ირაკლი ალასანიასთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი მქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა საკითხის პიარუზრუნველყოფა, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლების საკითხზე ჰქონდა თუ არა საუბარი თავდაცვის მინისტრთან.
მისივე განმარტებით, ორივე მინისტრის გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ალასანიას არ შეხვედრია, თუმცა წულუკიანი იმედოვნებს, რომ აღნიშნულს მალე მოახერხებს.
"მე ბატონ ირაკლისთან მქონდა მხოლოდ რამდენიმე სატელეფონო კომუნიკაცია, იმედი მაქვს, მალე მოვარხერხებ შეხვედრასაც, თუმცა სატელეფონო კომუნიკაციის დროს, რა თქმა უნდა მქონდა საუბარი თუ როგორი პიარუზრუნველყოფა მოჰყვა ამ საკითხს, ეს იყო და ეს", - აღნიშნა წულუკიანმა.