Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გახდა ყოფილი პოლიტპატიმრის გარდაცვალების მიზეზი?
რა გახდა ყოფილი პოლიტპატიმრის გარდაცვალების მიზეზი?

13 იან­ვარს ცი­ხის კედ­ლე­ბი 190-მა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა და­ტო­ვა. იმ დღეს ყვე­ლა­ზე ბევ­რი პა­ტი­მა­რი გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მო­ვი­და. ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იყო მათი ოჯა­ხის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი ძვე­ლით ახალ წელს სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში შეხ­ვდნენ. სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლიტ­პა­ტი­მარ ირაკ­ლი თო­ფუ­რი­ძემ მხო­ლოდ ორი დღე იყო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში. იგი 15 იან­ვარს, გამ­თე­ნი­ი­სას, სა­კუ­თარ სახ­ლში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ისე წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, მო­ნატ­რე­ბულ ოჯა­ხის წევ­რებ­თან სა­უბ­რით გული ვერც კი იჯე­რა. ვერც მის­მა შვი­ლებ­მა მო­ის­მი­ნეს მა­მის­გან მისი და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლე­ბი, თუ რა მძი­მე დღე­ე­ბის გავ­ლა მო­უხ­და ცი­ხე­ში.

53 წლის ირაკ­ლი თო­ფუ­რი­ძე ე.წ. მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს და 9 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი.

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრმა, სო­ზარ სუ­ბარ­მა პი­რო­ბა დადო, რომ თო­ფუ­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს გლ­და­ნის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მთა­ვარ ექიმს.

რა გახ­და 53 წლის ირაკ­ლი თო­ფუ­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი და რო­გო­რია მისი ოჯა­ხის პო­ზი­ცია, ამის გარ­კვე­ვა მის ქა­ლიშ­ვილ­თან, ანა თო­ფუ­რი­ძეს­თან ვცა­დეთ.

ანა თო­ფუ­რი­ძე:

-მამა მშე­ნე­ბე­ლი ინ­ჟი­ნე­რი იყო. მას მუხ­რო­ვა­ნის ჯარ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და -უბ­რა­ლოდ, აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი გახ­ლდათ. სამ­წუ­ხა­როდ, ისე გარ­და­იც­ვა­ლა, ვერ მო­ვას­წა­რით გაგ­ვე­გო, რა გა­დახ­და თავს. ის 2009 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა იმ დღეს მუხ­რო­ვა­ნის ბა­ზა­ში, ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. გა­სა­მარ­თლე­ბის შემ­დეგ, თვე­ში ერთხელ, ერთი სა­ა­თით ვხვდე­ბო­დით პა­ე­მან­ზე. შუ­ში­დან ვუ­ყუ­რებ­დით ერ­თმა­ნეთს და ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე­ბო­დით. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მამა ფაქ­ტობ­რი­ვად ერთი დღე იყო სახ­ლში, მე­ო­რე დი­ლით, გამ­თე­ნი­ი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. ვერ მო­ვას­წა­რით მას­თან გა­სა­უბ­რე­ბა. მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი კი აბ­სურ­დის თე­ატ­რი იყო. ე.წ. მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ერ­თად გა­ა­სა­მარ­თლეს. ირაკ­ლი თო­ფუ­რი­ძე არ აღი­ა­რებ­და და­ნა­შა­ულს, ან რა უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნა, როცა არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა იმ ფაქტთან არ ჰქო­ნია? დიდ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ წნეხს გა­უძ­ლო, ბო­ლომ­დე დარ­ჩა თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე, ვერ გა­ტე­ხეს. 9 წელი მი­უ­სა­ჯეს. აქე­დან 3 წელი და 8 თვე გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­ა­ტა­რა. მარ­თა­ლია, გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი იყო და მუდ­მი­ვად ვი­თხოვ­დით ჩვე­უ­ლებ­რივ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მის გა­დაყ­ვა­ნას, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ბო­ლომ­დე იქ და­ტო­ვეს და 13 იან­ვარს სწო­რედ გლ­და­ნი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბიც, 2 კვი­რა­ში ერთხელ რე­კავ­და, მხო­ლოდ 2 წუ­თით, მეტი დრო­ით არ მახ­სოვს, სახ­ლში და­ერ­ე­კოს -ყვე­ლა­ფერს უზღუ­დავ­დნენ. უბ­რა­ლოდ, მოგ­ვი­კი­თხავ­და და თუ რამე სჭირ­დე­ბო­და, გვე­ტყო­და. ცი­ხე­ში ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბი ემო­ცი­უ­რი იყო, მაგ­რამ თვი­თონ­ვე გვამ­ხნე­ვებ­და...

-რო­გო­რი იყო თქვე­ნი შეხ­ვედ­რა ცი­ხის კარ­თან?

-ყვე­ლამ ნახა, რო­გორ გა­მო­ვი­და ეკა ბე­სე­ლია გლ­და­ნის ცი­ხი­დან პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად. იმ კად­რებ­ში ირაკ­ლი არ­სად ჩანს. ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ არ გა­მოჩ­ნდე­ბო­და -არ უყ­ვარ­და აფი­ში­რე­ბა. ცი­ხი­დან ყვე­ლა­ზე ბო­ლოს გა­მო­ვი­და, სულ სხვა მხრი­დან. ჩვენ­მა ახ­ლო­ბელ­მა შემ­თხვე­ვით და­ი­ნა­ხა. თა­ვი­სი ფე­ხით გა­მო­ვი­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი იყო, ფერი არ ედო სა­ხე­ზე. ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა ცი­ხე­ში 27 დე­კემ­ბერს მოხ­და. მა­შინ პა­ე­მან­ზე კოჭ­ლო­ბით გა­მო­ვი­და. ვკი­თხე, -რა გჭირს-მეთ­ქი? -ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­დე­ქი ფეხ­ზე და ფეხი და­მი­ბუჟ­დაო. -არ გვი­ფიქ­რია, თუ ასე ცუ­დად იყო. ცი­ხი­დან პირ­და­პირ მშობ­ლე­ბის საფ­ლავ­ზე წა­ვი­და და იმის მერე მო­ვი­და სახ­ლში. პა­ნაშ­ვი­დებ­ზე მისი ყო­ფი­ლი თა­ნა­საკ­ნე­ლე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ, ამ­ბობ­დნენ, ირაკ­ლი სულ ფეხ­ზე იდგა და ლოც­ვებს ისე კი­თხუ­ლობ­და, მაგ­რამ ბოლო ორი თვე ფეხ­ზე ვე­ღარ დგე­ბო­და, ამი­ტომ ჩვენ გვა­კი­თხებ­და ლოც­ვას ხმა­მაღ­ლა და თვი­თონ წა­მო­წო­ლი­ლი იყოო. თურ­მე ფე­ხე­ბი შე­შუ­პე­ბუ­ლი ჰქონ­და და ვერ დგე­ბო­და. რო­გორც გვი­თხრეს, ეს გუ­ლის პრობ­ლე­მებ­მა იცის.

-მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და?

-სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო, როცა და­ა­პა­ტიმ­რეს. ირაკ­ლი მა­ღა­ლი იყო, თა­ვი­სი სი­მაღ­ლის შე­სა­ბა­მი­სი წონა ჰქონ­და. შეც­ვლი­ლი ირაკ­ლი პირ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ვნა­ხეთ -ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი მო­ვი­და. რაც დრო გა­დი­ო­და, უფრო ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. -არა­ფე­რი მტკი­ვა, გა­და­სა­რე­ვად ვარო, ასე პა­სუ­ხობ­და ყვე­ლას. მარ­თლა ყვე­ლა­ნი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მისი გა­რეგ­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, მაგ­რამ ამას რას წარ­მო­ვიდ­გენ­დით? იმ დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ, ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ვი­ყა­ვით. დი­ლით რომ ადგა, ბან­კში წა­ვი­და და თა­ნა­საკ­ნე­ლებს თან­ხა გა­და­უ­რი­ცხა. მერე სახ­ლში დაბ­რუნ­და, მისი მე­გობ­რე­ბიც მო­ვიდ­ნენ, ცოტა და­ლია, მაგ­რამ მთვრა­ლი არ ყო­ფი­ლა. იმ სა­ღა­მოს ძა­ლი­ან გვი­ა­ნო­ბამ­დე ვის­ხე­დით მა­მა­ჩე­მი, მე და ჩემი ძმა, ვსა­უბ­რობ­დით ყო­ფით სა­კი­თხებ­ზე. მერე და­სა­ძი­ნებ­ლად წა­ვი­და. გამ­თე­ნი­ი­სას, 7 სა­ათ­ზე დე­დამ მისი ბოლო ამო­სუნ­თქვა გა­ი­გო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ძილ­ში გა­ი­პა­რა. სას­წრა­ფო რომ მო­ვი­და, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ბუ­ნე­ბით ოპ­ტი­მის­ტი იყო, სულ ამ­ბობ­და, -მე ცი­ხი­დან გა­მო­ვალ, ამ წლე­ბის მოხ­და არ მო­მი­წევ­სო.

-ხომ არ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, აღ­მო­უ­ჩი­ნეს თუ არა ცი­ხე­ში სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა?

-არ ვიცი, ბოლო დროს ჩი­ვი­ლე­ბით მი­მარ­თა თუ არა ექი­მებს, მაგ­რამ ამ 3 წლი­სა და 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რჯერ მი­მარ­თა ექიმს გა­მოკ­ვლე­ვის­თვის, მაგ­რამ ყვე­ლა მო­თხოვ­ნა უპა­სუ­ხოდ რჩე­ბო­და. ერ­თა­დერ­თხელ მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ოჯახ­მა ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გად­მო­ვაყ­ვა­ნი­ნეთ გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. იქ გუ­ლიც გა­მო­უკვლი­ეს, ფილ­ტვე­ბიც და თქვეს, არა­ფე­რი სჭირ­სო. ახლა ვფიქ­რობ, ეტყო­ბა, ესეც ზე­რე­ლე გა­მოკ­ვლე­ვა იყო. თვი­თონ არას­დროს უთ­ქვამს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, მაგ­რამ ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი მისი თა­ნა­საკ­ნე­ლე­ბის­გან ვი­გებ­დით, რომ ცუ­დად იყო და ამის მერე ჩა­ვუ­ტა­რეთ გა­მოკ­ვლე­ვა. ეს ორი წლის წინ იყო. მინ­და, პირ­ველ რიგ­ში, მომ­ხდარ­ში ცი­ხის ექი­მი და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო. მან პა­სუ­ხი უნდა აგოს. ირაკ­ლი გვიყ­ვე­ბო­და, რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ ექი­მე­ბი პა­ტიმ­რებს. ნა­ცე­მი, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი რომ შეჰ­ყავ­დათ ექიმ­თან, ის იჯდა და მშვი­დი სა­ხით ეკი­თხე­ბო­და, -რა მო­გი­ვი­და, ლო­გი­ნი­დან გად­მო­ვარ­დიო? მან ბევ­რი რა­მის მო­ყო­ლა ვერ მო­ას­წრო. არ ვი­ცით, რე­ა­ლუ­რად რა ტან­ჯვა გა­მო­ი­ა­რა. დე­ტა­ლებ­ზე არ გვი­სა­უბ­რია, არ გვინ­დო­და, ემო­ცი­ე­ბით დაგ­ვეტვირ­თა და ვფიქ­რობ­დით, ამ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ სხვა დრო გვექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ასე დას­რულ­და ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან მხი­ა­რულ და კარგ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე იყო, როცა დაწ­ვა. იმ სა­ღა­მოს შევ­თან­ხმდით, რომ მე­ო­რე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე წა­ვიყ­ვან­დი. მი­თხრა, არა­ფე­რი მა­წუ­ხებს, მაგ­რამ თა­ნახ­მა ვარ, რომ წა­მო­ვი­დეო.

-ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და? რა იყო მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი?

-არა, ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია. ისე­დაც ძვა­ლი და ტყა­ვი იყო დარ­ჩე­ნი­ლი და კი­დევ ვე­ღარ ვაწ­ვა­ლებ­დით. ისე­დაც ვი­ცით, რაც და­ე­მარ­თა, რა სა­ჭი­როა ექ­სპერ­ტი­ზა? ექი­მებს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ მომ­ხდარ­ში და მათ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­თხოვ, იმი­ტომ, რომ სხვა პა­ტიმ­რებ­საც იგი­ვე არ და­ე­მარ­თოთ. ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მია, ამას კო­მენ­ტა­რიც არ სჭირ­დე­ბა. ექი­მის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი. მა­მა­ჩე­მი ყვე­ლას უყ­ვარ­და. ძა­ლი­ან კარ­გად იხ­სე­ნებ­დნენ თა­ნა­საკ­ნე­ლე­ბი.

-ნა­ცე­მი იყო?

-სას­ტი­კად სცე­მეს მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში, ნეკ­ნე­ბი ჩამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და. გვი­თხრა, კი­სერს ქვე­მოთ სულ ლურ­ჯი ვი­ყა­ვიო. ემუქ­რე­ბოდ­ნენ ჩემი ძმის და­ჭე­რი­თაც, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­ტე­ხეს. და­კა­ვე­ბამ­დე თი­ა­ქა­რის ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, ძლივს და­დი­ო­და, რო­მელ ამ­ბოხზე იყო სა­უ­ბა­რი? ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი ადა­მი­ა­ნი სას­ტი­კად სცე­მეს. არც უმ­კურ­ნა­ლი­ათ, ისე შე­უ­ხორ­ცდა ჩამ­სხვრე­უ­ლი ნეკ­ნე­ბი. რამ­დენ­ჯე­რაც და­ი­ჩივ­ლა, მას ყუ­რა­დღე­ბა იქ არა­ვინ მი­აქ­ცია და ბუ­ნებ­რი­ვია, ალ­ბათ მერე არც მი­უ­მარ­თავს ექი­მის­თვის. შე­ე­გუა იმას, რომ დახ­მა­რე­ბას არა­ვინ აღ­მო­უ­ჩენ­და. ამ­ბობ­და, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ იქ ისევ ის ხალ­ხი მუ­შა­ობ­სო.

-რას ითხოვს თქვე­ნი ოჯა­ხი?

-ვი­თხოვთ ექი­მე­ბის დას­ჯას. ბუ­ნებ­რი­ვია, მისი სა­ხე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და მო­რა­ლურ და მა­ტე­რი­ა­ლურ ზა­რალს. ამ სა­კი­თხზე ჩი­ვილს თვი­თონ აპი­რებ­და და რად­გან ეს მისი სურ­ვი­ლი იყო, ამი­ტომ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ. ამ­ბობ­და, არ ვიცი, ცი­ხე­ში ის წლე­ბი რო­გორ გა­ვი­და, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დრო არაფ­რით არ დამ­თავ­რდაო.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რა გახდა ყოფილი პოლიტპატიმრის გარდაცვალების მიზეზი?

რა გახდა ყოფილი პოლიტპატიმრის გარდაცვალების მიზეზი?

13 იანვარს ციხის კედლები 190-მა პოლიტპატიმარმა დატოვა. იმ დღეს ყველაზე ბევრი პატიმარი გლდანის დაწესებულებიდან გამოვიდა. ემოციებით დატვირთული იყო მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრები. გათავისუფლებულები ძველით ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვდნენ. სამწუხაროდ, პოლიტპატიმარ ირაკლი თოფურიძემ მხოლოდ ორი დღე იყო თავისუფლებაში. იგი 15 იანვარს, გამთენიისას, საკუთარ სახლში მოულოდნელად გარდაიცვალა. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მონატრებულ ოჯახის წევრებთან საუბრით გული ვერც კი იჯერა. ვერც მისმა შვილებმა მოისმინეს მამისგან მისი დაკავების დეტალები, თუ რა მძიმე დღეების გავლა მოუხდა ციხეში.

53 წლის ირაკლი თოფურიძე ე.წ. მუხროვანის ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით გაასამართლეს და 9 წელი ჰქონდა მისჯილი.

მისი გარდაცვალება საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, სოზარ სუბარმა პირობა დადო, რომ თოფურიძის გარდაცვალების მიზეზებით დაინტერესდება. ამ ფაქტის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს გლდანის სამკურნალო დაწესებულების მთავარ ექიმს.

რა გახდა 53 წლის ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების მიზეზი და როგორია მისი ოჯახის პოზიცია, ამის გარკვევა მის ქალიშვილთან, ანა თოფურიძესთან ვცადეთ.

ანა თოფურიძე:

-მამა მშენებელი ინჟინერი იყო. მას მუხროვანის ჯართან არანაირი შეხება არ ჰქონდა -უბრალოდ, აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, ვერ მოვასწარით გაგვეგო, რა გადახდა თავს. ის 2009 წლის 5 მაისს დააკავეს. როგორ აღმოჩნდა იმ დღეს მუხროვანის ბაზაში, ჩვენთვის უცნობია. გასამართლების შემდეგ, თვეში ერთხელ, ერთი საათით ვხვდებოდით პაემანზე. შუშიდან ვუყურებდით ერთმანეთს და ტელეფონით ვესაუბრებოდით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მამა ფაქტობრივად ერთი დღე იყო სახლში, მეორე დილით, გამთენიისას გარდაიცვალა. ვერ მოვასწარით მასთან გასაუბრება. მისი სასამართლო პროცესები კი აბსურდის თეატრი იყო. ე.წ. მუხროვანის ამბოხის ყველა მონაწილე ერთად გაასამართლეს. ირაკლი თოფურიძე არ აღიარებდა დანაშაულს, ან რა უნდა ეღიარებინა, როცა არანაირი შეხება იმ ფაქტთან არ ჰქონია? დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წნეხს გაუძლო, ბოლომდე დარჩა თავის პოზიციაზე, ვერ გატეხეს. 9 წელი მიუსაჯეს. აქედან 3 წელი და 8 თვე გლდანის საპყრობილეში გაატარა. მართალია, განაჩენი გამოტანილი იყო და მუდმივად ვითხოვდით ჩვეულებრივ დაწესებულებაში მის გადაყვანას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლომდე იქ დატოვეს და 13 იანვარს სწორედ გლდანიდან გათავისუფლდა. ამ დროის მანძილზე შეზღუდული ჰქონდა სატელეფონო ზარებიც, 2 კვირაში ერთხელ რეკავდა, მხოლოდ 2 წუთით, მეტი დროით არ მახსოვს, სახლში დაერეკოს -ყველაფერს უზღუდავდნენ. უბრალოდ, მოგვიკითხავდა და თუ რამე სჭირდებოდა, გვეტყოდა. ციხეში ჩვენი შეხვედრები ემოციური იყო, მაგრამ თვითონვე გვამხნევებდა...

-როგორი იყო თქვენი შეხვედრა ციხის კართან?

-ყველამ ნახა, როგორ გამოვიდა ეკა ბესელია გლდანის ციხიდან პოლიტპატიმრებთან ერთად. იმ კადრებში ირაკლი არსად ჩანს. ყველამ ვიცოდით, რომ არ გამოჩნდებოდა -არ უყვარდა აფიშირება. ციხიდან ყველაზე ბოლოს გამოვიდა, სულ სხვა მხრიდან. ჩვენმა ახლობელმა შემთხვევით დაინახა. თავისი ფეხით გამოვიდა, მაგრამ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ძალიან გამხდარი იყო, ფერი არ ედო სახეზე. ჩვენი ბოლო შეხვედრა ციხეში 27 დეკემბერს მოხდა. მაშინ პაემანზე კოჭლობით გამოვიდა. ვკითხე, -რა გჭირს-მეთქი? -ძალიან დიდხანს ვიდექი ფეხზე და ფეხი დამიბუჟდაო. -არ გვიფიქრია, თუ ასე ცუდად იყო. ციხიდან პირდაპირ მშობლების საფლავზე წავიდა და იმის მერე მოვიდა სახლში. პანაშვიდებზე მისი ყოფილი თანასაკნელები რომ მოდიოდნენ, ამბობდნენ, ირაკლი სულ ფეხზე იდგა და ლოცვებს ისე კითხულობდა, მაგრამ ბოლო ორი თვე ფეხზე ვეღარ დგებოდა, ამიტომ ჩვენ გვაკითხებდა ლოცვას ხმამაღლა და თვითონ წამოწოლილი იყოო. თურმე ფეხები შეშუპებული ჰქონდა და ვერ დგებოდა. როგორც გვითხრეს, ეს გულის პრობლემებმა იცის.

-მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა?

-სრულიად ჯანმრთელი იყო, როცა დააპატიმრეს. ირაკლი მაღალი იყო, თავისი სიმაღლის შესაბამისი წონა ჰქონდა. შეცვლილი ირაკლი პირველად სასამართლო პროცესებზე ვნახეთ -ძალიან გამხდარი მოვიდა. რაც დრო გადიოდა, უფრო ცუდად გამოიყურებოდა. -არაფერი მტკივა, გადასარევად ვარო, ასე პასუხობდა ყველას. მართლა ყველანი შეშფოთებულები იყვნენ მისი გარეგნული მდგომარეობით, მაგრამ ამას რას წარმოვიდგენდით? იმ დღეს ჩვეულებრივ, ოჯახურ გარემოში ვიყავით. დილით რომ ადგა, ბანკში წავიდა და თანასაკნელებს თანხა გადაურიცხა. მერე სახლში დაბრუნდა, მისი მეგობრებიც მოვიდნენ, ცოტა დალია, მაგრამ მთვრალი არ ყოფილა. იმ საღამოს ძალიან გვიანობამდე ვისხედით მამაჩემი, მე და ჩემი ძმა, ვსაუბრობდით ყოფით საკითხებზე. მერე დასაძინებლად წავიდა. გამთენიისას, 7 საათზე დედამ მისი ბოლო ამოსუნთქვა გაიგო, ფაქტობრივად, ძილში გაიპარა. სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო. ბუნებით ოპტიმისტი იყო, სულ ამბობდა, -მე ციხიდან გამოვალ, ამ წლების მოხდა არ მომიწევსო.

-ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, აღმოუჩინეს თუ არა ციხეში სამედიცინო დახმარება?

-არ ვიცი, ბოლო დროს ჩივილებით მიმართა თუ არა ექიმებს, მაგრამ ამ 3 წლისა და 8 თვის განმავლობაში ბევრჯერ მიმართა ექიმს გამოკვლევისთვის, მაგრამ ყველა მოთხოვნა უპასუხოდ რჩებოდა. ერთადერთხელ მოვახერხეთ, რომ ოჯახმა ჩვენი ხარჯებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადმოვაყვანინეთ გამოკვლევის ჩასატარებლად. იქ გულიც გამოუკვლიეს, ფილტვებიც და თქვეს, არაფერი სჭირსო. ახლა ვფიქრობ, ეტყობა, ესეც ზერელე გამოკვლევა იყო. თვითონ არასდროს უთქვამს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ციხიდან გამოსული მისი თანასაკნელებისგან ვიგებდით, რომ ცუდად იყო და ამის მერე ჩავუტარეთ გამოკვლევა. ეს ორი წლის წინ იყო. მინდა, პირველ რიგში, მომხდარში ციხის ექიმი დავადანაშაულო. მან პასუხი უნდა აგოს. ირაკლი გვიყვებოდა, როგორ ექცეოდნენ ექიმები პატიმრებს. ნაცემი, დასისხლიანებული პატიმრები რომ შეჰყავდათ ექიმთან, ის იჯდა და მშვიდი სახით ეკითხებოდა, -რა მოგივიდა, ლოგინიდან გადმოვარდიო? მან ბევრი რამის მოყოლა ვერ მოასწრო. არ ვიცით, რეალურად რა ტანჯვა გამოიარა. დეტალებზე არ გვისაუბრია, არ გვინდოდა, ემოციებით დაგვეტვირთა და ვფიქრობდით, ამ თემებზე სასაუბროდ სხვა დრო გვექნებოდა, მაგრამ ასე დასრულდა ყველაფერი. ძალიან მხიარულ და კარგ განწყობილებაზე იყო, როცა დაწვა. იმ საღამოს შევთანხმდით, რომ მეორე დღეს საავადმყოფოში გამოკვლევებზე წავიყვანდი. მითხრა, არაფერი მაწუხებს, მაგრამ თანახმა ვარ, რომ წამოვიდეო.

-ექსპერტიზა ჩაუტარდა? რა იყო მისი სიკვდილის მიზეზი?

-არა, ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია. ისედაც ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი და კიდევ ვეღარ ვაწვალებდით. ისედაც ვიცით, რაც დაემართა, რა საჭიროა ექსპერტიზა? ექიმებს ვადანაშაულებ მომხდარში და მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ვითხოვ, იმიტომ, რომ სხვა პატიმრებსაც იგივე არ დაემართოთ. ყველაფერში დამნაშავე სააკაშვილის რეჟიმია, ამას კომენტარიც არ სჭირდება. ექიმის სამსახურიდან გათავისუფლება არ არის საკმარისი. მამაჩემი ყველას უყვარდა. ძალიან კარგად იხსენებდნენ თანასაკნელები.

-ნაცემი იყო?

-სასტიკად სცემეს მოდულის შენობაში, ნეკნები ჩამტვრეული ჰქონდა. გვითხრა, კისერს ქვემოთ სულ ლურჯი ვიყავიო. ემუქრებოდნენ ჩემი ძმის დაჭერითაც, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს. დაკავებამდე თიაქარის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ძლივს დადიოდა, რომელ ამბოხზე იყო საუბარი? ნაოპერაციები ადამიანი სასტიკად სცემეს. არც უმკურნალიათ, ისე შეუხორცდა ჩამსხვრეული ნეკნები. რამდენჯერაც დაიჩივლა, მას ყურადღება იქ არავინ მიაქცია და ბუნებრივია, ალბათ მერე არც მიუმართავს ექიმისთვის. შეეგუა იმას, რომ დახმარებას არავინ აღმოუჩენდა. ამბობდა, არჩევნების შემდეგ პატიმრების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ იქ ისევ ის ხალხი მუშაობსო.

-რას ითხოვს თქვენი ოჯახი?

-ვითხოვთ ექიმების დასჯას. ბუნებრივია, მისი სახელის რეაბილიტაციასა და მორალურ და მატერიალურ ზარალს. ამ საკითხზე ჩივილს თვითონ აპირებდა და რადგან ეს მისი სურვილი იყო, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ. ამბობდა, არ ვიცი, ციხეში ის წლები როგორ გავიდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ დრო არაფრით არ დამთავრდაო.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"