ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუცია ეხება მედიის თავისუფლებას ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის: საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. რეზოლუციაში მოხსენებულია საქართველოც. კერძოდ, საქართველოს რეზოლუციაში ორი - 20-ე და 21-ე პუნქტები ეთმობა.
"20. ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მთავრობამ თავიანთი ქვეყნის ”საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გაათავისუფლა თანამშრომლები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მაუწყებელზე თავიანთი პოლიტიკური ორიენტაციის გატარების მიზნით. ამასთან, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” შესთავაზა თავის კუთვნილ "მეცხრე არხთან" გაერთიანება, რომლის მფლობელიც მისი მეუღლეა და შეცვალა საქართველოს კანონი "მაუწყებლობის შესახებ".
21. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ”საზოგადოებრივ მაუწყებელში” განხორციელებულ მოულოდნელი ფინანსური შემოწმების გამო, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირებისგან აგრესიული ხასიათის პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი სადავო ცვლილების პარალელურად. ამ ნაბიჯებს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მეცხრე არხის" გაერთიანების შესახებ, რომლის მფლობელიც მისი მეუღლეა, ასევე მფლობელების ცვლილებას საქართველოს კერძო მედიაში", - აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.