Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ზერეკიძე არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს
გიორგი ზერეკიძე არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს

21 წლის გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძე 13 იან­ვარს პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ის 14 წლის იყო, როცა პირ­ვე­ლად გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდა. გი­ორ­გი 2008 წლის 8 იან­ვარს და­ა­კა­ვეს და გა­მო­ძი­ე­ბამ მას ან­გა­რე­ბის მიზ­ნით მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, ყა­ჩა­ღო­ბა და ხუ­ლიგ­ნო­ბა დას­დო ბრა­ლად. თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს უბ­რა­ლოდ მცი­რე შე­ლა­პა­რა­კე­ბა იყო, რომ­ლის დრო­საც და­ზა­რა­ლე­ბულს სხე­ულ­ზე მცი­რე გა­ნა­კაწ­რი აღ­მო­აჩ­ნდა. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მო­ზარ­დებს შო­რის ხში­რია, კარ­გია ეს თუ არა, სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ ამ­გვა­რი მძი­მე გა­ნა­ჩე­ნით ადა­მი­ა­ნის დას­ჯა არ მომ­ხდა­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გი­ორ­გი მა­მამ თა­ვად მი­იყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ეგო­ნა, ბავ­შვს უბ­რა­ლოდ გა­აფრ­თხი­ლებ­დნენ, სი­ტყვი­ე­რად დას­ჯიდ­ნენ, მაგ­რამ ის იქ იმა­ვე დღეს და­ტო­ვეს. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბი­დან მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მას კრი­მი­ნა­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას სა­მარ­თლი­ა­ნად მი­იჩ­ნევ­დნენ. მისი და­კა­ვე­ბა უნდა გამ­ხდა­რი­ყო მა­გა­ლი­თი სხვე­ბის­თვის და ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ზარ­დე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე იყო გათ­ვლი­ლი.

თა­ვი­დან ით­ქვა ათი წელი, შემ­დეგ კი სა­სა­მარ­თლომ მას შვიდ­წ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ოჯახ­მა ასე­თი და­უნ­დო­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­აპ­რო­ტეს­ტა და საქ­მე სტრას­ბურ­გში გა­ა­სა­ჩივ­რა. და­კა­ვე­ბუ­ლის მშობ­ლებს სტრას­ბურ­გი­დან სარ­ჩე­ლის გა­მო­ტა­ნას სთხოვ­დნენ, სა­ნაც­ვლოდ კი გი­ორ­გის ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბოდ­ნენ. ოჯახ­მა საქ­მის გა­მო­თხო­ვა­ზე გა­ნა­ცხა­დი და­წე­რა და ზე­რე­კი­ძე­ე­ბი სტრას­ბურ­გში სა­ბუ­თე­ბის გა­მო­სა­ტა­ნად ჩაფ­რინ­დნენ. გი­ორ­გის მამა - მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძე, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ­მა ოპე­რა­ტი­ულ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2010 წლის 24 მარტს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­მოს­ვლი­სას და­ა­კა­ვა. მის ბარ­გში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა - 230 აბი სუ­ბუ­ტექ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძემ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ერთი წლის შემ­დეგ, 16 აგ­ვის­ტოს, რუს­თა­ვის #6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მა­რი მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯახს სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად დე­ნის დარ­ტყმა და­უ­სა­ხე­ლეს. არა­და, გარ­დაც­ვლილს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი თა­ვი­სა და კის­რის არე­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძის მე­უღ­ლის, ლი­კას მო­თხოვ­ნით, ცხე­დარს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და, რომ­ლის დრო­საც გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ცხე­დარს სხე­ულ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და არ­სად იყო დე­ნის კვა­ლი.

2010 წლის დე­კემ­ბერ­ში გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მან ბო­ლომ­დე მო­ი­ხა­და ის სას­ჯე­ლი, რაც სა­ბო­ლო­ოდ მის საქ­მე­ში ეწე­რა, მაგ­რამ რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­და­მის­მა გვი­თხრა, მო­ზარდს ორ თვე­ში პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს და ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით ისევ შე­აბ­რუ­ნეს ცი­ხე­ში. ამ­ჯე­რად მას 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი. რა­ტომ და­აბ­რუ­ნეს გი­ორ­გი კვლავ გი­სო­სებს მიღ­მა, ამა­ზე მას თა­ვი­სი ვერ­სია აქვს. ამ­ბობს, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას აპი­რებს, რო­მე­ლიც სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში არას­რულ­წლო­ვან­თა უფ­ლე­ბებს და­ი­ცავს. გა­მოვ­ლი­ლი წლე­ბის შემ­დეგ, გი­სო­სებს მიღ­მა მყო­ფი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი­სა და მათი შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის თე­მა­ზე პრო­ექ­ტი და­წე­რი­ლი აქვს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მოკ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ნა­ფიქ­რს სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვანს...

- გი­ორ­გი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს აქვს ეს შე­კი­თხვა და უნდა გკი­თხო, რო­გორ მო­გე­ნი­ჭა პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი?

- გა­სუ­ლი წლის 5 დე­კემ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა, ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა რიც­ხვი გან­სა­ზღვრა. 190 პირს პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი მოგ­ვა­ნი­ჭა და ეს და­ეყ­რდნო ხუთ ძი­რი­თად კრი­ტე­რი­უმს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გან­სა­ზღვრე­ბი­სას ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ისაა, როცა პირი პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, მაგ­რამ მე პირ­ვე­ლი და­კა­ვე­ბი­სას 14 წლის ვი­ყა­ვი და შე­სა­ბა­მი­სად, არც ერთ პარ­ტი­ა­ში არ ვყო­ფილ­ვარ გა­წევ­რე­ბუ­ლი. მე­ო­რე მო­მენ­ტი იყო ჩემი ოჯა­ხი - დედ-მამა, ისი­ნი არც ერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აზრს იზი­ა­რებ­დნენ. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში და­ირ­ღვა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "კრი­მი­ნა­ლი" მი­წო­და. ასე­თი რამ არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ ხდე­ბა. დე­ტა­ლე­ბი იუ­რის­ტებ­მა უკეთ იცი­ან და იმ კო­მი­სი­ამ, რო­მელ­მაც სტა­ტუ­სი გან­გვი­სა­ზღვრა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ჩემი საქ­მე მოხ­ვდა იმ სამ კრი­ტე­რი­უმ­ში, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­თაა მი­ღე­ბუ­ლი. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გა­ბე­დუ­ლად და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია და არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას, მო­ნო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას შო­რის. ასე­ვე მად­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­მაც უმოკ­ლეს დრო­ში შეძ­ლო ფა­შის­ტუ­რი რე­ჟი­მის შეც­ვლა. ასე­ვე მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ჩვენს საქ­მე­ებ­ზე იმუ­შა­ვეს, გან­სა­კუთ­რე­ბით ეკა ბე­სე­ლი­ას და ყვე­ლას, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ში.

- სტუ­დენ­ტი ხარ, რო­გორც ვიცი...

- დიახ. 14 წლის ასაკ­ში, 2006 წლის 6 იან­ვარს და­მა­კა­ვეს და გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს 2010 წლის 14 დე­კემ­ბერს, მაგ­რამ სა­ნამ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე. არ ეგო­ნათ, რომ მე ეროვ­ნულ გა­მოც­დებს დავძლევ­დი და ფიქ­რობ­დნენ, ჩა­ვიჭ­რე­ბო­დი. ასე არ მოხ­და და შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ეს პრო­ფე­სია იმი­ტომ ავირ­ჩიე, რომ რაც უსა­მარ­თლო­ბა გა­დამ­ხდა, მინ­დო­და, ამ ნა­ბი­ჯის მეშ­ვე­ო­ბით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და კარ­გი საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა. მა­შინ დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი კო­ლო­ნი­ა­ში მო­ვი­და და ღია ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და ყვე­ლა ბავ­შვი, ვინც ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ჩა­ა­ბა­რებ­და. სა­მი­ნის­ტრო­ში ფო­რი­ა­ქი ყო­ფი­ლა, რო­გორ გა­და­ეგ­ზავ­ნათ ჩემი სა­ბუ­თე­ბი პრე­ზი­დენ­ტთან, რად­გან ჩვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მისი შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მომ­ხდა­რი­ყო. პრო­ცე­სი დრო­ში გა­ი­წე­ლა. 2010 წლის 9 სექ­ტემ­ბერს თეა თუთ­ბე­რი­ძემ გა­მარ­თა ბრი­ფინ­გი და თქვა, რომ მე პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და ჩემ გამო სხვებ­საც არ უშ­ვებ­დნენ. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რომ სხვა ბავ­შვე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მე არა, სას­ჯე­ლი ბო­ლომ­დე მო­ვი­ხა­დე. როცა გა­მო­ვე­დი, ვა­პი­რებ­დი სწავ­ლას და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას. მინ­დო­და, ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც ცი­ხის შიგ­ნით მქონ­და, სა­ჯა­რო გა­მე­ხა­და. რო­გორც ვიცი, ეს მათ ყუ­რამ­დე მი­ვი­და, ადე­იშ­ვილ­მა ჩემი უბ­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­თან და­რე­კა და უთხრა, რომ მე ისევ უნდა და­ვე­ჭი­რე. გა­ნა­ჩენ­ში წე­რია, რომ ჩხუ­ბი ჩემს ეზო­ში, მე­ზობ­ლებს შო­რის 20 იან­ვარს მოხ­და, მაგ­რამ მე და­მი­ჭი­რეს 10 თე­ბერ­ვალს. სა­სა­მარ­თლო­ზე ერთ-ერ­თმა ე.წ. და­ზა­რა­ლე­ბულ­მა თქვა, რომ მე ხელი და­მარ­ტყა და შემ­დეგ მე გა­ვარ­ტყი. თუ ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ჰგავს და იდენ­ტუ­რია და ამას ღიად აფიქ­სი­რებს, მე რა­ტომ გა­მიშ­ვეს 8 წლით ცი­ხე­ში და რა­ტომ დარ­ჩა ის თა­ვი­სუ­ფა­ლი?! ეს უბ­რა­ლოდ პრო­ვო­კა­ცია იყო. იმ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც 20 იან­ვრი­დან 10 თე­ბერ­ვლამ­დე გა­ვი­და, მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დავ­დი­ო­დი და ჩემი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვა­წარ­მო­ებ­დი. როცა და­მი­ჭი­რეს, წა­მო­მი­ყე­ნეს ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბა. ვერ ვხვდე­ბო­დი, რა­ტომ და­მა­კა­ვეს, მაგ­რამ ზე­რე­კი­ძე­ე­ბის გვა­რის აქ­ტი­უ­რო­ბა ძა­ლი­ან არ მოს­წონ­დათ. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პრო­ტეს­ტი, ჩემი საქ­მის სტრას­ბურ­გში გა­სა­ჩივ­რე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი არ აწყობ­დათ, აში­ნებ­დათ.

- ჯამ­ში სულ რამ­დე­ნი წელი იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი?

- შვი­დი. ალ­ბათ ძა­ლი­ან რთუ­ლია, როცა 14 წლის ასაკ­ში გა­პა­ტიმ­რე­ბენ, მაგ­რამ ჩემი ოჯა­ხის, მე­გობ­რე­ბის მხრი­დან დიდი მხარ­და­ჭე­რა მქონ­და. მინ­დო­და, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ჩემი ცხოვ­რე­ბა სწო­რად წარ­მე­მარ­თა. მახ­სოვს, ერთხელ ლი­კამ, დე­და­ჩემ­მა მი­თხრა, შენი მიკ­რო­სამ­ყა­რო შექ­მე­ნიო და მარ­თლაც ასე მოხ­და.

- არა­სო­დეს გქო­ნია გან­ცდა, რომ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბო­და, ან უბ­რა­ლოდ, უი­მე­დო­ბა არ გი­პყრობ­და?

- კი, ძა­ლი­ან ხში­რად მქონ­და დეპ­რე­სი­უ­ლი მო­მენ­ტე­ბი. ასე­თი გან­ცდე­ბი ცი­ხე­ში ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს, მაგ­რამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი რომ და­ი­წყო და თა­ნა­ტო­ლე­ბი გვერ­დში და­მიდ­გნენ, ეს მა­შინ ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და. და­ვი­ნა­ხე, რომ მათ ვჭირ­დე­ბო­დი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, მე­გო­ბა­რი და სურ­დათ, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ამან დიდი როლი ითა­მა­შა ჩემ­თვის.

- რო­გო­რი იყო შენი ერთი დღე ცი­ხე­ში?

- რუს­თა­ვის #17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გავ­თა­ვი­სუფ­ლდი. ცი­ხე­ში სულ ფიქ­რობ, წიგნს კი­თხუ­ლობ, წერ, ცდი­ლობ, სულ რა­ღაც საქ­მით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პრე­სა შე­მო­დი­ო­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე სრულ ვა­კუ­უმ­ში ვი­ყა­ვით. უფრო სწო­რად, მხო­ლოდ სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბი გვქონ­და ჩარ­თუ­ლი და მათი ყუ­რე­ბი­სას ცი­ხე­შიც კი ბედ­ნი­ე­რი სა­ხით ივ­ლი­დი (იღი­მის). არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სხვა არ­ხე­ბიც ჩარ­თეს. ცი­ხე­ში ერთი დღე?! ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია. მა­ინც დათ­რგუნ­ვი­ლი ხარ და გარე სამ­ყა­რო­ზე ფიქ­რობ. სა­კან­ში 9 ადა­მი­ა­ნი ვის­ხე­დით, რო­მელ­თა შო­რის ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ამ თვალ­საზ­რი­სით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა მქონ­და. ერ­თად გავ­თა­ვი­სუფ­ლდით: მე, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე, ვახ­ტანგ მა­ი­სა­ია, შალ­ვა გო­გი­ნაშ­ვი­ლი... ჩვენ ერთ ზო­ნა­ში ვი­ყა­ვით, სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე ვმსჯე­ლობ­დით. ეზო­ში გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბაც გვქონ­და.

- რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ ცი­ხეში მომ­ხდა­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტ­ების შე­სა­ხებ? ფი­ზი­კურ ზე­წო­ლა­ზე და ა.შ.?

- ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა ჩემ­ზე არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. იცოდ­ნენ, ამას რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვე­ბო­და და ვერ ბე­დავ­დნენ, მაგ­რამ ჩვენ, ვინც გლ­და­ნის ციხე გა­მო­ვი­ა­რეთ, ყვე­ლამ ვი­ცით, რო­გორ ხდე­ბო­და იქ კა­რან­ტი­ნის დაშ­ლა. იქ გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბია. როცა ადა­მი­ა­ნე­ბი გლ­და­ნის ცი­ხე­ში ხვდე­ბი­ან, მათ ჯერ 30-40 კაცს 6-კა­ცი­ან სა­კან­ში ათავ­სე­ბენ და იქი­დან ანა­წი­ლე­ბენ კორ­პუ­სებ­ში. ეს კვი­რა­ში ერთხელ ხდე­ბა და მო­რიგ ჯერ­ზე მეც იქ ჩა­მიყ­ვა­ნეს, რომ მე­ყუ­რე­ბი­ნა, რო­გორ ურტყამ­დნენ პა­ტიმ­რებს. გლ­და­ნის ჯა­ლა­თე­ბი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, თითო-თითო პა­ტი­მა­რი გა­მოჰ­ყავ­დათ, წრე­ში აქ­ცევ­დნენ და ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. ვინც წა­იქ­ცე­ო­და, იმას უფრო ურტყამ­დნენ, გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე მიჰ­ყავ­დათ. ორ თა­ნამ­შრო­მელს ხე­ლე­ბით ვე­კა­ვე და ვუ­ყუ­რე, 120 კაცს რო­გორ სცე­მეს და ეს რი­ცხვი იქი­დან მახ­სოვს, რომ ერ­თმა­ნეთ­ში თქვეს, დღეს ზე­ვით 120 კაცი აგ­ვყავ­სო. ვცდი­ლობ­დი, თვა­ლებ­ზე ხე­ლე­ბი ამე­ფა­რე­ბი­ნა და ყუ­რე­ბი და­მე­ფა­რა, რომ იმ გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ყვი­რი­ლის ხმა არ გა­მე­გო. ასე­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა იყო. ალ­ბათ ჯობ­და, ერთხელ მათ­თან ერ­თად მეც ვე­ცე­მე. რაც შე­ე­ხე­ბა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და ცო­ცხე­ბის თე­მას, პი­რა­დად ჩვენ არ გვი­ნა­ხავს, მაგ­რამ კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბამ­დე ეს ცნო­ბი­ლი იყო თქვენ­თვის, ჩვენ­თვის და ამა­ზე სულ ლა­პა­რა­კობ­დნენ, უბ­რა­ლოდ, ტე­ლე­ვი­ზი­ით ნა­ნახ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე სხვა­ნა­ი­რად იმოქ­მე­და. ეს არ იყო ციხე, არა­მედ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი, სა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლებს ადა­მი­ა­ნე­ბად არ აღიქ­ვა­მენ, მათ კლა­ვენ და უს­წორ­დე­ბი­ან ფი­ზი­კუ­რად, მო­რა­ლუ­რად, ზნე­ობ­რი­ვად, ყვე­ლა­ნა­ი­რად ანად­გუ­რე­ბენ.

- გი­ორ­გი, დე­და­შე­ნი, ქალ­ბა­ტო­ნი ლიკა, ძა­ლი­ან გედ­გა მხარ­ში...

- კი... შინ და­რეკ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მქონ­და, მაგ­რამ როცა სხვა გე­ლო­დე­ბა, დროს უფრთხილ­დე­ბი. შეხ­ვედ­რა თვე­ში ერთხელ შეგ­ვეძ­ლო, მაგ­რამ არას­რულ­წლო­ვან­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი შე­ზღუ­დუ­ლი არ მქონ­და და ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად 4-5 სა­ა­თიც კი გვი­ლა­პა­რა­კია. მა­შინ თა­ვად არ ვკი­თხუ­ლობ­დი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­წყე კი­თხვა და დედა ტე­ლე­ფონ­ში რა­ღა­ცებს მი­კი­თხავ­და ხოლ­მე. ხან ამო­ნა­რი­დებს სხვა­დას­ხვა ნა­წარ­მო­ე­ბი­დან, ხა­ნაც მთლი­ა­ნად. ლიკა ჩემი ფსი­ქო­ლო­გიც იყო და მე­გო­ბა­რიც. მან გან­სა­ზღვრა ჩემი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიორგი ზერეკიძე არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს

გიორგი ზერეკიძე არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს

21 წლის გიორგი ზერეკიძე 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. ის 14 წლის იყო, როცა პირველად გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გიორგი 2008 წლის 8 იანვარს დააკავეს და გამოძიებამ მას ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდო ბრალად. თუმცა, სინამდვილეში ეს უბრალოდ მცირე შელაპარაკება იყო, რომლის დროსაც დაზარალებულს სხეულზე მცირე განაკაწრი აღმოაჩნდა. ასეთი შემთხვევები მოზარდებს შორის ხშირია, კარგია ეს თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ ამგვარი მძიმე განაჩენით ადამიანის დასჯა არ მომხდარა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი მამამ თავად მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში, ეგონა, ბავშვს უბრალოდ გააფრთხილებდნენ, სიტყვიერად დასჯიდნენ, მაგრამ ის იქ იმავე დღეს დატოვეს. რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან მაღალჩინოსნები მას კრიმინალად მოიხსენიებდნენ და წაყენებულ ბრალდებას სამართლიანად მიიჩნევდნენ. მისი დაკავება უნდა გამხდარიყო მაგალითი სხვებისთვის და ეს ყველაფერი მოზარდების ფსიქოლოგიაზე იყო გათვლილი.

თავიდან ითქვა ათი წელი, შემდეგ კი სასამართლომ მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახმა ასეთი დაუნდობელი განაჩენი გააპროტესტა და საქმე სტრასბურგში გაასაჩივრა. დაკავებულის მშობლებს სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი გიორგის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. ოჯახმა საქმის გამოთხოვაზე განაცხადი დაწერა და ზერეკიძეები სტრასბურგში საბუთების გამოსატანად ჩაფრინდნენ. გიორგის მამა - მამუკა ზერეკიძე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2010 წლის 24 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დააკავა. მის ბარგში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 230 აბი სუბუტექსი აღმოაჩინეს. მამუკა ზერეკიძემ დანაშაული აღიარა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ, 16 აგვისტოს, რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმარი მამუკა ზერეკიძე გარდაიცვალა. ოჯახს სიკვდილის მიზეზად დენის დარტყმა დაუსახელეს. არადა, გარდაცვლილს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და კისრის არეში. მოგვიანებით მამუკა ზერეკიძის მეუღლის, ლიკას მოთხოვნით, ცხედარს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა და არსად იყო დენის კვალი.

2010 წლის დეკემბერში გიორგი ზერეკიძე გათავისუფლდა. მან ბოლომდე მოიხადა ის სასჯელი, რაც საბოლოოდ მის საქმეში ეწერა, მაგრამ როგორც მოგვიანებით დედამისმა გვითხრა, მოზარდს ორ თვეში პროვოკაცია მოუწყვეს და ხულიგნობის ბრალდებით ისევ შეაბრუნეს ციხეში. ამჯერად მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. რატომ დააბრუნეს გიორგი კვლავ გისოსებს მიღმა, ამაზე მას თავისი ვერსია აქვს. ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას აპირებს, რომელიც საპატიმროებში არასრულწლოვანთა უფლებებს დაიცავს. გამოვლილი წლების შემდეგ, გისოსებს მიღმა მყოფი არასრულწლოვნებისა და მათი შემდგომი რეაბილიტაციის თემაზე პროექტი დაწერილი აქვს და პროფესიონალი ადამიანების შემოკრების შემდეგ ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანს...

- გიორგი, საზოგადოების ნაწილს აქვს ეს შეკითხვა და უნდა გკითხო, როგორ მოგენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი?

- გასული წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, საქართველოს პარლამენტმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმებით, პოლიტპატიმართა რიც­ხვი განსაზღვრა. 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მოგვანიჭა და ეს დაეყრდნო ხუთ ძირითად კრიტერიუმს. რასაკვირველია, განსაზღვრებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, როცა პირი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მაგრამ მე პირველი დაკავებისას 14 წლის ვიყავი და შესაბამისად, არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ გაწევრებული. მეორე მომენტი იყო ჩემი ოჯახი - დედ-მამა, ისინი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ თანამშრომლობდნენ, მაგრამ ოპოზიციური პარტიების აზრს იზიარებდნენ. ჩემ შემთხვევაში დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა "კრიმინალი" მიწოდა. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. დეტალები იურისტებმა უკეთ იციან და იმ კომისიამ, რომელმაც სტატუსი განგვისაზღვრა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი საქმე მოხვდა იმ სამ კრიტერიუმში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა მიღებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც 1-ელ ოქტომბერს გაბედულად დააფიქსირა თავისი პოზიცია და არჩევანი გააკეთა სიკეთესა და ბოროტებას, მონობასა და თავისუფლებას შორის. ასევე მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო ფაშისტური რეჟიმის შეცვლა. ასევე მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენს საქმეებზე იმუშავეს, განსაკუთრებით ეკა ბესელიას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სამართლიანობის აღდგენაში.

- სტუდენტი ხარ, როგორც ვიცი...

- დიახ. 14 წლის ასაკში, 2006 წლის 6 იანვარს დამაკავეს და გამათავისუფლეს 2010 წლის 14 დეკემბერს, მაგრამ სანამ გამათავისუფლებდნენ, ეროვნული გამოცდები ჩავაბარე. არ ეგონათ, რომ მე ეროვნულ გამოცდებს დავძლევდი და ფიქრობდნენ, ჩავიჭრებოდი. ასე არ მოხდა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ რაც უსამართლობა გადამხდა, მინდოდა, ამ ნაბიჯის მეშვეობით სამართლიანობა და კარგი საქმე მეკეთებინა. მაშინ დიმიტრი შაშკინი კოლონიაში მოვიდა და ღია ეთერში განაცხადა, რომ გათავისუფლდებოდა ყველა ბავშვი, ვინც ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებდა. სამინისტროში ფორიაქი ყოფილა, როგორ გადაეგზავნათ ჩემი საბუთები პრეზიდენტთან, რადგან ჩვენი გათავისუფლება მისი შეწყალების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. პროცესი დროში გაიწელა. 2010 წლის 9 სექტემბერს თეა თუთბერიძემ გამართა ბრიფინგი და თქვა, რომ მე პოლიტიკური ინტერესების გამო ვიყავი დაკავებული და ჩემ გამო სხვებსაც არ უშვებდნენ. თუმცა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სხვა ბავშვები გაათავისუფლეს და მე არა, სასჯელი ბოლომდე მოვიხადე. როცა გამოვედი, ვაპირებდი სწავლას და სამოქალაქო საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას. მინდოდა, ის ინფორმაცია, რაც ციხის შიგნით მქონდა, საჯარო გამეხადა. როგორც ვიცი, ეს მათ ყურამდე მივიდა, ადეიშვილმა ჩემი უბნის პოლიციის უფროსთან დარეკა და უთხრა, რომ მე ისევ უნდა დავეჭირე. განაჩენში წერია, რომ ჩხუბი ჩემს ეზოში, მეზობლებს შორის 20 იანვარს მოხდა, მაგრამ მე დამიჭირეს 10 თებერვალს. სასამართლოზე ერთ-ერთმა ე.წ. დაზარალებულმა თქვა, რომ მე ხელი დამარტყა და შემდეგ მე გავარტყი. თუ ჩვენი ქმედებები ერთმანეთს ჰგავს და იდენტურია და ამას ღიად აფიქსირებს, მე რატომ გამიშვეს 8 წლით ციხეში და რატომ დარჩა ის თავისუფალი?! ეს უბრალოდ პროვოკაცია იყო. იმ დღეების განმავლობაში, რაც 20 იანვრიდან 10 თებერვლამდე გავიდა, მე უნივერსიტეტში დავდიოდი და ჩემი გეგმების შესახებ სხვადასხვა ადამიანთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდი. როცა დამიჭირეს, წამომიყენეს ხულიგნობისა და ქონების დაზიანების ბრალდება. ვერ ვხვდებოდი, რატომ დამაკავეს, მაგრამ ზერეკიძეების გვარის აქტიურობა ძალიან არ მოსწონდათ. არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი, ჩემი საქმის სტრასბურგში გასაჩივრება - ეს ყველაფერი არ აწყობდათ, აშინებდათ.

- ჯამში სულ რამდენი წელი იყავი დაკავებული?

- შვიდი. ალბათ ძალიან რთულია, როცა 14 წლის ასაკში გაპატიმრებენ, მაგრამ ჩემი ოჯახის, მეგობრების მხრიდან დიდი მხარდაჭერა მქონდა. მინდოდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ცხოვრება სწორად წარმემართა. მახსოვს, ერთხელ ლიკამ, დედაჩემმა მითხრა, შენი მიკროსამყარო შექმენიო და მართლაც ასე მოხდა.

- არასოდეს გქონია განცდა, რომ არაფერი შეიცვლებოდა, ან უბრალოდ, უიმედობა არ გიპყრობდა?

- კი, ძალიან ხშირად მქონდა დეპრესიული მომენტები. ასეთი განცდები ციხეში ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ საპროტესტო აქციები რომ დაიწყო და თანატოლები გვერდში დამიდგნენ, ეს მაშინ ჩემთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა. დადებითად იმოქმედა. დავინახე, რომ მათ ვჭირდებოდი, როგორც ადამიანი, მეგობარი და სურდათ, თავისუფალი ვყოფილიყავი. ამან დიდი როლი ითამაშა ჩემთვის.

- როგორი იყო შენი ერთი დღე ციხეში?

- რუსთავის #17 დაწესებულებიდან გავთავისუფლდი. ციხეში სულ ფიქრობ, წიგნს კითხულობ, წერ, ცდილობ, სულ რაღაც საქმით ხარ დაკავებული. არჩევნების შემდეგ პრესა შემოდიოდა, მაგრამ მანამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით. უფრო სწორად, მხოლოდ სამთავრობო არხები გვქონდა ჩართული და მათი ყურებისას ციხეშიც კი ბედნიერი სახით ივლიდი (იღიმის). არჩევნების შემდეგ სხვა არხებიც ჩართეს. ციხეში ერთი დღე?! ძალიან სევდიანია. მაინც დათრგუნვილი ხარ და გარე სამყაროზე ფიქრობ. საკანში 9 ადამიანი ვისხედით, რომელთა შორის ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ამ თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობა მქონდა. ერთად გავთავისუფლდით: მე, ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ ვაჩნაძე, ვახტანგ მაისაია, შალვა გოგინაშვილი... ჩვენ ერთ ზონაში ვიყავით, სხვადასხვა საკითხზე ვმსჯელობდით. ეზოში გასვლის საშუალებაც გვქონდა.

- რა ინფორმაცია გაქვთ ცი­ხეში მომხდარი გახმაურებული ფაქ­ტ­ების შესახებ? ფიზიკურ ზეწოლაზე და ა.შ.?

- ფიზიკური ზეწოლა ჩემზე არასდროს განხორციელებულა. იცოდნენ, ამას რა გამოხმაურებაც მოჰყვებოდა და ვერ ბედავდნენ, მაგრამ ჩვენ, ვინც გლდანის ციხე გამოვიარეთ, ყველამ ვიცით, როგორ ხდებოდა იქ კარანტინის დაშლა. იქ გაუსაძლისი პირობებია. როცა ადამიანები გლდანის ციხეში ხვდებიან, მათ ჯერ 30-40 კაცს 6-კაციან საკანში ათავსებენ და იქიდან ანაწილებენ კორპუსებში. ეს კვირაში ერთხელ ხდება და მორიგ ჯერზე მეც იქ ჩამიყვანეს, რომ მეყურებინა, როგორ ურტყამდნენ პატიმრებს. გლდანის ჯალათები სრული შემადგენლობით ჩამოდიოდნენ, თითო-თითო პატიმარი გამოჰყავდათ, წრეში აქცევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ვინც წაიქცეოდა, იმას უფრო ურტყამდნენ, გონების დაკარგვამდე მიჰყავდათ. ორ თანამშრომელს ხელებით ვეკავე და ვუყურე, 120 კაცს როგორ სცემეს და ეს რიცხვი იქიდან მახსოვს, რომ ერთმანეთში თქვეს, დღეს ზევით 120 კაცი აგვყავსო. ვცდილობდი, თვალებზე ხელები ამეფარებინა და ყურები დამეფარა, რომ იმ განწირული ადამიანების ყვირილის ხმა არ გამეგო. ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ალბათ ჯობდა, ერთხელ მათთან ერთად მეც ვეცემე. რაც შეეხება გაუპატიურებისა და ცოცხების თემას, პირადად ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ კადრების გასაჯაროებამდე ეს ცნობილი იყო თქვენთვის, ჩვენთვის და ამაზე სულ ლაპარაკობდნენ, უბრალოდ, ტელევიზიით ნანახმა საზოგადოებაზე სხვანაირად იმოქმედა. ეს არ იყო ციხე, არამედ საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც დაკავებულებს ადამიანებად არ აღიქვამენ, მათ კლავენ და უსწორდებიან ფიზიკურად, მორალურად, ზნეობრივად, ყველანაირად ანადგურებენ.

- გიორგი, დედაშენი, ქალბატონი ლიკა, ძალიან გედგა მხარში...

- კი... შინ დარეკვის საშუალება ყოველდღიურად მქონდა, მაგრამ როცა სხვა გელოდება, დროს უფრთხილდები. შეხვედრა თვეში ერთხელ შეგვეძლო, მაგრამ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ყოფნისას სატელეფონო კავშირი შეზღუდული არ მქონდა და ჩვენ ყოველდღიურად 4-5 საათიც კი გვილაპარაკია. მაშინ თავად არ ვკითხულობდი, მოგვიანებით დავიწყე კითხვა და დედა ტელეფონში რაღაცებს მიკითხავდა ხოლმე. ხან ამონარიდებს სხვადასხვა ნაწარმოებიდან, ხანაც მთლიანად. ლიკა ჩემი ფსიქოლოგიც იყო და მეგობარიც. მან განსაზღვრა ჩემი მომავალი ცხოვრება.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ