საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კახიშვილი: "ბალანსის დარღვევამ ივანიშვილი თავად ჩააყენა რთულ მდგომარეობაში"
კახა კახიშვილი: "ბალანსის დარღვევამ ივანიშვილი თავად ჩააყენა რთულ მდგომარეობაში"

"არ მჯე­რა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა ვიცე-პრე­მი­ე­რი, მხო­ლოდ იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ალა­სა­ნია სა­კუ­თარ პარ­ტი­ა­ში თავს გა­ნი­ხი­ლავ­და რო­გორც საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს", - აცხა­დებს არ­ჩევ­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი კახა კა­ხიშ­ვი­ლი:

- რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე გა­მოჩ­ნდა, რო­გორც ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ პარტნი­ორ­ზე, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სხვა­დას­ხვა კონ­ტექ­სტში და ზოგ­ჯერ მი­ნიშ­ნე­ბი­თაც არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნია იქ­ნე­ბო­და კო­ა­ლი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი. კო­ა­ლი­ცი­ის სხვა ლი­დე­რე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ მათ შო­რის უკვე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყო უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და კო­ა­ლი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე - და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, ხოლო ალა­სა­ნია - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. ეს სა­კი­თხი თით­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლი იყო და მას მერე, რაც კო­ა­ლი­ცი­ამ გა­ი­მარ­ჯვა, ვნა­ხეთ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა (თავ­მჯდო­მა­რე და წამ­ყვა­ნი კო­მი­ტე­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი არი­ან) ჩა­ი­ბა­რეს, სა­ჯა­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კი უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებ­მა და­ი­კა­ვეს. ამით კო­ა­ლი­ცი­ა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ბა­ლან­სი და­ცუ­ლი იყო და არ ვიცი, რა მოხ­და შემ­დგომ. არა მგო­ნია, "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­ში" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის გან­ხილ­ვა იმის სა­ფუძ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­ე­ნიშ­ნე­ბი­ნა ალა­სა­ნი­ას­თვის, კო­ა­ლი­ცი­ა­ში ფა­ვო­რი­ტი პო­ლი­ტი­კო­სის ად­გი­ლი და­კარ­გეო. ეს სა­კი­თხი უფრო ღრმად შე­სას­წავ­ლია.

- ალა­სა­ნი­ას ამ ნა­ბი­ჯში გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ამ­ბი­ცია ხომ არ და­ი­ნა­ხა ივა­ნიშ­ვილ­მა?

- აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პოს­ტე­ბი უკა­ვი­ათ და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სა­დღაც რა­ღაც პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა ან ამ გუნ­დის წევ­რებ­მა ივა­ნიშ­ვილ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად სცა­დეს პო­ზი­ცი­ის გა­მაგ­რე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თუ ძა­ლო­ვან უწყე­ბა­ში და შე­საძ­ლოა, ეს ვერ აპა­ტია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. მხო­ლოდ ის, რომ ალა­სა­ნი­ამ თა­ვის გუნდში გა­ნა­ცხა­და, პრე­ზი­დენ­ტო­ბა მინ­დაო, არ იქ­ნე­ბო­და ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. თუ ამ ერთი გან­ცხა­დე­ბის გამო და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს ალა­სა­ნი­ას ვიცე-პრე­მი­ე­რის პორ­ტფე­ლი, მა­შინ გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ ჰქონ­და პრე­მი­ერს რე­ა­გი­რე­ბა რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის და­უ­ბა­ლან­სე­ბელ გან­ცხა­დე­ბებ­ზე. დრო და მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა აჩ­ვე­ნებს, რა ხდე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში კო­ა­ლი­ცი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში ვიცე-პრე­მი­ე­რის პოსტს მხო­ლოდ ის დატ­ვირ­თვა აქვს, რომ ამით ხაზს უს­ვა­მენ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში პი­როვ­ნე­ბის წო­ნას. ალა­სა­ნია ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი პო­ლი­ტი­კო­სი და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის შე­საძ­ლო კან­დი­და­ტი იყო და ამი­ტო­მაც ჰქონ­და მას ვიცე-პრე­მი­ე­რის რან­გი.

- ით­ქვა, რომ ალა­სა­ნი­ამ პირ­ვე­ლო­ბის­თვის წა­მო­ი­წყო ბრძო­ლა და ამი­ტო­მაც და­ი­სა­ჯა.

- კო­ა­ლი­ცი­ა­ში თა­ვი­დან­ვე გარ­კვე­უ­ლი იყო, ვინც არის იქ პირ­ვე­ლი და არა მგო­ნია, ვინ­მეს სა­ჯა­როდ გა­მო­ე­ხა­ტა თა­ვი­სი პო­ზი­ცია, პირ­ვე­ლო­ბა მინ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის პი­რო­ბებ­შიო. კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იმი­ტომ არი­ან, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდნენ, თო­რემ ვერც ერთი ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ვერ გა­და­ლა­ხავ­და 5%-იან ბა­რი­ერს. ამი­ტო­მაც ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სა­კუ­თა­რი პირ­ვე­ლო­ბის აშ­კა­რად დამ­ტკი­ცე­ბას ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს, თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმ ბერ­კე­ტე­ბით, რაც აქვთ (ან რის მო­პო­ვე­ბა­საც ლა­მო­ბენ), ცდი­ლობ­დნენ თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას სა­მო­მავ­ლოდ, იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თლაც წავა პო­ლი­ტი­კი­დან.

ჩანს, რომ კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბი­დან თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" ცდი­ლო­ბენ. რეს­პუბ­ლი­კე­ლებს თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში დამ­კვიდ­რე­ბა სურთ, ალა­სა­ნია კი სა­ჯა­რო სექ­ტორ­სა და ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში იმ­კვიდ­რებ­და თავს იქ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის და­ნიშ­ვნით. ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი მრავ­ლად არი­ან შს სა­მი­ნის­ტრო­ში, რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სე­ბიც მისი გუნ­დის ხალ­ხია. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ ეტაპ­ზე ივა­ნიშ­ვილ­მა ამ­ბი­ცია მო­უ­თო­კა ალა­სა­ნი­ას.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

კახა კახიშვილი: "ბალანსის დარღვევამ ივანიშვილი თავად ჩააყენა რთულ მდგომარეობაში"

კახა კახიშვილი: "ბალანსის დარღვევამ ივანიშვილი თავად ჩააყენა რთულ მდგომარეობაში"

"არ მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გადაეყენებინა ვიცე-პრემიერი, მხოლოდ იმან განაპირობა, რომ ალასანია საკუთარ პარტიაში თავს განიხილავდა როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს", - აცხადებს არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი:

- როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, როგორც ყველაზე სასურველ პარტნიორზე, ირაკლი ალასანიაზე გააკეთა აქცენტი. ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა კონტექსტში და ზოგჯერ მინიშნებითაც არაერთხელ უთქვამს, რომ ირაკლი ალასანია იქნებოდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი. კოალიციის სხვა ლიდერებიც ამბობდნენ, რომ მათ შორის უკვე გადანაწილებული იყო უმაღლესი თანამდებობები და კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, ხოლო ალასანია - საქართველოს პრეზიდენტი. ეს საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო და მას მერე, რაც კოალიციამ გაიმარჯვა, ვნახეთ, რომ საპარლამენტო ხელისუფლება, ძირითადად, რესპუბლიკელებმა (თავმჯდომარე და წამყვანი კომიტეტების ხელმძღვანელები რესპუბლიკელები არიან) ჩაიბარეს, საჯარო ხელისუფლებაში კი უმაღლესი თანამდებობები, ძირითადად, "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ქართული ოცნების" წევრებმა დაიკავეს. ამით კოალიციაში მეტ-ნაკლებად ბალანსი დაცული იყო და არ ვიცი, რა მოხდა შემდგომ. არა მგონია, "თავისუფალ დემოკრატებში" პრეზიდენტობის კანდიდატის განხილვა იმის საფუძველი ყოფილიყო, რომ ბიძინა ივანიშვილს მიენიშნებინა ალასანიასთვის, კოალიციაში ფავორიტი პოლიტიკოსის ადგილი დაკარგეო. ეს საკითხი უფრო ღრმად შესასწავლია.

- ალასანიას ამ ნაბიჯში გადაჭარბებული ამბიცია ხომ არ დაინახა ივანიშვილმა?

- აღმასრულებელ ხელისუფლებაში "თავისუფალ დემოკრატებს" მნიშვნელოვანი პოსტები უკავიათ და არ არის გამორიცხული, სადღაც რაღაც პრობლემა შეიქმნა ან ამ გუნდის წევრებმა ივანიშვილთან შეუთანხმებლად სცადეს პოზიციის გამაგრება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში თუ ძალოვან უწყებაში და შესაძლოა, ეს ვერ აპატია ბიძინა ივანიშვილმა. მხოლოდ ის, რომ ალასანიამ თავის გუნდში განაცხადა, პრეზიდენტობა მინდაო, არ იქნებოდა ივანიშვილის გადაწყვეტილების საფუძველი. თუ ამ ერთი განცხადების გამო დაატოვებინეს ალასანიას ვიცე-პრემიერის პორტფელი, მაშინ გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა პრემიერს რეაგირება რესპუბლიკელების დაუბალანსებელ განცხადებებზე. დრო და მოვლენების განვითარება აჩვენებს, რა ხდება სინამდვილეში კოალიციაში.

საქართველოს მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტს მხოლოდ ის დატვირთვა აქვს, რომ ამით ხაზს უსვამენ მინისტრთა კაბინეტში პიროვნების წონას. ალასანია ივანიშვილის ფავორიტი პოლიტიკოსი და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შესაძლო კანდიდატი იყო და ამიტომაც ჰქონდა მას ვიცე-პრემიერის რანგი.

- ითქვა, რომ ალასანიამ პირველობისთვის წამოიწყო ბრძოლა და ამიტომაც დაისაჯა.

- კოალიციაში თავიდანვე გარკვეული იყო, ვინც არის იქ პირველი და არა მგონია, ვინმეს საჯაროდ გამოეხატა თავისი პოზიცია, პირველობა მინდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პირობებშიო. კოალიციის ლიდერები ხელისუფლებაში იმიტომ არიან, რომ ივანიშვილის კოალიციაში აღმოჩნდნენ, თორემ ვერც ერთი ეს პოლიტიკური ძალა ვერ გადალახავდა 5%-იან ბარიერს. ამიტომაც ივანიშვილისთვის საკუთარი პირველობის აშკარად დამტკიცებას ვერავინ გაბედავს, თუმცა, შესაძლებელია, იმ ბერკეტებით, რაც აქვთ (ან რის მოპოვებასაც ლამობენ), ცდილობდნენ თავის დამკვიდრებას სამომავლოდ, იმ შემთხვევისთვის, თუ ივანიშვილი მართლაც წავა პოლიტიკიდან.

ჩანს, რომ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან თავის დამკვიდრებას განსაკუთრებით რესპუბლიკელები და "თავისუფალი დემოკრატები" ცდილობენ. რესპუბლიკელებს თვითმმართველობებში დამკვიდრება სურთ, ალასანია კი საჯარო სექტორსა და ძალოვან უწყებებში იმკვიდრებდა თავს იქ თანაპარტიელების დანიშვნით. ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები მრავლად არიან შს სამინისტროში, რაიონული პოლიციის უფროსებიც მისი გუნდის ხალხია. შესაძლებელია, ამ ეტაპზე ივანიშვილმა ამბიცია მოუთოკა ალასანიას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა