მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - დავსვამ რიტორიკულ კითხვას: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა ჩუკენობას
გიგი უგულავა - დავსვამ რიტორიკულ კითხვას: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა ჩუკენობას

თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გახ­ში­რე­ბულ და­კი­თხვას ეხ­მა­უ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უგუ­ლა­ვამ დღეს გან­ცხა­დე­ბა კა­ჩინ­სკის სა­ხე­ლო­ბის სკვერ­ში გა­ა­კე­თა, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მე ეხლა ვიმ­ყო­ფე­ბი კა­ჩინ­სკის სა­ხე­ლო­ბის სკვერ­ში, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად აქ ამ რა­ი­ონ­ში მა­ცხოვ­რე­ბე­ლი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, უამ­რა­ვი ბავ­შვი და მო­ხუ­ცი სე­ირ­ნობს. მე მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვამ­ცნო, თუ რა კავ­შირ­შია ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ სკვერ­თან. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, თბი­ლი­სის მე­რი­ის ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­კი­თხა. პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­ეჩ­ვია ქა­რაგ­მე­ბით სა­უ­ბარს და აგ­რძე­ლებს ამ ტენ­დენ­ცი­ას. მინ­და ავუხ­სნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ რა შუ­ა­შია ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­ჩინ­სკის სკვერ­თან, სა­დაც ეხლა ბავ­შვე­ბი თა­მა­შო­ბენ. მხედ­რი­ო­ნის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აქ ამ ად­გი­ლას ჟან­გი­სა და ბე­ტო­ნის ხრო­ვად ქცე­უ­ლი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი იდგა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ეს­თე­ტი­უ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი ნორ­მის მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბო­და. მეტ­საც გე­ტყვით, ის სა­ერ­თოდ არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

რო­დე­საც გა­და­წყდა სკვე­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მე­პატ­რო­ნეს­თან შე­თან­ხმე­ბით და თან­ხმო­ბით ამ ობი­ექ­ტი დე­მონ­ტა­ჟი გან­ხორ­ცი­ე­ლად. სხვა­თა­შო­რის დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რას, იგი­ვე მე­პატ­რო­ნის სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ძრუ­ლი აქვს საქ­მე და იძი­ებს თუ რა­ტომ გა­ვა­კე­თეთ ჩვენ აქ სკვე­რი და ალ­ბათ და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რე­ბენ ბავ­შვებ­საც, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე თა­მა­შო­ბენ ამ სკვერ­ში. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ 5-10 სა­ა­თი­ა­ნი და­კი­თხვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერთხე­ლაც არ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ნუ­მარ­ტოს თუ რას იძი­ებს. რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს კი­თხა­ვენ ბუ­ნებ­რი­ვი და ლე­გი­ტი­მუ­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აჩ­ნდეს სა­კი­თხის მი­მართ ინ­ტე­რე­სი. ვფიქ­რობ, ამას ერთი ახ­სნა აქვს, ის რომ მათ სცხვე­ნი­ათ. ამ ყვე­ლა­ფერს პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან მე ავ­ხსნი­დი ერთი რა­მით, ეს არის სა­ხელ­მწი­ფო და ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბა. ეს პი­როვ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ედა­ვე­ბა 300 000 ლარს. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს არის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბა და შემ­დეგ ვი­ღაც გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის­თვის ატ­კა­ტის სა­ხით თან­ხის მი­ცე­მა. სხვა ამას ლე­გა­ლუ­რი სახე არ გა­აჩ­ნია. ამ მთავ­რო­ბას­თან დი­ა­ლო­გი პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ რი­ტო­რი­კულ კი­თხვას დავ­სვავ: რო­დის და­ამ­თავ­რებს ახა­ლი მთავ­რო­ბა აი, ამ ჩუ­კე­ნო­ბას და რო­დის გა­და­ვა ახა­ლი მთავ­რო­ბა რე­ა­ლუ­რი საქ­მის კე­თე­ბა­ზე. მე შე­მიძ­ლია ათო­ბით ობი­ექ­ტი ჩა­მო­ვუთ­ვა­ლო მათ, სა­დაც ესე­თი უკა­ნო­ნო ობი­ექ­ტე­ბი არ­სე­ბობ­და და კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით, პი­რა­დად ჩემი დი­რექ­ტი­ვით მათი დე­მონ­ტა­ჟი გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია კი­დევ მრა­ვალ ობი­ექ­ტზე წა­ვი­დეთ, მე თვი­თონ მი­ვიყ­ვან გა­მომ­ძი­ებ­ლებს და ბა­ტონ კბი­ლაშ­ვილს და ვაჩ­ვე­ნებ ბევრ ისეთ ობი­ექტს, სა­დაც ეხლა ბავ­შვე­ბი თა­მა­შო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

გიგი უგულავა - დავსვამ რიტორიკულ კითხვას: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა ჩუკენობას

გიგი უგულავა - დავსვამ რიტორიკულ კითხვას: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა ჩუკენობას

თბილისის მერი გიგი უგულავა მერიის თანამშრომლების გახშირებულ დაკითხვას ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით უგულავამ დღეს განცხადება კაჩინსკის სახელობის სკვერში გააკეთა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"მე ეხლა ვიმყოფები კაჩინსკის სახელობის სკვერში, სადაც ყოველდღიურად აქ ამ რაიონში მაცხოვრებელი თანამოქალაქე, უამრავი ბავშვი და მოხუცი სეირნობს. მე მინდა საზოგადოებას ვამცნო, თუ რა კავშირშია ეს ყველაფერი ამ სკვერთან. ბოლო დღეების განმავლობაში პროკურატურის მიერ, თბილისის მერიის ბევრი თანამშრომელი დაიკითხა. პროკურატურა შეეჩვია ქარაგმებით საუბარს და აგრძელებს ამ ტენდენციას. მინდა ავუხსნა საზოგადოებას, თუ რა შუაშია ეს ყველაფერი კაჩინსკის სკვერთან, სადაც ეხლა ბავშვები თამაშობენ. მხედრიონის დროიდან მოყოლებული აქ ამ ადგილას ჟანგისა და ბეტონის ხროვად ქცეული ბენზინგასამართი სადგური იდგა, რომელიც ყველა ესთეტიური და იურიდიული ნორმის მიღმა იმყოფებოდა. მეტსაც გეტყვით, ის საერთოდ არ ფუნქციონირებდა.

როდესაც გადაწყდა სკვერის რეაბილიტაცია, მეპატრონესთან შეთანხმებით და თანხმობით ამ ობიექტი დემონტაჟი განხორციელად. სხვათაშორის დღეს პროკურატურას, იგივე მეპატრონის საჩივრის საფუძველზე აღძრული აქვს საქმე და იძიებს თუ რატომ გავაკეთეთ ჩვენ აქ სკვერი და ალბათ დაკითხვაზე დაიბარებენ ბავშვებსაც, თუ რის საფუძველზე თამაშობენ ამ სკვერში. ნიშანდობლივია, რომ 5-10 საათიანი დაკითხვები მიმდინარეობს და პროკურატურამ ერთხელაც არ ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებას განუმარტოს თუ რას იძიებს. როდესაც თანამდებობის პირებს კითხავენ ბუნებრივი და ლეგიტიმურია საზოგადოებას გააჩნდეს საკითხის მიმართ ინტერესი. ვფიქრობ, ამას ერთი ახსნა აქვს, ის რომ მათ სცხვენიათ. ამ ყველაფერს პროკურატურის მხრიდან მე ავხსნიდი ერთი რამით, ეს არის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოძალვის მცდელობა. ეს პიროვნება სახელმწიფოს ედავება 300 000 ლარს. მე დარწმუნებული ვარ, ეს არის ფულის გამოძალვის მცდელობა და შემდეგ ვიღაც გამომძიებლებისთვის ატკატის სახით თანხის მიცემა. სხვა ამას ლეგალური სახე არ გააჩნია. ამ მთავრობასთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვავ: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი, ამ ჩუკენობას და როდის გადავა ახალი მთავრობა რეალური საქმის კეთებაზე. მე შემიძლია ათობით ობიექტი ჩამოვუთვალო მათ, სადაც ესეთი უკანონო ობიექტები არსებობდა და კანონის სრული დაცვით, პირადად ჩემი დირექტივით მათი დემონტაჟი განხორციელდა. ჩვენ შეგვიძლია კიდევ მრავალ ობიექტზე წავიდეთ, მე თვითონ მივიყვან გამომძიებლებს და ბატონ კბილაშვილს და ვაჩვენებ ბევრ ისეთ ობიექტს, სადაც ეხლა ბავშვები თამაშობენ", - განაცხადა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა