პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - ირაკლი ალასანია და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ ალასანია გათავისუფლებულიყო დამატებითი ტვირთისგან
თეა წულუკიანი - ირაკლი ალასანია და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ ალასანია გათავისუფლებულიყო დამატებითი ტვირთისგან

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას უნ­დო­და, მხო­ლოდ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ფუნ­ქცი­ე­ბი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და ამა­ზე რამ­დე­ნი­მე ხა­ნია იყო სა­უ­ბა­რი. ამის შე­სა­ხებ წუ­ლუ­კი­ან­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თვის ვიცე-პრე­მი­ე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შე­წყვე­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"ეს არ არის გუ­შინ მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი. რო­გორც მე ვიცი, მას­სა და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შო­რის შედ­გა შე­თან­ხმე­ბა, რომ ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო იმ და­მა­ტე­ბი­თი ტვირ­თის­გა­ნაც, რა­საც დღე­ვან­დელ ქვე­ყა­ნა­ში ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბა წარ­მო­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ვიცე-პრე­მი­ე­რის მო­ვა­ლე­ო­ბა შე­უ­წყდა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბა ალა­სა­ნი­ას­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სდა.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სტრუქ­ტუ­რის, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის წე­სის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-10 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რს, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას შე­უ­წყდეს სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თეა წულუკიანი - ირაკლი ალასანია და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ ალასანია გათავისუფლებულიყო დამატებითი ტვირთისგან

თეა წულუკიანი - ირაკლი ალასანია და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ ალასანია გათავისუფლებულიყო დამატებითი ტვირთისგან

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ირაკლი ალასანიას უნდოდა, მხოლოდ თავდაცვის მინისტრის ფუნქციები შეესრულებინა და ამაზე რამდენიმე ხანია იყო საუბარი. ამის შესახებ წულუკიანმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შეწყვეტის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს არ არის გუშინ მომხდარი ამბავი. როგორც მე ვიცი, მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის შედგა შეთანხმება, რომ ის გათავისუფლებულიყო იმ დამატებითი ტვირთისგანაც, რასაც დღევანდელ ქვეყანაში ვიცე-პრემიერობა წარმოადგენს", - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასთვის საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს, ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა