მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარსკვლავების ნამდვილი პროფესიები
ვარსკვლავების ნამდვილი პროფესიები

პო­პუ­ლა­რო­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე ცნო­ბილ ვარ­სკვლა­ვებს ად­ვი­ლად არ უვ­ლი­ათ. ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა მათ­გა­ნი სამ­სა­ხი­ო­ბო ან სა­მო­დე­ლო პრო­ფე­სი­ა­ზე სუ­ლაც არ ოც­ნე­ბობ­და.

ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ექი­მო­ბას, სტო­მა­ტო­ლო­გო­ბას, ფი­ლო­სო­ფო­სო­ბას და დიპ­ლო­მა­ტო­ბას გეგ­მავ­და.

მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი კრის­ტი­ან დი­ო­რი დიპ­ლო­მა­ტო­ბას აპი­რებ­და. მან პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა­შიც კი ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კო­სო­ბა მა­ლე­ვე გა­და­ი­ფიქ­რა და მო­დის სფე­რო­ზე გა­და­ერ­თო.

მსა­ხი­ობ ნა­ტა­ლი პორ­ტმანს რთუ­ლი რო­ლე­ბი და გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი უყ­ვარს. მათ გან­სა­ხი­ე­რე­ბა­ში კი ვარ­სკვლავს ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის დიპ­ლო­მი ეხ­მა­რე­ბა.

ჯოდი ფოს­ტერ­მა და დე­ვიდ დუ­ხოვ­ნიმ პრე­სი­ჟუ­ლი იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რეს. ორი­ვე მათ­განს ლი­ტე­რა­ტუ­რა აინ­ტე­რე­სებ­და.

იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა შო­რის არის მსა­ხი­ო­ბი ედ­ვარდ ნორ­ტო­ნიც, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ით და ია­პო­ნუ­რი ენით და ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. თუმ­ცა მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის გა­სა­ხა­რად, ნორ­ტონ­მა ოც­ნე­ბე­ბი ვერ აიხ­დი­ნა.

მსა­ხი­ო­ბი ბრუკ შილდსი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ნაკ­ლე­ბად ენ­დო­ბო­და სა­რეკ­ლა­მო აგენ­ტებს. გო­გო­ნამ ფსო­ნი ფუნ­და­მენ­ტურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე დადო და პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა. მისი სპე­ცი­ა­ლო­ბა "ფრან­გუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაა".

მუ­სი­კო­სი როდ სტუ­არ­ტი ბავ­შვო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თით, ხოლო მიკ ჯა­გე­რი ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კურ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, თუმ­ცა სწავ­ლა მა­ლე­ვე მი­ა­ტო­ვა.

ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი სტინ­გი პე­და­გო­გი­ურ კო­ლე­ჯში სწავ­ლობ­და და სტი­პენ­დია არ ჰქონ­და. ამი­ტომ მას სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ავ­ტო­ბუ­სის კონ­დუქ­ტო­რად მუ­შა­ო­ბა უწევ­და. ინ­გლი­სურ ენა­სა და მუ­სი­კა­ში დიპ­ლო­მის აღე­ბის შემ­დეგ, სტინ­გი ორი წელი ას­წავ­ლი­და კა­თო­ლი­კურ და­წყე­ბით სკო­ლა­ში.

კე­ვინ კოსტნე­რი სწავ­ლას სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბო­და. მან ფულ­ტო­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მარ­კე­ტინ­გის გან­ხრით და­ას­რუ­ლა. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში "თე­ატ­რით მო­ი­წამ­ლა" და სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბის კურ­სებ­ზე და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში მარ­კე­ტინ­გი და­მარ­ცხდა და კე­ვინ კოსტნერ­მა ცხოვ­რე­ბა ფილ­მებ­ში თა­მაშს მი­უ­ძღვნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ვარსკვლავების ნამდვილი პროფესიები

ვარსკვლავების ნამდვილი პროფესიები

პოპულარობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ცნობილ ვარსკვლავებს ადვილად არ უვლიათ. ბავშვობაში ყველა მათგანი  სამსახიობო ან სამოდელო პროფესიაზე  სულაც არ ოცნებობდა.

ზოგიერთი მათგანი ექიმობას, სტომატოლოგობას, ფილოსოფოსობას და დიპლომატობას გეგმავდა.

მაგალითად, ცნობილი დიზაინერი კრისტიან დიორი დიპლომატობას აპირებდა. მან პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაშიც კი ჩააბარა, თუმცა პოლიტიკოსობა მალევე გადაიფიქრა და მოდის სფეროზე გადაერთო.

მსახიობ ნატალი პორტმანს რთული როლები და გაუწონასწორებელი პერსონაჟები უყვარს. მათ განსახიერებაში კი ვარსკვლავს ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დიპლომი ეხმარება.

ჯოდი ფოსტერმა და დევიდ დუხოვნიმ პრესიჟული იელის უნივერსიტეტი დაამთავრეს. ორივე მათგანს ლიტერატურა აინტერესებდა.

იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის არის მსახიობი ედვარდ ნორტონიც, რომელიც სერიოზულად იყო გატაცებული ისტორიით და იაპონური ენით და ოჯახური ბიზნესის გაგრძელებაზე ოცნებობდა. თუმცა მისი თაყვანისმცემლების გასახარად, ნორტონმა ოცნებები ვერ აიხდინა.

მსახიობი ბრუკ შილდსი ახალგაზრდობაში ნაკლებად ენდობოდა სარეკლამო აგენტებს. გოგონამ ფსონი ფუნდამენტურ განათლებაზე დადო და პრინსტონის უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. მისი სპეციალობა "ფრანგული ლიტერატურაა".

მუსიკოსი როდ სტუარტი ბავშვობაში სერიოზულად იყო გატაცებული ფეხბურთით, ხოლო მიკ ჯაგერი ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში სწავლობდა, თუმცა სწავლა მალევე მიატოვა.

ბრიტანელი მომღერალი სტინგი პედაგოგიურ კოლეჯში სწავლობდა და სტიპენდია არ ჰქონდა. ამიტომ მას სწავლის პარალელურად ავტობუსის კონდუქტორად მუშაობა უწევდა. ინგლისურ ენასა და მუსიკაში დიპლომის აღების შემდეგ, სტინგი ორი წელი ასწავლიდა კათოლიკურ დაწყებით სკოლაში.

კევინ კოსტნერი სწავლას სერიოზულად უდგებოდა. მან ფულტონის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარკეტინგის განხრით დაასრულა. სტუდენტობის პერიოდში "თეატრით მოიწამლა" და სამსახიობო ხელოვნების კურსებზე დაიწყო სიარული. საბოლოო ჯამში მარკეტინგი დამარცხდა და კევინ კოსტნერმა ცხოვრება ფილმებში თამაშს მიუძღვნა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება