პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაომი კემპბელმა რუსი მილიონერი ლეონარდო დიკაპრიოს გამო მიატოვა?
ნაომი კემპბელმა რუსი მილიონერი ლეონარდო დიკაპრიოს გამო მიატოვა?

ამ დღე­ებ­ში მსოფ­ლიო კი­ნო­ეკ­რან­ზე კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნოს ახა­ლი ფილ­მი "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ჯან­გო" გა­მო­ვი­და, რო­მელ­შიც ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ომ მთა­ვა­რი გმი­რი - ნა­ძი­რა­ლა პლან­ტა­ტო­რი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. მალე დი­კაპ­რი­ოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კი­დევ ორი პრო­ექ­ტი გა­მო­ვა: "დიდი გეტსბი" და "მგე­ლი უოლ სტრი­ტი­დან". ამ ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბებ­ზე მსა­ხი­ო­ბი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უს­ვე­ნებ­ლად მუ­შა­ობ­და და, რო­გორც ჩანს, გა­და­ი­ღა­ლა, ვი­ნა­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ფილმში გა­და­ღე­ბას არ გეგ­მავს. მსა­ხი­ო­ბის თქმით, მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სურს, და­ის­ვე­ნოს და დრო მოგ­ზა­უ­რო­ბას, მე­გობ­რებს, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შეგ­რო­ვე­ბას, გა­რე­მოს დაც­ვას ან ზღვა­ში ცურ­ვას და­უთ­მოს.

"ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყო­ველ­თვის მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ჩემი ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავს, - მი­იჩ­ნევს კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი, - ნელ-ნელა ვიზ­რდე­ბი, მაგ­რამ ჯერ კი­დევ მაქვს დრო, რომ ცოტა ხნით ნე­ბი­ე­რი ბავ­შვი ვიყო".

მსა­ხი­ობ­მა თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რო­დე­საც კა­რი­ე­რა­ში რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ან პა­უ­ზას და­თან­ხმდა, ვი­ნა­ი­დან არ ეში­ნია, რომ და­ი­ვი­წყე­ბენ.

გან­ტვირ­თვის მიზ­ნით პირ­ვე­ლი წვე­უ­ლე­ბა ლე­ო­ნარ­დომ რუსი ოლი­გარ­ქის, ვლა­დის­ლავ დო­რო­ნი­ნის სა­ცო­ლე ნა­ო­მი კემ­პბელ­თან ერ­თად მო­ა­წყო. 21 იან­ვარს მსა­ხი­ობ­მა მა­ი­ა­მის სა­ნა­პი­რო­ზე უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იახ­ტით ისე­ირ­ნა. მე­გობ­რებს შო­რის იყო ბრი­ტა­ნე­ლი სუ­პერ­მო­დე­ლიც, თუმ­ცა ამ­ჯე­რად საქმროს გა­რე­შე. ცნო­ბი­ლია, რომ ვლა­დის­ლავ დო­რო­ნი­ნი და ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი არი­ან და არა­ერ­თი შვე­ბუ­ლე­ბა ერ­თად გა­უ­ტა­რე­ბი­ათ.

ყვი­თე­ლი პრე­სა უკვე ალა­პა­რაკ­და ლე­ო­ნარ­დო­სა და ნა­ო­მის უც­ნა­უ­რი რო­მა­ნის შე­სა­ხებ. პა­პა­რა­ცებ­მა ისი­ნი იახ­ტა­ზე გა­და­ი­ღეს. მხი­ა­რუ­ლი მე­გობ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით დი­კაპ­რიო მო­წყე­ნი­ლი და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჩან­და. იახ­ტა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მსა­ხი­ო­ბის დე­დაც, რო­მე­ლიც ვა­ჟის პო­ტენ­ცი­ურ საყ­ვარ­ლებს სა­კუ­თა­რი მკაც­რი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით მა­შინ­ვე და­აფრ­თხობ­და.

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­არ­კვი­ეს, ბიზ­ნეს­მენ დო­რო­ნი­ნი­სა და დი­კაპ­რი­ოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზა­რი მა­შინ გაჩ­ნდა, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი "მოსკვა-სი­ტი­ში" ოლი­გარ­ქის აშე­ნე­ბუ­ლი ცა­თამბჯე­ნის "ოკოს" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე არ ჩა­ვი­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი მთა­ვა­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით იყო მიწ­ვე­უ­ლი. მა­ნამ­დე მსა­ხი­ო­ბი ზღვის კუ­რორ­ტებ­ზე მი­ლი­ო­ნე­რის აგა­რა­კებს ხში­რად სტუმ­რობ­და, მას თან და­ყავ­და სა­კუ­თა­რი საყ­ვარ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ასე­ვე ხში­რად იც­ვლი­და, მათ შო­რის იყ­ვნენ ბარ რა­ფა­ე­ლი, ერინ ჰი­ზერ­ტო­ნი და ბლე­იკ ლა­ივ­ლი. დო­რო­ნი­ნის მიწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და დი­კაპ­რიო რუ­სეთ­ში, რო­დე­საც პრე­ზი­დენტ პუ­ტინს შეხ­ვდა. ახლა მე­გობ­რე­ბის გზა გა­ი­ყა­რა, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი ოლი­გარ­ქის სა­ცო­ლეს­თან კვლავ თბილ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
რუბრიკის სხვა სიახლეები

ნაომი კემპბელმა რუსი მილიონერი ლეონარდო დიკაპრიოს გამო მიატოვა?

ნაომი კემპბელმა რუსი მილიონერი ლეონარდო დიკაპრიოს გამო მიატოვა?

ამ დღეებში მსოფლიო კინოეკრანზე კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი "გათავისუფლებული ჯანგო" გამოვიდა, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ მთავარი გმირი - ნაძირალა პლანტატორი განასახიერა. მალე დიკაპრიოს მონაწილეობით კიდევ ორი პროექტი გამოვა: "დიდი გეტსბი" და "მგელი უოლ სტრიტიდან". ამ ფილმების გადაღებებზე მსახიობი ორი წლის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობდა და, როგორც ჩანს, გადაიღალა, ვინაიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ფილმში გადაღებას არ გეგმავს. მსახიობის თქმით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სურს, დაისვენოს და დრო მოგზაურობას, მეგობრებს, ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას, გარემოს დაცვას ან ზღვაში ცურვას დაუთმოს.

"ბედნიერი ადამიანი ვარ. ყოველთვის მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი და ჩემი ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, - მიიჩნევს კინოვარსკვლავი, - ნელ-ნელა ვიზრდები, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს დრო, რომ ცოტა ხნით ნებიერი ბავშვი ვიყო”.

მსახიობმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კარიერაში რამდენიმეწლიან პაუზას დათანხმდა, ვინაიდან არ ეშინია, რომ დაივიწყებენ.

განტვირთვის მიზნით პირველი წვეულება ლეონარდომ რუსი ოლიგარქის, ვლადისლავ დორონინის საცოლე ნაომი კემპბელთან ერთად მოაწყო. 21 იანვარს მსახიობმა მაიამის სანაპიროზე უახლოესი მეგობრების გარემოცვაში იახტით ისეირნა. მეგობრებს შორის იყო ბრიტანელი სუპერმოდელიც, თუმცა ამჯერად საქმროს გარეშე. ცნობილია, რომ ვლადისლავ დორონინი და ლეონარდო დიკაპრიო დიდი ხნის მეგობრები არიან და არაერთი შვებულება ერთად გაუტარებიათ.

ყვითელი პრესა უკვე ალაპარაკდა ლეონარდოსა და ნაომის უცნაური რომანის შესახებ. პაპარაცებმა ისინი იახტაზე გადაიღეს. მხიარული მეგობრებისგან განსხვავებით დიკაპრიო მოწყენილი და ჩაფიქრებული ჩანდა. იახტაზე იმყოფებოდა მსახიობის დედაც, რომელიც ვაჟის პოტენციურ საყვარლებს საკუთარი მკაცრი გამომეტყველებით მაშინვე დააფრთხობდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ბიზნესმენ დორონინისა და დიკაპრიოს ურთიერთობაში ბზარი მაშინ გაჩნდა, როდესაც მსახიობი "მოსკვა-სიტიში" ოლიგარქის აშენებული ცათამბჯენის "ოკოს" პრეზენტაციაზე არ ჩავიდა. ღონისძიებაზე კინოვარსკვლავი მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. მანამდე მსახიობი ზღვის კურორტებზე მილიონერის აგარაკებს ხშირად სტუმრობდა, მას თან დაყავდა საკუთარი საყვარლები, რომლებსაც ასევე ხშირად იცვლიდა, მათ შორის იყვნენ ბარ რაფაელი, ერინ ჰიზერტონი და ბლეიკ ლაივლი. დორონინის მიწვევით იმყოფებოდა დიკაპრიო რუსეთში, როდესაც პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. ახლა მეგობრების გზა გაიყარა, თუმცა მსახიობი ოლიგარქის საცოლესთან კვლავ თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება