პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი - პრემიერი ინფორმირებული იყო, რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩახალიანს საქართველოსთვის
ვანო მერაბიშვილი - პრემიერი ინფორმირებული იყო, რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩახალიანს საქართველოსთვის

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გუ­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ სო­მეხ პა­ტი­მარ ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ანს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სიმ­ბო­ლოს უწო­დებს.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ჩა­ხა­ლი­ა­ნი არის ბოლო წლე­ბის ჯა­ვა­ხუ­რი სე­პა­რა­ტიზ­მის სუ­ლის ჩამ­დგმე­ლი, იყო ლი­დე­რი 2003-2008 წლებ­ში იმ მოძ­რა­ო­ბი­სა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ა­ნი არის ჯა­ვა­ხეთ­ში ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მთა­ვა­რი მტე­რი და რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის და­უ­ფა­რა­ვი და მთა­ვა­რი ემი­სა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ამას­თან, რო­გორც ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პი­რა­დად იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს­გან, თუ ვინ არის ჩა­ხა­ლი­ა­ნი და რა ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია მას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც ახალ­მა მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო. ყვე­ლა სხვა სა­კითხს – ეკო­ნო­მი­კურს, პო­ლი­ტი­კურს თუ სა­კად­როს ეშ­ვე­ლე­ბა, მაგ­რამ არის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლის გა­დად­გმას გა­მო­უს­წო­რე­ბელ შე­დე­გე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ", - აცხა­დებს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

სო­მეხ­მა პა­ტი­მარ­მა ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ან­მა სა­პა­ტიმ­რო გუ­შინ და­ტო­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვანო მერაბიშვილი - პრემიერი ინფორმირებული იყო, რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩახალიანს საქართველოსთვის

ვანო მერაბიშვილი - პრემიერი ინფორმირებული იყო, რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩახალიანს საქართველოსთვის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი გუშინ გათავისუფლებულ სომეხ პატიმარ ვაჰაგნ ჩახალიანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს უწოდებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში ვანო მერაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ჩახალიანი არის ბოლო წლების ჯავახური სეპარატიზმის სულის ჩამდგმელი, იყო ლიდერი 2003-2008 წლებში იმ მოძრაობისა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს გაძლიერებისა და ასევე საქართველოდან რუსული ძალების გაყვანის წინააღმდეგ.

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი არის ჯავახეთში ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი და რუსეთის დაზვერვის დაუფარავი და მთავარი ემისარი საქართველოში.

ამასთან, როგორც ვანო მერაბიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირადად იყო ინფორმირებული, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და უშიშროების საბჭოსგან, თუ ვინ არის ჩახალიანი და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის.

"აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც ახალმა მთავრობამ მიიღო. ყველა სხვა საკითხს – ეკონომიკურს, პოლიტიკურს თუ საკადროს ეშველება, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლის გადადგმას გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

სომეხმა პატიმარმა ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო გუშინ დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა