რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო ნაწილების მეთაურების თანაშემწეებს, სპეციალური მეთოდოლოგიური მითითებები წვევამდელებისა და კონტრაქტით მომსახურეთა სექსუალური ორიენტაციის გამოვლენაში დაეხმარება.
საჭირო როკომენდაციები, სამხედრო უნივერსიტეტის მიერ 2005 წელს გამოშვებული ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოს საფუძველზე შეიქმნა. რეკომენდაციები ახალგაზრდა წვევამდელებთან ფსიქოლოგიური მუშაობის სრულ სპექტრს - ყაზარმული რეკეტიდან დაწყებული ნაციონალური და რელიგიური ასპექტებით დამთავრებული - მოიცავს.
რეკომენდაციების შესაბამისად, ადრეული სექსუალური გამოცდილება და მრავლობითი სექსუალური კონტაქტი, ასევე მიდრეკილება ალკოჰოლისადმი, ადრეულ ასაკში სახლიდან გაქცევა - ადამიანის არამდგრად ფსიქიკაზე მიუთითებს.
წვევამდელების ფსიქიკაში არსებული "გადახრები" სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელებმა, მათი საქმეების შესწავლის შემდეგ, ინდივიდუალური საუბრებისას უნდა გამოავლინონ.
შემდგომ ეტაპზე - ხელმძღვანელები ვალდებულნი იქნებიან, რომ წვევამდელის სხეული სვირინგების არსებობაზე შეამოწმონ. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება სახეზე და ყელზე, თეძოებსა და სასქესო ორგანოებზე არსებულ სვირინგებს უნდა მიექცეს. მათი არსებობა ჯარისკაცის სექსუალურ გადახრაზე შეიძლება მიუთითებდეს.
ახალი მეთოდოლოგიის შემოღებამ, რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრებს შორის, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილის აზრით, მსგავს სამუშაოს პროფესიონალი ფსიქოლოგები უნდა ატარებდნენ.
მომზადებულია topnews.ru-ის მიხედვით.