მცხეთა -მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის, გივი ამირხანაშვილის განცხადებით, ყოფილ გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს, რომელიც სამართალდამცავებმა 24 იანვარს დააკავეს, შესაძლოა, პოლიტიკური ნიშნით დევნიან.
"ამ ბრალდებას მე ვერ გავიზიარებ. 4 წელი და 10 თვე იყო გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, არ აუღია პრემია, არ უსარგებლია სატელეფონო მომსახურეობის ან სხვა ხარჯებით. მას გაკეთებული აქვს რამდენიმე ათეული ოპერაცია თავისივე ხარჯებით, დახმარება აქვს გაწეული უამრავი ადამიანისთვის. როგორ შეიძლება მაგ კაცის მიერ ფულის გათეთრებაზე ვილაპარაკოთ, როცა ყველანაირ ხარჯს საკუთარი თანხით ეწეოდა. ეს არის ალბათ, ეჭვმიტანილი რაღაც პოლიტიკური კუთხით. არ არსებობს, რომ ცეზარ ჩოჩელი ვინმესთან რამე გარიგებაში შევიდეს", - განაცხადა გივი ამირხანაშვილმა.
სრული ვერსია
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი