ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში სააგენტო info9.com-ის ყოფილმა ოპერატორმა, 33 წლის რევაზ ჭილაძემ სოფლის ტერიტორიული ორგანოს შენობაში თავი ჩამოიხრჩო, - ინფორმაციას ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
თვითმკვლელობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, რევაზ ჭილაძემ შემთხვევის ადგილზე წერილი დატოვა, სადაც იტყობინებოდა, რომ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეს არავისთვის დაებრალებინათ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, რევაზ ჭილაძე 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უმუშევარი იყო. გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარს ყვარლის პოლიცია იძიებს.