საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალიან სწორი განმარტება გაკეთდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ალასანიას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა უჭირავს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ეს უწყება, ასევე ჯარის განვითარება. იმისთვის, რომ მალე შევძლოთ ნატო-ში გაწევრიანება, ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო და ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. სწორედ ამის გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მე დარწმუნებული ვარ, ირაკლი ამ ყველაფერს თავს კარგად გაართმევს", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ვიცე პრემიერის მოვალეობებს, კახა კალაძის განცხადებით, ვიცე პრემიერს ევალება ურთიერთიობები უცხოელ ინვესტორებთან, ადგილობრივ სამინისტროებთან და, ასევე, პრემეირის დახმარება გარკვეულ საკითხებში.