"კასპის სოფლებში ოლეგ იაძის მხარდასაჭერი აქციები იწყება" - ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის რაიონის სოფლებიდან, "ქვემო ჭალა" და "წინარეხი" აცნობეს. ეს ის სოფლებია, სადაც კასპის გამგებლის ოლეგ იაძის მოწინააღმდეგე მოშიმშილე 6 აქტივისტი ცხოვრობს. აღნიშნულ სოფლებში აქციები მათ წინააღმდეგ იგეგმება.
"თუ რაიმე საფრთხე შეექმნება გამგებლის სკამს, ხალხის გამოყვანა მაშინ ნახონ", - ასეთი განცხადება გამგებელმა ოლეგ იაძემ გუშინ გააკეთა. ასევე გუშინ კასპის საკრებულოს სხდომაზე ინციდენტი მოხდა - საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი სცემეს.
"ქართული ოცნების" აქტივისტები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასთან ერთად ოლეგ იაძის გადადგომას ითხოვენ. მათ წინააღმდეგ გამოსვლას კი გამგებლის მომხრეები დღეიდან გეგმავენ.
სრული ვერსია