასიათი აქვს, მაგრამ არ ვჩხუბობთ, სიცილითა და მოფერებით მივდივართ შეთანხმებამდე.

- ბავშვი, სიმღერა, ეს ყველაფერი ცოტა დროს ნამდვილად არ მოითხოვს, საოჯახო საქმეებისთვის თუ იცლი?

- კი და ძალიან მომწონს დიასახლისობა. შობას სუფრა გვქონდა ოჯახში და ძალიან ბევრი რამ მოვამზადე, რაც მთავარია, მოსწონთ ჩემი გაკეთებული და ეს ძალიან მსიამოვნებს. მე და ჩემი მეუღლე მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ, ამიტომ ყოველდღიურად სამზარეულოში ფუსფუსი არ მიწევს, ყველანაირად გვეხმარებიან.

- შენს მეუღლეს როგორი სოფო მოსწონს, სცენაზე მდგომი თუ სამზარეულოში მოფუსფუსე?

- ეს მას უნდა ჰკითხოთ (იცინის). სამზარეულოშიც მოსწონს სოფო და სცენაზეც, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად სახლში მყოფი მოვწონვარ (იცინის).

- ურთიერთობაში სიურპრიზებითა და რომანტიკული ვახშმებით თუ შეგაქვთ სიახლე?

- უნდა გითხრათ, რომ მე არ ვარ რომანტიკოსი, არც ჩემი მეუღლე. შესაბამისად, ასეთ რაღაცებს ხშირად არ ვაკეთებთ. ის უფრო გვსიამოვნებს, როცა თავისუფალ დროს სახლში შვილთან ერთად ვატარებთ.

- ყველა წყვილის ცხოვრებაში ყოფილა კრიზისული პერიოდი, თქვენც თუ გქონიათ მსგავსი რამ?

- როგორც ყველა ოჯახს, ჩვენც გვქონდა კრიზისული ეტაპი, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

- რაც შეეხება ჩვენი რუბრიკის თემას, ხასიათის შტრიხებს, როგორ ფიქრობ, გენეტიკას რა წვლილი მიუძღვის ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაში?

- რასაკვირველია, ხასიათის გარკვეული დეტალები ადამიანს გენეტიკურად მოსდგამს, მაგრამ ბავშვს დაბადებისთანავე ჩამოყალიბებული აქვს ხასიათი, შეიძლება, მერე აღზრდასთან ერთად მოხდეს გარკვეული თვისებების შეცვლა, მაგრამ ძირითადი დეტალები მაინც რჩება. ჩემი შვილი 5 წლისაა და უკვე ჩამოყალიბებული, ინდივიდუალური ხასიათი აქვს.

- საკუთარი ხასიათიდან რომელ დადებით და უარყოფით თვისებას გამოყოფდი?

- უარყოფითად ალბათ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ძალიან მიმნდობი ვარ, ადამიანი რასაც მეუბნება, მჯერა, შეიძლება, ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდია.

- თუ გქონია შემთხვევა, როცა სასიამოვნო ტყუილი დაგიჯერებია, არადა გულში იცოდი, რომ ეს სიცრუე იყო?

- თუ ისეთი ადამიანი მეუბნება ამ სასიამოვნო ტყუილს, რომელსაც კარგად ვიცნობ და ვხვდები, მისი ნათქვამი სიცრუეა, მაშინ პირდაპირ ვეტყვი, რასაც ვფიქრობ, მაგრამ თუ ადამიანს კარგად არ იცნობ, ვერ მიხვდები, ის ტყუილს ამბობს თუ არა, შესაბამისად, ამ დროს შეიძლება, ტყუილიც დაიჯერო.

- გულჩათხრობილი ხარ, თუ გჩვევია საკუთარ პრობლემებზე საუბარი?

- როცა რაღაც მაწუხებს, სიმღერა მდგომარეობიდან გამოსვლაში მეხმარება. ბავშვობაში, თუ მშობლებს გავაბრაზებდი, ან მე მეწყინებოდა მათგან რამე, ოთახში ვიკეტებოდი და ვმღეროდი, რაც მათ უფრო აგიჟებდა, არადა, ეს ჩემი პროტესტის ფორმა იყო, ამით მდგომარეობიდანაც გამოვდიოდი (იღიმის). ბედნიერი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, ამიტომ ცუდად თუ კარგად ყოფნისას, ყოველთვის მუსიკა მშველის და ყველაფერს მუსიკისთვის ვაკეთებ.

- თუ რაღაც არ მოგწონს, პირდაპირ ამბობ?

- თუ ვხვდები, რომ საჭიროა ამის თქმა - ვამბობ, თუ ჩემი პირდაპირობით უხერხულ სიტუაციას შე­ვქმნი, მაშინ გაჩუმებას ვამჯობინებ.

- ვისგან იღებს კრიტიკას სოფო ხალვაში?

- ყველასგან, თუ სხვას არ მოუსმინე, ვერ გაიზრდები, ყოველთვის უნდა ისწავლო სხვისგან.

- დეპრესიული ეტაპი თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში?

- საერთოდ, დეპრესიული ადამიანი არ ვარ, მაგრამ როგორც ყველა ადამიანს, მეც მქონია კრიტიკული მომენტი. ისე, ჩემი შვილის დაბადებისას დამემართა დეპრესია. ბავშვის გაჩენისთანავე დავიწყე ტირილი, ოღონდ რა მატირებდა, არ ვიცი, ვერ ვჩერდებოდი, შეიძ­ლება, ბედნიერებისგან ვტიროდი, მაგრამ ახსნას ვერც მაშინ ვუძებნიდი და ვერც ახლა.

- წყენას ადვილად ივიწყებ?

- არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომელსაც გულში წყ­ენის ჩადება სჩვევია, ყოველთვის ვცდილობ, დაძაბული სიტუაცია გავანეიტრალო, რათა ყველაფერი კარგად დასრულდეს, მაგრამ როცა ძალიან ახლობელი გტკენს გულს, ეს მართლაც რთულად გადასატანია.

- ცხოვრებაში სი­ნდისის ქენჯნას თუ შეუწუხებიხარ? ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა რაღაცას დააშავებ, გა­პატიებენ, თუმცა ეს საქციელი უფრო მეტად დამნაშავედ გაგრძნობინებს თავს...

- როცა რაღაცას აშავებ და ამას დადებითად ხვდებიან, რასაკვირველია, დანაშაულის გრძნობა გიათმაგდება, ყოფილა შემთხვევა, როცა მეც ამ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მიგრძნია, რათა ჩადენილი საქციელი გამომესწორებინა. მაგრამ, ზოგადად, ადამიანები უნდა ვეცადოთ, ყველანაირ საქციელს დადებითით ვუპასუხოთ, ეს ურთიერთობებს სასიკეთოდ ცვლის.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება