მსახიობი მონიკა ბელუჩი ახალ ფილმში "Rhino Season"-ში იღებს მონაწილეობას. ირანელი რეჟისორის ბაჰმან გობადის ფილმი სასიყვარულო ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ირანში ვითარდება.
ვარსკვლავი ქალს, სახელად მინას განასახიერებს, რომელიც ქვეყანაში ირანის რევოლუციიდან 30 წლის შემდეგ ცხოვრობს. მონიკას ხშირად ეკითხებიან, რატომ დათანხმდა ამ როლს და როგორ შეძლო ევროპელმა ქალმა ირანელი გოგონას განსახიერება. ბელუჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს როლი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და გათავისება არ გასჭირვებია.
"ხალხი ხშირად მეკითხება, თავისუფალი ევროპელი ქალისთვის მინას განსახიერება რთულია თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ მინას პერსონაჟი ჩემი ბუნებისგან ძალიან შორსაა, მისი გაგება შემიძლია. იტალიაში დავიბადე და დაახლოებით 60 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში ქმარს ცოლის მოკვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ მამაკაცს არ აპატიმრებდნენ. დავიბადე ქვეყანაში, სადაც რამდენიმე წლის წინ ქორწინებისთვის ქალწულობა აუცილებელი პირობა იყო. მოვდივარ ქვეყნიდან, სადაც ყველა კაცი მაჩოობს და ქალს უფლებებისთვის ბრძოლა უწევს; იტალიელ ქალებს საკუთარი უფლებებისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლა უწევდათ და ეხლაც იგივე მდგომარეობაა", - განაცხადა მსახიობმა.
რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა მონიკა მილანში შოპინგის დროს შენიშნეს. მონიკა საცვლების განყოფილებაში იმყოფებოდა. პაპარაცებმა განაცხადეს, რომ შოპინგზე მყოფი ბელუჩი ჩვეულებისამებრ მიმზიდველი იყო. მსახიობმა ამჯერადაც საყვარელი ფერი, შავი შეარჩია. მონიკას თან მეგობარი ახლდა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.