მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Daily Beast - საქართველოს მამაცი პაციფისტი - პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი
The Daily Beast - საქართველოს მამაცი პაციფისტი - პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი

ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა The Daily Beast აქ­ვეყ­ნებს ანა ნიმ­ცო­ვას სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "სა­ქარ­თვე­ლოს მა­მა­ცი პა­ცი­ფის­ტი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ივა­ნიშ­ვი­ლი". ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუ­ფა­ლი, 2008 წლის სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად ესა­უბ­რა სა­კუ­თარ მტერს - რუ­სეთს, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დი­მიტ­რი მედ­ვე­დევს და­ვოს­ში, მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის მი­სა­ღებ­ში მი­უ­ახ­ლოვ­და. მათ რამ­დე­ნი­მე წუთი ისა­უბ­რეს, თუმ­ცა უც­ნო­ბია, რაზე. ექ­სპერ­ტებ­მა იმა­ვე წუთს და­ი­წყეს სპე­კუ­ლი­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ბა­ნაკ­ში გა­და­ბარ­გე­ბის გზას ად­გას. "არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამის თა­ო­ბა­ზე, - მე ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ნაკ­ში დავ­რჩე­ბი".

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის ქო­ნე­ბა 6 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მე­ტია, რაც თა­ვი­სი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს აღე­მა­ტე­ბა, არა­ვის მხა­რეს იდგა, გარ­და სა­კუ­თა­რი­სა. თა­ვი­სი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი შუ­შის კოშ­კი­დან, რო­მე­ლიც მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს უმ­დიდ­რე­სი და ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ცოტა ხნის წინ The Daily Beast-ს "წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ჩახ­ლარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კვან­ძე­ბის გახ­სნის" სა­კუ­თარ პრი­ო­რი­ტეტ­ზე ესა­უბ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ლი­დე­რი გან­დე­გი­ლო­ბით, მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­თა და უც­ნა­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბით არის ცნო­ბი­ლი: მან უფა­სოდ და­უ­რი­გა მან­ქა­ნე­ბი სა­კუ­თარ თა­ნა­სოფ­ლე­ლებს და 100 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი გა­ი­ღო ყო­ველ­წლი­უ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, რო­მე­ლიც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ მას "ძა­ლი­ან არ მოს­წონ­და პო­ლი­ტი­კა". თუმ­ცა, ერთი წლის წინ, მის­მა მე­უღ­ლემ და უფ­როს­მა შვილ­მა და­არ­წმუ­ნეს, დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, როცა საფ­რან­გეთ­ში უნდა გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი­ყო.

"მალე ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას, სა­ხე­ლად "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ჩა­უდ­გე­ბო­და სა­თა­ვე­ში. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 80% ამ­ბობს, რომ მოს­წონთ მი­ლი­არ­დე­რი, 55%-მა კი ხმა მის­ცა მის პარ­ტი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას, სა­დაც მმარ­თვე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უნდა იყოს. ასე რომ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ის სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რი გახ­და",-აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ იმი­ტომ არ დავ­ტო­ვე, რომ არ შე­მეძ­ლო ქვეყ­ნის მარ­თვის უფ­ლე­ბა მი­მე­ცა ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­საც ის არ უყ­ვარს", - ამ­ბობს ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტზე, რო­მელ­საც სა­ჯა­როდ მო­იხ­სე­ნი­ებს რო­გორც "ნი­ჭი­ერ მა­ტყუ­ა­რას", სა­ქარ­თვე­ლოს პრო­დუქ­ტის ერთ დროს ყვე­ლა­ზე დიდ იმ­პორ­ტი­ორ­თან - რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არე­ვის­თვის. რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, სტრა­ტე­გი­ულ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბად რჩე­ბა ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ისე­ვე, რო­გორც მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა რუ­სეთ­თან.

"ივა­ნიშ­ვი­ლის დილა იო­გა­თი იწყე­ბა გამ­თე­ნი­ი­სას, 5 სა­ათ­ზე, რაც ძა­ლი­ან ად­რეა გვი­ა­ნო­ბამ­დე ძი­ლის­მოყ­ვა­რუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მედ­ვე­დე­ვის და­რად (რო­მელ­მაც სულ ახ­ლა­ხან შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში მო­წე­ვა­ზე), ივა­ნიშ­ვი­ლიც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ჯან­სა­ღი, თამ­ბა­ქო­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია. მი­ლი­არ­დე­რი ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი შუ­შის სა­სახ­ლი­დან მარ­თავს, რო­მე­ლიც ია­პო­ნელ არ­ქი­ტექ­ტორ შინ ტა­კა­მა­ცუს ეკუთ­ვნის. სახ­ლს 1 მი­ლი­არ­დზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ამ­შვე­ნებს, რო­მელ­თა შო­რი­საც ლუ­სი­ან ფრო­ი­დი­სა და როი ლიხ­ტენშტა­ი­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბიც არის. კერ­ძო კომ­პლექ­სი თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის შუ­ა­გულ­შია, სა­დაც სპორ­ტის მიმ­დე­ვარ მი­ნისტრს ფე­ხით დიდ­ხანს სე­ირ­ნო­ბა უყ­ვარს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვხე­დავ, რო­გორ აღი­ზი­ა­ნებს და აფრ­თხობს სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის მე­გობ­რებს, მა­ინც გა­ვაგ­რძე­ლებ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, - და­პი­რე­ბას იძ­ლე­ვა ივა­ნიშ­ვი­ლი, - რუ­სეთ­თან, ჩვენს უდი­დეს მე­ზო­ბელ­თან, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის­თვის", - ამ­ბობს ივა­ნიშ­ვი­ლი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ორი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა დღეს­დღე­ო­ბით ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა და­მარ­ცხე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი (რო­მე­ლიც პოსტზე შე­მოდ­გო­მამ­დე დარ­ჩე­ბა) და მისი გა­რე­მოც­ვა მი­ლი­ო­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო დო­ლა­რის მო­პარ­ვა­სა და ასო­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტის და­პა­ტიმ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ათა­სო­ბით მო­მი­ტინ­გე ყო­ველ დღე სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ას­თი­ან და ქა­ლა­ქის მო­ე­დან­ზე იკ­რი­ბე­ბა პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით. ამა­სო­ბა­ში კი, სა­ა­კაშ­ვი­ლი ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ას მი­მარ­თავს, და­და­ნა­შა­უ­ლოს ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა "შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის­თვის" და "პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის გა­ჩუ­მე­ბის" ძა­ლის­ხმე­ვის­თვის.

"გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა პარ­ტი­ამ სა­მარ­თლი­ან და დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა. თუმ­ცა, წარ­მა­ტე­ბის­თვის ახალ­მა მთავ­რო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უმუ­შევ­რო­ბის კრი­ზი­სი უნდა გა­დაჭ­რას, რო­მე­ლიც ბევრ რე­გი­ონ­ში 70%-ს აღ­წევს. "ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ბევრ რე­გი­ონ­ში რთუ­ლია, ბევ­რი სო­ფე­ლი ნა­ხევ­რად ცა­რი­ე­ლია, ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი კი ძი­რი­თა­დად პა­ტა­რა ფერ­მე­ბის მოვ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი", - აცხა­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზი­სის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლო­უ­რენს შით­სი გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას.

ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, ივა­ნიშ­ვი­ლის მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი ჭორ­ვი­ლაც, სა­დაც მი­ლი­არ­დელ­მა გა­ა­რე­მონ­ტა ყვე­ლა სახ­ლი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს და და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, დღეს დაღ­ვრე­მი­ლია. კვი­რის და­სა­წყის­ში, პა­ტა­რა სა­ცხობ­თან რამ­დე­ნი­მე მთვრალ­მა და უი­მე­დო გლეხ­მა მო­ი­ყა­რა თავი. ბევრ მათ­განს ჭუ­ჭყი­ან ქუ­ჩებ­ში ძრო­ხე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბის მეტი საქ­მე არ აქვს. "ჩვე­ნი სოფ­ლე­ლე­ბის მხო­ლოდ 5%-ს აქვს სა­მუ­შაო ივა­ნიშ­ვი­ლის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში ან მშე­ნებ­ლო­ბა­ზე", - გან­მარ­ტავს სოფ­ლის გამ­გე­ბე­ლი ვე­ფხია ივა­ნიშ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი. თუმ­ცა, ჭორ­ვი­ლას იღ­ბლი­ან­მა მკვიდ­რებ­მა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ აგე­ბულ კლი­ნი­კა­ში სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე შე­ღა­ვა­თე­ბი მი­ი­ღეს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი 3 ათას დო­ლარს ჩუქ­ნის სო­ფელ­ში ყვე­ლა ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულს და 2 ათას დო­ლარს ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გა­ღე­ბუ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბის და­რად, ქველ­მოქ­მე­დე­ბამ აქაც ერ­თგუ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნა და არა - აყ­ვა­ვე­ბა. მისი ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი, 58 წლის ნიკო ამ­ბობს, რომ უკა­ნას­კნე­ლად 1990-იანი წლე­ბის ბო­ლოს კო­ლექ­ტი­ვის ფერ­მა­ში მუ­შა­ობ­და. ის დიდი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო მშვი­დო­ბას და­ამ­ყა­რე­ბენ: "თი­თო­ე­ულ ქარ­თულ ოჯახს ენატ­რე­ბა რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი და თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი გა­დაჭ­რის პრობ­ლე­მებს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კებ­თან".

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დიდ ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტავს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ასაყ­ვა­ვებ­ლად, ამ მიზ­ნით მთავ­რო­ბამ სამი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი შექ­მნა. "ჩვენ 75%-იანი ინ­ვეს­ტი­ცი­ით გა­ვუ­წევთ დახ­მა­რე­ბას ნე­ბის­მი­ერს, ვი­საც აქვს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა და 25%-იან ინ­ვეს­ტი­რე­ბას გა­ი­ღებს", - ამ­ბობს ივა­ნიშ­ვი­ლი The Daily Beast-თან სა­უბ­რი­სას. ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის 606 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფონ­დი და­პი­რე­ბას იძ­ლე­ვა, და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი სეს­ხი მის­ცეს ფერ­მე­რებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო გემ­რი­ე­ლი ბოსტნე­უ­ლი­თა და ხი­ლით სავ­სე ორ­გა­ნულ სა­მო­თხედ აქ­ცი­ოს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თუ ივა­ნიშ­ვილ­მა 1990-იან წლებ­ში რუ­სულ ბიზ­ნეს­ში მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის შოვ­ნა და ბიზ­ნე­სის თით­ქმის 1 მი­ლი­არ­დად გა­ყიდ­ვა მო­ა­ხერ­ხა, ის მო­ა­ხერ­ხებს ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბას. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სკეპ­ტი­კო­სე­ბი კი ამ­ბო­ბენს, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის გა­რე­შე, ივა­ნიშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხში პროგ­რესს ვერ მი­აღ­წევს და მისი ეკო­ნო­მი­კუ­რი გეგ­მის მთა­ვარ ნა­წილს - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის აყ­ვა­ვე­ბას - მცი­რე ბა­ზა­რი ექ­ნე­ბა.

"2008 წლის ომი­დან ბოლო ოთხი წე­ლი­წად­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მა­სობ­რი­ვი ბა­ზე­ბი აა­გეს. აფხა­ზე­თი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ სცნო, სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის არა­ნა­ირ ნი­შანს არ იძ­ლე­ვა, თუმ­ცა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ეს პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს - გა­სულ კვი­რას მან პი­რო­ბა დადო, აღად­გი­ნოს აფხა­ზე­თის სარ­კი­ნიგ­ზო გზა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებ­სა და მათ პრო­დუქტს მოს­კოვ­ში გა­და­იყ­ვანს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის გავ­ლით. ის აღი­ა­რებს, რომ ბევ­რი ეკი­თხე­ბა, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და კრემლთან მე­გობ­რო­ბა: "მე ვა­ა­ნა­ლი­ზებ და მეს­მის, რომ რუ­სეთ­ში სი­ნამ­დვი­ლე­ში არ მოს­წონთ ნატო და ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბას, მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩვენ შევ­ძლებთ ავუხ­სნათ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი რუ­სეთს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა და­ვოს­ში, კრემ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის წინ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Daily Beast-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

The Daily Beast - საქართველოს მამაცი პაციფისტი - პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი

The Daily Beast - საქართველოს მამაცი პაციფისტი - პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი

ამერიკული გამოცემა The Daily Beast აქვეყნებს ანა ნიმცოვას სტატიას სათაურით - "საქართველოს მამაცი პაციფისტი - პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი". ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი, 2008 წლის საქართველოს ომის შემდეგ, პირველად ესაუბრა საკუთარ მტერს - რუსეთს, - ნათქვამია სტატიაში - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მისაღებში მიუახლოვდა. მათ რამდენიმე წუთი ისაუბრეს, თუმცა უცნობია, რაზე. ექსპერტებმა იმავე წუთს დაიწყეს სპეკულირება, რომ საქართველო რუსეთის ბანაკში გადაბარგების გზას ადგას. "არავითარ შემთხვევაში, - განაცხადა ივანიშვილმა მოგვიანებით ამის თაობაზე, - მე ყოველთვის საქართველოს ბანაკში დავრჩები".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, დიდი ხნის განმავლობაში ივანიშვილი, რომლის ქონება 6 მილიარდ დოლარზე მეტია, რაც თავისი ქვეყნის ბიუჯეტს აღემატება, არავის მხარეს იდგა, გარდა საკუთარისა. თავისი ექსტრავაგანტური შუშის კოშკიდან, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლია, საქართველოს უმდიდრესი და ყველაზე გავლენიანი ადამიანი ცოტა ხნის წინ The Daily Beast-ს "წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ყველაზე ჩახლართული პოლიტიკური კვანძების გახსნის" საკუთარ პრიორიტეტზე ესაუბრა. საქართველოს ახალი ლიდერი განდეგილობით, მოულოდნელი განცხადებებითა და უცნაური გადაწყვეტილებების მიღებით არის ცნობილი: მან უფასოდ დაურიგა მანქანები საკუთარ თანასოფლელებს და 100 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო ყოველწლიური საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რომელიც 10 წლის განმავლობაში განხორციელდება. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ივანიშვილი აცხადებდა, რომ მას "ძალიან არ მოსწონდა პოლიტიკა". თუმცა, ერთი წლის წინ, მისმა მეუღლემ და უფროსმა შვილმა დაარწმუნეს, დარჩენილიყო საქართველოში, როცა საფრანგეთში უნდა გადაბარგებულიყო.

"მალე ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიას, სახელად "ქართულ ოცნებას" ჩაუდგებოდა სათავეში. დღეს საქართველოს მოსახლეობის 80% ამბობს, რომ მოსწონთ მილიარდერი, 55%-მა კი ხმა მისცა მის პარტიას და საქართველოს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას, სადაც მმართველი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს. ასე რომ, მოულოდნელად ის საქართველოს ლიდერი გახდა",-აღნიშნულია სტატიაში.

"საქართველო მხოლოდ იმიტომ არ დავტოვე, რომ არ შემეძლო ქვეყნის მართვის უფლება მიმეცა ადამიანისთვის, რომელსაც ის არ უყვარს", - ამბობს ივანიშვილი პრეზიდენტზე, რომელსაც საჯაროდ მოიხსენიებს როგორც "ნიჭიერ მატყუარას", საქართველოს პროდუქტის ერთ დროს ყველაზე დიდ იმპორტიორთან - რუსეთთან ურთიერთობის არევისთვის. როგორც ივანიშვილი აცხადებს, სტრატეგიულ პრიორიტეტებად რჩება ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ისევე, როგორც მშვიდობის დამყარება რუსეთთან.

"ივანიშვილის დილა იოგათი იწყება გამთენიისას, 5 საათზე, რაც ძალიან ადრეა გვიანობამდე ძილისმოყვარული ქართველებისთვის. რუსეთის პრემიერ-მინისტრ მედვედევის დარად (რომელმაც სულ ახლახან შეზღუდვები დააწესა საზოგადოებრივ ადგილებში მოწევაზე), ივანიშვილიც, როგორც თავად ამბობს, ჯანსაღი, თამბაქოსა და ნარკოტიკების გარეშე ცხოვრების მოყვარულია. მილიარდერი ქვეყანას თავისი შუშის სასახლიდან მართავს, რომელიც იაპონელ არქიტექტორ შინ ტაკამაცუს ეკუთვნის. სახლს 1 მილიარდზე მეტი ღირებულების ხელოვნების ნიმუშები ამშვენებს, რომელთა შორისაც ლუსიან ფროიდისა და როი ლიხტენშტაინის ნამუშევრებიც არის. კერძო კომპლექსი თბილისის ბოტანიკური ბაღის შუაგულშია, სადაც სპორტის მიმდევარ მინისტრს ფეხით დიდხანს სეირნობა უყვარს.

"მიუხედავად იმისა, რომ ვხედავ, როგორ აღიზიანებს და აფრთხობს სააკაშვილსა და მის მეგობრებს, მაინც გავაგრძელებ რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებელი ნაბიჯების გადადგმას, - დაპირებას იძლევა ივანიშვილი, - რუსეთთან, ჩვენს უდიდეს მეზობელთან, მეგობრული ურთიერთობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკისთვის", - ამბობს ივანიშვილი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ორი მთავარი პოლიტიკური ფიგურა დღესდღეობით ერთმანეთს უპირისპირდება. "ქართული ოცნების" გამარჯვებულებმა დამარცხებული პრეზიდენტი (რომელიც პოსტზე შემოდგომამდე დარჩება) და მისი გარემოცვა მილიონობით სახელმწიფო დოლარის მოპარვასა და ასობით პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრებაში დაადანაშაულა. ათასობით მომიტინგე ყოველ დღე სააკაშვილის რეზიდენციასთიან და ქალაქის მოედანზე იკრიბება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ამასობაში კი, სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს, დადანაშაულოს ივანიშვილის მთავრობა "შერჩევითი სამართლისთვის" და "პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმების" ძალისხმევისთვის.

"გასული წლის ოქტომბერში, ივანიშვილმა და მისმა პარტიამ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, წარმატებისთვის ახალმა მთავრობამ ქვეყანაში არსებული უმუშევრობის კრიზისი უნდა გადაჭრას, რომელიც ბევრ რეგიონში 70%-ს აღწევს. "ეკონომიკური მდგომარეობა ბევრ რეგიონში რთულია, ბევრი სოფელი ნახევრად ცარიელია, ბევრი ადგილობრივი მცხოვრები კი ძირითადად პატარა ფერმების მოვლით არის დაკავებული", - აცხადებს საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის წარმომადგენელი ლოურენს შითსი გამოცემასთან საუბრისას.

ამერიკული გამოცემის სტატიის მიხედვით, ივანიშვილის მშობლიური სოფელი ჭორვილაც, სადაც მილიარდელმა გაარემონტა ყველა სახლი და წლების განმავლობაში ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს და დაავადებულებს, დღეს დაღვრემილია. კვირის დასაწყისში, პატარა საცხობთან რამდენიმე მთვრალმა და უიმედო გლეხმა მოიყარა თავი. ბევრ მათგანს ჭუჭყიან ქუჩებში ძროხების გასეირნების მეტი საქმე არ აქვს. "ჩვენი სოფლელების მხოლოდ 5%-ს აქვს სამუშაო ივანიშვილის კერძო საკუთრებაში ან მშენებლობაზე", - განმარტავს სოფლის გამგებელი ვეფხია ივანიშვილი, პრემიერის შორეული ნათესავი. თუმცა, ჭორვილას იღბლიანმა მკვიდრებმა ივანიშვილის მიერ აგებულ კლინიკაში სამედიცინო მომსახურებაზე შეღავათები მიიღეს. პრემიერ-მინისტრი 3 ათას დოლარს ჩუქნის სოფელში ყველა ახალდაქორწინებულს და 2 ათას დოლარს ყველა გარდაცვლილის ოჯახს. საქართველოს მასშტაბით გაღებული ქველმოქმედების დარად, ქველმოქმედებამ აქაც ერთგულება მოიტანა და არა - აყვავება. მისი ერთ-ერთი მეზობელი, 58 წლის ნიკო ამბობს, რომ უკანასკნელად 1990-იანი წლების ბოლოს კოლექტივის ფერმაში მუშაობდა. ის დიდი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი და საქართველო მშვიდობას დაამყარებენ: "თითოეულ ქართულ ოჯახს ენატრება რუსეთში მცხოვრები ნათესავები და თითოეული ქართველი იმედოვნებს, რომ ივანიშვილი გადაჭრის პრობლემებს სეპარატისტული ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკებთან".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი პრემიერ-მინისტრი დიდ ინტერესს გამოხატავს სოფლის მეურნეობის ასაყვავებლად, ამ მიზნით მთავრობამ სამი საინვესტიციო ფონდი შექმნა. "ჩვენ 75%-იანი ინვესტიციით გავუწევთ დახმარებას ნებისმიერს, ვისაც აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარების გეგმა და 25%-იან ინვესტირებას გაიღებს", - ამბობს ივანიშვილი The Daily Beast-თან საუბრისას. ახალი სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების 606 მილიონი დოლარის ღირებულების ფონდი დაპირებას იძლევა, დაბალპროცენტიანი სესხი მისცეს ფერმერებსა და საქართველო გემრიელი ბოსტნეულითა და ხილით სავსე ორგანულ სამოთხედ აქციოს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამბობენ, რომ თუ ივანიშვილმა 1990-იან წლებში რუსულ ბიზნესში მილიარდობით დოლარის შოვნა და ბიზნესის თითქმის 1 მილიარდად გაყიდვა მოახერხა, ის მოახერხებს ცხოვრების გაუმჯობესებასა და საქართველოს გამთლიანებას. გაღიზიანებული სკეპტიკოსები კი ამბობენს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის დალაგების გარეშე, ივანიშვილი ამ საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს და მისი ეკონომიკური გეგმის მთავარ ნაწილს - სოფლის მეურნეობის აყვავებას - მცირე ბაზარი ექნება.

"2008 წლის ომიდან ბოლო ოთხი წელიწადში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ძალებმა საქართველოს ყოფილ ტერიტორიებზე მასობრივი ბაზები ააგეს. აფხაზეთი, რომელიც რუსეთმა და რამდენიმე ქვეყანამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების არანაირ ნიშანს არ იძლევა, თუმცა ივანიშვილისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს - გასულ კვირას მან პირობა დადო, აღადგინოს აფხაზეთის სარკინიგზო გზა, რომელიც ქართველებსა და მათ პროდუქტს მოსკოვში გადაიყვანს სეპარატისტული რეგიონის გავლით. ის აღიარებს, რომ ბევრი ეკითხება, როგორ წარმოუდგენია საქართველოს ნატო-ში გაერთიანება და კრემლთან მეგობრობა: "მე ვაანალიზებ და მესმის, რომ რუსეთში სინამდვილეში არ მოსწონთ ნატო და ცდილობენ თავიანთი პოზიციების გამყარებას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ავუხსნათ ჩვენი ინტერესები რუსეთს", - განაცხადა ივანიშვილმა დავოსში, კრემლის ხელისუფლებასთან პირველი შეხვედრის წინ.

მომზადებულია The Daily Beast-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა