სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოჩა კელენჯერიძე: "არ შეიძლება ფაშიზმთან კოჰაბიტაცია!"
გოჩა კელენჯერიძე: "არ შეიძლება ფაშიზმთან კოჰაბიტაცია!"

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას თა­ნა­მებ­რძოლ­მა გოჩა კე­ლენ­ჯე­რი­ძემ, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის რე­ჟი­მის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის გამო, 1997 წლის 16 ივ­ნისს იძუ­ლე­ბით და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო. მას ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფომ მის­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი. 2004 წლი­დან კი ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. მცი­რე ხნით მუ­შა­ობ­და მთარ­გმნე­ლად ეს­პა­ნე­თის ლტოლ­ვილ­თა ოფის­ში, შემ­დეგ მად­რი­დის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში. 2001 წლი­დან არის ეს­პა­ნე­თის შსს-ს ექი­მი, მად­რი­დის ექიმ­თა კო­ლე­გი­ი­სა და "ამ­ნეს­ტი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლის" ეს­პა­ნე­თის სექ­ცი­ის წევ­რი.

ბა­ტონ გო­ჩას ეს­პა­ნეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ:

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მას­ვე­ნებ­და ფიქ­რი ჩემს ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ქარ­თვე­ლე­ბის ძარ­ცვა და გე­ნო­ცი­დი. ჩემი ვალი იყო, ისე მე­ცხოვ­რა უცხო­ეთ­ში, რო­გორც კე­თი­ლი ნე­ბის ადა­მი­ანს შე­ე­ფე­რე­ბა, ვფიქ­რობ, ეს შე­ვას­რუ­ლე და ამის მოწ­მე ჩემი ეს­პა­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი არი­ან... მახ­სოვს, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი პირ­და­პირ ეთერ­ში რომ იხი­ლეს, ეს­პა­ნელ­მა მე­გობ­რებ­მა გა­ოგ­ნე­ბუ­ლებ­მა მკი­თხეს - თქვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი გი­ჟი­აო?! წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, სა­კუ­თა­რი ერი ასეთ საფრ­თხე­ში ჩა­აგ­დო, ამას დამ­პყრობ­ლე­ბიც არ უკე­თე­ბენ და­პყრო­ბილ ხალ­ხსო! ვპა­სუ­ხობ­დი, - ბა­ტო­ნე­ბო, ეგ ინ­დი­ვი­დი ჩემი და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არ არის, ის არის ოკუ­პან­ტი, ავან­ტი­უ­რის­ტი, ქარ­თველთმო­ძუ­ლე და ბო­რო­ტი ჯამ­ბა­ზი, თა­ნა­მედ­რო­ვე ჰიტ­ლე­რი, მისი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი მთე­ლი დღეა, ჰიტ­ლე­რის ფრა­ზებს ცი­ტი­რე­ბენ-მეთ­ქი. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ბომბვე­ბის ფონ­ზე ვთქვი და ყვე­ლა და­მე­თან­ხმა, მამ­ხნე­ვებ­დნენ და ლო­ცუ­ლობ­დნენ...

ყვე­ლა დრო­ი­სა და რჯუ­ლის დამ­პყრო­ბე­ლი იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ამ ან­ტი­ა­და­მი­ა­ნურ რე­ჟიმ­ში, რო­მელ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ჰქვია და რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო და­ცა­ლა ქარ­თვე­ლე­ბის­გან, რეპ­რე­სი­ე­ბი მო­უ­წყო ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას. ის, ვინც გა­ბე­დავს და პატ­რი­არ­ქს და­უყ­ვი­რებს, პარ­ლა­მენ­ტში კი არა, ცი­ხე­ში უნდა იჯ­დეს! ნაც­მოძ­რა­ო­ბის პრო­ვინ­ცი­უ­ლი ფა­შიზ­მი ეფუძ­ნე­ბო­და აპარ­ტე­იდს და არა რა­სიზმს, გან­სხვა­ვე­ბით ჰიტ­ლე­რუ­ლი ფა­შიზ­მი­სა­გან. სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მე­თო­დე­ბი ევ­რო­დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­მარ­თლი­ა­ნად მი­იჩ­ნი­ეს ნე­ო­ლე­ნი­ნიზ­მად. სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ზრახ­ვით გა­და­ი­ტა­ნა პარ­ლა­მენ­ტი თბი­ლი­სი­დან, გა­ა­ნად­გუ­რა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ის­ტო­რია, ღირ­სე­ბა, რჯუ­ლი... ებ­რძოდ­ნენ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, რა­საც ქარ­თვე­ლი და ქარ­თუ­ლი ჰქვია, მათ შო­რის, გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დე­და­ე­ნას", ილი­ას, ვა­ჟას... ვა­ცხა­დებ და რო­გორც ექი­მი მო­ვი­თხოვ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­ში­ში მა­ნი­ა­კი­სა და ჯა­ლა­თი დიქ­ტა­ტო­რის, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­პა­ტიმ­რე­ბას! არ შე­იძ­ლე­ბა ფა­შიზ­მთან კო­ჰა­ბი­ტა­ცია!

1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბით სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა რე­ვო­ლუ­ცი­ურ ცვლი­ლე­ბებს, რო­მელ­საც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლდა ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ნა­ცტი­რა­ნი­ის­გან, ახლა ნა­ც­ჭი­რის­გა­ნაც უნდა გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში გაჩ­ნდა პერ­სპექ­ტი­ვა, აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. ყვე­ლა ქარ­თველს აქვს სა­კუ­თარ მი­წა­ზე ბედ­ნი­ე­რი, მშვი­დი, ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა. ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია ჩვენ­ვე უნდა მო­ვი­პო­ვოთ და და­ვიმ­სა­ხუ­როთ და ამ საქ­მე­ში არა მარ­ტო წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, არა­მედ ვეც­დე­ბი, ამა­ში წვლი­ლი მეც შე­ვი­ტა­ნო!.. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია ისიც, რომ 20 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს... ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი მხო­ლოდ ფხი­ზე­ლი კრი­ტი­კაა, რაც შორ­საა მლიქ­ვნელ­თა ტა­შის­გან. იგი ბრძნულ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს, არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი და ამი­ტომ არ უფრთხის გო­ნივ­რულ კრი­ტი­კას.

- ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- პირ­ველ რიგ­ში, დე­და­ქა­ლა­ქის მერი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­ცჯა­ლა­თი უგუ­ლა­ვა. თბი­ლი­სის მე­რი­ას არა­ნაკ­ლე­ბი ძალა და გავ­ლე­ნა აქვს, ვიდ­რე ბევრ მი­ნისტრს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. ირაკ­ლი ალა­სა­ნია, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფრთის ლი­დე­რე­ბი არი­ან. დი­ას­პო­რის მი­ნის­ტრი, ბა­ტო­ნი კოტე სურ­გუ­ლა­ძე არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში მად­რიდ­ში გა­ვი­ცა­ნი. სხვა მი­ნის­ტრებს პი­რა­დად არ შევ­ხვედ­რი­ვარ და ყვე­ლას გულ­წრფე­ლად ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სი­კე­თო ყვე­ლა საქ­მე­ში. მხო­ლოდ ბა­ტონ სო­ზარ სუ­ბარ­ზე მინ­და შე­ვა­ჩე­რო ყუ­რა­დღე­ბა და კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თო მას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი ცი­ხის შექ­მნა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ამი­სათ­ვის მხო­ლოდ იმის და­ჯე­რე­ბაა სა­ჭი­რო, რომ პა­ტი­მა­რი ადა­მი­ა­ნია! სი­კე­თეს ვუ­სურ­ვებ სუ­ბარს, რო­გორც ადა­მი­ანს, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი სინ­დი­სი და ქარ­თუ­ლი ცი­ხე­ე­ბის სა­ვა­ლა­ლო ყოფა მა­ვალ­დე­ბუ­ლებს გან­ვა­ცხა­დო, რომ ის, რო­გორც მი­ნის­ტრი, არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია, რაც არ შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნი იყოს!..

- სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი იქად­ნი­ან, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კვლავ დაბ­რუნ­დე­ბი­ან...

- ჯერ კი­დევ ნა­ცე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია თბი­ლი­სის მე­რია, ასე­ვე, მი­შას ამ­ნის­ტი­ით შერ­ჩე­უ­ლი ასო­ბით კრი­მი­ნა­ლი, სა­ელ­ჩო­ე­ბის ნა­წი­ლი და თვი­თონ პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძე­ლი, ბო­კე­რი­ას უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, კრი­მი­ნა­ლი კუბ­ლაშ­ვი­ლის ან­ტი­ა­და­მი­ა­ნუ­რი სა­სა­მარ­თლო... შე­ხე­დეთ, რო­გორ ამ­წვა­ვებს სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­თა­რე­ბას და შეგ­ნე­ბუ­ლად ყოფს ქარ­თვე­ლებს ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბულ ბა­ნა­კე­ბად. ნაც­მოძ­რა­ო­ბას ახლა უფრო მე­ტად აქვს გახ­სნი­ლი ხელ-ფეხი ბარ­ბა­რო­სო­ბის ჩა­სა­დე­ნად, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აკის­რე­ბენ. ნა­ცი­ო­ნა­ლებს არ შე­უძ­ლი­ათ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, ისი­ნი სის­ხლი­ან ნაც­რე­ვანშს ამ­ზა­დე­ბენ და ყვე­ლას პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ გა­ვი­ზი­ა­რებ იმ აზრს, რომ მათი ქა­დი­ლი ტყუ­ი­ლია და ნაც­ბან­და ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხებს შუ­რის­ძი­ე­ბას. მათი შე­ჩე­რე­ბა მხო­ლოდ ხალ­ხს შე­უძ­ლია. ნაც­ბან­და უნდა აიკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში - მიშა სა­ში­შია!

- სა­ა­კაშ­ვილს ახ­ლოს იც­ნობთ?

- სა­ა­კაშ­ვილს ახ­ლოს ვიც­ნობ რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი კრი­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზი­სა და მინ­და, ყვი­რი­ლით გა­ვაფრ­თხი­ლო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ყვე­ლა ქარ­თვე­ლი, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მოხ­დეს ამ ქარ­თველთმო­ძუ­ლეს იზო­ლი­რე­ბა. სა­ა­კაშ­ვილს ქარ­თვე­ლე­ბის სის­ხლი სწყუ­რია, სძულს ადა­მი­ა­ნე­ბი... ქარ­თვე­ლი ფსი­ქი­ატ­რე­ბის დუ­მი­ლი ქვეყ­ნი­სა და ექი­მო­ბის ღა­ლა­ტია!.. მიშა გიგა ბო­კე­რი­ას ბან­დის წევ­რი იყო 1991 წლი­დან. ის აქ­ტი­უ­რად ებ­რძო­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ქარ­თულ სტრა­ტე­გი­ას. მი­შას პი­რა­დად არ ვიც­ნობ, თუმ­ცა მისი მკურ­ნა­ლო­ბა შე­მიძ­ლია მაო ძე დუ­ნის პა­ლა­ტა­ში. ახ­ლოს ვიც­ნობ და ზედ­მი­წევ­ნით ახ­ლოს მიც­ნო­ბენ ტე­რო­რის­ტე­ბი: გიგა ბო­კე­რია, გოკა გა­ბაშ­ვი­ლი, გივი თარ­გა­მა­ძე და სხვე­ბი. სწო­რედ ისი­ნი იყ­ვნენ და არი­ან ჩემი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და დაბ­რუ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი. 1992 წელს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გიგა ბო­კე­რია სი­ცხი­ა­ნი გუ­რუ­სა­ვით, ხმა­მაღ­ლა გაჰ­ყვი­რო­და, რომ მე ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ვი­ყა­ვი...

- რა­ტომ?

- ამ კი­თხვას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში. ერთს კი ვე­ტყვი, გიგა, გოკა და გივი - მე დავ­ბრუნ­დე­ბი!..

- ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე თქვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო, დღეს კი ნაც­მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია...

- მე ვიც­ნობ­დი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს რო­გორც ქარ­თველ სტუ­დენტს, სტუ­დენ­ტთა სა­გა­ფიც­ვო კო­მი­ტე­ტის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წევ­რს. ჩვენ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩემი გა­მოქ­ცე­ვის შემ­დეგ კი იგი ბო­კე­რი­ას ბა­ნაკ­ში მოხ­ვდა. მე არ ვიც­ნობ მი­შას მომ­ხრე ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს, მინ­და და­ვი­ჯე­რო მისი გულ­წრფე­ლო­ბა, რო­დე­საც ის მი­შას ზვი­ადს ადა­რებს, მაგ­რამ ეს ჩემს ადა­მი­ა­ნურ ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა და ხმა­მაღ­ლა ვა­უ­წყებ მა­საც და ყვე­ლას - მიშა ზვი­ა­დი არ არის, მიშა ან­ტიზ­ვი­ა­დია, ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც შექ­მნა ცრუბ­რალ­დე­ბე­ბით იმ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ამ, ია­რა­ღი რომ აიღო ხელ­ში 1991 წლის 22 დე­კემ­ბერს და ამი­სათ­ვის შე­ვარ­დნა­ძის მად­ლო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა - მიშა მტე­რია და შენ მისი მსხვერ­პლი ხარ, ეკა!..

- აპი­რებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას?

- მე არც დიდი ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი ვარ და არც კონ­სტან­ტი­ნე სა­ვარ­სა­მი­ძე. მე ვარ ქარ­თვე­ლი დე­მოკ­რა­ტი, რო­მელ­მაც იმ ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რა, რო­გორც ქარ­თველ დევ­ნილს შე­ეძ­ლო ეცხოვ­რა ჩვენს დრო­ე­ბა­ში. ჩემ­თვის არ წა­ურ­თმე­ვი­ათ ძეხ­ვის სა­ამ­ქრო ან სხვა რამ. ჩემი დევ­ნი­ლო­ბა იმ პო­ლი­ტი­კურ­მა იდე­ებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შევ­ფი­ცეთ დახ­ვრე­ტილ სტუ­დენ­ტებს. ეს არის: ბედ­ნი­ე­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო, ღირ­სე­უ­ლი და­საქ­მე­ბა, ემიგ­რა­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა და ყვე­ლა სხვა დე­ტა­ლებ­თან ერ­თად - შვე­დუ­რი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მის და­ნერგვა. კა­პი­ტა­ლიზ­მი კრი­ზის­შია და ბევ­რი დე­მოკ­რა­ტი აღ­ნიშ­ნავს უკვე, რომ კა­პი­ტა­ლიზ­მი თვი­თონ არის კრი­ზი­სი. ან­ტი­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ვე­ლუ­რი ფორ­მა, რომ­ლი­თაც ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მთა­ვა­რი წყა­როა უსა­მარ­თლო­ბი­სა. ჩემ­თვის პო­ლიტ­დევ­ნი­ლო­ბა ბიზ­ნე­სი და გარ­თო­ბა არ ყო­ფი­ლა. ეს იცი­ან ქალ­ბა­ტონ­მა ეკა ბე­სე­ლი­ა­მაც და სხვა კომ­პე­ტენ­ტურ­მა პი­რებ­მაც, რო­მელ­ნიც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად აღი­ა­რე­ბენ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს, პო­ლიტ­დევ­ნი­ლებ­სა და პო­ლიტ­დახ­ვრე­ტი­ლებს... მე დავ­ბრუნ­დე­ბი! მა­ნამ­დე კი - ჩემ­თვის ყო­ვე­ლი დღე სა­უ­კუ­ნეა...

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ბუდუ
0

ყველაფერი სწორად, კაცურად ისაუბრა, ეტყობა როგორი პრინციპული ადამიანია და სამშობლო უყვარს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

გოჩა კელენჯერიძე: "არ შეიძლება ფაშიზმთან კოჰაბიტაცია!"

გოჩა კელენჯერიძე: "არ შეიძლება ფაშიზმთან კოჰაბიტაცია!"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლმა გოჩა კელენჯერიძემ, ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების გამო, 1997 წლის 16 ივნისს იძულებით დატოვა საქართველო. მას ესპანეთის სამეფომ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი. 2004 წლიდან კი ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. მცირე ხნით მუშაობდა მთარგმნელად ესპანეთის ლტოლვილთა ოფისში, შემდეგ მადრიდის ჯანდაცვის სისტემაში. 2001 წლიდან არის ესპანეთის შსს-ს ექიმი, მადრიდის ექიმთა კოლეგიისა და "ამნესტი ინტერნაციონალის" ესპანეთის სექციის წევრი.

ბატონ გოჩას ესპანეთში დავუკავშირდით და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება ვთხოვეთ:

- წლების განმავლობაში არ მასვენებდა ფიქრი ჩემს ქვეყანასა და ხალხზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე საქართველოში, რადგან ამ პერიოდში ხორციელდებოდა ქართველების ძარცვა და გენოციდი. ჩემი ვალი იყო, ისე მეცხოვრა უცხოეთში, როგორც კეთილი ნების ადამიანს შეეფერება, ვფიქრობ, ეს შევასრულე და ამის მოწმე ჩემი ესპანელი მეგობრები არიან... მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს ომი პირდაპირ ეთერში რომ იხილეს, ესპანელმა მეგობრებმა გაოგნებულებმა მკითხეს - თქვენი პრეზიდენტი გიჟიაო?! წარმოუდგენელია, საკუთარი ერი ასეთ საფრთხეში ჩააგდო, ამას დამპყრობლებიც არ უკეთებენ დაპყრობილ ხალხსო! ვპასუხობდი, - ბატონებო, ეგ ინდივიდი ჩემი და საქართველოს პრეზიდენტი არ არის, ის არის ოკუპანტი, ავანტიურისტი, ქართველთმოძულე და ბოროტი ჯამბაზი, თანამედროვე ჰიტლერი, მისი ტელევიზიები მთელი დღეა, ჰიტლერის ფრაზებს ციტირებენ-მეთქი. ეს ყველაფერი დაბომბვების ფონზე ვთქვი და ყველა დამეთანხმა, მამხნევებდნენ და ლოცულობდნენ...

ყველა დროისა და რჯულის დამპყრობელი იყო გაერთიანებული ამ ანტიადამიანურ რეჟიმში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია და რომელმაც საქართველო დაცალა ქართველებისგან, რეპრესიები მოუწყო ქართულ ეკლესიას. ის, ვინც გაბედავს და პატრიარქს დაუყვირებს, პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს! ნაცმოძრაობის პროვინციული ფაშიზმი ეფუძნებოდა აპარტეიდს და არა რასიზმს, განსხვავებით ჰიტლერული ფაშიზმისაგან. სააკაშვილის რეჟიმის მეთოდები ევროდეპუტატებმა სამართლიანად მიიჩნიეს ნეოლენინიზმად. სააკაშვილის რეჟიმმა ანტისახელმწიფოებრივი განზრახვით გადაიტანა პარლამენტი თბილისიდან, გაანადგურა ქართული კულტურა, ისტორია, ღირსება, რჯული... ებრძოდნენ ყველას და ყველაფერს, რასაც ქართველი და ქართული ჰქვია, მათ შორის, გოგებაშვილის "დედაენას", ილიას, ვაჟას... ვაცხადებ და როგორც ექიმი მოვითხოვ საზოგადოებისათვის საშიში მანიაკისა და ჯალათი დიქტატორის, სააკაშვილის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას! არ შეიძლება ფაშიზმთან კოჰაბიტაცია!

1-ლი ოქტომბრის არჩევნებით საფუძველი ჩაეყარა რევოლუციურ ცვლილებებს, რომელსაც შენარჩუნება და განვითარება სჭირდება. საქართველო გათავისუფლდა ჯოჯოხეთური ნაცტირანიისგან, ახლა ნაცჭირისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. საქართველოში გაჩნდა პერსპექტივა, აღდგეს სამართლიანობა. ყველა ქართველს აქვს საკუთარ მიწაზე ბედნიერი, მშვიდი, ღირსეული ცხოვრების უფლება. ქართული დემოკრატია ჩვენვე უნდა მოვიპოვოთ და დავიმსახუროთ და ამ საქმეში არა მარტო წარმატებას ვუსურვებ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ვეცდები, ამაში წვლილი მეც შევიტანო!.. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისიც, რომ 20 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ქართულად ლაპარაკობს... ჩემი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისადმი მხოლოდ ფხიზელი კრიტიკაა, რაც შორსაა მლიქვნელთა ტაშისგან. იგი ბრძნულ ქართულ პოლიტიკას ახორციელებს, არის თავისუფალი ადამიანი და ამიტომ არ უფრთხის გონივრულ კრიტიკას.

- ახალ მინისტრთა კაბინეტს როგორ შეაფასებთ?

- პირველ რიგში, დედაქალაქის მერი არ შეიძლება იყოს ნაცჯალათი უგულავა. თბილისის მერიას არანაკლები ძალა და გავლენა აქვს, ვიდრე ბევრ მინისტრს რეალურ ცხოვრებაში. ირაკლი ალასანია, თეა წულუკიანი და ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული ფრთის ლიდერები არიან. დიასპორის მინისტრი, ბატონი კოტე სურგულაძე არჩევნების წინა პერიოდში მადრიდში გავიცანი. სხვა მინისტრებს პირადად არ შევხვედრივარ და ყველას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას საქართველოსთვის სასიკეთო ყველა საქმეში. მხოლოდ ბატონ სოზარ სუბარზე მინდა შევაჩერო ყურადღება და კიდევ ერთხელ მივმართო მას, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანური ციხის შექმნა შესაძლებელია და ამისათვის მხოლოდ იმის დაჯერებაა საჭირო, რომ პატიმარი ადამიანია! სიკეთეს ვუსურვებ სუბარს, როგორც ადამიანს, მაგრამ ჩემი პროფესიული სინდისი და ქართული ციხეების სავალალო ყოფა მავალდებულებს განვაცხადო, რომ ის, როგორც მინისტრი, არაკომპეტენტურია, რაც არ შეიძლება დადებითი შედეგის მომტანი იყოს!..

- სააკაშვილი და მისი გუნდი იქადნიან, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან...

- ჯერ კიდევ ნაცების განკარგულებაშია თბილისის მერია, ასევე, მიშას ამნისტიით შერჩეული ასობით კრიმინალი, საელჩოების ნაწილი და თვითონ პრეზიდენტის სავარძელი, ბოკერიას უშიშროების საბჭო, კრიმინალი კუბლაშვილის ანტიადამიანური სასამართლო... შეხედეთ, როგორ ამწვავებს სააკაშვილი ვითარებას და შეგნებულად ყოფს ქართველებს ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებად. ნაცმოძრაობას ახლა უფრო მეტად აქვს გახსნილი ხელ-ფეხი ბარბაროსობის ჩასადენად, რაზეც პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. ნაციონალებს არ შეუძლიათ თანამდებობების გარეშე ცხოვრება, ისინი სისხლიან ნაც­რევანშს ამზადებენ და ყველას პატივისცემის მიუხედავად, ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ მათი ქადილი ტყუილია და ნაცბანდა ვეღარ მოახერხებს შურისძიებას. მათი შეჩერება მხოლოდ ხალხს შეუძლია. ნაცბანდა უნდა აიკრძალოს საქართველოში - მიშა საშიშია!

- სააკაშვილს ახლოს იცნობთ?

- სააკაშვილს ახლოს ვიცნობ როგორც სპეციალისტი კრიმინოლოგიური ფსიქოანალიზისა და მინდა, ყვირილით გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება და ყველა ქართველი, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ქართველთმოძულეს იზოლირება. სააკაშვილს ქართველების სისხლი სწყურია, სძულს ადამიანები... ქართველი ფსიქიატრების დუმილი ქვეყნისა და ექიმობის ღალატია!.. მიშა გიგა ბოკერიას ბანდის წევრი იყო 1991 წლიდან. ის აქტიურად ებრძოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ სტრატეგიას. მიშას პირადად არ ვიცნობ, თუმცა მისი მკურნალობა შემიძლია მაო ძე დუნის პალატაში. ახლოს ვიცნობ და ზედმიწევნით ახლოს მიცნობენ ტერორისტები: გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე და სხვები. სწორედ ისინი იყვნენ და არიან ჩემი რეაბილიტაციისა და დაბრუნების წინააღმდეგნი. 1992 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გიგა ბოკერია სიცხიანი გურუსავით, ხმამაღლა გაჰყვიროდა, რომ მე ყველაზე საშიში ვიყავი...

- რატომ?

- ამ კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი სამართლიან გარემოში. ერთს კი ვეტყვი, გიგა, გოკა და გივი - მე დავბრუნდები!..

- ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას ეკა ხერხეულიძე თქვენი თანამებრძოლი იყო, დღეს კი ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერია...

- მე ვიცნობდი ეკა ხერხეულიძეს როგორც ქართველ სტუდენტს, სტუდენტთა საგაფიცვო კომიტეტის საკოორდინაციო საბჭოს წევრს. ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით. საქართველოდან ჩემი გამოქცევის შემდეგ კი იგი ბოკერიას ბანაკში მოხვდა. მე არ ვიცნობ მიშას მომხრე ეკა ხერხეულიძეს, მინდა დავიჯერო მისი გულწრფელობა, როდესაც ის მიშას ზვიადს ადარებს, მაგრამ ეს ჩემს ადამიანურ ძალებს აღემატება და ხმამაღლა ვაუწყებ მასაც და ყველას - მიშა ზვიადი არ არის, მიშა ანტიზვიადია, ზუსტად ისეთი, როგორიც შექმნა ცრუბრალდებებით იმ ინტელიგენციამ, იარაღი რომ აიღო ხელში 1991 წლის 22 დეკემბერს და ამისათვის შევარდნაძის მადლობა დაიმსახურა - მიშა მტერია და შენ მისი მსხვერპლი ხარ, ეკა!..

- აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?

- მე არც დიდი ექვთიმე თაყაიშვილი ვარ და არც კონსტანტინე სავარსამიძე. მე ვარ ქართველი დემოკრატი, რომელმაც იმ ცხოვრებით იცხოვრა, როგორც ქართველ დევნილს შეეძლო ეცხოვრა ჩვენს დროებაში. ჩემთვის არ წაურთმევიათ ძეხვის საამქრო ან სხვა რამ. ჩემი დევნილობა იმ პოლიტიკურმა იდეებმა განაპირობა, რომელთა განხორციელება შევფიცეთ დახვრეტილ სტუდენტებს. ეს არის: ბედნიერი და მშვიდობიანი საქართველო, ღირსეული დასაქმება, ემიგრაციის დაბრუნება, საყოველთაო ჯანდაცვა და ყველა სხვა დეტალებთან ერთად - შვედური სოციალურ-ეკონომიკური სისტემის დანერგვა. კაპიტალიზმი კრიზისშია და ბევრი დემოკრატი აღნიშნავს უკვე, რომ კაპიტალიზმი თვითონ არის კრიზისი. ანტიადამიანური და ველური ფორმა, რომლითაც ის საქართველოში ხორციელდება, მთავარი წყაროა უსამართლობისა. ჩემთვის პოლიტდევნილობა ბიზნესი და გართობა არ ყოფილა. ეს იციან ქალბატონმა ეკა ბესელიამაც და სხვა კომპეტენტურმა პირებმაც, რომელნიც სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ აუცილებლად აღიარებენ ედუარდ შევარდნაძის პოლიტპატიმრებს, პოლიტდევნილებსა და პოლიტდახვრეტილებს... მე დავბრუნდები! მანამდე კი - ჩემთვის ყოველი დღე საუკუნეა...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: ალეკო ელისაშვილი "ნიუსრუმში"

ამერიკელი კონგრესმენების წერილი გახარიას - "მიუღებელია, რომ "ოცნების" მიერ შექმნილი ფეისბუქ ანგარიშები დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას ავრცელებდნენ"

LIVE: თინა ხიდაშელი "ნიუსრუმში"