პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ანიტა რაჭველიშვილი მარია კალასის პიანისტთან
როგორ მოხვდა ანიტა რაჭველიშვილი მარია კალასის პიანისტთან

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბი კა­რი­ე­რულ წინსვლას საკ­მა­ოდ გვი­ან იწყე­ბენ, 28 წლის ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვილ­მა უკვე მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი სა­ო­პე­რო სცე­ნის და­პყრო­ბა შეძ­ლო. მისი ცხოვ­რე­ბა კონ­კი­ას ზღა­პარს ჰგავს - საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ღა­რი­ბი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვია და არც შე­მო­სა­ვალს უჩი­ვის... რა "აი­ძუ­ლებთ" უცხო­ე­ლებს, ანი­ტას რთუ­ლად წარ­მო­სათ­ქმე­ლი გვა­რი გა­მარ­თუ­ლად თქვან და ვინ არის ანი­ტას მე­უღ­ლე - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი მოგ­ვი­თხრობს...

- ამ­ბობთ, რომ რთუ­ლი ბავ­შვო­ბა გქონ­დათ. იმ წლებს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- რო­გორც ჩემი თა­ო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა მცხოვ­რებს, ბავ­შვო­ბა მეც ნამ­დვი­ლად რთუ­ლი მქონ­და. ეს სწო­რედ იმ სა­ში­ნელ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, როცა არც ელექტრო­ე­ნერ­გია, არც წყა­ლი, არც გათ­ბო­ბა და საკ­ვე­ბიც კი არ გვქონ­და... ოჯახს ძა­ლი­ან უჭირ­და, მძი­მე წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. ლუკ­მა-პუ­რის­თვის უკა­ნას­კნე­ლი ნივ­თე­ბი გა­ვი­ტა­ნეთ სახ­ლი­დან და გავ­ყი­დეთ... მახ­სოვს, ზამ­თარ­ში ზა­ფხუ­ლის ღია ფეხ­საც­მლით დავ­დი­ო­დი, ოჯახს არ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, თბი­ლი ფეხ­საც­მე­ლი ეყი­და. იმ წლე­ბის გახ­სე­ნე­ბაც კი ძა­ლი­ან მძი­მეა. მად­ლო­ბა უფალს, ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და და ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბიც შე­იც­ვა­ლა!..

- დედა და მამა ხე­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან. თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი კა­რი­ე­რა მშობ­ლე­ბის თხოვ­ნამ ან მო­თხოვ­ნამ გან­სა­ზღვრა თუ ეს თქვე­ნი სურ­ვი­ლი და მო­წო­დე­ბა იყო?

- დიახ, დე­დაც და მა­მაც მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან. დედა ჯერ კლა­სი­კურ ბა­ლეტს, შემ­დეგ კი, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ცეკ­ვებს ას­რუ­ლებ­და და მღე­რო­და. მამა გი­ტა­რის­ტი და კომ­პო­ზი­ტო­რი იყო, თა­ვი­სი ჯგუ­ფი ჰყავ­და. სწო­რედ ამ ჯგუფ­ში გა­იც­ნო დედა და მა­ლე­ვე შე­უღლდნენ. სამ­წუ­ხა­როდ, სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო ორი­ვეს პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა მო­უხ­და.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, როცა იტა­ლი­ა­ში წახ­ვე­დით?

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, როცა ჩემ­მა აწ გარ­დაც­ვლილ­მა პე­და­გოგ­მა მა­ნა­ნა ეგა­ძემ გა­და­წყვი­ტა, რომ სწავ­ლა აუ­ცი­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით გახ­ლდათ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და სურ­და, იტა­ლი­ა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. უნ­დო­და, ბო­ლომ­დე მას­თან მე­მე­ცა­დი­ნა, ამ­ბობ­და, - სხვა პე­და­გო­გი შენს ხმას ვერ აღ­მო­ა­ჩენ­სო. მისი და ჩემი მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით 2007 წელს მი­ლან­ში, ლა-სკა­ლას აკა­დე­მი­ის მი­სა­ღებ კონ­კურ­სზე გა­ვემ­გზავ­რე. კონ­კურ­სში სულ 400 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მხო­ლოდ 9 აირ­ჩი­ეს. მათ შო­რის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი გახ­ლდით. უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვხვდე­ბო­დი, რომ ამით ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი იწყე­ბო­და...

- ოპე­რის მომ­ღერ­ლე­ბი ძა­ლი­ან რთუ­ლად წყვე­ტენ და­ო­ჯა­ხე­ბის სა­კითხს. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში ასე არ მოხ­და. თან, თქვე­ნი მე­უღ­ლეც ტე­ნო­რია...

- მარ­თა­ლია. ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი რთუ­ლად იღებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რა თქმა უნდა, ად­ვი­ლი არ არის და­ქორ­წი­ნე­ბა, როცა გა­მუდ­მე­ბულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­შიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ხარ, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ასე ვერ იქ­ნე­ბო­და. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ჩემს მე­უღ­ლეს ჯერ კი­დევ კა­რი­ე­რის და­წყე­ბამ­დე შევ­ხვდი. ლა-სკა­ლას აკა­დე­მი­ა­ში 2 წელი ერ­თად ვსწავ­ლობ­დით და ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით. აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის ბოლო თვე­ებ­ში ეს მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და ერ­თად ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყეთ. აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში დავ­ქორ­წინ­დით. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს. ორი მომ­ღერ­ლის ერ­თად ცხოვ­რე­ბა მარ­თლაც რთუ­ლია, რად­გან ხში­რად ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ვართ, ზოგ­ჯერ გან­შო­რე­ბა კვი­რე­ბის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, მარ­ტი­ვია, რად­გან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის. ორი­ვემ კარ­გად ვი­ცით ამ პრო­ფე­სი­ის სირ­თუ­ლე და ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ვეხ­მა­რე­ბით. ვფიქ­რობ, მთა­ვა­რიც ეს არის. რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მოგ­ვიჩ­ნდე­ბა, მა­შინ­ვე ერ­თმა­ნეთ­თან მივფრი­ნავთ. ახლა ის ბა­ზელ­ში ვერ­დის "ბალ-მას­კა­რად­ში" მღე­რის. აპ­რილ­ში მივფრი­ნავ ია­პო­ნი­ა­ში 2 კვი­რით, ვერ­დის "რეკ­ვი­ე­მის" შე­სას­რუ­ლებ­ლად და შემ­დეგ უკვე ის მომ­ყვე­ბა, რად­გან ამ დროს თა­ვი­სუ­ფა­ლია... ძა­ლი­ან თბი­ლი, წარ­მო­უდ­გენ­ლად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ნამ­დვი­ლი იტა­ლი­ე­ლი მა­მა­კა­ცი გახ­ლავთ.

- მა­რია კა­ლა­სის პი­ა­ნის­ტთან რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- მას­თან ლა-სკა­ლას თე­ატ­რის დახ­მა­რე­ბით მოვ­ხვდი. 2009 წელს, პრე­მი­ე­რის წინ პა­რიზ­ში თე­ატრმა გამ­გზავ­ნა კარ­მე­ნის მო­სამ­ზა­დებ­ლად.

- ოპე­რის მომ­ღერ­ლე­ბი კა­რი­ე­რას საკ­მა­ოდ გვი­ან იწყე­ბენ. თქვენ კი 25 წლი­სამ ლა-სკა­ლას სე­ზო­ნი გახ­სე­ნით. რო­გორ მი­გაჩ­ნი­ათ - ეს უფრო შრო­მის შე­დე­გი იყო თუ თვით­ნა­ბა­დი და დიდი ენერ­გე­ტი­კის მქო­ნე ხმის?

- ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, ეს, პირ­ველ რიგ­ში, აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში უდი­დეს შრო­მას უკავ­შირ­დე­ბა. შემ­დეგ იღ­ბალს გა­მოვ­ყოფ­დი, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, უდა­ვოდ დიდ როლს ას­რუ­ლებს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. ამას­თან, სა­ჭი­რო ად­გი­ლას, სა­ჭი­რო დროს ყოფ­ნა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ეს წარ­მა­ტე­ბა. მა­ესტრო ბა­რენ­ბო­იმს რომ არ მო­ვეს­მი­ნე იმ დღეს და მის ად­გი­ლას სხვა ყო­ფი­ლი­ყო, ვი­საც დიდ­ხ­მი­ა­ნი მომ­ღერ­ლე­ბი არ უყ­ვარს, დღეს შე­საძ­ლოა, ასეთ სი­მაღ­ლე­ზე ჯერ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მან და­ი­ნა­ხა, რა შე­იძ­ლე­ბო­და ჩემ­გან მო­მა­ვალ­ში დამ­დგა­რი­ყო და შან­სი მომ­ცა, მხარ­ში ამო­მიდ­გა. ამან ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა გა­ნა­პი­რო­ბა.

- ლა-სკა­ლა­ში გა­მოს­ვლა კრი­ტი­კო­სებ­მა "ტრი­უმ­ფუ­ლად" შე­ა­ფა­სეს. რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ამ გა­მოს­ვლის შემ­დეგ?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა... ამ პრე­მი­ე­რის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ვი­ღე და ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­უ­ჩე­რებ­ლად ვმუ­შა­ობ. გა­ი­ზარ­და შე­მო­სა­ვა­ლიც და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ჩემს ოჯახს ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვეხ­მა­რო. ვცდი­ლობ, ოჯახს არა­ფე­რი მო­ვაკ­ლო. ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ბი­უ­ტი მქონ­და და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებთ?

- თა­ვი­სუ­ფალ დროს ძი­რი­თა­დად, ვკი­თხუ­ლობ ან მუ­სი­კას ვუს­მენ. თუ სა­შუ­ა­ლე­ბაა, კი­ნო­თე­ატ­რში მივ­დი­ვარ ახა­ლი ფილ­მის სა­ნა­ხა­ვად. მე და ჩემს მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ხან­გრძლი­ვი სე­ირ­ნო­ბა და ახალ-ახა­ლი ქა­ლა­ქე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

- თქვე­ნი გვა­რი საკ­მა­ოდ რთუ­ლი ჟღე­რა­დო­ბი­საა. ბევ­რმა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა გვარს ფსევ­დო­ნი­მი არ­ჩია. ამა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- როცა აკა­დე­მი­ა­ში და­ვი­წყე სწავ­ლა, მა­შინ­ვე ჩემი გვა­რის გა­და­კე­თე­ბა მო­ი­თხო­ვეს, რად­გან მარ­თლა, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ახერ­ხებ­დნენ მის გა­მოთ­ქმას. მათი მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, დავ­თან­ხმდი და რამ­დე­ნი­მე თვით "რა­ვე­ლი" გავ­ხდი. როცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­რენ­ბო­ი­მი გა­ვი­ცა­ნი, ჩემი გვა­რით და­ინ­ტე­რეს­და. კა­ტე­გო­რი­უ­ლად მომ­თხო­ვა, ჩემი ნამ­დვი­ლი გვა­რი და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა და აღა­რა­სო­დეს გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ფსევ­დო­ნი­მი. რა თქმა უნდა, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. მას შემ­დეგ, ყვე­ლა აფი­შა­ზე ჩემი ნამ­დვი­ლი გვა­რი წე­რია. თით­ქმის ყვე­ლა ცდი­ლობს გვა­რის სწო­რად გა­მოთ­ქმას და ბევ­რს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვა­დაც გა­მოს­დის (იცი­ნის).

- ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მსმე­ნე­ლი გან­სხვავ­დე­ბა? თქვენს შეს­რუ­ლე­ბა­ზეც ხომ არ აი­სა­ხე­ბა ის, თუ სად და რო­გო­რი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გი­წევთ გა­მოს­ვლა?

- ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს, გა­მორ­ჩე­უ­ლად თბი­ლი და ემო­ცი­უ­რია. უცხო­ე­ლი მსმე­ნე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კრი­ტი­კუ­ლე­ბი და და­უნ­დობ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ როცა მომ­ღე­რა­ლი ან მუ­სი­კო­სი მარ­თლა კარ­გია, მის მი­მართ სით­ბო­სა და აპ­ლო­დის­მენ­ტებს არ იშუ­რე­ბენ.

- უცხო­ეთ­ში მყოფ ქარ­თველ ოპე­რის მომ­ღერ­ლებ­თან თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- რა თქმა უნდა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვმე­გობ­რობ ნინო მა­ჩა­ი­ძეს­თან და თა­მარ ივერ­თან.

- ალ­ბათ გე­ნატ­რე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო. მო­ნატ­რე­ბას რო­გორ იკ­ლავთ?

- სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა. როცა ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე, ჩე­მებს ვუ­რე­კავ, ქარ­თულ მუ­სი­კას ვუს­მენ ან ქარ­თულ ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ. ჩემი რე­ჟი­მის გამო აქა­ურ ქარ­თვე­ლებ­თან კონ­ტაქტს ვერ ვა­ხერ­ხებ.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

როგორ მოხვდა ანიტა რაჭველიშვილი მარია კალასის პიანისტთან

როგორ მოხვდა ანიტა რაჭველიშვილი მარია კალასის პიანისტთან

მიუხედავად იმისა, რომ საოპერო მომღერლები კარიერულ წინსვლას საკმაოდ გვიან იწყებენ, 28 წლის ანიტა რაჭველიშვილმა უკვე მსოფლიოს მრავალი საოპერო სცენის დაპყრობა შეძლო. მისი ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს - საკმაოდ რთული და ღარიბი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ დღესდღეობით მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავია და არც შემოსავალს უჩივის... რა "აიძულებთ" უცხოელებს, ანიტას რთულად წარმოსათქმელი გვარი გამართულად თქვან და ვინ არის ანიტას მეუღლე - ამის შესახებ მომღერალი მოგვითხრობს...

- ამბობთ, რომ რთული ბავშვობა გქონდათ. იმ წლებს როგორ გაიხსენებთ?

- როგორც ჩემი თაობის საქართველოს თითქმის ყველა მცხოვრებს, ბავშვობა მეც ნამდვილად რთული მქონდა. ეს სწორედ იმ საშინელ პერიოდს დაემთხვა, როცა არც ელექტროენერგია, არც წყალი, არც გათბობა და საკვებიც კი არ გვქონდა... ოჯახს ძალიან უჭირდა, მძიმე წლები გამოვიარეთ. ლუკმა-პურისთვის უკანასკნელი ნივთები გავიტანეთ სახლიდან და გავყიდეთ... მახსოვს, ზამთარში ზაფხულის ღია ფეხსაცმლით დავდიოდი, ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, თბილი ფეხსაცმელი ეყიდა. იმ წლების გახსენებაც კი ძალიან მძიმეა. მადლობა უფალს, ეს ყველაფერი დასრულდა და ცხოვრების პირობებიც შეიცვალა!..

- დედა და მამა ხელოვანები არიან. თქვენი მომავალი კარიერა მშობლების თხოვნამ ან მოთხოვნამ განსაზღვრა თუ ეს თქვენი სურვილი და მოწოდება იყო?

- დიახ, დედაც და მამაც მუსიკოსები არიან. დედა ჯერ კლასიკურ ბალეტს, შემდეგ კი, წლების მანძილზე, ქართულ ტრადიციულ ცეკვებს ასრულებდა და მღეროდა. მამა გიტარისტი და კომპოზიტორი იყო, თავისი ჯგუფი ჰყავდა. სწორედ ამ ჯგუფში გაიცნო დედა და მალევე შეუღლდნენ. სამწუხაროდ, სიდუხჭირის გამო ორივეს პროფესიის შეცვლა მოუხდა.

- რამდენი წლის იყავით, როცა იტალიაში წახვედით?

- კონსერვატორიაში ვსწავლობდი, როცა ჩემმა აწ გარდაცვლილმა პედაგოგმა მანანა ეგაძემ გადაწყვიტა, რომ სწავლა აუცილებლად იტალიაში უნდა გამეგრძელებინა. ქალბატონი მანანა უკურნებელი სენით გახლდათ დაავადებული და სურდა, იტალიაში რაც შეიძლება სწრაფად წავსულიყავი. უნდოდა, ბოლომდე მასთან მემეცადინა, ამბობდა, - სხვა პედაგოგი შენს ხმას ვერ აღმოაჩენსო. მისი და ჩემი მშობლების დახმარებით 2007 წელს მილანში, ლა-სკალას აკადემიის მისაღებ კონკურსზე გავემგზავრე. კონკურსში სულ 400 ადამიანი მონაწილეობდა და მხოლოდ 9 აირჩიეს. მათ შორის ერთადერთი ქართველი გახლდით. უზომოდ გახარებული ვიყავი, ვხვდებოდი, რომ ამით ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყებოდა...

- ოპერის მომღერლები ძალიან რთულად წყვეტენ დაოჯახების საკითხს. თქვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა. თან, თქვენი მეუღლეც ტენორია...

- მართალია. ბევრი მომღერალი რთულად იღებს ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის დაქორწინება, როცა გამუდმებულ მოგზაურობაშიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ხარ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე ვერ იქნებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემს მეუღლეს ჯერ კიდევ კარიერის დაწყებამდე შევხვდი. ლა-სკალას აკადემიაში 2 წელი ერთად ვსწავლობდით და ძალიან დავმეგობრდით. აკადემიაში სწავლის ბოლო თვეებში ეს მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ერთად ცხოვრება დავიწყეთ. აკადემიის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში დავქორწინდით. არაჩვეულებრივი ადამიანია, პირველ რიგში, ჩვენ მეგობრობა გვაკავშირებს. ორი მომღერლის ერთად ცხოვრება მართლაც რთულია, რადგან ხშირად ერთმანეთისგან შორს ვართ, ზოგჯერ განშორება კვირების მანძილზე გრძელდება. თუმცა, მეორე მხრივ, მარტივია, რადგან არაჩვეულებრივად გვესმის ერთმანეთის. ორივემ კარგად ვიცით ამ პროფესიის სირთულე და ერთმანეთს ძალიან ვეხმარებით. ვფიქრობ, მთავარიც ეს არის. როგორც კი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, მაშინვე ერთმანეთთან მივფრინავთ. ახლა ის ბაზელში ვერდის "ბალ-მასკარადში" მღერის. აპრილში მივფრინავ იაპონიაში 2 კვირით, ვერდის "რეკვიემის" შესასრულებლად და შემდეგ უკვე ის მომყვება, რადგან ამ დროს თავისუფალია... ძალიან თბილი, წარმოუდგენლად განათლებული, ნამდვილი იტალიელი მამაკაცი გახლავთ.

- მარია კალასის პიანისტთან როგორ აღმოჩნდით?

- მასთან ლა-სკალას თეატრის დახმარებით მოვხვდი. 2009 წელს, პრემიერის წინ პარიზში თეატრმა გამგზავნა კარმენის მოსამზადებლად.

- ოპერის მომღერლები კარიერას საკმაოდ გვიან იწყებენ. თქვენ კი 25 წლისამ ლა-სკალას სეზონი გახსენით. როგორ მიგაჩნიათ - ეს უფრო შრომის შედეგი იყო თუ თვითნაბადი და დიდი ენერგეტიკის მქონე ხმის?

- ჩემს შემთხვევაში, ეს, პირველ რიგში, აკადემიაში სწავლის პერიოდში უდიდეს შრომას უკავშირდება. შემდეგ იღბალს გამოვყოფდი, რომელიც ვფიქრობ, უდავოდ დიდ როლს ასრულებს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ამასთან, საჭირო ადგილას, საჭირო დროს ყოფნამაც განაპირობა ეს წარმატება. მაესტრო ბარენბოიმს რომ არ მოვესმინე იმ დღეს და მის ადგილას სხვა ყოფილიყო, ვისაც დიდხმიანი მომღერლები არ უყვარს, დღეს შესაძლოა, ასეთ სიმაღლეზე ჯერ არ ვყოფილიყავი. მან დაინახა, რა შეიძლებოდა ჩემგან მომავალში დამდგარიყო და შანსი მომცა, მხარში ამომიდგა. ამან ჩემი კარიერული წინსვლა განაპირობა.

- ლა-სკალაში გამოსვლა კრიტიკოსებმა "ტრიუმფულად" შეაფასეს. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ გამოსვლის შემდეგ?

- აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა... ამ პრემიერის შემდეგ ძალიან ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე და ფაქტობრივად, გაუჩერებლად ვმუშაობ. გაიზარდა შემოსავალიც და იმის საშუალება მომეცა, ჩემს ოჯახს ყველანაირად დავეხმარო. ვცდილობ, ოჯახს არაფერი მოვაკლო. ძალიან ბევრი დებიუტი მქონდა და ძალიან ბედნიერი ვარ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- თავისუფალ დროს ძირითადად, ვკითხულობ ან მუსიკას ვუსმენ. თუ საშუალებაა, კინოთეატრში მივდივარ ახალი ფილმის სანახავად. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარს ხანგრძლივი სეირნობა და ახალ-ახალი ქალაქების დათვალიერება.

- თქვენი გვარი საკმაოდ რთული ჟღერადობისაა. ბევრმა ქართველმა მომღერალმა გვარს ფსევდონიმი არჩია. ამაზე არ გიფიქრიათ?

- როცა აკადემიაში დავიწყე სწავლა, მაშინვე ჩემი გვარის გადაკეთება მოითხოვეს, რადგან მართლა, ვერანაირად ვერ ახერხებდნენ მის გამოთქმას. მათი მოთხოვნის შესაბამისად, დავთანხმდი და რამდენიმე თვით "რაველი" გავხდი. როცა მოგვიანებით ბარენბოიმი გავიცანი, ჩემი გვარით დაინტერესდა. კატეგორიულად მომთხოვა, ჩემი ნამდვილი გვარი დამებრუნებინა და აღარასოდეს გამომეყენებინა ფსევდონიმი. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. მას შემდეგ, ყველა აფიშაზე ჩემი ნამდვილი გვარი წერია. თითქმის ყველა ცდილობს გვარის სწორად გამოთქმას და ბევრს არაჩვეულებრივადაც გამოსდის (იცინის).

- ქართველი და უცხოელი მსმენელი განსხვავდება? თქვენს შესრულებაზეც ხომ არ აისახება ის, თუ სად და როგორი მაყურებლის წინაშე გიწევთ გამოსვლა?

- ქართველი მსმენელი განსაკუთრებულად მიყვარს, გამორჩეულად თბილი და ემოციურია. უცხოელი მსმენელისგან განსხვავებით, კრიტიკულები და დაუნდობლები არიან, მაგრამ როცა მომღერალი ან მუსიკოსი მართლა კარგია, მის მიმართ სითბოსა და აპლოდისმენტებს არ იშურებენ.

- უცხოეთში მყოფ ქართველ ოპერის მომღერლებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა. განსაკუთრებულად ვმეგობრობ ნინო მაჩაიძესთან და თამარ ივერთან.

- ალბათ გენატრებათ საქართველო. მონატრებას როგორ იკლავთ?

- საქართველო ძალიან მენატრება. როცა ძალიან მომენატრება ხოლმე, ჩემებს ვურეკავ, ქართულ მუსიკას ვუსმენ ან ქართულ ფილმებს ვუყურებ. ჩემი რეჟიმის გამო აქაურ ქართველებთან კონტაქტს ვერ ვახერხებ.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება