პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ტრაქტორებით სიღნაღში მხოლოდ მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ
პრეზიდენტის ტრაქტორებით სიღნაღში მხოლოდ მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ

პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ წევ­რს პრე­ზი­დენ­ტის ნა­ჩუ­ქა­რი ტრაქ­ტო­რე­ბის პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. საქ­მე ეხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის "ტრაქ­ტო­რი ყვე­ლა სო­ფელს" ფარ­გლებ­ში სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის გა­და­ცე­მულ ტრაქ­ტო­რებს, რომ­ლი­თაც სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ფა­სე­ბით უნდა ესარ­გებ­ლა.

2005 წლი­დან სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ 23 ახა­ლი ტრაქ­ტო­რი გა­დას­ცა. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა სო­ფელ­ზე გა­და­ნა­წილ­და. შე­იქ­მნა ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ტექ­ნი­კას გან­კარ­გავ­და. თუმ­ცა რა­დიო "ჰე­რე­თის" მიერ მოკ­ვლე­უ­ლი მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გლე­ხე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტექ­ნი­კით მხო­ლოდ სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი და სიღ­ნა­ღის ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, ნუგ­ზარ აბუ­ლაშ­ვი­ლი სარ­გებ­ლობ­დნენ.

სო­ფელ ბოდ­ბის­ხე­ვის ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რე, ოთარ ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი: "5 ლიტრს, რომ ჩა­მას­ხმე­ვი­ნებ­და გლე­ხი და მივ­დი­ო­დი მინ­დორ­ში, ნუგ­ზა­რი რო­გორც და­რე­კავ­და, მე­უბ­ნე­ბო­და, რომ და­ა­ნე­ბე თავი და წა­მო­დიო. ფუ­ლიც იქ უნდა მი­მე­ტა­ნა და ტრაქ­ტო­რიც იმის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო. მე ვი­ყა­ვი ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რე და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რიც. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში რა­საც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ისე ვიქ­ცე­ო­დი. ერთი წლის მერე, ტრაქ­ტო­რი წა­მარ­თვა და წა­ი­ღო. თვი­თონ დაჯ­და და თვი­თონ და­დი­ო­და გია მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლი. სიღ­ნაღ­ში, თათ­ბირ­ზეც კი ტრაქ­ტო­რით მი­დი­ო­და. მა­შინ როცა გლე­ხო­ბას უჭირ­და, ტრაქ­ტო­რი აბუ­ლაშ­ვი­ლის ნაკ­ვე­თებ­ში იდგა და მარ­ტო იქ მუ­შა­ობ­და".

პრე­ზი­დენ­ტის ნა­ჩუ­ქა­რი ტრაქ­ტო­რე­ბით ვერც სო­ფელ ხირ­სა­ში და ხორ­ნა­ბუ­ჯში სარ­გებ­ლო­ბენ. ბოდ­ბის­ხე­ვის მსგავ­სად, მო­სახ­ლე­ო­ბა ამ სოფ­ლებ­შიც სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულს და ყო­ფილ დე­პუ­ტატს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

სრუ­ლი ვერ­სია

რა­დიო "ჰე­რე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

პრეზიდენტის ტრაქტორებით სიღნაღში მხოლოდ მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ

პრეზიდენტის ტრაქტორებით სიღნაღში მხოლოდ მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ

პარლამენტის ყოფილ წევრს პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება სახელმწიფო პროგრამის "ტრაქტორი ყველა სოფელს" ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემულ ტრაქტორებს, რომლითაც სოფლის მოსახლეობას შეღავათიანი ფასებით უნდა ესარგებლა.

2005 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 23 ახალი ტრაქტორი გადასცა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე გადანაწილდა. შეიქმნა ამხანაგობები, რომელიც აღნიშნულ ტექნიკას განკარგავდა. თუმცა რადიო "ჰერეთის" მიერ მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ 5 წლის განმავლობაში გლეხებისთვის განკუთვნილი ტექნიკით მხოლოდ სოფლის რწმუნებულები და სიღნაღის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნუგზარ აბულაშვილი სარგებლობდნენ.

სოფელ ბოდბისხევის ამხანაგობის თავმჯდომარე, ოთარ ბოქოლიშვილი: "5 ლიტრს, რომ ჩამასხმევინებდა გლეხი და მივდიოდი მინდორში, ნუგზარი როგორც დარეკავდა, მეუბნებოდა, რომ დაანებე თავი და წამოდიო. ფულიც იქ უნდა მიმეტანა და ტრაქტორიც იმის განკარგულებაში ყოფილიყო. მე ვიყავი ამხანაგობის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი პირიც. სოფლის მეურნეობის სამინისტროში რასაც მეუბნებოდნენ, ისე ვიქცეოდი. ერთი წლის მერე, ტრაქტორი წამართვა და წაიღო. თვითონ დაჯდა და თვითონ დადიოდა გია მარტყოფლიშვილი. სიღნაღში, თათბირზეც კი ტრაქტორით მიდიოდა. მაშინ როცა გლეხობას უჭირდა, ტრაქტორი აბულაშვილის ნაკვეთებში იდგა და მარტო იქ მუშაობდა".

პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით ვერც სოფელ ხირსაში და ხორნაბუჯში სარგებლობენ. ბოდბისხევის მსგავსად, მოსახლეობა ამ სოფლებშიც სოფლის რწმუნებულს და ყოფილ დეპუტატს ადანაშაულებს.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა