Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბევრი ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ"
"თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბევრი ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ"

თბი­ლის­ში იპო­თე­კა­რე­ბის მიერ უსახ­ლკა­როდ და­ტო­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. ღია ცის ქვეშ და­ტო­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი შე­იქ­ნენ. ასე­თი ბედი ეწია შა­ვიშ­ვი­ლებ­საც, რომ­ლებ­მაც ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მათი სახ­ლის მე­პატ­რო­ნე, პო­ლი­ცი­ე­ლი, ვინ­მე ლე­ვან ხორ­ნა­უ­ლი გამ­ხდა­რი­ყო. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა თა­მარ მე­ფის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ბინა პო­ლი­ცი­ე­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ ეთერ შა­ვიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი შე­ვი­ქე­ნით. 2012 წლის 5 ნო­ემ­ბერს, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან ჩვენს ოჯახ­ში მო­ვი­და პო­ლი­ცი­ელ­თა 20-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი. სპე­ცო­პე­რა­ცი­ას კა­ხა­ბერ გურ­გე­ნი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მათ ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე გა­მოგ­ვყა­რეს ქუ­ჩა­ში. მი­თხრეს, სახ­ლი ლე­ვან ხორ­ნა­ულს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში გე­ლო­დე­ბა მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლა­დო. ეზო­ში დამ­ხვდა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც დე­და­ჩე­მი და ჩემი და ჩას­ვეს. როცა ლე­ვან ხორ­ნა­უ­ლი დარ­წმუნ­და, რომ მარ­ტო დავ­რჩი, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს ხე­ლით რა­ღაც ანიშ­ნა და და­ი­წყეს სახ­ლი­დან ნივ­თე­ბის გა­მოყ­რა. ხორ­ნა­უ­ლი მე­მუქ­რე­ბო­და, მიყ­ვი­რო­და. პო­ლი­ცი­ე­ლებს არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ გა­მო­სახ­ლე­ბის ოქმი.K კი­თხვა­ზე, რო­გორ გახ­და ჩემი სახ­ლი ხორ­ნა­უ­ლის სა­კუთ­რე­ბა, პა­სუხს არა­ვინ მცემ­და. ვან­და­ლუ­რად გა­მოგ­ვყა­რეს სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან, და­ი­კარ­გა ძვირ­ფა­სი საგ­ვა­რე­უ­ლო ნივ­თე­ბი. ორი კვი­რა ქუ­ჩა­ში, ღია ცის ქვეშ ვცხოვ­რობ­დით, მერე ახ­ლო­ბელ­მა შეგ­ვი­ფა­რა, მაგ­რამ რო­დემ­დე უნდა ვი­ყოთ ასე და რა­ტომ არ უნდა მოგ­ვე­ცეს ჩვენს ბი­ნა­ში ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა?

- რა გა­არ­კვი­ეთ, რო­გორ მოხ­და თქვე­ნი ბი­ნის გას­ხვი­სე­ბა?

- გა­ირ­კვა, რომ ჯერ კი­დევ 2003 წელს და­უდ­გამთ თვა­ლი ჩემი ბი­ნის­თვის. ერთ დღეს სტუმ­რად გვეწ­ვია ნა­თე­სა­ვი მერი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, ლე­ვან ხორ­ნა­უ­ლის დე­დას­თან, მზია ხორ­ნა­ულ­თან და მერი სხირტლა­ძეს­თან ერ­თად. მერი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ხში­რად სტუმ­რობ­და ჩვენს ოჯახს. მან სთხო­ვა დე­დას, ხვალ ნო­ტა­რი­უს მერი ბუ­ბაშ­ვილ­თან გა­მომ­ყე­ვი, რა­ღაც სა­ბუ­თებ­ზე, რო­გორც მოწ­მემ, იქ­ნებ ხელი მო­მი­წე­როო. დე­დას ნო­ტა­რი­უს­თან დახ­ვდნენ ხორ­ნა­უ­ლის დედა და მერი სხირტლა­ძე. ჩვენ­მა ნა­თე­სავ­მა კი მო­უც­ლე­ლო­ბა მო­ი­მი­ზე­ზა და დე­დას სთხო­ვა, მის ნაც­ვლად ფორ­მა­ლუ­რად მო­ე­წე­რა ხელი სა­ბუ­თებ­ზე. აქე­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი. თურ­მე დე­დამ იპო­თე­კა­ში ჩადო ბინა. სა­ინ­ტე­რე­სოა ერთი დე­ტა­ლიც: ის თან­ხა, რო­მე­ლიც თით­ქოს დე­დას, დი­დო­ნა ჭყო­ნი­ას გა­და­ე­ცა იპო­თე­კის სა­ნაც­ვლოდ, და­ფა­რუ­ლია. მაგ­რამ, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ბინა მა­ინც გა­ი­ყი­და, თან ორ­ჯერ და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ლე­ვან ხორ­ნა­ულ­მა შე­ი­ძი­ნა: პირ­ვე­ლად 2004 წელს, მე­ო­რედ - 2005 წელს. საქ­მე­ში არ არის 2004 წლის ნას­ყი­დო­ბის დო­კუ­მენ­ტი და არც ის სა­ბუ­თი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თით­ქოს 2005 წელს დე­დამ მინ­დო­ბი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მიჰ­ყი­და ბინა ხორ­ნა­ულს. საქ­მე­ში არც ნო­ტა­რი­უს მერი ბუ­ბაშ­ვი­ლის მიერ და­მოწ­მე­ბუ­ლი იპო­თე­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დევს. საქ­მეს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სოფო სა­ჯა­ია იძი­ებ­და. პირ­და­პირ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი იყო. სა­ჯა­ია მე­ო­რე იპო­თე­კარ მერი სხირტლა­ძეს­თან შინ მი­ვი­და და სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აი­ძუ­ლებ­და ეთ­ქვა, რომ ის ორ­ჯერ იყო ნო­ტა­რი­უს­თან და ემუქ­რე­ბო­და. გარ­და ამი­სა, არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ხელ­ნა­წე­რე­ბის ექ­სპერ­ტი­ზა. ამის შემ­დეგ საქ­მე გა­და­ე­ცა პრო­კუ­რორ თეა გი­ორ­გა­ძეს, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და საქ­მეს. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სახ­ლი აუქ­ცი­ონ­ზე უნდა გა­ე­ტა­ნათ. ად­ვო­კა­ტის შე­კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ გა­ი­ყი­და სახ­ლი აუქ­ცი­ონ­ზე, თეა გი­ორ­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მან გა­ით­ვა­ლის­წი­ნა დე­და­ჩე­მის თხოვ­ნა, თუმ­ცა ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს. გი­ორ­გა­ძემ და სა­ჯა­ი­ამ დე­დას უთხრეს, ლე­ვან ხორ­ნა­ულ­მა პა­ტი­ვი გცათ, აქამ­დე რომ არ გა­მოგ­ყა­რათ ამ სახ­ლი­და­ნო. ღიად დარ­ჩა ბევ­რი შე­კი­თხვა და ასე შე­წყდა ძი­ე­ბა.

- ეჭვი გაქვთ, რომ ვინ­მე მფარ­ვე­ლობს ლე­ვან ხორ­ნა­ულს?

- სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან ამო­ვი­ღე ამო­ნა­წე­რი, რა ქო­ნე­ბას ფლო­ბენ ლე­ვან ხორ­ნა­უ­ლი და მისი დედა. მზია ხორ­ნა­უ­ლის სა­ხელ­ზე 89 ჩა­ნა­წე­რია, ლე­ვა­ნის სა­ხელ­ზე - 23. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ისი­ნი ამ­დენ სახ­ლს და მი­წის ნაკ­ვეთს ფლო­ბენ. კა­ნო­ნი­ე­რი გზით კი ამ­დენ ქო­ნე­ბას ვერ და­აგ­რო­ვებ. ფაქ­ტია, რომ ლე­ვან ხორ­ნა­ულს ვი­ღაც მფარ­ვე­ლობს. ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს, თუმ­ცა ეს გზა კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ უფ­როს გი­ორ­გი სი­ბაშ­ვილ­თან მი­დის. ჩვენს სახ­ლთან, მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე, იყო სი­ბაშ­ვი­ლის კან­ტო­რა. ყვე­ლა გზა ამ ხალ­ხთან მი­დის. უბ­რა­ლო მე­ვახ­შე და პო­ლი­ცი­ე­ლი ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და. ამას აკე­თებს გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი. თბი­ლი­სე­ლე­ბი ერ­თნა­ი­რი სქე­მით რჩე­ბი­ან ღია ცის ქვეშ და ამ­ბო­ბენ, რომ ამ თაღ­ლი­თებს სოსო თო­ფუ­რი­ძე, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გი­ორ­გი სი­ბაშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლო­ბენ. თბი­ლი­სის პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებ­ში ბევ­რი ოჯა­ხი და­ტო­ვეს უსახ­ლკა­როდ. ისიც კი აღი­ზი­ა­ნებთ, შენი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას რომ იწყებ. გე­მუქ­რე­ბი­ან, ამას რო­გორ ბე­და­ვო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ჩემ­ნა­ი­რად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის საქ­მეს სოფო სა­ჯა­ია იძი­ებ­დეს, საქ­მის პრო­კუ­რო­რი კი თეა გი­ორ­გა­ძე იყოს? მათ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც გა­ა­ყალ­ბეს. გვაქვს ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც მერი სხირტლა­ძე აღი­ა­რებს, რომ ეს იყო თაღ­ლი­თუ­რი გა­რი­გე­ბა. ამ­ბობს, რომ მას და მზია ხორ­ნა­ულს მო­ე­წო­ნათ ჩემი ბინა, დე­და­ჩემს თაღ­ლი­თუ­რად მო­ა­წე­რი­ნეს ხელი იპო­თე­კურ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე. ჩვენ მო­რა­ლუ­რად გაგ­ვა­ნად­გუ­რეს. ცო­ცხა­ლი ვარ, მაგ­რამ უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი მკვდარ­ზე უა­რე­სად ვარ. ჩემი სახ­ლი მინ­და!

ინ­ტერ­ვიუ: "ამ თაღ­ლი­თებს ადე­იშ­ვი­ლი, თო­ფუ­რი­ძე და სი­ბაშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობ­დნენ"

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბევრი ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ"

"თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბევრი ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ"

თბილისში იპოთეკარების მიერ უსახლკაროდ დატოვებული ოჯახების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ღია ცის ქვეშ დატოვებული ადამიანები თაღლითობის მსხვერპლი შეიქნენ. ასეთი ბედი ეწია შავიშვილებსაც, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ მათი სახლის მეპატრონე, პოლიციელი, ვინმე ლევან ხორნაული გამხდარიყო. როგორ აღმოჩნდა თამარ მეფის გამზირზე მდებარე ბინა პოლიციელის საკუთრებაში, ამის შესახებ ეთერ შავიშვილი გვესაუბრება:

- თაღლითობის მსხვერპლი შევიქენით. 2012 წლის 5 ნოემბერს, სრულიად მოულოდნელად, ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილებიდან ჩვენს ოჯახში მოვიდა პოლიციელთა 20-კაციანი ჯგუფი. სპეცოპერაციას კახაბერ გურგენიძე ხელმძღვანელობდა. მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოგვყარეს ქუჩაში. მითხრეს, სახლი ლევან ხორნაულს ეკუთვნის, რომელიც ქუჩაში გელოდება მოსალაპარაკებლადო. ეზოში დამხვდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელშიც დედაჩემი და ჩემი და ჩასვეს. როცა ლევან ხორნაული დარწმუნდა, რომ მარტო დავრჩი, სპეცოპერაციის ხელმძღვანელს ხელით რაღაც ანიშნა და დაიწყეს სახლიდან ნივთების გამოყრა. ხორნაული მემუქრებოდა, მიყვიროდა. პოლიციელებს არ წარმოუდგენიათ გამოსახლების ოქმი.K კითხვაზე, როგორ გახდა ჩემი სახლი ხორნაულის საკუთრება, პასუხს არავინ მცემდა. ვანდალურად გამოგვყარეს საკუთარი სახლიდან, დაიკარგა ძვირფასი საგვარეულო ნივთები. ორი კვირა ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ვცხოვრობდით, მერე ახლობელმა შეგვიფარა, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ასე და რატომ არ უნდა მოგვეცეს ჩვენს ბინაში ცხოვრების საშუალება?

- რა გაარკვიეთ, როგორ მოხდა თქვენი ბინის გასხვისება?

- გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს დაუდგამთ თვალი ჩემი ბინისთვის. ერთ დღეს სტუმრად გვეწვია ნათესავი მერი ჩხარტიშვილი, ლევან ხორნაულის დედასთან, მზია ხორნაულთან და მერი სხირტლაძესთან ერთად. მერი ჩხარტიშვილი ხშირად სტუმრობდა ჩვენს ოჯახს. მან სთხოვა დედას, ხვალ ნოტარიუს მერი ბუბაშვილთან გამომყევი, რაღაც საბუთებზე, როგორც მოწმემ, იქნებ ხელი მომიწეროო. დედას ნოტარიუსთან დახვდნენ ხორნაულის დედა და მერი სხირტლაძე. ჩვენმა ნათესავმა კი მოუცლელობა მოიმიზეზა და დედას სთხოვა, მის ნაცვლად ფორმალურად მოეწერა ხელი საბუთებზე. აქედან დაიწყო ყველაფერი. თურმე დედამ იპოთეკაში ჩადო ბინა. საინტერესოა ერთი დეტალიც: ის თანხა, რომელიც თითქოს დედას, დიდონა ჭყონიას გადაეცა იპოთეკის სანაცვლოდ, დაფარულია. მაგრამ, ამის მიუხედავად, ბინა მაინც გაიყიდა, თან ორჯერ და ორივე შემთხვევაში ლევან ხორნაულმა შეიძინა: პირველად 2004 წელს, მეორედ - 2005 წელს. საქმეში არ არის 2004 წლის ნასყიდობის დოკუმენტი და არც ის საბუთი, რომლის მიხედვითაც თითქოს 2005 წელს დედამ მინდობილობის საფუძველზე მიჰყიდა ბინა ხორნაულს. საქმეში არც ნოტარიუს მერი ბუბაშვილის მიერ დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება დევს. საქმეს გამომძიებელი სოფო საჯაია იძიებდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის მიკერძოებული იყო. საჯაია მეორე იპოთეკარ მერი სხირტლაძესთან შინ მივიდა და სამი საათის განმავლობაში აიძულებდა ეთქვა, რომ ის ორჯერ იყო ნოტარიუსთან და ემუქრებოდა. გარდა ამისა, არ ჩატარებულა ხელნაწერების ექსპერტიზა. ამის შემდეგ საქმე გადაეცა პროკურორ თეა გიორგაძეს, რომელიც საერთოდ არ იცნობდა საქმეს. კანონის მიხედვით, სახლი აუქციონზე უნდა გაეტანათ. ადვოკატის შეკითხვაზე, რატომ არ გაიყიდა სახლი აუქციონზე, თეა გიორგაძემ განაცხადა, რომ მან გაითვალისწინა დედაჩემის თხოვნა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. გიორგაძემ და საჯაიამ დედას უთხრეს, ლევან ხორნაულმა პატივი გცათ, აქამდე რომ არ გამოგყარათ ამ სახლიდანო. ღიად დარჩა ბევრი შეკითხვა და ასე შეწყდა ძიება.

- ეჭვი გაქვთ, რომ ვინმე მფარველობს ლევან ხორნაულს?

- საჯარო რეესტრიდან ამოვიღე ამონაწერი, რა ქონებას ფლობენ ლევან ხორნაული და მისი დედა. მზია ხორნაულის სახელზე 89 ჩანაწერია, ლევანის სახელზე - 23. საქართველოს მასშტაბით ისინი ამდენ სახლს და მიწის ნაკვეთს ფლობენ. კანონიერი გზით კი ამდენ ქონებას ვერ დააგროვებ. ფაქტია, რომ ლევან ხორნაულს ვიღაც მფარველობს. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა ეს გზა კახეთის პოლიციის ყოფილ უფროს გიორგი სიბაშვილთან მიდის. ჩვენს სახლთან, მარჯანიშვილზე, იყო სიბაშვილის კანტორა. ყველა გზა ამ ხალხთან მიდის. უბრალო მევახშე და პოლიციელი ამას ვერ მოახერხებდა. ამას აკეთებს გარკვეული ჯგუფი. თბილისელები ერთნაირი სქემით რჩებიან ღია ცის ქვეშ და ამბობენ, რომ ამ თაღლითებს სოსო თოფურიძე, ზურაბ ადეიშვილი და კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი გიორგი სიბაშვილი მფარველობენ. თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბევრი ოჯახი დატოვეს უსახლკაროდ. ისიც კი აღიზიანებთ, შენი უფლებების დაცვას რომ იწყებ. გემუქრებიან, ამას როგორ ბედავო. როგორ შეიძლება ყველა ჩემნაირად დაზარალებულის საქმეს სოფო საჯაია იძიებდეს, საქმის პროკურორი კი თეა გიორგაძე იყოს? მათ ექსპერტიზის დასკვნაც გააყალბეს. გვაქვს ჩანაწერი, სადაც მერი სხირტლაძე აღიარებს, რომ ეს იყო თაღლითური გარიგება. ამბობს, რომ მას და მზია ხორნაულს მოეწონათ ჩემი ბინა, დედაჩემს თაღლითურად მოაწერინეს ხელი იპოთეკურ ხელშეკრულებაზე. ჩვენ მორალურად გაგვანადგურეს. ცოცხალი ვარ, მაგრამ უსახლკაროდ დარჩენილი მკვდარზე უარესად ვარ. ჩემი სახლი მინდა!

ინტერვიუ: "ამ თაღლითებს ადეიშვილი, თოფურიძე და სიბაშვილი მფარველობდნენ"

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)