მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეშტონ კატჩერი სტივ ჯობსის დიეტის გამო საავადმყოფოში მოხვდა
ეშტონ კატჩერი სტივ ჯობსის დიეტის გამო საავადმყოფოში მოხვდა

ცნო­ბილ მსა­ხი­ობს ეშ­ტონ კატ­ჩერს ახა­ლი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა ძვი­რად და­უჯ­და. ვარ­სკვლა­ვი სტივ ჯობ­სის რო­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, ამი­ტომ დი­ე­ტა და­იც­ვა და შე­დე­გად, სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მოხ­ვდა. ინ­ცი­დენ­ტი ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე მოხ­და.

ეშ­ტონ­მა სტივ ჯობ­სის ასო­ბით ინ­ტერ­ვი­უს გა­და­ავ­ლო თვა­ლი და გა­და­წყვი­ტა, მისი ხი­ლის დი­ე­ტა მო­ე­სინ­ჯა, რათა გმი­რის ხა­სი­ა­თი უკეთ გა­ე­გო. დი­ე­ტის მი­ხედ­ვით, ეშ­ტონ კატ­ჩე­რი მხო­ლოდ ხი­ლით, თხი­ლით და მარ­ცვლე­უ­ლით იკ­ვე­ბე­ბო­და. მსა­ხი­ობ­მა რა­ცი­ო­ნი­დან მთლი­ა­ნად ამო­ი­ღო ხორ­ცი და ბოსტნე­უ­ლი.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე ორი დღით ადრე მოვ­ხვდი. სტკი­ვი­ლის­გან ვიკ­ლაკ­ნე­ბო­დი, ხოლო ჩემი კუჭი სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

თუმ­ცა ვარ­სკვლა­ვის თქმით, ფილ­მი ამად ღირ­და.

"ეს არის ფილ­მი პი­როვ­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და მისი ის­ტო­რია ახ­ლაც აღელ­ვებს ხალ­ხს. სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს მა­ყუ­რებ­ლის აზრი. ეს ცო­ტა­თი მა­ში­ნებს კი­დეც", - გა­ნა­ცხა­და ეშ­ტონ კატ­ჩერ­მა.

ფილ­მი "ჯობ­სის" პრე­მი­ე­რა გუ­შინ გა­ი­მარ­თა. სუ­რა­თი apple-ს და­მა­არ­სებ­ლის სტივ ჯობ­სის ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს. ეშ­ტონ კატ­ჩე­რი ფილმში მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს. კომ­პა­ნი­ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი გა­სულ წელს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით 56 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია popcornnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ეშტონ კატჩერი სტივ ჯობსის დიეტის გამო საავადმყოფოში მოხვდა

ეშტონ კატჩერი სტივ ჯობსის დიეტის გამო საავადმყოფოში მოხვდა

ცნობილ მსახიობს ეშტონ კატჩერს ახალი როლის შესრულება ძვირად დაუჯდა. ვარსკვლავი სტივ ჯობსის როლისთვის ემზადებოდა, ამიტომ დიეტა დაიცვა და შედეგად, საავადმყოფოშიც მოხვდა. ინციდენტი ფილმის გადაღებების დაწყებამდე მოხდა.

ეშტონმა სტივ ჯობსის ასობით ინტერვიუს გადაავლო თვალი და გადაწყვიტა, მისი ხილის დიეტა მოესინჯა, რათა გმირის ხასიათი უკეთ გაეგო. დიეტის მიხედვით, ეშტონ კატჩერი მხოლოდ ხილით, თხილით და მარცვლეულით იკვებებოდა. მსახიობმა რაციონიდან მთლიანად ამოიღო ხორცი და ბოსტნეული.

"საავადმყოფოში გადაღებების დაწყებამდე ორი დღით ადრე მოვხვდი. სტკივილისგან ვიკლაკნებოდი, ხოლო ჩემი კუჭი საშინელ მდგომარეობაში იყო. ძალიან შემეშინდა", - განაცხადა მსახიობმა.

თუმცა ვარსკვლავის თქმით, ფილმი ამად ღირდა.

"ეს არის ფილმი პიროვნებაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და მისი ისტორია ახლაც აღელვებს ხალხს. სწორედ ამიტომ ძალიან მაინტერესებს მაყურებლის აზრი. ეს ცოტათი მაშინებს კიდეც", - განაცხადა ეშტონ კატჩერმა.

ფილმი "ჯობსის" პრემიერა გუშინ გაიმართა. სურათი apple-ს დამაარსებლის სტივ ჯობსის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ეშტონ კატჩერი ფილმში მთავარ როლს ასრულებს. კომპანიის ყოფილი დირექტორი გასულ წელს სიმსივნის დიაგნოზით 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება