ცნობილ ფრანგ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, ბენჟამენ მილპეს პარიზის სახელმწიფო ოპერის დირექტორობა შესთავაზეს. წინადადების მიღების შემდეგ, მილპემ განაცხადა, რომ განზრახული აქვს მეუღლესთან, ჰოლივუდის მსახიობ ნატალი პორტმანთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქში საცხოვრებლად გადავიდეს.
ქორეოგრაფმა აღიარა, რომ ოპერის წინადადებამ გააოცა, რადგან მოცეკვავეთა საზოგადოებაში ტრიალებდა მოსაზრება, რომ ვაკანსიას მისი ერთ-ერთი თანამშრომელი დაიკავებდა. "გავოცდი, ამ შემოთავაზებამ თაბრუ დამახვია!", - ამბობს ქორეოგრაფი.
თავად 35 წლის ქორეოგრაფი უკვე 20 წელია აშშ-ში ცხოვრობს. იგი 2011 წლამდე ნიუ-იორკის ბალეტის მთავარი მოცეკვავის პოსტს იკავებდა.
ბენჯამენმა და ნატალიმ ერთმანეთი 2009 წელს ფილმ "შავი გედის" გადაღებებზე გაიცნეს. ამ როლისთვის ნატალი პორტმანმა პრემია "ოსკარი" მოიპოვა. მილპე ფილმში ქორეოგრაფის რაგნში მონაწილეობდა. წყვილი 2012 წლის აგვისტოში დაქორწინდა. მათ წლინახევრის ვაჟი ალეფი ჰყავთ.
მილპე სახელმწიფო ოპერის საბალეტო ჯგუფის მუშაობას 2014 წლიდან უხელმძღვანელებს.
მომზადებულია Agence France Presse-ის მიხედვით.