მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკუშა შენგელაია: "რიყეზე მშენებარე კონსტრუქცია, ხალხი "ტრუბებს" რომ უწოდებს, უნდა დაიშალოს"
ნიკუშა შენგელაია: "რიყეზე მშენებარე კონსტრუქცია, ხალხი "ტრუბებს" რომ უწოდებს, უნდა დაიშალოს"

ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თვალ­საზ­რისს გა­მო­ხა­ტავს მხატ­ვა­რი ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია.

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა იმი­სა, რაც ბოლო ხანს კულ­ტუ­რის სფე­რო­ში ხდე­ბო­და და რა­მაც დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბამ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნა. ბევ­რი რამ უნდა გა­და­ფას­დეს; ვო­ლუნ­ტა­რიზ­მი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, მათ შო­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში უნდა დას­რულ­დეს. ჩემი აზ­რით, პრობ­ლე­მუ­რია კი­ნო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბაც. და­უშ­ვე­ბე­ლია, ისე­თი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა ასეთ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბა­ში იყოს; ეს მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა ყვე­ლა მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი, ქვეყ­ნის­თვის, რად­გან კო­მერ­ცი­უ­ლი ბა­ზა­რი სხვებს აქვთ და­პყრო­ბი­ლი. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს, რომ ქარ­თუ­ლი კინო, რო­გორც ფე­ნო­მე­ნი, გა­დარ­ჩეს.

- კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ი­მარ­თა მწვა­ვე დის­კუ­სია მრგვა­ლი მა­გი­დის გარ­შე­მო, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დით... თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ უნდა გა­და­წყდეს რი­ყე­სა თუ თბი­ლი­სის სხვა ად­გი­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ბედი?

- ჩემი აზ­რით, რი­ყის ან­სამ­ბლი არის კოშ­მა­რი, უპა­ტივ­ცემ­ლო­ბის, ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში უა­პე­ლა­ციო ჩა­რე­ვის მა­გა­ლი­თი, ყვე­ლა­ნა­ი­რი მას­შტა­ბის, ფორ­მის კა­ნო­ნე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა. თა­ვი­დან­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნაჩ­ქა­რე­ვად მი­ი­ღეს. არ­ქი­ტექ­ტორ ფუქ­სა­სის ეს პრო­ექ­ტი ამა­ხინ­ჯებს ბა­რა­თაშ­ვი­ლის დაღ­მართს, მან თით­ქმის და­ფა­რა ძვე­ლი თბი­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო ხედი, რო­მე­ლიც აქე­დან ჩან­და. ეს მშე­ნე­ბა­რე კონ­სტრუქ­ცია დრო­ი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტექ­სტი­დან არის ამო­ვარ­დნი­ლი; არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში და, სა­ერ­თოდ, კულ­ტუ­რა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, მაგ­რამ მას თა­ვი­სი ად­გი­ლი, ფუნ­ქცია უნდა ჰქონ­დეს და პირ­ველ რიგ­ში, ლან­დშაფტს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. ჩემი აზ­რით, რი­ყე­ზე მშე­ნე­ბა­რე კონ­სტრუქ­ცია, ხალ­ხი "ტრუ­ბებს" რომ უწო­დებს, უნდა და­ი­შა­ლოს.

- რაც შე­ე­ხე­ბა "მშვი­დო­ბის ხიდს"?

- არც ამ ხიდს მი­ვიჩ­ნევ მნიშ­ვნე­ლო­ვან არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგ­ლად; შე­საძ­ლოა, მან გა­და­სას­ვლე­ლის ფუნ­ქცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, მაგ­რამ მისი სა­ხუ­რა­ვი ძვე­ლი თბი­ლი­სის ბრწყინ­ვა­ლე ხე­დე­ბის, ჩვე­ნი ქა­ლა­ქის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თის აღ­ქმას უშ­ლის ხელს. მო­მა­ვალ­ში, ამ­გვა­რი "სი­ურპრი­ზე­ბის" თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­კი­თხებს პრე­ზი­დენ­ტი და მერი კი არ უნდა წყვეტ­დნენ, არა­მედ - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი: არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, მხატ­ვრე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი, ის­ტო­რი­კო­სე­ბი. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან კომ­პე­ტენ­ტუ­რი კო­მი­სია უნდა შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც გა­და­წყვეტს, რა უნდა აშენ­დეს თბი­ლი­სი­სა თუ ქვეყ­ნის სხვა ქა­ლა­ქე­ბის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­შია. ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბა სა­ჭი­რო არ არის!

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ უნდა წა­რი­მარ­თოს კო­ჰა­ბი­ტა­ცია კულ­ტუ­რის სფე­რო­ში, რომ ახლა ხე­ლო­ვან­თა სხვა ნა­წი­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს პრი­ვი­ლე­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში?

- კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­თა შო­რის კო­ჰა­ბი­ტა­ცია, ანუ ქარ­თუ­ლად, თა­ნა­არ­სე­ბო­ბა არ­სე­ბობ­და და არ­სე­ბობს, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის პი­რო­ბებ­შიც. ადრე თუ გვი­ან, ყო­ველ­თვის ირ­კვე­ვა, ვინ იყო მარ­თა­ლი. ნორ­მა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პრო­პა­გან­დის­ტე­ბი არ უნდა სჭირ­დე­ბო­დეს, და მათ სიმ­ღე­რას, ცეკ­ვა­სა თუ გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბას ხელს არ უნდა უწყობ­დეს. დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პი­არ­ზე აწყო­ბი­ლი არ არის, არ სჭირ­დე­ბა მა­ა­მებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სიმ­ღე­რებ­სა და ლექ­სებს მი­უ­ძღვნი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას, კარ­გია, თუ პრო­ცე­სი უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ, რბი­ლად წა­რი­მარ­თე­ბა, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნუ­რად ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ნა­ძა­ლა­დევ თა­ნა­არ­სე­ბო­ბას ვერ მი­აღ­წევ, ისე რო­გორც ზეთი არ ერე­ვა წყალ­ში.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ამ­ჟა­მად ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს?

- ახ­ლა­ხან პარ­ლა­მენ­ტში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბას, არა­და, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი", პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში იყო. ვფიქ­რობ, მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა შე­ვი­დეს, რომ მის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში, "ბორდში" სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბი შე­ვიდ­ნენ. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" ერთხელ და სა­მუ­და­მოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ად უნდა იქ­ცეს. გერ­ქვას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზია, ხალ­ხის ჯი­ბი­დან ფი­ნანსდე­ბო­დე და ხალ­ხს არ სჭირ­დე­ბო­დე, აბ­სურ­დია, ასე­თი რამ არ­სად ხდე­ბა.

- 20 იან­ვარს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბი­დან ხუთი წელი გა­ვი­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ებს მარ­თავს, ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას და­სავ­ლე­თის მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბა...

- მთა­ვა­რი ხალ­ხის სურ­ვი­ლი, ნება უნდა იყოს. თუმ­ცა კონ­სტი­ტუ­ცი­ის პა­ტი­ვის­ცე­მაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, მო­ი­თხო­ვოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა; და თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი ნე­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან არ წავა, მას უფ­ლე­ბე­ბი უნდა შე­ე­ზღუ­დოს, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რყე­ვე­ბი რომ გა­მო­ი­რი­ცხოს.

ესა­უბ­რა ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ნიკუშა შენგელაია: "რიყეზე მშენებარე კონსტრუქცია, ხალხი "ტრუბებს" რომ უწოდებს, უნდა დაიშალოს"

ნიკუშა შენგელაია: "რიყეზე მშენებარე კონსტრუქცია, ხალხი "ტრუბებს" რომ უწოდებს, უნდა დაიშალოს"

ქართულ კულტურასა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს გამოხატავს მხატვარი ნიკუშა შენგელაია.

- აუცილებელია გაანალიზება იმისა, რაც ბოლო ხანს კულტურის სფეროში ხდებოდა და რამაც დღევანდელ ვითარებამდე მოგვიყვანა. ბევრი რამ უნდა გადაფასდეს; ვოლუნტარიზმი ხელოვნებაში, მათ შორის არქიტექტურაში უნდა დასრულდეს. ჩემი აზრით, პრობლემურია კინოში შექმნილი ვითარებაც. დაუშვებელია, ისეთი კინემატოგრაფიული ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კინოხელოვნება ასეთ არასახარბიელო ვითარებაში იყოს; ეს მტკივნეული თემაა ყველა მცირერიცხოვანი, ქვეყნისთვის, რადგან კომერციული ბაზარი სხვებს აქვთ დაპყრობილი. ვფიქრობ, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რომ ქართული კინო, როგორც ფენომენი, გადარჩეს.

- კულტურის სამინისტროში გაიმართა მწვავე დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელშიც მონაწილეობდით... თქვენი აზრით, როგორ უნდა გადაწყდეს რიყესა თუ თბილისის სხვა ადგილებში მიმდინარე გახმაურებული მშენებლობების ბედი?

- ჩემი აზრით, რიყის ანსამბლი არის კოშმარი, უპატივცემლობის, ქალაქის ისტორიულ ნაწილში უაპელაციო ჩარევის მაგალითი, ყველანაირი მასშტაბის, ფორმის კანონების უგულებელყოფა. თავიდანვე გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღეს. არქიტექტორ ფუქსასის ეს პროექტი ამახინჯებს ბარათაშვილის დაღმართს, მან თითქმის დაფარა ძველი თბილისის საუკეთესო ხედი, რომელიც აქედან ჩანდა. ეს მშენებარე კონსტრუქცია დროისა და კულტურული კონტექსტიდან არის ამოვარდნილი; არქიტექტურაში და, საერთოდ, კულტურაში თანამედროვე ფორმების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მას თავისი ადგილი, ფუნქცია უნდა ჰქონდეს და პირველ რიგში, ლანდშაფტს შეესაბამებოდეს. ჩემი აზრით, რიყეზე მშენებარე კონსტრუქცია, ხალხი "ტრუბებს" რომ უწოდებს, უნდა დაიშალოს.

- რაც შეეხება "მშვიდობის ხიდს"?

- არც ამ ხიდს მივიჩნევ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლად; შესაძლოა, მან გადასასვლელის ფუნქცია შეინარჩუნოს, მაგრამ მისი სახურავი ძველი თბილისის ბრწყინვალე ხედების, ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათის აღქმას უშლის ხელს. მომავალში, ამგვარი "სიურპრიზების" თავიდან ასაცილებლად, საკითხებს პრეზიდენტი და მერი კი არ უნდა წყვეტდნენ, არამედ - პროფესიონალები: არქიტექტორები, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები. კულტურის სამინისტროსთან კომპეტენტური კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც გადაწყვეტს, რა უნდა აშენდეს თბილისისა თუ ქვეყნის სხვა ქალაქების ისტორიულ ნაწილში, როგორც მთელ მსოფლიოშია. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის!

- თქვენი აზრით, როგორ უნდა წარიმართოს კოჰაბიტაცია კულტურის სფეროში, რომ ახლა ხელოვანთა სხვა ნაწილი არ აღმოჩნდეს პრივილეგიურ მდგომარეობაში?

- კულტურის მოღვაწეთა შორის კოჰაბიტაცია, ანუ ქართულად, თანაარსებობა არსებობდა და არსებობს, აზრთა სხვადასხვაობის პირობებშიც. ადრე თუ გვიან, ყოველთვის ირკვევა, ვინ იყო მართალი. ნორმალურ ხელისუფლებას პროპაგანდისტები არ უნდა სჭირდებოდეს, და მათ სიმღერას, ცეკვასა თუ გამოფენის მოწყობას ხელს არ უნდა უწყობდეს. დღევანდელი ხელისუფლება პიარზე აწყობილი არ არის, არ სჭირდება მაამებლები, რომლებიც სიმღერებსა და ლექსებს მიუძღვნიან. რაც შეეხება პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, კარგია, თუ პროცესი უმტკივნეულოდ, რბილად წარიმართება, მაგრამ ხელოვნურად ამის გაკეთება შეუძლებელია. ნაძალადევ თანაარსებობას ვერ მიაღწევ, ისე როგორც ზეთი არ ერევა წყალში.

- როგორ შეაფასებთ ამჟამად ქართულ ტელესივრცეში მიმდინარე მოვლენებს?

- ახლახან პარლამენტში ხმაური მოჰყვა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების ინიცირებას, არადა, "საზოგადოებრივი მაუწყებელი", პირდაპირ შეიძლება ითქვას, ყოფილი ხელისუფლების სამსახურში იყო. ვფიქრობ, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომ მის სამეთვალყურეო საბჭოში, "ბორდში" საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები შევიდნენ. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებრივ ტელევიზიად უნდა იქცეს. გერქვას საზოგადოებრივი ტელევიზია, ხალხის ჯიბიდან ფინანსდებოდე და ხალხს არ სჭირდებოდე, აბსურდია, ასეთი რამ არსად ხდება.

- 20 იანვარს პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციიდან, უფლებამოსილების ცნობიდან ხუთი წელი გავიდა. საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიმართ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას დასავლეთის მწვავე რეაქცია მოჰყვება...

- მთავარი ხალხის სურვილი, ნება უნდა იყოს. თუმცა კონსტიტუციის პატივისცემაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. საზოგადოების ნაწილს სრული უფლება აქვს, მოითხოვოს სამართლიანობის აღდგენა; და თუ სააკაშვილი თავისი ნებით თანამდებობიდან არ წავა, მას უფლებები უნდა შეეზღუდოს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, რყევები რომ გამოირიცხოს.

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება