მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გახდა ლიონელ მესი სალომე გოგიაშვილის 4 წლის შვილის ფანი
როგორ გახდა ლიონელ მესი სალომე გოგიაშვილის 4 წლის შვილის ფანი

მე­სა­მედ გა­თხო­ვე­ბის გამო ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი არა­ერ­თხელ აღ­მოჩ­ნდა კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში. თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი და ოჯა­ხის წევ­რე­ბის აზ­რია. ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უპირ­ვე­ლე­სად, შვი­ლებ­ზე ფიქ­რობს. როცა რო­მე­ლი­მე ავად ჰყავს, ბავ­შვე­ბის ოთა­ხი­დან ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი გა­იყ­ვანს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ლო­მე "გიჟი დე­დაა" და მი­ნი­მუმ, კი­დევ ორი შვი­ლის გა­ჩე­ნას გეგ­მავს, რად­გან მისი აზ­რით, - "შვი­ლის ყო­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს"...

- მე და ჩემი მე­უღ­ლე დიდი ხნის მან­ძილ­ზე ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ჩვენს შვი­ლებს ერ­თურ­თი მხო­ლოდ მას მერე გა­ვა­ცა­ნით, როცა დავ­რწმუნ­დით, რომ ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით. ნე­ბის­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სას პირ­ველ რიგ­ში, შვი­ლებ­ზე ვფიქ­რობ. იყო დრო, როცა ჩემ მიერ გა­დად­გმუ­ლი არას­წო­რი ნა­ბი­ჯის გამო ჩემ­მა ორი­ვე შვილ­მა ტრავ­მა მი­ი­ღო. ამ­ჯე­რად ვფიქ­რობ, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რად­გან ვა­ხოს სა­ხით ჩემ­მა უფ­როს­მა შვილ­მა ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი, უმ­ცროს­მა - მამა შე­ი­ძი­ნა; ასე­ვე, ვა­ხოს შვი­ლე­ბის - სან­დრო­სა და და­თუ­ნას სა­ხით ახლა უკვე ორი ძმა ჰყავთ. მოკ­ლედ, ჩვენ ერთი დიდი ოჯა­ხი გვაქვს.

- ბავ­შვებს ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა ხომ არ გა­უ­ჭირ­დათ?

- თა­ვი­დან ეს მო­მენ­ტი ჰქონ­დათ, თუმ­ცა, თა­ვად ვახო ისე­თი კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იზ­რუ­ნა, ეს პრო­ცე­სი ბავ­შვე­ბის­თვის, რაც შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი და უმ­ტკივ­ნე­უ­ლო ყო­ფი­ლი­ყო... ცი­ბუ­კა ჯერ ვე­რა­ფერს ხვდე­ბა. მან უბ­რა­ლოდ იცის, რომ მამა - ვა­ხოა. როცა გა­იზ­რდე­ბა და სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი, ყვე­ლა­ფერს მო­ვუყ­ვე­ბი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ კაცი და არა­კა­ცი ერ­თმა­ნე­თის­გან გა­არ­ჩი­ოს; უნდა იცო­დეს, რო­გო­რი არ უნდა იყოს, რისი გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა; გა­ი­გოს, რა გა­მო­იწ­ვია მა­მა­მი­სის საქ­ცი­ელ­მა და და­ა­ფა­სოს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც მე შევ­ძე­ლი, ჯან­სა­ღი და ჯან­მრთე­ლი შვი­ლე­ბი მყო­ლო­და. მინ­და, ვა­ხოს მი­მართ გა­ას­მა­გე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა ჰქონ­დეს, რად­გან ის სწო­რედ ვა­ხომ გა­ზარ­და და ზუს­ტად ისე­ვე ანე­ბივ­რებს, რო­გორც სან­დრო­სა და და­თუ­ნას.

- ახა­ლი წელი რო­გორ გა­ა­ტა­რეთ?

- ახალ წელს ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში შევ­ხვდი. ახა­ლი წლის ღა­მეს რა­ღაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! კი მქონ­და, მაგ­რამ ვა­ხომ მთხო­ვა, - არ­სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი და მეც, შინ დავ­რჩი. მო­ვამ­ზა­დე კერ­ძე­ბი, დავ­პა­ტი­ჟეთ ჩემი და ვა­ხოს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ყვე­ლა ერ­თად, გემ­რი­ე­ლად შევ­ხვდით ახალ წელს.

- თოვ­ლის ბა­ბუ­ამ მო­ას­წრო თქვენ­თან მოს­ვლა?

- მაშ­კამ პირ­და­პირ მი­თხრა, რაც უნ­დო­და, ცი­ბუ­კამ კი წე­რი­ლი და­წე­რა და ნაძ­ვის ხეში ჩა­მა­ლა, რომ თოვ­ლის ბა­ბუ­ას გარ­და, არა­ვის ენა­ხა. მეც მივ­წე­რე წე­რი­ლი თოვ­ლის ბა­ბუ­ას და მან ყვე­ლა­ნი გაგ­ვა­ხა­რა (იცი­ნის).

- მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობთ. სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­და­მოდ წას­ვლას ხომ არ გეგ­მავთ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ვიცი, სა­ზღვარ­გა­რეთ ამ ყვე­ლაფ­რის და­წყე­ბა ნუ­ლი­დან მო­მი­წევს, წას­ვლა­ზე მა­ინც ვფიქ­რობ ხოლ­მე. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ცხოვ­რებ­დი ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბავ­შვე­ბიც კარ­გად ის­წავ­ლი­ან და მეც კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­ცხოვ­რებ. პე­რი­ო­დუ­ლად, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვი­დო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან მე­გობ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა დიდ­ხანს არ შე­მიძ­ლია. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მეც და ვა­ხოც მზად ვართ იმის­თვის, რომ ქვეყ­ნი­დან წა­ვი­დეთ, თუ რა თქმა უნდა, ამას მისი ან ჩემი კა­რი­ე­რა მო­ი­თხოვს.

- გა­იხ­სე­ნე შენ­თვის, რო­გორც დე­დის­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი...

- ყვე­ლა დე­დას რთუ­ლი პე­რი­ო­დი მა­შინ აქვს, როცა მისი შვი­ლი ავად არის. შე­იძ­ლე­ბა იდე­ა­ლუ­რი დედა არ ვარ, მაგ­რამ არ მეს­მის იმ ქა­ლის, ვი­საც შე­უძ­ლია, სი­ცხი­ა­ნი შვი­ლი შინ და­ტო­ვოს, თა­ვად საქ­მე­ზე წა­ვი­დეს და ბავ­შვზე არც ინერ­ვი­უ­ლოს. როცა ჩემს შვილს სი­ცხე აქვს, თავს ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ, ასეთ დროს ოთა­ხი­დან ვე­რა­ვინ გა­მიყ­ვანს.

- თუკი რა­ი­მე გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე გაქვს, რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?..

- მერ­წმუ­ნე, ასეთ დროს შვი­ლის გარ­და, არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს! ერთ-ერთი პრო­ექ­ტის ჟი­უ­რის წევ­რი ვი­ყა­ვი და პირ­და­პირ ეთერ­ში მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! სკა­მი­დან გად­მო­ვარ­და და ისე შევ­შინ­დი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დავ­რე­კე, - ვერ მო­ვალ-მეთ­ქი. გა­და­ცე­მა უვარ­დე­ბო­დათ, მაგ­რამ ესეც არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და: ვიდ­რე შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ წა­ვიყ­ვა­ნე და იმა­ში არ დავ­რწმუნ­დი, რომ სა­ში­ში არა­ფე­რი იყო, ვერ მი­ვა­ტო­ვე. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მა­შინ მი­ვე­დი, როცა გა­და­ცე­მა მთავ­რდე­ბო­და... სამი წლის წინ მაშ­კას ბრმა ნაწ­ლა­ვის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა დას­ჭირ­და და მა­შინ დე­დას ვუ­თხა­რი: რომ მცოდ­ნო­და, ამ­დე­ნი უნდა მე­ნერ­ვი­უ­ლა, შვილს არა­სო­დეს გა­ვა­ჩენ­დი-მეთ­ქი... მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, მზად ვარ, კი­დევ 2 შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნო. ვფიქ­რობ, ქა­ლის­თვის შვი­ლის ყო­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს. როცა ავად ვარ ან რა­მე­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ, მაშ­კა გვერ­დით მიწ­ვე­ბა და მარ­წმუ­ნებს, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ ღირს; ცდი­ლობს, და­მამ­შვი­დოს და თუ ცუ­დად ვარ, მივ­ლის კი­დეც... ცი­ბუ­კა ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­მო­ძალ­ვი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი (იცი­ნის): ერთი კოც­ნის­თვის, ჩა­ხუ­ტე­ბის­თვის რა­ღაც უნდა აჩუ­ქო.

- ბავ­შვე­ბის მოვ­ლა, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, სამ­სა­ხუ­რი - ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ ას­წრებ? დროს რო­გორ ანა­წი­ლებ?

- სახ­ლში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი გვყავს, რო­მელ­ზეც სი­ტყვა - "ძი­ძას" თქმა ცოტა არ იყოს, მე­ხა­მუ­შე­ბა. ის ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია. ცი­ბუ­კა ბე­ბოს ეძა­ხის. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ლია ყვე­ლა­ზე დიდი შე­ნა­ძე­ნია. ის არა მარ­ტო ბავ­შვებ­ზე, ხში­რად ჩემ­სა და ჩემს მე­უღ­ლე­ზეც ზრუ­ნავს. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, ბავ­შვებს მა­ინც დე­დის ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. ამი­ტო­მაც, როცა სამ­სა­ხუ­რი­დან დაღ­ლი­ლი მოვ­დი­ვარ, თავს დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ და ბავ­შვებ­თან ერ­თად ყი­რა­ზე გა­დავ­დი­ვარ ხოლ­მე (იცი­ნის).

- რო­გორც ჩანს, "გიჟი დედა" ხარ. ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი შიშ­ში თუ გა­დაგ­დის ხოლ­მე?

- ასე­თი შიში მათი ჩვი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში უფრო მე­ტად მქონ­და. მა­შინ მარ­თლაც, ათას სი­სუ­ლე­ლე­სა და სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ნელ-ნელა და­ვარ­წმუ­ნე თავი, რომ ამა­ზე ფიქ­რი არ ღირს... გან­ზრა­ხუ­ლი მაქვს, მო­მა­ვალ­ში ცი­ბუ­კა სპორ­ტით დავ­ტვირ­თო. ის აუ­ცი­ლებ­ლად, ფეხ­ბურ­თე­ლი უნდა გა­მო­ვი­დეს; ეს ისე ძა­ლი­ან მინ­და, რომ უკვე ყვე­ლა "და­ვარ­წმუ­ნე", მო­მა­ვალ­ში ჩემი ბიჭი აუ­ცი­ლებ­ლად, მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლი იქ­ნე­ბა (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ვა­ხოს მე­გო­ბა­რი ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს და მე­სის მე­ზო­ბე­ლია. მას ვთხო­ვე და მე­სის მა­ი­სუ­რი გა­მო­ვაგ­ზავ­ნი­ნე, მი­სი­ვე ხელ­წე­რით: "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შენ მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლი იქ­ნე­ბი, მე კი შენი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი"; მა­ი­სურს მე­ო­რე მხა­რეს "ციბუ" აწე­რია.

- ამით, დედა უფრო ბედ­ნი­ე­რია თუ შვი­ლი?

- დედა უბედ­ნი­ე­რე­სია, შვი­ლი კი ჯერ­ჯე­რო­ბით, ვე­რა­ფერს ხვდე­ბა.

- სა­ხე­ლი - ცი­ბუ­კა საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რად ჟღერს...

- როცა და­ი­ბა­და, ჩემ­და უნე­ბუ­რად, ასე­თი მო­სა­ფე­რე­ბე­ლი სა­ხე­ლი წარ­მოვ­თქვი. ჰოდა, ახლა და­თუ­ნა რომ და­უ­ძა­ხო, არც შე­მოგ­ხე­დავს.

- რო­გორ ფიქ­რობ, რო­დის არის ქალი შემ­დგა­რი - როცა სრულ­ფა­სო­ვა­ნი დედა და დი­ა­სახ­ლი­სია თუ როცა თა­ვის პრო­ფე­სი­ა­შია წარ­მა­ტე­ბუ­ლი?

- ვფიქ­რობ, ეს ორი რამ ერ­თმა­ნეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა შენი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო და კარ­გი კა­რი­ე­რა გქონ­დეს, მაგ­რამ რად გინ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუკი გვერ­დით არა­ვინ გყავს? იგი­ვეა მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­შიც - შე­იძ­ლე­ბა გყავს შვი­ლე­ბი, ოჯა­ხი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას თუ ვერ ახ­დენ, ეს ფაქ­ტი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დაგ­ტან­ჯავს. ძლი­ე­რი ქალი ყო­ველ­თვის იმას უნდა ეცა­დოს, რომ ოჯა­ხის გარ­და, საქ­მე­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. ქალ­მა უნდა იცო­დეს, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას შეძ­ლებს.

- გა­და­ცე­მამ - "ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბის კლუ­ბი" რა­ი­მე­ზე თვა­ლი ხომ არ აგი­ხი­ლა?

- რო­გორ არა! იმ პე­რი­ოდ­ში და­ვი­ნა­ხე, თუ რამ­დე­ნი თვა­ლით უხი­ლა­ვი ჭუ­ჭყია გარ­შე­მო. ტრა­გე­დია ის კი არ არის, რომ ოჯა­ხებ­ში ხდე­ბა ძა­ლა­დო­ბა, არა­მედ ის, რომ არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში მცხოვ­რე­ბი ქალი მხო­ლოდ იმი­ტომ არ მო­დის ქმრის სახ­ლი­დან, რომ "ვინ­მემ რამე არ თქვას". ჩვენ მი­ვე­ცით გა­და­ცე­მის გმი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა, სხვა მხრი­დან შე­ე­ხე­დათ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის­თვის. ბევრ მათ­განს თურ­მე, რამ­დენ­ჯერ­მე თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბაც კი ჰქონ­და. ნა­ცე­მი დე­დის ყუ­რე­ბა ბავ­შვის­თვის უფრო მეტი ტრა­გე­დი­აა, ვიდ­რე ცოლ-ქმრის და­შო­რე­ბა. ამ გა­და­ცე­მამ და­მარ­წმუ­ნა, რომ წარ­სულ­ში, ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე სა­რის­კო, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და ამის შეგ­რძნე­ბამ კი­დევ უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა.

- როცა მე­სა­მედ გა­თხოვ­დი, საკ­მა­ოდ ბევ­რი კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღე. მსგავ­სი კო­მენ­ტა­რე­ბი არ გთრგუ­ნავს?

- ამ ყვე­ლაფ­რის გამო გა­მუდ­მე­ბით მაკ­რი­ტი­კე­ბენ, მაგ­რამ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რას იტყვი­ან უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი; ჩემ­თვის მთა­ვა­რი ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის აზ­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლის­ში, ადა­მი­ა­ნებს წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ეზი­ზღე­ბათ. კარ­გს მხო­ლოდ მას­ზე იტყვი­ან, თუ გა­ი­გე­ბენ, რომ სა­სიკ­ვდი­ლო სა­რე­ცელ­ზეა, კი­ბოს ბოლო სტა­დია აქვს. ასეთ დროს ბევ­რჯერ გა­ლან­ძღულ ადა­მი­ა­ნებ­საც კი წმინ­და­ნად აცხა­დე­ბენ... თუ პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ, ყვე­ლა ცდი­ლობს ზე­მო­დან გი­ყუ­როს იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ის შენ­ზე მა­გა­რია...

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებთ?

- სა­ნამ გავ­თხოვ­დე­ბო­დი, ვი­ყა­ვი ყველ­გან და ყო­ველ­თვის... გავ­თხოვ­დი და მივ­ხვდი, რომ არ­სად სი­ა­რუ­ლი აღარ მინ­და, ახლა უკვე ჩუს­ტებ­ზე ვგიჟ­დე­ბი (იცი­ნის). მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სახ­ლი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით მო­ვა­წყვეთ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ვა­ხოს­თან ერ­თად კარ­გი ფილ­მის ნახ­ვა. ვცდი­ლობ, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი ვი­ყი­დო, რათა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მის მომ­ზა­დე­ბა­ში არ დავ­კარ­გო. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ როცა ქუ­ჩა­ში გავ­დი­ვარ, ერთი სული მაქვს, შინ მალე დავ­ბრუნ­დე.

- გა­თხო­ვი­ლი ად­რეც იყა­ვი. მა­ში­ნაც ასე იყო?

- არა, მა­შინ ასე ნამ­დვი­ლად არ იყო. ვფიქ­რობ, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი და გა­დამ­წვა­რი სა­ლო­მე ამ­ჯე­რად დამ­შვიდ­და...

- ქორ­წი­ლის გა­დახ­დას თუ აპი­რებთ?

- ჩემი მე­უღ­ლე სი­ურპრი­ზე­ბის მხრივ უკონ­ტრო­ლოა (იცი­ნის). მკაც­რად მყავს გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ნა­ირ სი­ურპრიზს მი­ვი­ღებ, გარ­და - ქორ­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბულს. ქორ­წი­ლი ალ­ბათ, ზა­ფხულ­ში გვექ­ნე­ბა.

- შვი­ლის გა­ჩე­ნას ახლო მო­მა­ვალ­ში აპი­რებთ?

- ახლა, უკვე ახლო მო­მა­ვალ­ში. თა­ვი­დან სა­ერ­თო შვი­ლის ყო­ლა­ზე არ ვფიქ­რობ­დით, მაგ­რამ ახ­ლა­ხან მივ­ხვდით, რომ ეს ძა­ლი­ან გვინ­და.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ გახდა ლიონელ მესი სალომე გოგიაშვილის 4 წლის შვილის ფანი

როგორ გახდა ლიონელ მესი სალომე გოგიაშვილის 4 წლის შვილის ფანი

მესამედ გათხოვების გამო ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი არაერთხელ აღმოჩნდა კრიტიკის ქარცეცხლში. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების აზრია. ყველა სიტუაციაში უპირველესად, შვილებზე ფიქრობს. როცა რომელიმე ავად ჰყავს, ბავშვების ოთახიდან ვერავინ და ვერაფერი გაიყვანს. შეიძლება ითქვას, სალომე "გიჟი დედაა" და მინიმუმ, კიდევ ორი შვილის გაჩენას გეგმავს, რადგან მისი აზრით, - "შვილის ყოლაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს"...

- მე და ჩემი მეუღლე დიდი ხნის მანძილზე ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს შვილებს ერთურთი მხოლოდ მას მერე გავაცანით, როცა დავრწმუნდით, რომ ერთად ვიქნებოდით. ნებისმიერი ურთიერთობისას პირველ რიგში, შვილებზე ვფიქრობ. იყო დრო, როცა ჩემ მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯის გამო ჩემმა ორივე შვილმა ტრავმა მიიღო. ამჯერად ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ვახოს სახით ჩემმა უფროსმა შვილმა ძალიან კარგი მეგობარი, უმცროსმა - მამა შეიძინა; ასევე, ვახოს შვილების - სანდროსა და დათუნას სახით ახლა უკვე ორი ძმა ჰყავთ. მოკლედ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი გვაქვს.

- ბავშვებს ახალ გარემოსთან შეგუება ხომ არ გაუჭირდათ?

- თავიდან ეს მომენტი ჰქონდათ, თუმცა, თავად ვახო ისეთი კომფორტული ადამიანია, რომ მაქსიმალურად იზრუნა, ეს პროცესი ბავშვებისთვის, რაც შეიძლება ბუნებრივი და უმტკივნეულო ყოფილიყო... ციბუკა ჯერ ვერაფერს ხვდება. მან უბრალოდ იცის, რომ მამა - ვახოა. როცა გაიზრდება და საჭიროდ ჩავთვლი, ყველაფერს მოვუყვები, თუნდაც იმიტომ, რომ კაცი და არაკაცი ერთმანეთისგან გაარჩიოს; უნდა იცოდეს, როგორი არ უნდა იყოს, რისი გაკეთება არ შეიძლება; გაიგოს, რა გამოიწვია მამამისის საქციელმა და დააფასოს ის ადამიანები, რომელთა დახმარებითაც მე შევძელი, ჯანსაღი და ჯანმრთელი შვილები მყოლოდა. მინდა, ვახოს მიმართ გაასმაგებული სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს, რადგან ის სწორედ ვახომ გაზარდა და ზუსტად ისევე ანებივრებს, როგორც სანდროსა და დათუნას.

- ახალი წელი როგორ გაატარეთ?

- ახალ წელს ოჯახურ გარემოში შევხვდი. ახალი წლის ღამეს რაღაც შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! კი მქონდა, მაგრამ ვახომ მთხოვა, - არსად წავსულიყავი და მეც, შინ დავრჩი. მოვამზადე კერძები, დავპატიჟეთ ჩემი და ვახოს ოჯახის წევრები და ყველა ერთად, გემრიელად შევხვდით ახალ წელს.

- თოვლის ბაბუამ მოასწრო თქვენთან მოსვლა?

- მაშკამ პირდაპირ მითხრა, რაც უნდოდა, ციბუკამ კი წერილი დაწერა და ნაძვის ხეში ჩამალა, რომ თოვლის ბაბუას გარდა, არავის ენახა. მეც მივწერე წერილი თოვლის ბაბუას და მან ყველანი გაგვახარა (იცინის).

- მეუღლესთან ერთად ბევრს მოგზაურობთ. საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლას ხომ არ გეგმავთ?

- მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული თვალსაზრისით ყველაფერი საქართველოში მაქვს გაკეთებული და ვიცი, საზღვარგარეთ ამ ყველაფრის დაწყება ნულიდან მომიწევს, წასვლაზე მაინც ვფიქრობ ხოლმე. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ისეთ ქვეყანაში, სადაც ბავშვებიც კარგად ისწავლიან და მეც კომფორტულად ვიცხოვრებ. პერიოდულად, აუცილებლად ჩამოვიდოდი საქართველოში, რადგან მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარეშე ყოფნა დიდხანს არ შემიძლია. ფსიქოლოგიურად მეც და ვახოც მზად ვართ იმისთვის, რომ ქვეყნიდან წავიდეთ, თუ რა თქმა უნდა, ამას მისი ან ჩემი კარიერა მოითხოვს.

- გაიხსენე შენთვის, როგორც დედისთვის ყველაზე რთული პერიოდი...

- ყველა დედას რთული პერიოდი მაშინ აქვს, როცა მისი შვილი ავად არის. შეიძლება იდეალური დედა არ ვარ, მაგრამ არ მესმის იმ ქალის, ვისაც შეუძლია, სიცხიანი შვილი შინ დატოვოს, თავად საქმეზე წავიდეს და ბავშვზე არც ინერვიულოს. როცა ჩემს შვილს სიცხე აქვს, თავს ვერ ვაკონტროლებ, ასეთ დროს ოთახიდან ვერავინ გამიყვანს.

- თუკი რაიმე გადაუდებელი საქმე გაქვს, როგორ მოიქცევი?..

- მერწმუნე, ასეთ დროს შვილის გარდა, არაფერი მაინტერესებს! ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრი ვიყავი და პირდაპირ ეთერში მიწევდა მუშაობა, მაგრამ ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სკამიდან გადმოვარდა და ისე შევშინდი, ტელევიზიაში დავრეკე, - ვერ მოვალ-მეთქი. გადაცემა უვარდებოდათ, მაგრამ ესეც არ მაინტერესებდა: ვიდრე შვილი საავადმყოფოში არ წავიყვანე და იმაში არ დავრწმუნდი, რომ საშიში არაფერი იყო, ვერ მივატოვე. ტელევიზიაში მაშინ მივედი, როცა გადაცემა მთავრდებოდა... სამი წლის წინ მაშკას ბრმა ნაწლავის ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და მაშინ დედას ვუთხარი: რომ მცოდნოდა, ამდენი უნდა მენერვიულა, შვილს არასოდეს გავაჩენდი-მეთქი... მიუხედავად ამ ყველაფრისა, მზად ვარ, კიდევ 2 შვილი გავაჩინო. ვფიქრობ, ქალისთვის შვილის ყოლაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. როცა ავად ვარ ან რამეზე ვნერვიულობ, მაშკა გვერდით მიწვება და მარწმუნებს, რომ ამ ყველაფერზე ნერვიულობა არ ღირს; ცდილობს, დამამშვიდოს და თუ ცუდად ვარ, მივლის კიდეც... ციბუკა ჯერჯერობით, გამოძალვითაა დაკავებული (იცინის): ერთი კოცნისთვის, ჩახუტებისთვის რაღაც უნდა აჩუქო.

- ბავშვების მოვლა, საოჯახო საქმეების მოგვარება, სამსახური - ამ ყველაფერს როგორ ასწრებ? დროს როგორ ანაწილებ?

- სახლში არაჩვეულებრივი ადამიანი გვყავს, რომელზეც სიტყვა - "ძიძას" თქმა ცოტა არ იყოს, მეხამუშება. ის ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის წევრია. ციბუკა ბებოს ეძახის. ჩემს ცხოვრებაში ლია ყველაზე დიდი შენაძენია. ის არა მარტო ბავშვებზე, ხშირად ჩემსა და ჩემს მეუღლეზეც ზრუნავს. თუმცა, ბუნებრივია, ბავშვებს მაინც დედის ყურადღება სჭირდებათ. ამიტომაც, როცა სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, თავს დასვენების უფლებას არ ვაძლევ და ბავშვებთან ერთად ყირაზე გადავდივარ ხოლმე (იცინის).

- როგორც ჩანს, "გიჟი დედა" ხარ. ბავშვების სიყვარული შიშში თუ გადაგდის ხოლმე?

- ასეთი შიში მათი ჩვილობის პერიოდში უფრო მეტად მქონდა. მაშინ მართლაც, ათას სისულელესა და საშინელებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ნელ-ნელა დავარწმუნე თავი, რომ ამაზე ფიქრი არ ღირს... განზრახული მაქვს, მომავალში ციბუკა სპორტით დავტვირთო. ის აუცილებლად, ფეხბურთელი უნდა გამოვიდეს; ეს ისე ძალიან მინდა, რომ უკვე ყველა "დავარწმუნე", მომავალში ჩემი ბიჭი აუცილებლად, მაგარი ფეხბურთელი იქნება (იცინის). სხვათა შორის, ვახოს მეგობარი ესპანეთში ცხოვრობს და მესის მეზობელია. მას ვთხოვე და მესის მაისური გამოვაგზავნინე, მისივე ხელწერით: "დარწმუნებული ვარ, შენ მაგარი ფეხბურთელი იქნები, მე კი შენი გულშემატკივარი"; მაისურს მეორე მხარეს "ციბუ" აწერია.

- ამით, დედა უფრო ბედნიერია თუ შვილი?

- დედა უბედნიერესია, შვილი კი ჯერჯერობით, ვერაფერს ხვდება.

- სახელი - ციბუკა საკმაოდ უცნაურად ჟღერს...

- როცა დაიბადა, ჩემდა უნებურად, ასეთი მოსაფერებელი სახელი წარმოვთქვი. ჰოდა, ახლა დათუნა რომ დაუძახო, არც შემოგხედავს.

- როგორ ფიქრობ, როდის არის ქალი შემდგარი - როცა სრულფასოვანი დედა და დიასახლისია თუ როცა თავის პროფესიაშია წარმატებული?

- ვფიქრობ, ეს ორი რამ ერთმანეთზეა დამოკიდებული. შეიძლება შენი საქმის პროფესიონალი იყო და კარგი კარიერა გქონდეს, მაგრამ რად გინდა ეს ყველაფერი, თუკი გვერდით არავინ გყავს? იგივეა მეორე შემთხვევაშიც - შეიძლება გყავს შვილები, ოჯახი, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზებას თუ ვერ ახდენ, ეს ფაქტი მთელი ცხოვრება დაგტანჯავს. ძლიერი ქალი ყოველთვის იმას უნდა ეცადოს, რომ ოჯახის გარდა, საქმეშიც წარმატებული იყოს. ქალმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს.

- გადაცემამ - "ყოფილი ცოლების კლუბი" რაიმეზე თვალი ხომ არ აგიხილა?

- როგორ არა! იმ პერიოდში დავინახე, თუ რამდენი თვალით უხილავი ჭუჭყია გარშემო. ტრაგედია ის კი არ არის, რომ ოჯახებში ხდება ძალადობა, არამედ ის, რომ არაადამიანურ პირობებში მცხოვრები ქალი მხოლოდ იმიტომ არ მოდის ქმრის სახლიდან, რომ "ვინმემ რამე არ თქვას". ჩვენ მივეცით გადაცემის გმირებს საშუალება, სხვა მხრიდან შეეხედათ საკუთარი ცხოვრებისთვის. ბევრ მათგანს თურმე, რამდენჯერმე თვითმკვლელობის მცდელობაც კი ჰქონდა. ნაცემი დედის ყურება ბავშვისთვის უფრო მეტი ტრაგედიაა, ვიდრე ცოლ-ქმრის დაშორება. ამ გადაცემამ დამარწმუნა, რომ წარსულში, ამა თუ იმ სიტუაციაში რამდენიმე სარისკო, მაგრამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული და ამის შეგრძნებამ კიდევ უფრო გამაძლიერა.

- როცა მესამედ გათხოვდი, საკმაოდ ბევრი კრიტიკული შეფასება მიიღე. მსგავსი კომენტარები არ გთრგუნავს?

- ამ ყველაფრის გამო გამუდმებით მაკრიტიკებენ, მაგრამ არ მაინტერესებს, რას იტყვიან უცხო ადამიანები; ჩემთვის მთავარი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების აზრია. საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში, ადამიანებს წარმატებულები ეზიზღებათ. კარგს მხოლოდ მასზე იტყვიან, თუ გაიგებენ, რომ სასიკვდილო სარეცელზეა, კიბოს ბოლო სტადია აქვს. ასეთ დროს ბევრჯერ გალანძღულ ადამიანებსაც კი წმინდანად აცხადებენ... თუ პოპულარული ხარ, ყველა ცდილობს ზემოდან გიყუროს იმის დასამტკიცებლად, რომ ის შენზე მაგარია...

- ოჯახის წევრები თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- სანამ გავთხოვდებოდი, ვიყავი ყველგან და ყოველთვის... გავთხოვდი და მივხვდი, რომ არსად სიარული აღარ მინდა, ახლა უკვე ჩუსტებზე ვგიჟდები (იცინის). მე და ჩემმა მეუღლემ სახლი საკუთარი გემოვნებით მოვაწყვეთ. ძალიან მიყვარს ვახოსთან ერთად კარგი ფილმის ნახვა. ვცდილობ, გემრიელი კერძები ვიყიდო, რათა თავისუფალი დრო მის მომზადებაში არ დავკარგო. აღმოვაჩინე, რომ როცა ქუჩაში გავდივარ, ერთი სული მაქვს, შინ მალე დავბრუნდე.

- გათხოვილი ადრეც იყავი. მაშინაც ასე იყო?

- არა, მაშინ ასე ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, ემოციურად ძალიან გადაღლილი და გადამწვარი სალომე ამჯერად დამშვიდდა...

- ქორწილის გადახდას თუ აპირებთ?

- ჩემი მეუღლე სიურპრიზების მხრივ უკონტროლოა (იცინის). მკაცრად მყავს გაფრთხილებული, რომ ყველანაირ სიურპრიზს მივიღებ, გარდა - ქორწილთან დაკავშირებულს. ქორწილი ალბათ, ზაფხულში გვექნება.

- შვილის გაჩენას ახლო მომავალში აპირებთ?

- ახლა, უკვე ახლო მომავალში. თავიდან საერთო შვილის ყოლაზე არ ვფიქრობდით, მაგრამ ახლახან მივხვდით, რომ ეს ძალიან გვინდა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება