რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, 2012 წლის მაისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება არ იგეგმება, კრედიტების გადავადებაზე ბანკებს ვერ დაავალდებულებენ და კერძო საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაში ვერ ჩაერევიან. ამასთან, მინისტრის მოადგილე დასძენს, რომ მომავალში მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად დაზღვევის სისტემა უნდა შეიქმნას.
"ანალოგიურად დაზარალება არსებობს საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ამ შემთხვევაში საუბარია ივლისის და აგვისტოს პერიოდში კახეთში მომხდარი სტიქიის საკომპენსაციო პროცესზე. ბანკებთან რაღაც ტიპის მოლაპარაკებებს ჯერ სამხარეო რწმუნებული, შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა აწარმოებდა, მაგრამ ამ ბანკების დავალდებულება სხვა პრობლემას ქმნის. შეიძლება ზოგიერთი ბანკი დავაზარალოთ, ამიტომ ინდივიდუალურ რეჟიმში რაღაც სამუშაოები ჩატარებულია, რაღაცები გადავადებულია და ეს პროცესი მიდის, " - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
სრული ვერსია