პარტნიორები:

    მეგობრული რჩევა პრემიერ-მინისტრს თუ ცრუ დასმენა პოლიციის უფროსის მოსაცილებლად?

    მეგობრული რჩევა პრემიერ-მინისტრს თუ ცრუ დასმენა პოლიციის უფროსის მოსაცილებლად?

    დავით დარჩია არჩევნების წინ გამოჩნდა და ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბის წარმართვა დაავალა. პრემიერ-მინისტრის მეგობარს არჩევნების შემდეგ გურიის გუბერნატორობაზე გაუჩნდა ამბიცია.

    არჩევნების შემდეგ, გურიის სამხარეო პოლიციის უფროსად ირაკლი ალასანიას მეგობარი, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი თბილისელი ზაზა პეტრიაშვილი დაინიშნა. მასთან ძალიან ხშირად დადიოდნენ დავით დარჩია და კოტე შარაშენიძე, რომლებიც ამბობდნენ, რომ პოლიციის უფროსთან სტუმრობა, მხოლოდ გაცნობის მიზნით ხდებოდა და არანაირ პოლიტიკურ საკითხებზე არ საუბრობდნენ.

    თუმცა, მალე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით დარჩიამ და კოტე შარაშენიძემ ზაზა პეტრიაშვილს, ოზურგეთის პოლიციის უფროსის პოსტზე, ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელის ეროდი გორდელაძის დანიშვნა მოთხოვეს. თუმცა გორდელაძის კანდიდტურა დღემდე "დაბლოკილია". როგორც აღმოჩნდა, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით დარჩიას მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

    "სწორედ ამისთვის აზღვევინა პეტრიაშვილს "ქართული ოცნების" ოზურგეთის ლიდერმა და პრემიერ- მინისტრ ივანიშვილთან, სავარაუდოდ, იგი ცრუ ინფორმაციით დააბეზღა. ნაკლებად დამაჯერებელია ასეთი დაუფიქრებლობა პეტრიაშვილის მხრიდან, რადგან ოზურგეთში ყველამ კარგად იცის, ვინ არის დავით დარჩია ბიძინა ივანიშვილისთვის", - ამბობენ ოზურგეთში.

    სრული ვერსია

    ”გურია ნიუსი”

    იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

    ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

    ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა