პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მიიწვია ახალბედა ქართველი მომღერალი საფრანგეთში
ვინ მიიწვია ახალბედა ქართველი მომღერალი საფრანგეთში

პრო­ექ­ტის - "ახა­ლი ხმა" მო­ნა­წი­ლემ - ანი ღონ­ღა­ძემ მსმე­ნელს კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბით ნამ­დვი­ლად და­ა­მახ­სოვ­რა თავი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექტს "რინ­გის" ტურ­ში გა­მო­ე­თი­შა, მე­გობ­რებს ბო­ლომ­დე გვერ­დში ედგა და თით­ქმის ყო­ველ ტურ­ში, "ბე­ქებ­ში" მღე­რო­და.

ხალ­ხი მას კარ­გად არ იც­ნობს, თუმ­ცა დღეს ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად, ბევრ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს. ანი პა­რიზ­შიც იყო, სა­დაც მუ­სი­კის სფე­რო­ში გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე გა­დად­გა.

- ვერ ვი­ტყვი, რომ ბავ­შვო­ბი­დან სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ. თუმ­ცა ბაღ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ჩემ­მა პე­და­გოგ­მა, რომ ვმღე­რო­დი. 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სიმ­ღე­რას სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე ხელი. ალ­ბათ გახ­სოვთ, პირ­ველ არხზე იყო გა­და­ცე­მა: "წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა ნუცა ჯა­ნე­ლი­ძეს­თან ერ­თად". ჰოდა, პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ გა­და­ცე­მის წყა­ლო­ბით გა­მოვ­ჩნდი ეკ­რან­ზე. მარ­თა­ლია, მა­შინ ფი­ნალ­ში ვერ გა­ვე­დი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გი მქონ­და... რო­გორც კი პრო­ექ­ტის - "ახა­ლი ხმა" შე­სა­ხებ გა­ვი­გე, გა­დავ­წყვი­ტე, ბედი მე­ცა­და. მა­ნამ­დე ამ პრო­ექ­ტის უცხო­უ­რი ვა­რი­ან­ტი მქონ­და ნა­ნა­ხი და ისე მომ­წონ­და, რომ ერთი სული მქონ­და, მსგავს რა­ღა­ცას ჩვენ­თან რო­დის გა­ა­კე­თებ­დნენ.

- რო­გორც მახ­სოვს, "ჯე­ოს­ტარ­შიც" სცა­დე ბედი.

- კი. სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რო­ბის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ზე იოლი გზა რო­მე­ლი­მე მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა. "ჯე­ოს­ტარ­ში" კი ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ ამ პრო­ექ­ტის ფორ­მა­ტი ჩემს სტილ­ში არ ჯდე­ბო­და. სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან მომ­წონ­და "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია". თუმ­ცა ასა­კი არ მი­წყობ­და ხელს, რომ ამ პრო­ექ­ტში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. "იმე­დის დი­ლა­ში", "დუ­ე­ტე­ბის შო­უ­შიც" გა­მოვ­დი­ო­დი და 12 დუ­ე­ტი შე­ვას­რუ­ლე...

- არ გი­ფიქ­რია, სიმ­ღე­რა ჩა­გე­წე­რა, კლი­პი გა­და­გე­ღო და ამ გზით გამ­ხდა­რი­ყა­ვი პო­პუ­ლა­რუ­ლი?

- რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ჩვენ­თან მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხიც კი არ არის, კლი­პი რომ "და­ატ­რი­ა­ლო" და ხალ­ხმა ნა­ხოს. თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ ცნო­ბი­ლი უნდა გახ­დე და მერე გა­და­ი­ღო კლი­პი, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა, შენი ნა­მუ­შე­ვა­რი არა­ვინ მო­ის­მი­ნოს. "ახა­ლი ხმა" და­მეხ­მა­რა იმა­ში, რომ ხალ­ხს გა­ვე­ცა­ნი, ახლა კი ნამ­დვი­ლად ვა­პი­რებ კლი­პის გა­და­ღე­ბა­საც და სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა­საც.

- შენი მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი რო­გორ აფა­სე­ბენ იმას, რომ მღე­რი და სცე­ნა­ზე დგა­ხარ?

- ჩემი ოჯა­ხი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ძა­ლი­ან მი­წყობს ხელს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემ­ზე მე­ტა­დაც არი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი. რო­დე­საც კონ­კურ­სებ­ზე გა­მოვ­დი­ვარ, იმ­დე­ნად ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, რომ მათი დამ­შვი­დე­ბა მი­წევს ხოლ­მე. მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ჩემს კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მუდ­მე­ბით მო­დი­ან და მხარ­ში მიდ­გა­ნან.

- ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბის წრე­ში ტრი­ა­ლებ, მათ­თან ერ­თად გა­მო­დი­ხარ სცე­ნა­ზე...

- მარ­თა­ლია, ჯერ პო­პუ­ლა­რუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ კონ­ცერ­ტებ­ზე მა­ინც მე­ძა­ხი­ან და ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს... რო­დე­საც "ახალ ხმა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასეთ შე­დეგს თუ მი­ვაღ­წევ­დი. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ერთი ნა­ბი­ჯი წინსვლის­კენ. თა­ვი­დან იმა­საც ვფიქ­რობ­დი, "ახა­ლი ხმის" მე­ო­რე სე­ზონ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა - მიშა სუ­ლუ­ხი­ამ მა­შინ, როცა სა­ბუ­თე­ბის მი­ღე­ბამ­დე ერთი სა­ა­თი იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ვი­დეო გა­და­მი­ღო და პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს გა­უგ­ზავ­ნა, რის­თვი­საც მას მად­ლო­ბას ვუხ­დი!

- "ახა­ლი ხმის" პირ­ველ ტურ­ში ფინ­ქის სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლე და ისიც აღ­ნიშ­ნე, რომ შენი ოც­ნე­ბაა, მას­თან ერ­თად იმ­ღე­რო...

- ვფიქ­რობ, ფინ­ქი სხვა მომ­ღე­რა­ლი ქა­ლე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია. ხა­სი­ა­თი­თაც მგო­ნი, ვგა­ვარ. ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, მას­თან ერ­თად ვიმ­ღე­რო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მისი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან სხვა სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ კონ­კურ­სან­ტებს მოგ­ვცეს სია, სა­ი­და­ნაც არ­ჩე­ვა­ნი უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, - ანუ იმას ვერ ვიმ­ღე­რებ­დით, რაც გვსურ­და.

- "ბრმა" კას­ტინგზე შენ­კენ დათო და მე­რა­ბი შე­მობ­რუნ­დნენ...

- ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ­დი, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ და­თოს ან მა­ი­ა­სა და სტე­ფა­ნეს გუნდში ვიქ­ნე­ბო­დი... დათო საქ­მე­ში მკაც­რი იყო, თუმ­ცა მისი სა­ხით ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. პრო­ექ­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ერ­თმა­ნეთს ვამ­ხნე­ვებ­დით. სხვა ყვე­ლა­ფერს თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, "ახალ ხმა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ ღირ­და, რომ ბევ­რი კარ­გი მე­გო­ბა­რი შე­მე­ძი­ნა. ჩვენ ახ­ლაც, თით­ქმის ყო­ველ­დღე ვცდი­ლობთ, ერ­თმა­ნე­თი მო­ვი­კი­თხოთ და ვნა­ხოთ.

- "რინ­გის" შემ­დეგ პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შე. მარ­თა­ლია, და­თომ მომ­დევ­ნო ტურ­ში არ გა­და­გიყ­ვა­ნა, მაგ­რამ იტი­რა იმის გამო, რომ გა­გიშ­ვა. რო­გორ ფიქ­რობ, მისი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი იყო?

- პრო­ექ­ტში დარ­ჩე­ნა და სა­კუ­თა­რი თა­ვის უკე­თე­სად წარ­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან მინ­დო­და, მაგ­რამ და­თოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ალ­ბათ, სა­მარ­თლი­ა­ნი იყო; ნინი ბრეგ­ვა­ძე, ვის­თან ერ­თა­დაც მო­მი­წია "რინგზე" დგო­მამ, პრო­ექ­ტის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლეა. ზუს­ტად ვიცი, რომ და­თო­საც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა... ამ პრო­ექ­ტმა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა, შე­მიც­ვა­ლა გე­მოვ­ნე­ბაც. ხუ­თი­ვე მწვრთნე­ლის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. მო­მა­ვალ­ში თუ რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ, ეს მათი დამ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბა.

- პრო­ექ­ტი და­ტო­ვე, მაგ­რამ თით­ქმის ბოლო წუ­თამ­დე ეხ­მა­რე­ბო­დი ახალ­შე­ძე­ნილ მე­გობ­რებს და "ბე­ქებ­ში" მღე­რო­დი.

- პრო­ექტს რომ გა­მო­ვე­თი­შე, და­მი­რე­კეს და მთხო­ვეს, "ბე­ქებ­ში" მემ­ღე­რა. სხვა­თა შო­რის, ამან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა, უფრო მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ; ფიქ­რობ იმა­ზე, რომ სხვას არ გა­უ­ფუ­ჭო საქ­მე.

- ამ­ბო­ბენ, რომ სას­წავ­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში იყა­ვი წა­სუ­ლი.

- 10 წე­ლია, ჩემი მე­გო­ბა­რი პა­რიზ­ში ცხოვ­რობს. იქ სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. გა­სულ ზა­ფხულს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და ჩემი ნამ­ღე­რი რომ მო­ის­მი­ნა, მი­თხრა: ვი­დე­ოს გა­და­გი­ღე­ბო. მერე ჩა­ნა­წე­რი ერთ-ერთ სტუ­დი­ას უჩ­ვე­ნა, სა­ი­და­ნაც და­მი­კავ­შირ­დნენ და საფ­რან­გეთ­ში მი­მიწ­ვი­ეს. ვუ­თხა­რი, რომ ფრან­გუ­ლი არ ვი­ცო­დი. პე­და­გოგ­მა მი­თხრა, - ლონ­დონ­ში ვას­წავ­ლი­დი, ამი­ტომ შე­მიძ­ლია, ინ­გლი­სუ­რად გე­სა­უბ­როო. ის პა­რიზ­ში კონ­ცერტს ხში­რად აწყობს და ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­თა­ნაც მუ­შა­ობს. ერთი თვე ვო­კა­ლის მას­ტერკლა­სებ­ზე დავ­დი­ო­დი. პე­და­გო­გი მას­წავ­ლი­და სცე­ნა­ზე დგო­მას, რად­გან მქონ­და გარ­კვე­უ­ლი კომ­პლექ­სე­ბი და სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის წინ ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მოკ­ლედ, საფ­რან­გეთ­ში ყვე­ლა ეს კომ­პლექ­სი მო­მეხ­სნა და ბევ­რად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გავ­ხდი. ბო­ლოს, მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა, - უკვე შე­გიძ­ლია, რო­მე­ლი­მე ფრან­გულ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო.

- მერე, რა­ტომ არ დარ­ჩი?

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. ჰოდა, გა­მოც­დე­ბი მე­წყე­ბო­და და ვი­ფიქ­რე: წა­ვალ, ჩა­ვა­ბა­რებ და უკან დავ­ბრუნ­დე­ბი-მეთ­ქი. თა­ნაც მინ­დო­და, ამ პე­რი­ოდ­ში ფრან­გუ­ლი ენა მეს­წავ­ლა - საფ­რან­გეთ­ში კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას არ მოგ­ცე­მენ, თუ მათ ენას კარ­გად არ ფლობ; ფრან­გე­ბის­თვის მხო­ლოდ სიმ­ღე­რა არ არის საკ­მა­რი­სი. მერე მოხ­და ისე, რომ "ახა­ლი ხმის" კას­ტინ­გი გა­მო­ცხად­და და პა­რიზ­ში ვე­ღარ წა­ვე­დი. თუმ­ცა, ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ. სხვა­თა შო­რის, ჩემი პე­და­გო­გი "ახალ ხმას" თვალს ადევ­ნებ­და და პა­რი­ზი­დან მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, შე­ნიშ­ვნებ­საც მაძ­ლევ­და. ის ამა­ყობს ჩე­მით და "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზეც წერს, - ეს ჩემი სტუ­დენ­ტი­აო.

- ახლა რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- სიმ­ღე­რას ვწერ, მაგ­რამ ვის­თან ერ­თად, ამას ჯერ­ჯე­რო­ბით არ გე­ტყვით, ეს სი­ურპრი­ზია...

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა? შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თუ გყავს?

- (იცი­ნის) შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს და სხვა­თა შო­რის, ჯერ სე­რი­ო­ზუ­ლად არც არა­ვინ მყვა­რე­ბია. მოკ­ლედ, ამ მხრივ საქ­მე ცუ­დად მაქვს. რო­გო­რი ბი­ჭე­ბი მომ­წონს? - ჩემ­თვის მთა­ვა­რია, ჩემს რჩე­ულს ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი საქ­მე. პი­რა­დად მე, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო და მინ­და, ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რიც თა­ვის საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს...

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვინ მიიწვია ახალბედა ქართველი მომღერალი საფრანგეთში

ვინ მიიწვია ახალბედა ქართველი მომღერალი საფრანგეთში

პროექტის - "ახალი ხმა" მონაწილემ - ანი ღონღაძემ მსმენელს კარგად შესრულებული სიმღერებითა და განსაკუთრებული გარეგნობით ნამდვილად დაამახსოვრა თავი. მიუხედავად იმისა, რომ პროექტს "რინგის" ტურში გამოეთიშა, მეგობრებს ბოლომდე გვერდში ედგა და თითქმის ყოველ ტურში, "ბექებში" მღეროდა.

ხალხი მას კარგად არ იცნობს, თუმცა დღეს ცნობილ მომღერლებთან ერთად, ბევრ კონცერტში მონაწილეობს. ანი პარიზშიც იყო, სადაც მუსიკის სფეროში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა.

- ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ. თუმცა ბაღში აღმოაჩინა ჩემმა პედაგოგმა, რომ ვმღეროდი. 13 წლის ვიყავი, როდესაც სიმღერას სერიოზულად მოვკიდე ხელი. ალბათ გახსოვთ, პირველ არხზე იყო გადაცემა: "წარმატების ფორმულა ნუცა ჯანელიძესთან ერთად". ჰოდა, პირველად სწორედ ამ გადაცემის წყალობით გამოვჩნდი ეკრანზე. მართალია, მაშინ ფინალში ვერ გავედი, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგი მქონდა... როგორც კი პროექტის - "ახალი ხმა" შესახებ გავიგე, გადავწყვიტე, ბედი მეცადა. მანამდე ამ პროექტის უცხოური ვარიანტი მქონდა ნანახი და ისე მომწონდა, რომ ერთი სული მქონდა, მსგავს რაღაცას ჩვენთან როდის გააკეთებდნენ.

- როგორც მახსოვს, "ჯეოსტარშიც" სცადე ბედი.

- კი. საქართველოში პოპულარობის მისაღწევად ყველაზე იოლი გზა რომელიმე მუსიკალურ პროექტში მონაწილეობაა. "ჯეოსტარში" კი ვმონაწილეობდი, მაგრამ ამ პროექტის ფორმატი ჩემს სტილში არ ჯდებოდა. სამაგიეროდ, ძალიან მომწონდა "ვარსკვლავების აკადემია". თუმცა ასაკი არ მიწყობდა ხელს, რომ ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. "იმედის დილაში", "დუეტების შოუშიც" გამოვდიოდი და 12 დუეტი შევასრულე...

- არ გიფიქრია, სიმღერა ჩაგეწერა, კლიპი გადაგეღო და ამ გზით გამხდარიყავი პოპულარული?

- რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე მიფიქრია, მაგრამ ჩვენთან მუსიკალური არხიც კი არ არის, კლიპი რომ "დაატრიალო" და ხალხმა ნახოს. თან, საქართველოში ჯერ ცნობილი უნდა გახდე და მერე გადაიღო კლიპი, თორემ შეიძლება, შენი ნამუშევარი არავინ მოისმინოს. "ახალი ხმა" დამეხმარა იმაში, რომ ხალხს გავეცანი, ახლა კი ნამდვილად ვაპირებ კლიპის გადაღებასაც და სიმღერის ჩაწერასაც.

- შენი მშობლები, ახლობლები როგორ აფასებენ იმას, რომ მღერი და სცენაზე დგახარ?

- ჩემი ოჯახი ამ ყველაფერში ძალიან მიწყობს ხელს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემზე მეტადაც არიან მონდომებულები. როდესაც კონკურსებზე გამოვდივარ, იმდენად ნერვიულობენ, რომ მათი დამშვიდება მიწევს ხოლმე. მეგობრები და ახლობლები ჩემს კონცერტებზე გამუდმებით მოდიან და მხარში მიდგანან.

- ცნობილი მომღერლების წრეში ტრიალებ, მათთან ერთად გამოდიხარ სცენაზე...

- მართალია, ჯერ პოპულარული არ ვარ, მაგრამ კონცერტებზე მაინც მეძახიან და ეს ფაქტი ძალიან მახარებს... როდესაც "ახალ ხმაში" მონაწილეობა გადავწყვიტე, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთ შედეგს თუ მივაღწევდი. რატომღაც მეგონა, რომ ეს იქნებოდა ერთი ნაბიჯი წინსვლისკენ. თავიდან იმასაც ვფიქრობდი, "ახალი ხმის" მეორე სეზონში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა - მიშა სულუხიამ მაშინ, როცა საბუთების მიღებამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, ვიდეო გადამიღო და პროექტის ორგანიზატორებს გაუგზავნა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი!

- "ახალი ხმის" პირველ ტურში ფინქის სიმღერა შეასრულე და ისიც აღნიშნე, რომ შენი ოცნებაა, მასთან ერთად იმღერო...

- ვფიქრობ, ფინქი სხვა მომღერალი ქალებისგან გამორჩეულია. ხასიათითაც მგონი, ვგავარ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მასთან ერთად ვიმღერო. სიმართლე გითხრათ, მისი რეპერტუარიდან სხვა სიმღერის შესრულება მინდოდა, მაგრამ კონკურსანტებს მოგვცეს სია, საიდანაც არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა, - ანუ იმას ვერ ვიმღერებდით, რაც გვსურდა.

- "ბრმა" კასტინგზე შენკენ დათო და მერაბი შემობრუნდნენ...

- ჩემი მუსიკალური სტილიდან გამომდინარე, ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ დათოს ან მაიასა და სტეფანეს გუნდში ვიქნებოდი... დათო საქმეში მკაცრი იყო, თუმცა მისი სახით ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე. პროექტის ყველა მონაწილე ერთმანეთს ვამხნევებდით. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ახალ ხმაში" მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ ბევრი კარგი მეგობარი შემეძინა. ჩვენ ახლაც, თითქმის ყოველდღე ვცდილობთ, ერთმანეთი მოვიკითხოთ და ვნახოთ.

- "რინგის" შემდეგ პროექტს გამოეთიშე. მართალია, დათომ მომდევნო ტურში არ გადაგიყვანა, მაგრამ იტირა იმის გამო, რომ გაგიშვა. როგორ ფიქრობ, მისი ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო?

- პროექტში დარჩენა და საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენა ძალიან მინდოდა, მაგრამ დათოს გადაწყვეტილებაც ალბათ, სამართლიანი იყო; ნინი ბრეგვაძე, ვისთან ერთადაც მომიწია "რინგზე" დგომამ, პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. ზუსტად ვიცი, რომ დათოსაც ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება... ამ პროექტმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, შემიცვალა გემოვნებაც. ხუთივე მწვრთნელისგან ბევრი რამ ვისწავლე. მომავალში თუ რაიმე წარმატებას მივაღწევ, ეს მათი დამსახურება იქნება.

- პროექტი დატოვე, მაგრამ თითქმის ბოლო წუთამდე ეხმარებოდი ახალშეძენილ მეგობრებს და "ბექებში" მღეროდი.

- პროექტს რომ გამოვეთიშე, დამირეკეს და მთხოვეს, "ბექებში" მემღერა. სხვათა შორის, ამან დიდი გამოცდილება შემძინა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ; ფიქრობ იმაზე, რომ სხვას არ გაუფუჭო საქმე.

- ამბობენ, რომ სასწავლებლად საფრანგეთში იყავი წასული.

- 10 წელია, ჩემი მეგობარი პარიზში ცხოვრობს. იქ სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. გასულ ზაფხულს საქართველოში ჩამოვიდა და ჩემი ნამღერი რომ მოისმინა, მითხრა: ვიდეოს გადაგიღებო. მერე ჩანაწერი ერთ-ერთ სტუდიას უჩვენა, საიდანაც დამიკავშირდნენ და საფრანგეთში მიმიწვიეს. ვუთხარი, რომ ფრანგული არ ვიცოდი. პედაგოგმა მითხრა, - ლონდონში ვასწავლიდი, ამიტომ შემიძლია, ინგლისურად გესაუბროო. ის პარიზში კონცერტს ხშირად აწყობს და ცნობილ მომღერლებთანაც მუშაობს. ერთი თვე ვოკალის მასტერკლასებზე დავდიოდი. პედაგოგი მასწავლიდა სცენაზე დგომას, რადგან მქონდა გარკვეული კომპლექსები და სცენაზე გამოსვლის წინ ყოველთვის ძალიან ვნერვიულობდი. მოკლედ, საფრანგეთში ყველა ეს კომპლექსი მომეხსნა და ბევრად თავდაჯერებული გავხდი. ბოლოს, მასწავლებელმა მითხრა, - უკვე შეგიძლია, რომელიმე ფრანგულ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობაო.

- მერე, რატომ არ დარჩი?

- თეატრალურ უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ჰოდა, გამოცდები მეწყებოდა და ვიფიქრე: წავალ, ჩავაბარებ და უკან დავბრუნდები-მეთქი. თანაც მინდოდა, ამ პერიოდში ფრანგული ენა მესწავლა - საფრანგეთში კონკურსში მონაწილეობის უფლებას არ მოგცემენ, თუ მათ ენას კარგად არ ფლობ; ფრანგებისთვის მხოლოდ სიმღერა არ არის საკმარისი. მერე მოხდა ისე, რომ "ახალი ხმის" კასტინგი გამოცხადდა და პარიზში ვეღარ წავედი. თუმცა, ზაფხულში აუცილებლად წავალ. სხვათა შორის, ჩემი პედაგოგი "ახალ ხმას" თვალს ადევნებდა და პარიზიდან მგულშემატკივრობდა, შენიშვნებსაც მაძლევდა. ის ამაყობს ჩემით და "ფეისბუკის" გვერდზეც წერს, - ეს ჩემი სტუდენტიაო.

- ახლა რა გეგმები გაქვს?

- სიმღერას ვწერ, მაგრამ ვისთან ერთად, ამას ჯერჯერობით არ გეტყვით, ეს სიურპრიზია...

- პირად ცხოვრებაში რა ხდება? შეყვარებული თუ გყავს?

- (იცინის) შეყვარებული არ მყავს და სხვათა შორის, ჯერ სერიოზულად არც არავინ მყვარებია. მოკლედ, ამ მხრივ საქმე ცუდად მაქვს. როგორი ბიჭები მომწონს? - ჩემთვის მთავარია, ჩემს რჩეულს ჰქონდეს საკუთარი საქმე. პირადად მე, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო და მინდა, ჩემი მომავალი მეორე ნახევარიც თავის საქმეში წარმატებული იყოს...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება