მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხეში ბევრი პატიმარი ფსიქოტროპულ წამალზე დამოკიდებული გახდა
ციხეში ბევრი პატიმარი ფსიქოტროპულ წამალზე დამოკიდებული გახდა

ცი­ხის სა­ში­ნელ რე­ჟიმ­ზე ახლა ყვე­ლა ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს. რაც ყვე­ლა­ზე მძი­მეა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი ხში­რად ექი­მებს არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. რო­გორც ჩანს, არ­სე­ბულ რე­ჟიმ­ზე მორ­გე­ბულ­ნი იყ­ვნენ ექი­მე­ბიც და იმის ნაც­ვლად, რომ ავად­მყო­ფი პა­ტიმ­რის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ეფიქ­რათ, პი­რი­ქით - ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მი­თი­თე­ბე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ხდე­ბოდ­ნენ. ბევრ მათ­განს და­ნა­შა­ულ­შიც ამ­ხე­ლენ და რამ­დე­ნი­მე პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. რა შე­იც­ვა­ლა ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მის­ვლის შემ­დეგ ჯან­დაც­ვის კუ­თხით, ამ სა­კი­თხებ­ზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, თქვენ­თან სა­უ­ბა­რი პო­ლიტ­პა­ტი­მარ ირაკ­ლი თო­ფუ­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტით მინ­და და­ვი­წყო. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მე­ო­რე დღეს იგი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეს ცი­ხი­დან. რა იყო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი და თუ შე­ის­წავ­ლეთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მია, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გა­მო­ას­ვე­ნეს. ვფიქ­რობ, იმ მო­პყრო­ბამ და პი­რო­ბებ­მა, რე­ჟიმ­მა, რაც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში იყო, ეს ადა­მი­ა­ნი ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით, სულ 150 მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ. ყვე­ლა მათ­განს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასეთ­მა მო­პყრო­ბამ ჯან­მრთე­ლო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ურ­ყია. რაც შე­ე­ხე­ბა თო­ფუ­რი­ძეს, მას სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში ექი­მის­თვის არ მი­უ­მარ­თავს, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ადრე ჰქონ­და და ეს მისი ის­ტო­რი­ი­თაც დას­ტურ­დე­ბა. მო­ვახ­დი­ნეთ რე­ა­გი­რე­ბა და სამ­სა­ხუ­რი­დან და­ვი­თხო­ვეთ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მთა­ვა­რი ექი­მი. თუმ­ცა ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, მას შემ­დეგ, რაც მან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა, მი­მარ­თა თუ არა ექიმს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი გარ­კვე­ულ მე­დი­კა­მენ­ტებ­საც იღებ­და, მაგ­რამ რომ გვე­ფიქ­რა, ამ ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო, ასე არ ყო­ფი­ლა. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დით, თუ შე­იძ­ლე­ბო­და, ორ დღე­ში გარ­დაც­ვლი­ლი­ყო. ეს უნდა იყოს შეს­წავ­ლის სა­გა­ნი.

- რა შე­იც­ვა­ლა ჯან­დაც­ვის კუ­თხით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში?

- რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ჯან­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი თით­ქმის 100 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და და 11 მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რია. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მსჯავ­რდა­დე­ბულს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ვუ­კე­თოთ. პა­ტიმ­რე­ბი იმა­ვე სტან­დარ­ტი­სა და ხა­რის­ხის სერ­ვი­სებს იღე­ბენ, რო­გორც სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში. მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს სა­ხელ­მწი­ფო ფა­რავს. და­ახ­ლო­ე­ბით 150 მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და ჩავ­თვა­ლეთ, რომ მათი მკურ­ნა­ლო­ბა ჩვენს სის­ტე­მა­ში ვერ მოხ­დე­ბო­და, სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. აქე­დან 100 მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი უშუ­ა­ლოდ მი­ნის­ტრის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით შე­ი­წყა­ლა პრე­ზი­დენ­ტმა, 50 ადა­მი­ა­ნი პი­რო­ბით ვა­დამ­დე, ე.წ. "უდოს" მე­ქა­ნიზ­მით გა­ვი­და.

- თქვენ ახა­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გახ­სე­ნით, სა­დაც ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი მო­თავ­სდე­ბი­ან. ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი ცი­ხის სენი იყო, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ახლა სის­ტე­მა­ში?

- ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ახა­ლი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს პა­სუ­ხობს. და­ახ­ლო­ე­ბით 500 მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლია მთელ სის­ტე­მა­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. 460 პა­ცი­ენ­ტი იყო ტუბ­ზო­ნა­ში, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გა­დავ­ლენ ახალ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და სა­ბო­ლო­ოდ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა პრობ­ლე­მა. ეს პა­ტიმ­რე­ბი სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გაბ­ნე­უ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან. ვთვლი, რომ ეს არის ახა­ლი სი­ტყვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის კუ­თხით. ორი წლის წინ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი ნამ­დვი­ლად იყო წამ­ყვა­ნი პრობ­ლე­მა, მაგ­რამ დღეს ასე­თი სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბა არ არის. ასე­ვე, და­წყე­ბუ­ლია ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ფორ­მა და უახ­ლო­ეს ორ თვე­ში ეს სა­ა­ვად­მყო­ფო ისე­თი­ვე გახ­დე­ბა, რო­გო­რიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი. ასე­ვე მოხ­დე­ბა პა­ტიმ­რე­ბის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა.

- ნარ­კო­მა­ნე­ბის­თვის მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა არ­სე­ბობ­და. ეს ძა­ლა­ში დარ­ჩა?

- დარ­ჩე­ბა და კომ­პო­ნენ­ტე­ბი გა­ფარ­თოვ­დე­ბა. უკვე და­ვი­წყეთ ასე­ვე ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ო­ბა და ვფიქ­რობ, ეს პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მაა ჩვენს სის­ტე­მა­ში. ახლა ვსწავ­ლობთ, რამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი გვყავს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში C ჰე­პა­ტი­ტით მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მა მზად იქ­ნე­ბა თა­ვი­სი ხარჯთაღ­რი­ცხვით.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტიმ­რებს ხში­რად ფსი­ქოტ­რო­პულ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე სვამ­დნენ და მათ­ზე და­მო­კი­დე­ბულს ხდიდ­ნენ. ასე­ვე ამაზ­რზე­ნია, რომ თურ­მე სპე­ცი­ა­ლუ­რად, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ნემსს უკე­თებ­დნენ ჯან­მრთელს და C ჰე­პა­ტი­ტით ავად­დე­ბოდ­ნენ. რე­ა­ლუ­რია ეს ინ­ფორ­მა­ცია?

- ვერც უარ­ვყოფ და ვერც და­გი­დას­ტუ­რებთ ამ ფაქ­ტებს. გე­ტყვით, რომ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა მკვეთ­რად გაზ­რდი­ლია. ბოლო 3 თვე­ში ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა მო­თხოვ­ნამ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წა­მე­ბის მსხვერ­პლნი იყ­ვნენ და მათი ტრავ­მის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია. როცა ძა­ლა­დო­ბა მო­იხ­სნა, მათ სა­მე­დი­ცი­ნო და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დათ. შე­იქ­მნა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს, თუ რო­გორ უნდა და­ვეხ­მა­როთ ფსი­ქოტ­რო­პულ მე­დი­კა­მენტზე და­მო­კი­დე­ბულ მსჯავ­რდა­დე­ბულს, რომ შე­წყვი­ტოს ამ წამ­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა. არი­ან მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევრ მე­დი­კა­მენტს იღე­ბენ და მათ უნდა მო­ვუხ­სნათ ეს პრობ­ლე­მა. დიდი ნა­წი­ლი ისე იღებ­და წამ­ლებს, რომ არ იყო ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. მათი ნა­წი­ლი ნამ­დვი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია უკვე და მე­ქა­ნი­კუ­რად წამ­ლის შე­წყვე­ტა არ გა­მო­ვა, ამას მოჰ­ყვე­ბა თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, შფოთ­ვა, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ამი­ტომ, შევ­თა­ვა­ზებთ მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მას.

- ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი სის­ტე­მა­ში მრავ­ლად არი­ან, თუ მოხ­დე­ბა მათი იზო­ლა­ცია?

- მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კით, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ყვე­ლა მე­ო­თხე ადა­მი­ანს აღე­ნიშ­ნე­ბა. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დი­დია, რად­გან სის­ტე­მა არის ტრავ­მუ­ლი. ბევ­რის­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა იქ მოხ­ვედ­რა. ეს სტრე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით თავს იჩენს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის პირ­ველ თვე­ებ­ში და ამას მარ­თვა სჭირ­დე­ბა. იმ ფაქ­ტე­ბის მერე, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბი სრუ­ლი­ად არ არის გა­საკ­ვი­რი. ვა­დას­ტუ­რებ, ძა­ლი­ან ხში­რად ამ პრობ­ლე­მით მოგ­ვმარ­თა­ვენ პა­ტიმ­რე­ბი. ეს ძნე­ლი ამო­ცა­ნაა ჩვენ­თვის და ყვე­ლა­ზე მეტი დრო დას­ჭირ­დე­ბა. მთე­ლი რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. ხში­რად თვით­და­ზი­ა­ნე­ბას იღებს პა­ტი­მა­რი. მთა­ვა­რია, ასეთ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ ადეკ­ვა­ტუ­რი დაც­ვა და ასე­ვე, სხვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაც და­ცუ­ლი უნდა იყოს.

- სა­გან­გა­შოა, რომ ყვე­ლა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი ექი­მე­ბის მხრი­დან არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ზე სა­უბ­რობს, ძა­ლი­ან მძი­მეა ამ სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა. შე­იც­ვალ­ნენ თუ არა სის­ტე­მა­ში მო­მუ­შა­ვე ექი­მე­ბი და ხომ არ დად­გა მათი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი?

- არ დაგ­ვი­წყია მა­სი­უ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბე­ბი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­ტიმ­რე­ბის დას­ჯა­ში, ნა­წი­ლი მდუ­მა­რედ ემ­ხრო­ბო­და. როცა ხე­დავს, რომ ადა­მი­ა­ნი ნა­წა­მე­ბია, აქვს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი და ამას არ აფიქ­სი­რებს ექი­მი, სა­თა­ნა­დოდ არ რე­ა­გი­რებს, ეს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ მთე­ლი პერ­სო­ნა­ლი მა­ინც არ დაგ­ვი­თხო­ვია. თუ კონ­კრე­ტულ ექიმ­ზე სა­ჩი­ვა­რი შე­მო­ვა, ამას მოჰ­ყვე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა რო­გორც ჩვე­ნი მხრი­დან, ასე­ვე სა­თა­ნა­დო ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან. IV და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­იც­ვა­ლა მთა­ვა­რი ექი­მი, ბევ­რგან სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გა­ნახ­ლე­ბა მოხ­და და ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. მე, პი­რა­დად ექი­მი ვარ და არ მაქვს სურ­ვი­ლი, რომ ამ პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლოდ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დე, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს, რომ და­ნა­შა­უ­ლის­თვის პა­სუ­ხი აგონ.

- შე­გიძ­ლი­ათ, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბით ისა­უბ­როთ და ექი­მე­ბის ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი გა­ცხად­დეს?

- სამ­წუ­ხა­როდ, არ შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო იმა­ზე, რა­ზეც ჯერ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. როცა მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ, და­ახ­ლო­ე­ბით 15 ადა­მი­ან­ზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და მათ თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლით და­ტო­ვეს სამ­სა­ხუ­რე­ბი. ამის შემ­დეგ თით­ქმის ყო­ველ­დღე ვლინ­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლი. ეს შე­ჩერ­დე­ბა მა­შინ, როცა ყვე­ლა, ვინც და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ო­და, პა­სუხს აგებს. დღეს ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო თა­ვის ფუნ­ქცი­ებს ვერ ას­რუ­ლებს. შე­იქ­მნე­ბა ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მა, ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რია ერ­თი­ან ბა­ზა­ში იქ­ნე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი უკვე არის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი და არა­ვინ ერე­ვა მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

- რას ამ­ბო­ბენ ექი­მე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში, რა­ტომ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ ასეთ უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნებს? ისი­ნი ხომ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ოდ­ნენ.

- არ ვინ­ტე­რეს­დე­ბი ამ დე­ტა­ლე­ბით, ამას სხვა ორ­გა­ნო იკ­ვლევს. ერთი რამ ფაქ­ტია, ესე­ნი ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნებს. ჩვე­ნი მოს­ვლის შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. შე­იც­ვა­ლა ასე­ვე სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. შარ­შან, იან­ვარ­ში 10 გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ზოგ­ჯერ თვე­ში 20-მდე პა­ტი­მა­რი იღუ­პე­ბო­და, ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 3-ზე ჩა­მო­ვი­და და გვინ­და, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო შემ­ცირ­დეს.

- თუმ­ცა, იან­ვარ­ში ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მა­რი გარ­და­იც­ვა­ლა. რა იყო მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი და კო­მი­სი­ამ მათი ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვერ მო­ას­წრო?

- იან­ვარ­ში ორი მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. აქე­დან, ერთი შე­წყა­ლე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მას არ უნ­დო­და შე­წყა­ლე­ბით და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სხვა შან­სი არ იყო. აი­ვინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო. შემ­დეგ ამ ადა­მი­ა­ნის პრობ­ლე­მა ის გახ­ლდათ, რომ ბოლო სამი თვე თვით­ნე­ბუ­რად შე­წყვი­ტა მკურ­ნა­ლო­ბა, რაც ამ და­ა­ვა­დე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­რის­კოა. ექი­მებ­მა აუხ­სნეს, რომ მკურ­ნა­ლო­ბის შე­წყვე­ტა არ შე­იძ­ლე­ბო­და და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებ­და, მაგ­რამ მა­ინც მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გარ­და­იც­ვა­ლა. კი­დევ არის აქ ერთი პრობ­ლე­მა - არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გა­რეთ არ ელო­დე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი და ამ მი­ზე­ზი­თაც უარს ამ­ბო­ბენ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. რო­გორც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, იმ გარ­დაც­ვლილ­საც გა­რეთ არა­ვინ ელო­და. არის ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა გა­რეთ გა­სუ­ლე­ბი უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბი­ან, ვერ მი­დი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ, არა­და, ხში­რად და­ა­ვა­დე­ბის ისე­თი ფორ­მე­ბი აქვთ, რაც სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვთა­ვა­ზობთ, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­აგ­რძე­ლონ მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ ბევ­რი არ აგ­რძე­ლებს და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი საფრ­თხის ქვეშ დგე­ბი­ან. ჩვენ ვდგე­ბით დი­ლე­მის წი­ნა­შე, ასე­თი ადა­მი­ა­ნი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ თუ - არა.

- და სა­ბო­ლო­ოდ, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებთ?

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ და გა­რეთ უზ­რუნ­ველ­ვყოთ მათ­თვის ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ ძა­ლით ვე­რა­ვის უმ­კურ­ნა­ლებ.

- ძი­რი­თა­დად, რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჭარ­ბობს?

- გულ-სის­ხლძარ­ღვთა, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, შიდსი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი...

- პა­ტიმ­რე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, ბად­რა­გის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ატე­ხილ ბუნტს. კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა ხომ არ იყო, 3 უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პა­ტიმ­რის ერთ პა­ლა­ტა­ში ყოფ­ნა?

- ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ეს მარ­თლაც კარ­გი მა­გა­ლი­თია, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა თა­ვი­სი სერ­ვი­სი, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებ­თან, ვიდ­რე სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი. სამი პა­ტი­მა­რი ერ­თად იყო, მათი შე­რე­ვა სხვა პა­ცი­ენ­ტებ­თან არ ხდე­ბა. იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, რომ­ლებ­თა­ნაც ჩვენ გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, პა­ტიმ­რებს გა­მო­ყო­ფი­ლი აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ფლი­გე­ლე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა პა­ტი­მა­რი სი­ნამ­დვი­ლე­ში არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ისი­ნი ექიმს სხვა მიზ­ნით მი­მარ­თა­ვენ. პი­რი­ქით, უნ­დათ, გა­უ­ა­რეს­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ შემ­დეგ მსჯავ­რდა­დე­ბულს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა და არ­გუ­მენ­ტი, რომ სის­ტე­მას­თან იჭი­და­ოს. შენ ვერ მმ­კურ­ნა­ლობ, ვერ გა­მო­მა­ჯან­მრთე­ლებ და შე­სა­ბა­მი­სად - გა­მიშ­ვი სახ­ლში. ამას გან­სა­კუთ­რე­ბით აკე­თე­ბენ ის მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც დიდი სას­ჯე­ლე­ბი აქვთ მის­ჯი­ლი. ზუს­ტად ასე­თი 3 პა­ცი­ენ­ტი მოხ­ვდა ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში, მათ არე­უ­ლო­ბა შე­ი­ტა­ნეს პა­ლა­ტა­ში, და­ამ­სხვრი­ეს ინ­ვენ­ტა­რი, ემუქ­რე­ბოდ­ნენ ექი­მებს, ბად­რაგ­მა მო­ახ­დი­ნა ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა და შემ­დეგ ვე­ღა­რა­ფე­რი რომ ვერ მო­ა­ხერ­ხეს, თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნეს. როცა მათ ექი­მე­ბი ნაკ­ვეთ ჭრი­ლო­ბებს უკე­რავ­დნენ, ბად­რა­გის თა­ნამ­შრო­მე­ლი ცუ­დად გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

- ბა­ტო­ნო არ­ჩილ, მარ­ტო გუ­ლის შე­ტე­ვას­თან არ გვქონ­და საქ­მე, ბად­რაგს პა­ტიმ­რებ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც მი­ა­ყე­ნეს, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, მას ნეკ­ნე­ბიც დამ­სხვრე­უ­ლი აღ­მო­აჩ­ნდა. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი სა­თა­ნა­დოდ და­ცუ­ლი იყო?

- ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ ნეკ­ნე­ბი დამ­სხვრე­უ­ლი ჰქონ­და. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია და ვუ­სამ­ძიმ­რებთ და­ღუ­პუ­ლის ოჯახს. სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა უნდა გან­ვი­თარ­დეს და მი­ე­წო­დოს პა­ტი­მარს, მაგ­რამ არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ჩა­დე­ნი­ლი აქვთ და­ნა­შა­უ­ლე­ბი, ხში­რად - ძა­ლი­ან მძი­მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­შე­ბიც არი­ან. ამი­ტომ ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი.

- და­ბო­ლოს, მინ­და გკი­თხოთ, რო­გორც ექიმს: რა შე­ფა­სე­ბას გა­უ­კე­თებთ ცი­ხის ექი­მე­ბის ქმე­დე­ბებს?

- რად­გან პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ­სე­ბობს, ეს პრობ­ლე­მე­ბიც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ­სე­ბობს. ამი­ე­რი­დან აქ ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა იქ­ნე­ბა შექ­მნი­ლი რო­გორც ექი­მე­ბის­თვის, ასე­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. არც იმის მოგ­ვე­რი­დე­ბა, თუ ექი­მი არის გულ­ცი­ვი, ის გა­ვუშ­ვათ სამ­სა­ხუ­რი­დან. გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი ”გზა”

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ციხეში ბევრი პატიმარი ფსიქოტროპულ წამალზე დამოკიდებული გახდა

ციხეში ბევრი პატიმარი ფსიქოტროპულ წამალზე დამოკიდებული გახდა

ციხის საშინელ რეჟიმზე ახლა ყველა ხმამაღლა საუბრობს. რაც ყველაზე მძიმეა, გათავისუფლებული პატიმრები ხშირად ექიმებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. როგორც ჩანს, არსებულ რეჟიმზე მორგებულნი იყვნენ ექიმებიც და იმის ნაცვლად, რომ ავადმყოფი პატიმრის სიცოცხლის გადარჩენაზე ეფიქრათ, პირიქით - ჩინოვნიკების მითითებების შემსრულებლები ხდებოდნენ. ბევრ მათგანს დანაშაულშიც ამხელენ და რამდენიმე პირის წინააღმდეგ გამოძიებაც მიმდინარეობს. რა შეიცვალა ახალი ხელმძღვანელობის მისვლის შემდეგ ჯანდაცვის კუთხით, ამ საკითხებზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე გვესაუბრება.

- ბატონო არჩილ, თქვენთან საუბარი პოლიტპატიმარ ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების ფაქტით მინდა დავიწყო. სამწუხაროდ, პატიმრობიდან გათავისუფლების მეორე დღეს იგი გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ფაქტობრივად, მიცვალებული გამოიყვანეს ციხიდან. რა იყო მისი გარდაცვალების მიზეზი და თუ შეისწავლეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- გადაჭარბებული ნათქვამია, რომ ფაქტობრივად მიცვალებული გამოასვენეს. ვფიქრობ, იმ მოპყრობამ და პირობებმა, რეჟიმმა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იყო, ეს ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, სულ 150 მსჯავრდადებული გავათავისუფლეთ. ყველა მათგანს წლების განმავლობაში ასეთმა მოპყრობამ ჯანმრთელობა სერიოზულად შეურყია. რაც შეეხება თოფურიძეს, მას სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ექიმისთვის არ მიუმართავს, თუმცა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ადრე ჰქონდა და ეს მისი ისტორიითაც დასტურდება. მოვახდინეთ რეაგირება და სამსახურიდან დავითხოვეთ იმ დაწესებულების მთავარი ექიმი. თუმცა ასევე საინტერესოა, მას შემდეგ, რაც მან დაწესებულება დატოვა, მიმართა თუ არა ექიმს. ჩემი ინფორმაციით, პაციენტი გარკვეულ მედიკამენტებსაც იღებდა, მაგრამ რომ გვეფიქრა, ამ ადამიანის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ასე არ ყოფილა. ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ შეიძლებოდა, ორ დღეში გარდაცვლილიყო. ეს უნდა იყოს შესწავლის საგანი.

- რა შეიცვალა ჯანდაცვის კუთხით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

- რაც ყველაზე მთავარია, ჯანდაცვის ბიუჯეტი თითქმის 100 პროცენტით გაიზარდა და 11 მილიონ-ნახევარია. ეს საშუალებას გვაძლევს, მსჯავრდადებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოვუკეთოთ. პატიმრები იმავე სტანდარტისა და ხარისხის სერვისებს იღებენ, როგორც სხვა მოქალაქეები, წამყვან კლინიკებში. მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. დაახლოებით 150 მსჯავრდადებული, რომელთა მდგომარეობა მძიმე იყო და ჩავთვალეთ, რომ მათი მკურნალობა ჩვენს სისტემაში ვერ მოხდებოდა, სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აქედან 100 მსჯავრდადებული უშუალოდ მინისტრის შუამდგომლობით შეიწყალა პრეზიდენტმა, 50 ადამიანი პირობით ვადამდე, ე.წ. "უდოს" მექანიზმით გავიდა.

- თქვენ ახალი დაწესებულება გახსენით, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები მოთავსდებიან. ტუბერკულოზი ციხის სენი იყო, რა მდგომარეობაა ახლა სისტემაში?

- ტუბერკულოზის ახალი სამკურნალო დაწესებულება გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. დაახლოებით 500 მსჯავრდადებულია მთელ სისტემაში ტუბერკულოზით დაავადებული. 460 პაციენტი იყო ტუბზონაში, რომლებიც ეტაპობრივად გადავლენ ახალ დაწესებულებაში და საბოლოოდ აღმოიფხვრება პრობლემა. ეს პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში გაბნეულები არ იქნებიან. ვთვლი, რომ ეს არის ახალი სიტყვა სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის მკურნალობის კუთხით. ორი წლის წინ ტუბერკულოზი ნამდვილად იყო წამყვანი პრობლემა, მაგრამ დღეს ასეთი საგანგაშო ვითარება არ არის. ასევე, დაწყებულია ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეფორმა და უახლოეს ორ თვეში ეს საავადმყოფო ისეთივე გახდება, როგორიც სამოქალაქო საავადმყოფოები. ასევე მოხდება პატიმრების ფსიქიატრიული დახმარების მოწესრიგება.

- ნარკომანებისთვის მეტადონის პროგრამა არსებობდა. ეს ძალაში დარჩა?

- დარჩება და კომპონენტები გაფართოვდება. უკვე დავიწყეთ ასევე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაზე მუშაობა და ვფიქრობ, ეს პირველი პრობლემაა ჩვენს სისტემაში. ახლა ვსწავლობთ, რამდენი დაავადებული პატიმარი გვყავს. რამდენიმე თვეში C ჰეპატიტით მკურნალობის პროგრამა მზად იქნება თავისი ხარჯთაღრიცხვით.

- გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებს ხშირად ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე სვამდნენ და მათზე დამოკიდებულს ხდიდნენ. ასევე ამაზრზენია, რომ თურმე სპეციალურად, დაავადებული ადამიანის ნემსს უკეთებდნენ ჯანმრთელს და C ჰეპატიტით ავადდებოდნენ. რეალურია ეს ინფორმაცია?

- ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ ამ ფაქტებს. გეტყვით, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება მკვეთრად გაზრდილია. ბოლო 3 თვეში ძალიან მოიმატა მოთხოვნამ. ეს ადამიანები წამების მსხვერპლნი იყვნენ და მათი ტრავმის ხარისხი მაღალია. როცა ძალადობა მოიხსნა, მათ სამედიცინო და ფსიქიატრიული დახმარება დასჭირდათ. შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მუშაობს, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ფსიქოტროპულ მედიკამენტზე დამოკიდებულ მსჯავრდადებულს, რომ შეწყვიტოს ამ წამლების მოხმარება. არიან მსჯავრდადებულები, რომლებიც ბევრ მედიკამენტს იღებენ და მათ უნდა მოვუხსნათ ეს პრობლემა. დიდი ნაწილი ისე იღებდა წამლებს, რომ არ იყო ამის საჭიროება. მათი ნაწილი ნამდვილად დამოკიდებულია უკვე და მექანიკურად წამლის შეწყვეტა არ გამოვა, ამას მოჰყვება თვითდაზიანებები, შფოთვა, სერიოზული პრობლემები და ამიტომ, შევთავაზებთ მკურნალობის სქემას.

- ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები სისტემაში მრავლად არიან, თუ მოხდება მათი იზოლაცია?

- მსოფლიო სტატისტიკით, ფსიქიკური აშლილობა ყველა მეოთხე ადამიანს აღენიშნება. სასჯელაღსრულების სისტემაში ეს მაჩვენებელი დიდია, რადგან სისტემა არის ტრავმული. ბევრისთვის ძალიან მძიმეა იქ მოხვედრა. ეს სტრესი განსაკუთრებით თავს იჩენს თავისუფლების აღკვეთის პირველ თვეებში და ამას მართვა სჭირდება. იმ ფაქტების მერე, რაც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ფსიქიკური აშლილობები სრულიად არ არის გასაკვირი. ვადასტურებ, ძალიან ხშირად ამ პრობლემით მოგვმართავენ პატიმრები. ეს ძნელი ამოცანაა ჩვენთვის და ყველაზე მეტი დრო დასჭირდება. მთელი რიგი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. ხშირად თვითდაზიანებას იღებს პატიმარი. მთავარია, ასეთ ადამიანებს ჰქონდეთ ადეკვატური დაცვა და ასევე, სხვების უსაფრთხოებაც დაცული უნდა იყოს.

- საგანგაშოა, რომ ყველა გათავისუფლებული პატიმარი ექიმების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს, ძალიან მძიმეა ამ საშინელი ამბების მოსმენა. შეიცვალნენ თუ არა სისტემაში მომუშავე ექიმები და ხომ არ დადგა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?

- არ დაგვიწყია მასიური ანგარიშსწორებები. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ მონაწილეობდა პატიმრების დასჯაში, ნაწილი მდუმარედ ემხრობოდა. როცა ხედავს, რომ ადამიანი ნაწამებია, აქვს ძალადობის კვალი და ამას არ აფიქსირებს ექიმი, სათანადოდ არ რეაგირებს, ეს მძიმე დანაშაულია. ამის მიუხედავად, ჩვენ მთელი პერსონალი მაინც არ დაგვითხოვია. თუ კონკრეტულ ექიმზე საჩივარი შემოვა, ამას მოჰყვება ადეკვატური გამოძიება როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე სათანადო ორგანოების მხრიდან და დამნაშავეები დაისჯებიან. IV დაწესებულებაში შეიცვალა მთავარი ექიმი, ბევრგან სამედიცინო პერსონალის განახლება მოხდა და ეს პროცესი გრძელდება. მე, პირადად ექიმი ვარ და არ მაქვს სურვილი, რომ ამ პროცესში უშუალოდ ვმონაწილეობდე, მაგრამ სამწუხაროდ, სამართლიანობა მოითხოვს, რომ დანაშაულისთვის პასუხი აგონ.

- შეგიძლიათ, კონკრეტული ფაქტებით ისაუბროთ და ექიმების ჩადენილი დანაშაულები გაცხადდეს?

- სამწუხაროდ, არ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაზეც ჯერ გამოძიება მიმდინარეობს. როცა მუშაობა დავიწყეთ, დაახლოებით 15 ადამიანზე დაიწყო გამოძიება და მათ თავიანთი სურვილით დატოვეს სამსახურები. ამის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვლინდება დანაშაული. ეს შეჩერდება მაშინ, როცა ყველა, ვინც დანაშაულს სჩადიოდა, პასუხს აგებს. დღეს ციხის საავადმყოფო თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. შეიქმნება ელექტრონული სისტემა, ყველა დაავადებული პატიმრის სამედიცინო ისტორია ერთიან ბაზაში იქნება. რაც ყველაზე მთავარია, სამედიცინო პერსონალი უკვე არის ავტონომიური და არავინ ერევა მათ საქმიანობაში.

- რას ამბობენ ექიმები პირად საუბრებში, რატომ ემორჩილებოდნენ ასეთ უკანონო მოთხოვნებს? ისინი ხომ დანაშაულს სჩადიოდნენ.

- არ ვინტერესდები ამ დეტალებით, ამას სხვა ორგანო იკვლევს. ერთი რამ ფაქტია, ესენი ემორჩილებოდნენ უკანონო მოთხოვნებს. ჩვენი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. შარშან, იანვარში 10 გარდაცვლილი იყო. ზოგჯერ თვეში 20-მდე პატიმარი იღუპებოდა, ბოლო სამი თვის განმავლობაში 3-ზე ჩამოვიდა და გვინდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდეს.

- თუმცა, იანვარში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა. რა იყო მათი გარდაცვალების მიზეზი და კომისიამ მათი ვადაზე ადრე გათავისუფლება ვერ მოასწრო?

- იანვარში ორი მსჯავრდადებული გარდაიცვალა. აქედან, ერთი შეწყალებული იყო, მაგრამ მას არ უნდოდა შეწყალებით დაეტოვებინა სასჯელაღსრულების სისტემა. სამწუხაროდ, მისი გათავისუფლების სხვა შანსი არ იყო. აივინფიცირებული იყო. შემდეგ ამ ადამიანის პრობლემა ის გახლდათ, რომ ბოლო სამი თვე თვითნებურად შეწყვიტა მკურნალობა, რაც ამ დაავადებისთვის ძალიან სარისკოა. ექიმებმა აუხსნეს, რომ მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლებოდა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებდა, მაგრამ მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და გარდაიცვალა. კიდევ არის აქ ერთი პრობლემა - არიან ადამიანები, რომლებსაც გარეთ არ ელოდებიან ახლობლები და ამ მიზეზითაც უარს ამბობენ თავისუფლებაზე. როგორც აღმოვაჩინე, იმ გარდაცვლილსაც გარეთ არავინ ელოდა. არის ისეთი შემთხვევები, როცა გარეთ გასულები უარეს მდგომარეობაში ვარდებიან, ვერ მიდიან საავადმყოფოში სამკურნალოდ, არადა, ხშირად დაავადების ისეთი ფორმები აქვთ, რაც საშიშია საზოგადოებისთვის. ამ შემთხვევაში ვთავაზობთ, რომ სამოქალაქო სექტორში გააგრძელონ მკურნალობა, მაგრამ ბევრი არ აგრძელებს და მათი ოჯახის წევრები საფრთხის ქვეშ დგებიან. ჩვენ ვდგებით დილემის წინაშე, ასეთი ადამიანი გავათავისუფლოთ თუ - არა.

- და საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას იღებთ?

- ყოველთვის ვცდილობთ, გავათავისუფლოთ და გარეთ უზრუნველვყოთ მათთვის ადეკვატური მკურნალობა, მაგრამ ძალით ვერავის უმკურნალებ.

- ძირითადად, რა დაავადებები ჭარბობს?

- გულ-სისხლძარღვთა, ინფექციური დაავადებები, შიდსი, ტუბერკულოზი...

- პატიმრების საავადმყოფოებში გადაყვანის დროს სამწუხარო ფაქტი მოხდა, ბადრაგის სიცოცხლე ემსხვერპლა საავადმყოფოში ატეხილ ბუნტს. კანონის დარღვევა ხომ არ იყო, 3 უმძიმესი ბრალდებით დაკავებული პატიმრის ერთ პალატაში ყოფნა?

- ამ საქმეზე გამოძიება არ არის დასრულებული. ეს მართლაც კარგი მაგალითია, რომ სასჯელაღსრულებას სჭირდება თავისი სერვისი, რომელიც უფრო მეტად მორგებული იქნება უსაფრთხოების ზომებთან, ვიდრე სამოქალაქო სექტორი. სამი პატიმარი ერთად იყო, მათი შერევა სხვა პაციენტებთან არ ხდება. იმ საავადმყოფოებს, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, პატიმრებს გამოყოფილი აქვთ სპეციალური ფლიგელები. სამწუხაროდ, ყველა პატიმარი სინამდვილეში არ არის ორიენტირებული გამოჯანმრთელებაზე. ხშირია შემთხვევები, როცა ისინი ექიმს სხვა მიზნით მიმართავენ. პირიქით, უნდათ, გაუარესდეს მდგომარეობა, რომ შემდეგ მსჯავრდადებულს ჰქონდეს საშუალება და არგუმენტი, რომ სისტემასთან იჭიდაოს. შენ ვერ მმკურნალობ, ვერ გამომაჯანმრთელებ და შესაბამისად - გამიშვი სახლში. ამას განსაკუთრებით აკეთებენ ის მსჯავრდადებულები, რომლებსაც დიდი სასჯელები აქვთ მისჯილი. ზუსტად ასეთი 3 პაციენტი მოხვდა ღუდუშაურის კლინიკაში, მათ არეულობა შეიტანეს პალატაში, დაამსხვრიეს ინვენტარი, ემუქრებოდნენ ექიმებს, ბადრაგმა მოახდინა ადეკვატური რეაგირება და შემდეგ ვეღარაფერი რომ ვერ მოახერხეს, თვითდაზიანებები მიიყენეს. როცა მათ ექიმები ნაკვეთ ჭრილობებს უკერავდნენ, ბადრაგის თანამშრომელი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

- ბატონო არჩილ, მარტო გულის შეტევასთან არ გვქონდა საქმე, ბადრაგს პატიმრებმა დაზიანებებიც მიაყენეს, ექსპერტიზის დასკვნით, მას ნეკნებიც დამსხვრეული აღმოაჩნდა. უსაფრთხოების ზომები სათანადოდ დაცული იყო?

- ვერ დაგიდასტურებთ, რომ ნეკნები დამსხვრეული ჰქონდა. მიმდინარეობს გამოძიება. სამწუხარო ფაქტია და ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს. სამედიცინო მომსახურება უნდა განვითარდეს და მიეწოდოს პატიმარს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანებს ჩადენილი აქვთ დანაშაულები, ხშირად - ძალიან მძიმე და საზოგადოებისთვის საშიშებიც არიან. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, საზოგადოება იყოს დაცული.

- დაბოლოს, მინდა გკითხოთ, როგორც ექიმს: რა შეფასებას გაუკეთებთ ციხის ექიმების ქმედებებს?

- რადგან პრეტენზიები არსებობს, ეს პრობლემებიც, დარწმუნებული ვარ, არსებობს. ამიერიდან აქ ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. არც იმის მოგვერიდება, თუ ექიმი არის გულცივი, ის გავუშვათ სამსახურიდან. გულისხმიერება სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი შემადგენელი და აუცილებელი ნაწილია.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სახელმწიფოს ვაზაგაშვილების ოჯახისთვის არ გადაუხდია 50 ათა­სი ევ­რო, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა

"ჩემ სიძეს ვკითხეთ, რა ბედი ეწია მუმლაძეს და გვითხრა: ის უკვე აღარ არსებობსო..." - რას ყვება 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ბრალდებული პოლიციელი ჩვენებაში

ტაქსის მძღოლმა უკრაინელ ქალს სცემა - პოლიციამ მოძალადე დააკავა