"იმედის" ერთ-ერთი სახე, საინფორმაციოს წამყვანი და ჟურნალისტი თამარ გედევანიშვილი იმ 56 თანამშრომელს შორის იყო, რომლებიც ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელების ხელში გადასვლის შემდეგ დაითხოვეს. ჩვენი რესპონდენტი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ "იმედზე" რვა წლის განმავლობაში მუშაობდა, დეპრესია არ ჰქონია. უმუშევარიც დიდხანს არ დარჩენილა - "იმედის" სხვა სახეებთან ერთად GMG-ზე გადაინაცვლა. მანამდე "პირველ რადიოში" მუშაობდა, თუმცა მისი მხოლოდ სამი გადაცემა გავიდა ეთერში, რადგან მალევე გადაინაცვლა ტელევიზიაში. "პირველი რადიოს" მთავარ პროდიუსერად მათე კირვალიძე მიიწვიეს, იქ მუშაობს რამდენიმე ცნობილი სახე "იმედიდან", მათ შორის ნოდარ მელაძე, ლევან ჩხაიძე და სხვანი. ია ფარულავა კი ახალ გადაცემას გაუძღვება ამავე რადიოს ეთერში, ისიც "იმედის" ერთ-ერთი ყოფილი სახეა, რომელმაც ამ ტელეკომპანიაში სამსახური დაკარგა.
თამარ გედევანიშვილთან ერთად GMG-ზე ქეთი ქაშაკაშვილი, სალომე არშბა, ლიკა ბერაია მუშაობენ.
- "იმედიდან" როგორ წამოხვედით?
- ისევე, როგორც ყველა დანარჩენი. გამოცხადდა არხის საინფორმაციო სამსახურის რეორგანიზაცია. საინფორმაციოს მთელ ინტელექტუალურ ჯგუფს, რომლიც მუშაობდა გადაცემებზე, გამოგვიცხადეს, რომ ჩვენთან ურთიერთობას წყვეტდნენ. ასე დამთავრდა ყველაფერი (იღიმება). ჩვენ ამას გაგებით მოვეკიდეთ. არხის მფლობელის პოზიცია ასეთი გახლდათ და მან ასე გადაწყვიტა. რასაკვირველია, გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ასე მოხდა.
- ხელშეკრულებები გქონდათ გაფორმებული?
- გვქონდა, თუმცა შრომის კოდექსს კარგად იცნობთ (იღიმის). როცა რეორგანიზაცია ცხადდება, ჩვენი შრომის კოდექსი იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაემშვიდობო.
- თქვენც არ მიგიღიათ ახსნა-განმარტებები?
- არა, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ რეორგანიზაცია ხდებოდა, თუმცა პოზიტიურია ის, რომ "იმედი" კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდა. ძველ "იმედელებს", ვინც იქ ვიყავით, ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი. ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ასეც მოხდებოდა.
- ძველ "იმედელებს" არ გქონდათ იმის იმედი, რომ სამსახურს შეინარჩუნებდით?
- რომ ყოფილიყო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, რატომაც არა, სიამოვნებით დავრჩებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ ყოფილა. ეს პატარკაციშვილების ოჯახის გადასაწყვეტი იყო, თუმცა აქ უსამართლობას ვერ ვხედავ, რადგან ოთხი წლის განმავლობაში ეს გუნდი ვმუშაობდით საინფორმაციო გადაცემებზე. უსამართლობის განცდა გაჩნდებოდა იმ შემთხვევაში, ერთმანეთისგან რომ გაერჩიათ ძველი და ახალი "იმედელები" და ძველები დაეტოვებინათ, ახლები კი გაეშვათ, ამიტომ ყველა გაათავისუფლეს.
- ახლანდელ საინფორმაციო გადაცემას თუ ადევნებთ თვალს?
- იმდენად გადატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ საინფორმაციო გადაცემებს ვერ ვადევნებ თვალს. რამდენჯერაც შევხედე, ცუდი არ არის. სრულყოფილად ვერ შევაფასებ, თუმცა მგონია, რომ ძველი "იმედი" ცოტა უფრო აქტიური იყო. შესაძლოა, ეს მაშინდელი წინასაარჩევნო პერიოდის დამსახურება გახლდათ, საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო, გადატვირთული სიახლეებით, ახლა ასე აღარ არის.
- "იმედის" დატოვების შემდეგ როგორი განწყობა გქონდათ? დასვენება გინდოდათ თუ სამსახურის ძებნა დაიწყეთ?
- რომ გითხრათ, იმედგაცრუებული ვიყავი და დეპრესიაში ჩავვარდი-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან მართლა ის მოხდა, რაც ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, როცა საინფორმაციოში ხარ მიჩვეული მუშაობას, გინდა, შენი საქმე აკეთო. "იმედიდან" წამოსვლის შემდეგ მალევე გამოჩნდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! GMG-დან. დიდხანს არ ვმჯდარვარ უმუშევარი. მით უმეტეს, რომ პროფკავშირებშიც ვმუშაობ მედია-კონსულტანტად.
ტელევიზიაში მაქვს ორი გადაცემა, ერთი ცნობილი მამაკაცების ნაკლებად ცნობილ მეორე ნახევრებს ეძღვნება. პოლიტიკოსების, ხელოვანების, საზოგადო მოღვაწეების მეუღლეებს ვსტუმრობ ხოლმე. პირველი გადაცემა სოზარ სუბარის მეუღლეზე მოვამზადე. საინტერესო ადამიანია და ასევე საინტერესო იყო მისგან გაგვეგო, რას ფიქრობს პოლიტიკაზე, როგორ აფასებს მეუღლის საქმიანობას და როგორია თავად მისი ცხოვრება. ჩემს რესპონდენტებთან მივდივარ ხოლმე და ერთ ან რამდენიმე დღეს ვატარებ მათთან ერთად. ეს არის მეუღლეების პორტრეტი. მეორე გადაცემა კი ეხება ყველაზე მთავარს, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ერთი გადაცემა უკვე გავიდა, სადაც გრიპზე ვლაპარაკობდით. წელს 10 მილიონი ადამიანის გრიპით ინფიცირებაა მოსალოდნელი, ასევე ვიკითხეთ, არის თუ არა შესაძლებელი ქათმისა და ღორის გრიპის კვლავ გავრცელება. ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! საკითხები საკმაოდ საინტერესოა. საავტორო გადაცემის მომზადება დიდი გამოწვევაა ჟურნალისტისთვის.
- ეს ჟურნალისტიკაა, მაგრამ საინფორმაციოსგან განსხვავებულია.
- თითქოს სხვა კუთხეა, მაგრამ მაინც ანალიტიკას უკავშირდება. პოლიტიკოსი ქმრის, ბიზნესმენი ქმრის მეუღლესთან ინტერვიუ მაინც უკავშირდება ამ სფეროებს.
- მოკლედ, კმაყოფილი ხართ ახალი სამსახურით.
- დიახ.
- GMG-ს ახალ არხზე გვითხარით რამდენიმე სიტყვა.
- ეს არის არხი "ქალთა კლუბი", სადაც ჩემთან ერთად მუშაობენ ლიკა ბერაია, სალომე არშბა, ეკა სოსელია, ირინკა ხიზანიშვილი. ყველა მათგანს მიეცა საშუალება, საავტორო გადაცემა მოემზადებინა და საკუთარი თავი ახალ ამპლუაში გამოეცადა, ყველა ჩვენგანისთვის ეს ცხოვრების ახალი ეტაპია.
- გამორიცხავთ პოლიტიკური გადაცემების გაკეთებას?
- ნამდვილად არ გამოვრიცხავ. თუკი ჩემს ცხოვრებაში დადგება ის ეტაპი, რომ ისევ საინფორმაციოში დავიწყო მუშაობა, ამას სიამოვნებით გავაკეთებ, მაგრამ ეს მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ძალიან კარგია, რასაც ვაკეთებ და იმედია, გაამართლებს.
ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ძალიან დამღალა იმ პერიპეტიებმა, რომლებიც ყოველ წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდს ახლავს თან. ეს ყველაფერი განსაკუთრებით საინფორმაციო სამსახურს ეხება. ძალიან მინდა, ვაკეთო ჩემი საქმე, მაგრამ არ მინდა, ჟურნალისტის პროფესია და ყოფნა-არყოფნა დამოკიდებული იყოს არჩევნებზე. ეს ძალიან მძიმეა ყველა ჟურნალისტისთვის.
- "პირველ რადიოშიც" ხომ იმუშავეთ გარკვეული პერიოდი?
- დიახ, იქაც ვიყავი, მაგრამ უდროობის გამო ფიზიკურად ვეღარ ვასწრებდი. რადიოც ძალიან საინტერესოა ჩემთვის. აქამდე რადიოში არასდროს მიმუშავია. "პირველ რადიოში" ვამზადებდი გადაცემას "პირველი კლინიკა", რომელიც ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! საკითხებს ეძღვნებოდა, სულ სამი გადაცემა გავიდა.
- როგორც მივხვდი, "იმედელები" გადანაწილდით ტელევიზიაში და "პირველ რადიოზე".
- არა მხოლოდ ამ ორ სამსახურში, სხვაგანაც არიან. როდესაც შენს ძველ კოლეგასთან იწყებ ახალ სამსახურს, უფრო გიადვილდება.
- თქვენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ იმას, რომ ეკრანზე აღარ გნახულობენ?
- ჩემს შვილს ძალიან გაუხარდა, რომ საინფორმაციოში აღარ ვმუშაობ, რადგან მისი ოცნება ახდება და მე თმას გავიზრდი. მეუბნებოდა ხოლმე, თმას სულ გაჭრიანო და ამაზე ნერვიულობდა. შედარებით თავისუფალი რეჟიმი მაქვს და რაც მთავარია, აღარ მაქვს სტრესული სამუშაო. ახლა ჩემს შვილებთან მეტ დროს ვატარებ, უფროსი 5 წლისაა, პატარა - 5 თვის.
- დაბოლოს, "იმედში" მუშაობიდან ყველაზე კარგად და ყველაზე ნეგატიურად რა გახსენდებათ?
- ნეგატიურით დავიწყებ - ეს იყო ყველაზე მძიმე 2007 წელი. 2008 წლის დასაწყისიც ასევე რთული გახლდათ, რადგან არხი თავიდან გავიდა ეთერში. სასიამოვნოდ მახსენდება ბევრი ექსკლუზიური რეპორტაჟი, რომლებიც "იმედისთვის" მოვამზადე. უამრავ ქვეყანაში ვიყავი. ერთ-ერთ ბოლო ექსკლუზიურ რეპორტაჟს გავიხსენებ, რომელიც გერმანიაში გადავიღე. მოვახერხე ჩემი პირადი კამერით გადამეღო ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების სასამართლო პროცესი მიუნხენში, ჩავწერე კომენტარები, გავარკვიე ამბავი ევროპაში მოქმედი ქართული კრიმინალური დაჯგუფების შესახებ. ეს ამბავი არც ერთ სხვა ტელევიზიას არ გაუშუქებია, ჩვენი ექსკლუზივი იყო. ის კადრები ჩემივე კამერით რომ გადავიღე, ესეც ძალიან საინტერესო გამოდგა...
ნინო მურღულია
(გამოდის ორშაბათობით)