მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიშველი ვივიენ ვესტვუდის ფოტოები ბრიტანეთში გამოფინეს
შიშველი ვივიენ ვესტვუდის ფოტოები ბრიტანეთში გამოფინეს

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ვი­ვი­ენ ვესტვუ­დი ბრი­ტა­ნუ­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბით მოხ­ვდა. 71 წლის დი­ზა­ი­ნე­რი ფო­ტოგ­რაფ ჟუ­ერ­გენ ტე­ლე­რის ობი­ექ­ტი­ვის წინ სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი პო­ზი­რებ­და.

ფო­ტო­ე­ბი სამი წლის წი­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი. მა­შინ ვი­ვი­ენ ვესტვუ­დი 68 წლის იყო. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დი­ზა­ი­ნერ­მა თა­მა­მად გა­ი­ხა­და კა­მე­რის წინ.

ფო­ტო­ებ­ზე შიშ­ვე­ლი ვესტვუ­დი სხვა­დას­ხვა და საკ­მა­ოდ თა­მამ პო­ზებ­შია აღ­ბეჭ­დი­ლი. ეს სუ­რა­თე­ბი ბრი­ტა­ნეთ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ფი­ნა და საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა.

გა­მო­ფე­ნას თა­ვად ვი­ვი­ენ ვესტვუ­დიც და­ეს­წრო. მო­დის სამ­ყა­როს დე­დო­ფა­ლი მისი შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მი­ვი­და.

სკან­და­ლურ ფო­ტო­ებ­ზე კო­მენ­ტა­რი თა­ვად ფო­ტოგ­რაფ­მა გა­ა­კე­თა.

"ვი­ვი­ენ­თან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ყო­ველ­თვის ვტკბე­ბო­დი მისი კა­ნის სიმ­შვე­ნი­ე­რით. სე­სია თბი­ლი და მხი­ა­რუ­ლი იყო. ფო­ტო­ე­ბი მის სახ­ლში გა­და­ვი­ღეთ", - გა­ნა­ცხა­და ტე­ლერ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შიშველი ვივიენ ვესტვუდის ფოტოები ბრიტანეთში გამოფინეს

შიშველი ვივიენ ვესტვუდის ფოტოები ბრიტანეთში გამოფინეს

ცნობილი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი ბრიტანული პრესის ყურადღების ცენტრში, ბრიტანეთში გამოფენილი  შიშველი ფოტოებით მოხვდა. 71 წლის დიზაინერი ფოტოგრაფ ჟუერგენ ტელერის ობიექტივის წინ სრულიად შიშველი პოზირებდა.

ფოტოები სამი წლის წინაა გადაღებული. მაშინ ვივიენ ვესტვუდი 68 წლის იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, დიზაინერმა თამამად გაიხადა კამერის წინ.

ფოტოებზე შიშველი ვესტვუდი სხვადასხვა და საკმაოდ თამამ პოზებშია აღბეჭდილი. ეს სურათები ბრიტანეთში პირველად გამოიფინა და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.

გამოფენას თავად ვივიენ ვესტვუდიც დაესწრო. მოდის სამყაროს დედოფალი მისი შიშველი ფოტოების სანახავად მეუღლესთან ერთად მივიდა.

სკანდალურ ფოტოებზე კომენტარი თავად ფოტოგრაფმა გააკეთა.

"ვივიენთან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი და ყოველთვის ვტკბებოდი მისი კანის სიმშვენიერით. სესია თბილი და მხიარული იყო. ფოტოები მის სახლში გადავიღეთ", - განაცხადა ტელერმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება