მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეზარ ჩოჩელი დააკავეს
ცეზარ ჩოჩელი დააკავეს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი და­ა­კა­ვა. რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი, მას გა­მო­ძი­ე­ბა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­სა და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

კერ­ძოდ, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბი­სას უკა­ნო­ნოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და შპს "ნიუ ენერ­ჯის" საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

"იგი მფარ­ვე­ლო­ბას უწევ­და აღ­ნიშ­ნულ შპს-ს და ხელს უწყობ­და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ნაც­ვლოდ იგი უკა­ნო­ნოდ იღებ­და დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლებს და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის გზით აძ­ლევ­და კა­ნო­ნი­ერ სა­ხეს. 2010 წლის ზა­ფხულ­ში ცე­ზარ ჩო­ჩე­ლის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე შპს "ნიუ ენერ­ჯიმ" ჩოგ­ბურ­თის და კა­ლათ­ბურ­თის მო­ედ­ნე­ბის მო­სა­წყო­ბად თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა 61 845 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და თბი­ლის­ში, კერ­ძოდ, სო­ფელ დი­ღომ­ში ცე­ზარ ჩო­ჩე­ლის მე­უღ­ლის, სვეტ­ლა­ნა ჩო­ჩე­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში და­ა­მონ­ტა­ჟა. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 337 და 194 მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც 9-დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - აცხა­დე­ბენ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ცეზარ ჩოჩელი დააკავეს

ცეზარ ჩოჩელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დააკავა. როგორც საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მას გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობაში ადანაშაულებს.

კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორობისას უკანონოდ მონაწილეობდა შპს "ნიუ ენერჯის" საქმიანობაში.

"იგი მფარველობას უწევდა აღნიშნულ შპს-ს და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ იგი უკანონოდ იღებდა დიდი ოდენობით შემოსავლებს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს. 2010 წლის ზაფხულში ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე შპს "ნიუ ენერჯიმ" ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი და თბილისში, კერძოდ, სოფელ დიღომში ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 337 და 194 მუხლის მესამე ნაწილით, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ