პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი იქნება დასუფთავების მოსაკრებელი
რამდენი იქნება დასუფთავების მოსაკრებელი

და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლურ თე­მად რჩე­ბა, რად­გან საკ­რე­ბუ­ლო­ში შე­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­საძ­ლოა კვლავ ზღვრუ­ლი მო­საკ­რე­ბე­ლი და­წეს­დეს. მო­საკ­რებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ერთ სულ­ზე თვე­ში 3 ლარს, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 1 მ3 ნარ­ჩენ­ზე 25 ლარს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს. სწო­რედ ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს ქალ­ბა­ტონ თინა ხი­და­შე­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის - თბი­ლი­სის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც საკ­რე­ბუ­ლო­შიც ცხა­რე დე­ბა­ტე­ბი გა­მო­იწ­ვია და მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც. ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ჯაბა სა­მუ­ში­ას ვთხო­ვეთ:

- მინ­და, მკი­თხვე­ლი და­ვამ­შვი­დო და ვუ­თხრა, რომ აქ სა­უ­ბა­რია ზედა ზღვარ­ზე, ანუ რაც უნდა მოხ­დეს, და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი სამ ლარ­ზე მეტი არ იქ­ნე­ბა. თა­ნაც, და­სუფ­თა­ვე­ბის მო­საკ­რებ­ლის ოდე­ნო­ბის დად­გე­ნა პარ­ლა­მენ­ტის კომ­პე­ტენ­ცია არ არის, ეს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის საქ­მეა. სწო­რედ საკ­რე­ბუ­ლომ უნდა და­ად­გი­ნოს, რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა თბი­ლის­ში და­სუფ­თა­ვე­ბის მო­საკ­რე­ბე­ლი. ამას­თა­ნა­ვე, ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია, რა­ტომ წა­მო­ა­ყე­ნა ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა თინა ხი­და­შელ­მა: ქალ­ბა­ტო­ნი თინა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი იყო და მსგავს თე­მებ­ზე ერ­თად გვიხ­დე­ბო­და ბრძო­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ. ისიც ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ეს სა­კი­თხი უკვე პარ­ლა­მენ­ტის დო­ნე­ზე გა­და­წყდე­ბა, რი­თაც ერთხელ და სა­მუ­და­მოდ დას­რულ­დე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხა­დის უაზ­რო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე მხა­რეს, ანუ კონ­კრე­ტუ­ლად ტა­რიფს, აქ ორი სა­კი­თხი იკ­ვე­თე­ბა: პირ­ვე­ლი - ჯერ ტა­რი­ფი დად­გე­ნი­ლი არ არის, ამი­ტო­მაც, ფიქ­რი იმა­ზე, რომ ის შე­იძ­ლე­ბა 3 ლარი გახ­დეს, ნა­ად­რე­ვია, პარ­ლა­მენ­ტი რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ზედა ზღვარს აწე­სებს, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა კი ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, პრო­ექ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია შუ­ა­ლე­დი - 0-დან 3 ლა­რამ­დე, ესე იგი, ტა­რი­ფი შე­იძ­ლე­ბა იყოს 3 ლარი და 5 თეთ­რიც კი. ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა იმ­სჯე­ლებს, და­ად­გენს გარ­კვე­ულ ტა­რიფს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებთ კონ­კრე­ტულ ციფ­რებ­ზე.

- ბა­ტო­ნო ჯაბა, მე­ო­რე სა­კი­თხი რა არის?

- ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს ის, რომ თან­ხა, რო­მე­ლიც დღეს გა­მო­ყო­ფი­ლია ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბი­სათ­ვის, ხე­ლოვ­ნუ­რად არის გაზ­რდი­ლი: 48 მი­ლი­ო­ნი ლარი თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის შვიდ თუ რვა პრო­ცენტს უტოლ­დე­ბა, რაც საკ­მა­ოდ დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ანა­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სი შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ია­ფად მი­ვი­ღოთ. მე თქვენს გა­ზეთ­თან ად­რეც მით­ქვამს: 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მსოფ­ლი­ოს არც ერთ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქა­ლაქ­ში ცო­ცხი­ა­ნი მე­ე­ზო­ვე­ე­ბი ქა­ლაქს არ ასუფ­თა­ვე­ბენ-მეთ­ქი. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა, უახ­ლე­სი ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის სის­ტე­მა­საც გა­ა­ი­ა­ფებს და ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტი­ანს გახ­დის. კი­დევ ერთ პრობ­ლე­მას უნდა შე­ვე­ხო: სა­ბო­ლო­ოდ ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, რა ღირს ეს სერ­ვი­სი. არა­ვინ იცის, თბი­ლის­ში რამ­დე­ნი კვე­ბის ობი­ექ­ტი, რამ­დე­ნი რეს­ტო­რა­ნი ან რამ­დე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და ოფი­სია, ისი­ნი საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის გა­და­სა­ხადს იხ­დი­ან, მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე აღა­რა­ფერს ვი­ტყვი... სწო­რედ ამი­ტომ, ეს სფე­რო სა­გულ­და­გუ­ლოდ იყო და­ხუ­რუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ. მხო­ლოდ ორი­ო­დე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი რამ­დე­ნი კაცი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში, მა­ნამ­დე კი ეს სფე­რო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. ამი­ტო­მაც გვაქვს სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რი და ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი. კერ­ძოდ - რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი ამ სფე­რო­ში? რა­ტომ არ იყე­ნე­ბენ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­კე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კას მა­შინ, როცა მთე­ლი მსოფ­ლიო თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზეა გა­და­სუ­ლი? რა­ტომ­ ხდე­ბა, რომ თოვ­ლის მოს­ვლის შემ­დეგ ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი მხო­ლოდ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში იყ­რე­ბა, ხოლო შე­და­რე­ბით მო­შო­რე­ბულ უბ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა და გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს? - ამ პრობ­ლე­მებს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მოკ­ვლე­ვა და პა­სუ­ხის გა­ცე­მა სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ვიდ­რე სა­ბო­ლო­ოდ არ დად­გინ­დე­ბა, რა ღირს დე­და­ქა­ლაქ­ში და­სუფ­თა­ვე­ბის სერ­ვი­სი, ვიდ­რე საკ­რე­ბუ­ლოს მიერ არ დად­გინ­დე­ბა ოპ­ტი­მა­ლუ­რი ზღვა­რი, მა­ნამ­დე არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა თქვას, რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი.

- ბა­ტო­ნო ჯაბა, თუ იცით, და­ახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი?

- და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ საკ­რე­ბუ­ლო­ში ჩა­ტარ­და ამ სფე­როს კვლე­ვა. რო­გორც მახ­სოვს, მა­შინ ეს თან­ხა მერ­ყე­ობ­და 1,5-1,7 ლა­რამ­დე. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბით, რომ ეს შუ­ა­ლე­დი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, თუმ­ცა საკ­რე­ბუ­ლოს ზო­გი­ერ­თმა წევ­რმა გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი ერთ ლარ­ზე მეტი არ უნდა იყოს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რამდენი იქნება დასუფთავების მოსაკრებელი

რამდენი იქნება დასუფთავების მოსაკრებელი

დასუფთავების გადასახადი დღემდე აქტუალურ თემად რჩება, რადგან საკრებულოში შევიდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა კვლავ ზღვრული მოსაკრებელი დაწესდეს. მოსაკრებლის რაოდენობა ერთ სულზე თვეში 3 ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, 1 მ3 ნარჩენზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. სწორედ ამას ითვალისწინებს ქალბატონ თინა ხიდაშელის მიერ მომზადებული "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების პროექტი, რომელმაც საკრებულოშიც ცხარე დებატები გამოიწვია და მოსახლეობაშიც. ამ საკითხის განხილვა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას ვთხოვეთ:

- მინდა, მკითხველი დავამშვიდო და ვუთხრა, რომ აქ საუბარია ზედა ზღვარზე, ანუ რაც უნდა მოხდეს, დასუფთავების გადასახადი სამ ლარზე მეტი არ იქნება. თანაც, დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის დადგენა პარლამენტის კომპეტენცია არ არის, ეს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმეა. სწორედ საკრებულომ უნდა დაადგინოს, რამდენი იქნება თბილისში დასუფთავების მოსაკრებელი. ამასთანავე, ჩემთვის გასაგებია, რატომ წამოაყენა ეს ინიციატივა თინა ხიდაშელმა: ქალბატონი თინა თბილისის საკრებულოს წევრი იყო და მსგავს თემებზე ერთად გვიხდებოდა ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. ისიც ძალიან კარგია, რომ ეს საკითხი უკვე პარლამენტის დონეზე გადაწყდება, რითაც ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის უაზრო გაერთიანება. რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ კონკრეტულად ტარიფს, აქ ორი საკითხი იკვეთება: პირველი - ჯერ ტარიფი დადგენილი არ არის, ამიტომაც, ფიქრი იმაზე, რომ ის შეიძლება 3 ლარი გახდეს, ნაადრევია, პარლამენტი როგორც მოგახსენეთ, ზედა ზღვარს აწესებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ დააკვირდებით, პროექტში მითითებულია შუალედი - 0-დან 3 ლარამდე, ესე იგი, ტარიფი შეიძლება იყოს 3 ლარი და 5 თეთრიც კი. ქალაქის თვითმმართველობა იმსჯელებს, დაადგენს გარკვეულ ტარიფს და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებთ კონკრეტულ ციფრებზე.

- ბატონო ჯაბა, მეორე საკითხი რა არის?

- ჩემი აზრით, ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ თანხა, რომელიც დღეს გამოყოფილია ქალაქის დასუფთავებისათვის, ხელოვნურად არის გაზრდილი: 48 მილიონი ლარი თბილისის ბიუჯეტის შვიდ თუ რვა პროცენტს უტოლდება, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, ანალოგიური სერვისი შეიძლება გაცილებით იაფად მივიღოთ. მე თქვენს გაზეთთან ადრეც მითქვამს: 21-ე საუკუნეში მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქალაქში ცოცხიანი მეეზოვეები ქალაქს არ ასუფთავებენ-მეთქი. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, უახლესი ტექნიკის გამოყენება ქალაქის დასუფთავების სისტემასაც გააიაფებს და ამ მომსახურებას გაცილებით ეფექტიანს გახდის. კიდევ ერთ პრობლემას უნდა შევეხო: საბოლოოდ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ღირს ეს სერვისი. არავინ იცის, თბილისში რამდენი კვების ობიექტი, რამდენი რესტორანი ან რამდენი დაწესებულება და ოფისია, ისინი საკმაო რაოდენობის გადასახადს იხდიან, მოსახლეობაზე აღარაფერს ვიტყვი... სწორედ ამიტომ, ეს სფერო საგულდაგულოდ იყო დახურული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. მხოლოდ ორიოდე თვის წინ გახდა ცნობილი რამდენი კაცი იყო დასაქმებული დასუფთავების სამსახურში, მანამდე კი ეს სფერო გასაიდუმლოებული იყო. ამიტომაც გვაქვს სავსებით ლოგიკური და ლეგიტიმური კითხვები. კერძოდ - რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში? რატომ არ იყენებენ დასუფთავების სამსახურის მუშაკები თანამედროვე ტექნიკას მაშინ, როცა მთელი მსოფლიო თანამედროვე ტექნოლოგიებზეა გადასული? რატომ­ ხდება, რომ თოვლის მოსვლის შემდეგ ტექნიკური მარილი მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებში იყრება, ხოლო შედარებით მოშორებულ უბნებში მოსახლეობას გადაუჭრელი პრობლემები ექმნება და გადაადგილება უჭირს? - ამ პრობლემებს საფუძვლიანი გამოკვლევა და პასუხის გაცემა სჭირდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ვიდრე საბოლოოდ არ დადგინდება, რა ღირს დედაქალაქში დასუფთავების სერვისი, ვიდრე საკრებულოს მიერ არ დადგინდება ოპტიმალური ზღვარი, მანამდე არავის აქვს უფლება თქვას, რამდენი იქნება დასუფთავების გადასახადი.

- ბატონო ჯაბა, თუ იცით, დაახლოებით რამდენი შეიძლება იყოს დასუფთავების გადასახადი?

- დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ საკრებულოში ჩატარდა ამ სფეროს კვლევა. როგორც მახსოვს, მაშინ ეს თანხა მერყეობდა 1,5-1,7 ლარამდე. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს შუალედი შევინარჩუნოთ, თუმცა საკრებულოს ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დასუფთავების გადასახადი ერთ ლარზე მეტი არ უნდა იყოს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"