პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილი "ვანოს შოუსთვის" ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნება"
"ბიძინა ივანიშვილი "ვანოს შოუსთვის" ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნება"

"რუს­თა­ვი 2"-ის გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბის პრო­დი­უ­სერს ოთო ლომ­თა­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­ვეხ­მი­ა­ნე და "ერუ­დი­ტის­თვის" ჩა­სა­წე­რად, შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე. "არ მაქვს ამ­ბი­ცია, რომ დიდი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ვარ. შენს მოს­ვლამ­დე ცო­ტას წა­ვი­მე­ცა­დი­ნებ", - მი­ვი­ღე მის­გან პა­სუ­ხად. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვეს­ტუმ­რე.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ოთო, "გზას" ხში­რად ეც­ნო­ბი?

- საკ­მა­ოდ ხში­რად ვკი­თხუ­ლობ. "ერუ­დი­ტის" რეს­პონ­დენ­ტო­ბა ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. გან­წყო­ბას, გა­რე­მოს გა­აჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა, კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი იცო­დე, მაგ­რამ ვერ გა­იხ­სე­ნო (თავს არ ვი­ზღვევ). ამ რუბ­რი­კას იმი­ტომ არ ვკი­თხუ­ლობ, რომ შე­ვა­ფა­სო, ვინ რა იცის. მომ­წონს ის, რომ რაც არ იცი, შე­იძ­ლე­ბა ის­წავ­ლო. გა­მო­რი­ცხუ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი იცო­დე. სა­ერ­თოდ, შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თის არა მხო­ლოდ სტა­ტი­ე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რაც მომ­წონს.

- აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი ხარ?

- სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ისე აქ­ტი­უ­რად, რო­გორც სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში, ვე­ღარ ვკი­თხუ­ლობ. სამ­სა­ხურ­ში დი­ლის 10 სა­ათ­ზე მოვ­დი­ვარ და შინ გვი­ან ვბრუნ­დე­ბი.

- შენი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბი ვინ არი­ან?

- ასე­თი არა­ერ­თია, ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლი, მხო­ლოდ ნო­დარ დუმ­ბა­ძეს და­ვა­სა­ხე­ლებ.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ბავ­შვო­ბი­დან შერ­ლოკ ჰოლმსთან ვარ. მის­მა თავ­გა­და­სა­ვალ­მა ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. მე­გობ­რა­დაც მას და­ვა­სა­ხე­ლებ. არ­თურ კო­ნან დო­ი­ლის ამ გმირ­თან მე­გობ­რო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, არა?

- მეც ასე ვფიქ­რობ. წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- არას­დროს.

- წა­კი­თხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხში­რად უბ­რუნ­დე­ბი?

- ხში­რად არა, მაგ­რამ არ­სე­ბობს წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა ხელ­მე­ო­რედ წა­კი­თხვის სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა.

- მეხ­სი­ე­რე­ბა კარ­გი გაქვს?

- მეხ­სი­ე­რე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვუ­ჩი­ვი, მაგ­რამ ბოლო დროს იმ­დენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ, იმ­დენ რა­მე­ზე მი­წევს ფიქ­რი, რა­ღა­ცე­ბი შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­ვიხ­სე­ნო. "ვა­ნოს შო­უ­დან", "კო­მე­დი შო­უ­დან" და "კო­მე­დი არ­ხი­დან" თუ რა­მეს მკი­თხავ, ნე­ბის­მი­ერ კი­თხვა­ზე და­უ­ფიქ­რებ­ლად გი­პა­სუ­ხებ.

- "ვა­ნოს შო­უ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის და­თან­ხმე­ბა გა­გი­ჭირ­დათ?

- მას ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე და­ვუ­კავ­შირ­დით. მა­შინ გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. სე­ზო­ნის გახ­სნი­სას ისევ შე­ვეხ­მი­ა­ნეთ და თან­ხმო­ბაც მი­ვი­ღეთ. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი შო­უს­თვის ერთ-ერთი სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია.

- აა­ტი­რეთ...

- მის ამ რე­აქ­ცი­ას ჩვენც არ ვე­ლო­დით. ხუმ­რო­ბა­ზე ისე "წა­მოგ­ვყვა", კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ.

- დღე­ვან­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მოწ­ვე­ვა­ზე რა აზ­რის ხართ?

- ჯერ არ გან­ვი­ხი­ლავთ, რად­გან ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა იმ­დე­ნად და­კა­ვე­ბუ­ლია, ჩვენ­გან შე­თა­ვა­ზე­ბაც კი არას­წო­რი იქ­ნე­ბა. ივა­ნიშ­ვი­ლი სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია. ვგეგ­მავთ მი­ნის­ტრე­ბის მოწ­ვე­ვას. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ნო­დარ ხა­დუ­რის სტუმ­რო­ბა. ცოტა ხნის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ფოტო, - მი­ნისტრს ტორ­ტი მი­არ­თვეს წარ­წე­რით - "რო­გო­რი". ეს იმის ნი­შა­ნია, რომ თა­ვად მი­ნის­ტრი იუ­მორს სწო­რად აღიქ­ვამს - რო­გო­რი? - ხა­დუ­რი. - ეს ხომ ჩვენ­გან აგორ­და.

- "ჩვენ, ძვე­ლებ­მა, ახლა კა­ლა­მი უნდა ძირს დავ­სდვათ! გზა კი ვა­ჟას უნდა და­ვუთ­მოთ". გახ­სენ­დე­ბა, ვინ არის ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე.

- დიახ, და­ა­სა­ხე­ლე ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბი, რომ­ლის წა­კი­თხვის შემ­დე­გაც ილი­ამ ეს სი­ტყვე­ბი თქვა.

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- "მო­ხუ­ცის ნათ­ქვა­მი". სა­და­უ­რი წარ­მო­შო­ბი­საა სი­ტყვა "ციფ­რი"?

- მგო­ნი, არა­ბუ­ლი. სწო­რად მახ­სოვს?

- დიახ. რო­მე­ლი იყო ჰიტ­ლე­რის უსაყ­ვარ­ლე­სი ყვა­ვი­ლი? მი­გა­ნიშ­ნებ, ის მი­უწ­ვდომ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბა.

- ედელ­ვა­ი­სი. მი­უ­ვალ ად­გი­ლებ­ში ხა­რობს. ჰიტ­ლერ­მა II მსოფ­ლიო ომის დროს, ერთ-ერთ ოპე­რა­ცი­ას სწო­რედ "ედელ­ვა­ი­სი" უწო­და.

- რო­მე­ლი ფერი ით­ვლე­ბა ჩი­ნეთ­ში სამ­გლო­ვი­ა­რო ფე­რად?

- თეთ­რი.

- რო­მე­ლი სა­სახ­ლე ით­ვლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძველ სა­სახ­ლედ, სა­დაც მე­ფე­ე­ბი და დე­დოფ­ლე­ბი ისევ ცხოვ­რო­ბენ?

- უინ­ძო­რე­ბის სა­სახ­ლე, ბრი­ტა­ნეთ­ში.

- 1911 წელს ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის "ჯო­კონ­და" მო­ი­პა­რეს. ერთ-ერთ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვა­რი იყო მიჩ­ნე­უ­ლი. და­ა­სა­ხე­ლე - რო­მე­ლი?

- (ფიქ­რობს)

- მი­გა­ნიშ­ნებ, ეს მხატ­ვა­რი საფ­რან­გეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

- ეს­პა­ნე­ლია და საფ­რან­გეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა? პაბ­ლო პი­კა­სო იქ­ნე­ბო­და.

- რო­გორ კა­ნო­ნებს უწო­დებ­დნენ ძვე­ლი ბერ­ძნე­ბი დრა­კო­ნულს?

- სას­ტიკს.

- არა მხო­ლოდ! ეს კა­ნო­ნე­ბი რითი იყო და­წე­რი­ლი?

- ა! გა­მახ­სენ­და, დრა­კო­ნულს სის­ხლით და­წე­რილ კა­ნო­ნებს უწო­დებ­დნენ.

- რა ჰქვია ია­პო­ნი­ის ეროვ­ნულ დრო­შას?

- არ ვიცი.

- ჰი­ნო­მა­რუ. თეთრ ფონ­ზე ამო­მა­ვა­ლი მზეა გა­მო­სა­ხუ­ლი.

- ია­პო­ნი­ას ხომ "ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნას" უწო­დე­ბენ. დრო­შა რომ აღ­გე­წე­რა, მივ­ხვდე­ბო­დი.

- და­ა­სა­ხე­ლე 3 ციფ­რი, რო­მელ­თა ჯამი და ნამ­რავ­ლი ერ­თმა­ნე­თის ტო­ლია.

- 1, 2, 3.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქია აბუ­ჯა?

- არ მახ­სოვს.

- ნი­გე­რი­ის. რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე იყო ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში?

- უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი.

- რო­მელ მთა­ზე არ არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი, ქა­ლის­თვის ფე­ხის დად­გმა?

- ათო­ნის მთა­ზე.

- რო­მე­ლი მე­ფის დროს მოხ­და ბა­სი­ა­ნის ბრძო­ლა?

- თა­მა­რის.

- რამ­დე­ნი წლის იყო თა­მა­რი, როცა მა­მამ მე­ფედ აკურ­თხა?

- (ფიქ­რობს) მგო­ნი 12-ის, არა?

- დიახ. "ჩვენს დრო­ში სი­ტყვა "კაცი" იმ­დე­ნად დაკ­ნინ­და, რომ მას "კა­ცუ­რის" და­მა­ტე­ბა დას­ჭირ­და". რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეა ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე.

- ამ სი­თხეს ბერ­ძე­ნი ჰი­პოკ­რა­ტე მე­დი­კა­მენ­ტის სა­ხით არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებ­და. რო­მელ სი­თხე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ღვი­ნო­ზე, ოღონდ ჰი­პოკ­რა­ტე სამ­კურ­ნა­ლოდ წყალ­გა­რე­ულ ღვი­ნოს იყე­ნებ­და. ეს ღვი­ნის მი­ღე­ბის ბერ­ძნუ­ლი წე­სია.

- ალ­კოჰოლ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- "ვმე­გობ­რობ", მაგ­რამ ჩემი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ლე­ვას ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ.

- უნ­გრე­თის ერთ-ერთი ქა­ლა­ქის არ­ქივ­ში 200 წლის წი­ნან­დე­ლი დო­კუ­მენ­ტი იპო­ვეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქა­ლა­ქის ზო­გი­ერთ მცხოვ­რებს უნდა გა­და­ე­ხა­და ე.წ. ბო­ლის გა­და­სა­ხა­დი. ეს თან­ხა სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ნა­ხად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ვის ახ­დე­ვი­ნებ­დნენ ამ გა­და­სა­ხადს?

- არ ვიცი, ვიმ­სჯე­ლებ და იქ­ნებ, გა­მო­ვიც­ნო... სახ­ლში ვი­საც ბუ­ხა­რი ჰქონ­და, მათ ხომ არა?

- არა. მი­გა­ნიშ­ნებ, შენ რომ იმ პე­რი­ო­დის უნ­გრეთ­ში გე­ცხოვ­რა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­გახ­დე­ვი­ნებ­დნენ, რად­გან... უფრო მე­ტად ვე­ღად დავ­კონ­კრეტ­დე­ბი.

- ე.ი. იმის გამო ახ­დე­ვი­ნებ­დნენ, რაც მე მა­ხა­სი­ა­თებს. თავ­ზე ცოტა თმა რომ მაქვს და უფრო შემ­ცივ­დე­ბა (იცი­ნის)?

- არა.

- აბა, რა­ტომ გა­და­ვიხ­დი­დი? (პა­უ­ზის შემ­დეგ) გა­სა­გე­ბია, მწე­ვე­ლებს ახ­დე­ვი­ნებ­დნენ?

- რო­გორც იქნა, გა­მო­ი­ცა­ნი.

- მშვე­ნი­ე­რი წესი ჰქო­ნი­ათ. ამ გა­და­სა­ხადს სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ვა­წე­სებ­დი. თა­ვა­დაც გა­და­ვიხ­დი­დი და მერე მო­წე­ვას თავს და­ვა­ნე­ბებ­დი.

- რა გვა­რია მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟი - მარ­გო?

- ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს.

- ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი. ამ ცხო­ვე­ლის სმე­ნა ადა­მი­ა­ნის სმე­ნას 4-ჯერ აღე­მა­ტე­ბა, ხოლო ყნოს­ვა - 37-ჯერ. რო­მელ ცხო­ველ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ძაღლზე.

- რა ჰქვია ვაშ­ლის არაყს?

- არ მახ­სოვს, მაგ­რამ ვიცი, ვაშ­ლის­გან ღვი­ნო­საც ამ­ზა­დე­ბენ.

- ვაშ­ლის ღვი­ნოს სიდ­რი ჰქვია, არაყს - კალ­ვა­დო­სი.

- და­ვი­მახ­სოვ­რებ.

- ქალი და კაცი გზა­ზე მი­დი­ან, მათ ვი­ღაც და­ემ­გზავ­რე­ბა და ჰკი­თხავს, თქვენ ერ­თმა­ნე­თის რა ხარ­თო? ქალი უპა­სუ­ხებს: - ამ კა­ცის დედა, ჩემი დე­დის დე­დამ­თი­ლი­აო. გა­მო­ი­ცა­ნი, ვინ არი­ან ერ­თმა­ნე­თის­თვის ქალი და კაცი?

- რო­გორ? (კი­თხვის გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) მამა-შვი­ლი.

- რო­მელ დარ­გში არ გა­ი­ცე­მა ნო­ბე­ლის პრე­მია?

- მა­თე­მა­ტი­კა­ში.

- რა­ტომ?

- ნო­ბე­ლის ცო­ლის საყ­ვა­რე­ლი იყო მა­თე­მა­ტი­კო­სი. ნო­ბე­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სებ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო და პრე­მი­ას მის­ცემ­და?

- "39 სა­ფე­ხუ­რი", "რე­ბე­კა", "ჩი­ტე­ბი", "ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ზედ­მე­ტად ბევ­რი იცო­და", "ფსი­ქო". ვინ არის ამ ფილ­მე­ბის რე­ჟი­სო­რი?

- ალფ­რედ ჰი­ჩკო­კი.

- რა ამ­შვე­ნებ­და რომ­ში კა­პი­ტო­ლი­უ­მის ბორ­ცვს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- არ ვიცი.

- გა­იხ­სე­ნე, რო­მე­ლი ცხო­ვე­ლის წყა­ლო­ბით გა­დარ­ჩნენ რო­მის და­მა­არ­სე­ბე­ლი ძმე­ბი რე­მუ­სი და რო­მუ­ლუ­სი?

- ძუ მგლის ქან­და­კე­ბა იდგა.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ცი­ცე­რო­ნის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "სა­უ­კე­თე­სო სამ­კა­უ­ლი სუფ­თა"...

- სუ­ლია.

- "...სუფ­თა სინ­დი­სია".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ბიძინა ივანიშვილი "ვანოს შოუსთვის" ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნება"

"ბიძინა ივანიშვილი "ვანოს შოუსთვის" ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნება"

"რუსთავი 2"-ის გასართობი შოუების პროდიუსერს ოთო ლომთაძეს სოციალურ ქსელში შევეხმიანე და "ერუდიტისთვის" ჩასაწერად, შეხვედრა ვთხოვე. "არ მაქვს ამბიცია, რომ დიდი ინტელექტუალი ვარ. შენს მოსვლამდე ცოტას წავიმეცადინებ", - მივიღე მისგან პასუხად. რამდენიმე საათის შემდეგ, ინტერვიუს ჩასაწერად ტელევიზიაში ვესტუმრე.

პრეამბულის მაგიერ

- ოთო, "გზას" ხშირად ეცნობი?

- საკმაოდ ხშირად ვკითხულობ. "ერუდიტის" რესპონდენტობა ძალიან საპასუხისმგებლოა. განწყობას, გარემოს გააჩნია. შეიძლება, კითხვაზე პასუხი იცოდე, მაგრამ ვერ გაიხსენო (თავს არ ვიზღვევ). ამ რუბრიკას იმიტომ არ ვკითხულობ, რომ შევაფასო, ვინ რა იცის. მომწონს ის, რომ რაც არ იცი, შეიძლება ისწავლო. გამორიცხულია, ყველაფერი იცოდე. საერთოდ, შემეცნებითი ხასიათის არა მხოლოდ სტატიები, ლიტერატურაც მომწონს.

- აქტიური მკითხველი ხარ?

- სამწუხაროდ, დღეს ისე აქტიურად, როგორც სტუდენტობის წლებში, ვეღარ ვკითხულობ. სამსახურში დილის 10 საათზე მოვდივარ და შინ გვიან ვბრუნდები.

- შენი საყვარელი ავტორები ვინ არიან?

- ასეთი არაერთია, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მხოლოდ ნოდარ დუმბაძეს დავასახელებ.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ბავშვობიდან შერლოკ ჰოლმსთან ვარ. მისმა თავგადასავალმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მეგობრადაც მას დავასახელებ. ართურ კონან დოილის ამ გმირთან მეგობრობა საინტერესო იქნებოდა, არა?

- მეც ასე ვფიქრობ. წიგნი მოგიპარავს?

- არასდროს.

- წაკითხულ ნაწარმოებებს ხშირად უბრუნდები?

- ხშირად არა, მაგრამ არსებობს წიგნები, რომელთა ხელმეორედ წაკითხვის სურვილი მიჩნდება.

- მეხსიერება კარგი გაქვს?

- მეხსიერებას ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ ბოლო დროს იმდენ ინფორმაციას ვიღებ, იმდენ რამეზე მიწევს ფიქრი, რაღაცები შეიძლება ვერ გავიხსენო. "ვანოს შოუდან", "კომედი შოუდან" და "კომედი არხიდან" თუ რამეს მკითხავ, ნებისმიერ კითხვაზე დაუფიქრებლად გიპასუხებ.

- "ვანოს შოუში" მონაწილეობაზე, ყოფილი პრემიერის დათანხმება გაგიჭირდათ?

- მას ახალი წლის დადგომამდე დავუკავშირდით. მაშინ გადაცემაში მონაწილეობა ვერ მოახერხა. სეზონის გახსნისას ისევ შევეხმიანეთ და თანხმობაც მივიღეთ. ვანო მერაბიშვილი შოუსთვის ერთ-ერთი სასურველი სტუმარია.

- აატირეთ...

- მის ამ რეაქციას ჩვენც არ ველოდით. ხუმრობაზე ისე "წამოგვყვა", კარგი შედეგი მივიღეთ.

- დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მოწვევაზე რა აზრის ხართ?

- ჯერ არ განვიხილავთ, რადგან ბატონი ბიძინა იმდენად დაკავებულია, ჩვენგან შეთავაზებაც კი არასწორი იქნება. ივანიშვილი სასურველი სტუმარია. ვგეგმავთ მინისტრების მოწვევას. საინტერესო იქნება ნოდარ ხადურის სტუმრობა. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, - მინისტრს ტორტი მიართვეს წარწერით - "როგორი". ეს იმის ნიშანია, რომ თავად მინისტრი იუმორს სწორად აღიქვამს - როგორი? - ხადური. - ეს ხომ ჩვენგან აგორდა.

- "ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ! გზა კი ვაჟას უნდა დავუთმოთ". გახსენდება, ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- ილია ჭავჭავაძე.

- დიახ, დაასახელე ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები, რომლის წაკითხვის შემდეგაც ილიამ ეს სიტყვები თქვა.

- ვერ ვიხსენებ.

- "მოხუცის ნათქვამი". სადაური წარმოშობისაა სიტყვა "ციფრი"?

- მგონი, არაბული. სწორად მახსოვს?

- დიახ. რომელი იყო ჰიტლერის უსაყვარლესი ყვავილი? მიგანიშნებ, ის მიუწვდომლობის სიმბოლოდ ითვლება.

- ედელვაისი. მიუვალ ადგილებში ხარობს. ჰიტლერმა II მსოფლიო ომის დროს, ერთ-ერთ ოპერაციას სწორედ "ედელვაისი" უწოდა.

- რომელი ფერი ითვლება ჩინეთში სამგლოვიარო ფერად?

- თეთრი.

- რომელი სასახლე ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძველ სასახლედ, სადაც მეფეები და დედოფლები ისევ ცხოვრობენ?

- უინძორების სასახლე, ბრიტანეთში.

- 1911 წელს ლეონარდო და ვინჩის "ჯოკონდა" მოიპარეს. ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო მიჩნეული. დაასახელე - რომელი?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ, ეს მხატვარი საფრანგეთში გარდაიცვალა.

- ესპანელია და საფრანგეთში გარდაიცვალა? პაბლო პიკასო იქნებოდა.

- როგორ კანონებს უწოდებდნენ ძველი ბერძნები დრაკონულს?

- სასტიკს.

- არა მხოლოდ! ეს კანონები რითი იყო დაწერილი?

- ა! გამახსენდა, დრაკონულს სისხლით დაწერილ კანონებს უწოდებდნენ.

- რა ჰქვია იაპონიის ეროვნულ დროშას?

- არ ვიცი.

- ჰინომარუ. თეთრ ფონზე ამომავალი მზეა გამოსახული.

- იაპონიას ხომ "ამომავალი მზის ქვეყანას" უწოდებენ. დროშა რომ აღგეწერა, მივხვდებოდი.

- დაასახელე 3 ციფრი, რომელთა ჯამი და ნამრავლი ერთმანეთის ტოლია.

- 1, 2, 3.

- რომელი ქვეყნის დედაქალაქია აბუჯა?

- არ მახსოვს.

- ნიგერიის. რომელი ცნობილი ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე იყო ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში?

- უინსტონ ჩერჩილი.

- რომელ მთაზე არ არის ნებადართული, ქალისთვის ფეხის დადგმა?

- ათონის მთაზე.

- რომელი მეფის დროს მოხდა ბასიანის ბრძოლა?

- თამარის.

- რამდენი წლის იყო თამარი, როცა მამამ მეფედ აკურთხა?

- (ფიქრობს) მგონი 12-ის, არა?

- დიახ. "ჩვენს დროში სიტყვა "კაცი" იმდენად დაკნინდა, რომ მას "კაცურის" დამატება დასჭირდა". რომელი ცნობილი საზოგადო მოღვაწეა ამ სიტყვების ავტორი?

- ილია ჭავჭავაძე.

- ამ სითხეს ბერძენი ჰიპოკრატე მედიკამენტის სახით არაერთი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. რომელ სითხეზეა ლაპარაკი?

- ღვინოზე, ოღონდ ჰიპოკრატე სამკურნალოდ წყალგარეულ ღვინოს იყენებდა. ეს ღვინის მიღების ბერძნული წესია.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- "ვმეგობრობ", მაგრამ ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, დალევას ხშირად ვერ ვახერხებ.

- უნგრეთის ერთ-ერთი ქალაქის არქივში 200 წლის წინანდელი დოკუმენტი იპოვეს, რომლის მიხედვითაც ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებს უნდა გადაეხადა ე.წ. ბოლის გადასახადი. ეს თანხა სახანძრო სამსახურის შესანახად გამოიყენებოდა. ვის ახდევინებდნენ ამ გადასახადს?

- არ ვიცი, ვიმსჯელებ და იქნებ, გამოვიცნო... სახლში ვისაც ბუხარი ჰქონდა, მათ ხომ არა?

- არა. მიგანიშნებ, შენ რომ იმ პერიოდის უნგრეთში გეცხოვრა, აუცილებლად გადაგახდევინებდნენ, რადგან... უფრო მეტად ვეღად დავკონკრეტდები.

- ე.ი. იმის გამო ახდევინებდნენ, რაც მე მახასიათებს. თავზე ცოტა თმა რომ მაქვს და უფრო შემცივდება (იცინის)?

- არა.

- აბა, რატომ გადავიხდიდი? (პაუზის შემდეგ) გასაგებია, მწეველებს ახდევინებდნენ?

- როგორც იქნა, გამოიცანი.

- მშვენიერი წესი ჰქონიათ. ამ გადასახადს საქართველოშიც დავაწესებდი. თავადაც გადავიხდიდი და მერე მოწევას თავს დავანებებდი.

- რა გვარია მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟი - მარგო?

- ნამდვილად არ მახსოვს.

- ყაფლანიშვილი. ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 4-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა - 37-ჯერ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ძაღლზე.

- რა ჰქვია ვაშლის არაყს?

- არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, ვაშლისგან ღვინოსაც ამზადებენ.

- ვაშლის ღვინოს სიდრი ჰქვია, არაყს - კალვადოსი.

- დავიმახსოვრებ.

- ქალი და კაცი გზაზე მიდიან, მათ ვიღაც დაემგზავრება და ჰკითხავს, თქვენ ერთმანეთის რა ხართო? ქალი უპასუხებს: - ამ კაცის დედა, ჩემი დედის დედამთილიაო. გამოიცანი, ვინ არიან ერთმანეთისთვის ქალი და კაცი?

- როგორ? (კითხვის გამეორების შემდეგ) მამა-შვილი.

- რომელ დარგში არ გაიცემა ნობელის პრემია?

- მათემატიკაში.

- რატომ?

- ნობელის ცოლის საყვარელი იყო მათემატიკოსი. ნობელი მათემატიკოსებზე გაბრაზებული იყო და პრემიას მისცემდა?

- "39 საფეხური", "რებეკა", "ჩიტები", "ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა", "ფსიქო". ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ალფრედ ჰიჩკოკი.

- რა ამშვენებდა რომში კაპიტოლიუმის ბორცვს საუკუნეების განმავლობაში?

- არ ვიცი.

- გაიხსენე, რომელი ცხოველის წყალობით გადარჩნენ რომის დამაარსებელი ძმები რემუსი და რომულუსი?

- ძუ მგლის ქანდაკება იდგა.

- დაბოლოს, დაასრულე ციცერონის ცნობილი გამონათქვამი: "საუკეთესო სამკაული სუფთა"...

- სულია.

- "...სუფთა სინდისია".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"