პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სწორ კვებას
როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სწორ კვებას

ბავ­შვთა კვე­ბის დროს მშობ­ლე­ბი ხში­რად შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ პა­ტა­რამ ბევ­რი უნდა ჭა­მოს და სხვა­დას­ხვა ხერ­ხით ცდი­ლო­ბენ, და­ა­ძა­ლონ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მებს იწ­ვევს.

რო­გორ შე­ვურ­ჩი­ოთ ბავ­შვებს კვე­ბის რა­ცი­ო­ნი და მი­ვაჩ­ვი­ოთ სწო­რად კვე­ბას, კი­თხვებს პე­დი­ატ­რი ქე­თე­ვან ნემ­სა­ძე პა­სუ­ხობს.

ნინო მა­მა­სახ­ლი­სი:

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს შვილს (6 წლის) ვაჭ­მევთ ყვე­ლა­ფერს ნა­ტუ­რა­ლურს (სოფ­ლის), მას ძა­ლი­ან უყ­ვარს ტკბი­ლე­უ­ლი, შო­კო­ლა­დე­ბი და კან­ფე­ტე­ბი, რი­თაც ბე­ბია-ბა­ბუა გან­სა­კუთ­რე­ბით ანე­ბივ­რებს. რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა მო­ზარ­დებ­ში ტკბი­ლე­უ­ლის მი­ღე­ბა და ხომ არ შე­უშ­ლის ხელს ბავ­შვის ფი­ზი­კურ ზრდას?

-მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დი გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნე­ბით მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტებ­ზე და ცი­ლებ­ზე. აქ­დან გა­მომ­დი­ნა­რე ტკბი­ლე­უ­ლი მის­თვის არის პი­რა­მი­დის კავ­ში­რი.

თუ წარ­მო­ვიდ­გენთ პი­რა­მი­დას, რა უნდა მი­ი­ღოს ბავ­შვმა, ვნა­ხავთ, რომ ქვე­მოთ არის ხორ­ბლე­უ­ლი. შემ­დეგ მო­დის ხილი და მოსტნე­უ­ლი. შემ­დეგ პრო­ტე­ი­ნე­ბი, ანუ ხორ­ცი და რძის პრო­დუქ­ტე­ბი და ბო­ლოს არის ტკბი­ლე­უ­ლი. ტკბი­ლე­უ­ლი ბევ­რი არ არის სა­ჭი­რო და ის უნდა მი­ი­ღოს ბავ­შვმა საკ­ვებ­თან ერ­თად.

ტკბი­ლე­უ­ლი იწ­ვევს კბი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას და სიმ­სუქ­ნეს.

მკი­თხვე­ლი ქეთი:

3 წლის ასა­კი­დან ბავ­შვე­ბის­თვის, რის მი­ხედ­ვით უნდა შე­ვად­გი­ნოთ მე­ნიუ, რომ მი­ი­ღოს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვი­ტა­მი­ნი და მი­ნე­რა­ლი. გთხოვთ, გვას­წავ­ლეთ მე­ნიუ (ორი კვი­რის).

-სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვმა უნდა მი­ი­ღოს სამი ძი­რი­თა­დი კვე­ბა და ორი წა­ხემ­სე­ბა. მისი კვე­ბის პი­რა­მი­და უნდა იყოს აგე­ბუ­ლი: სა­უზ­მე- რძე, რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ხილი და კვერ­ცხი.

სა­დი­ლი - რა­ი­მე სა­ხის პრო­ტე­ი­ნი, ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მი, ან თევ­ზი კვი­რა­ში ორ­ჯერ. სა­ღა­მოს მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ე.წ იო­გურ­ტის მი­ღე­ბა. (ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­წო­ნი, ხილ­თან და ნამ­ცხვარ­თან ერ­თად), ორი წა­ხემ­სე­ბა ეს არის ბავ­შვი­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ხილი, ან ბოსტნე­უ­ლი.

შალ­ვა შო­ნია:

ჩვე­ნი შვი­ლი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მი­ვაჩ­ვი­ეთ სა­ღა­მოს ჩაით და მსუ­ბუ­ქი საკ­ვე­ბით ვახ­შმო­ბას. როცა მსუ­ბუ­ქად იკ­ვე­ბე­ბა, ღა­მით იღ­ვი­ძებს და ვერ იძი­ნებს, სა­ნამ ტკბი­ლე­ულს არ ჭამს. რო­გორ მო­ვიქ­ცეთ?

-ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც ასე­თი რე­ჟი­მი მოს­წონთ, გა­და­ვუ­ტა­ნოთ სა­დი­ლი სა­ღა­მოს. (მა­გა­ლი­თად: მო­ხარ­შუ­ლი ხორ­ცი, ან ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი რა­ი­მე პრო­დუქ­ტი ბოსტნე­ულ­თან ერ­თად.) ტკბი­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბით, რო­გო­რიც არის თაფ­ლი, თხი­ლი, ან მზე­ზე გამ­ხმა­რი ხილი. (ქიშ­მი­ში,კუ­რა­გა და ა.შ.)

მკი­თხვე­ლი მანო:

რო­მე­ლი ხილი შე­ი­ცავს ისეთ ვი­ტა­მინს, რო­მე­ლიც ბავ­შვის ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­საც შე­უ­წყობს ხელს და რამ­დე­ნად სწო­რად მო­ვიქ­ცე­ვი, თუ ბავ­შვს და­მა­ტე­ბით, მე­დი­კა­მენ­ტებს მი­ვა­ღე­ბი­ნებ. თქვენ რას მირ­ჩევთ? (თუ არის ასე­თი მე­დი­კა­მენ­ტი).

-ინ­ტენ­სი­უ­რი ზრდის პე­რი­ოდ­ში ცხა­დია, იმ მი­ნე­რა­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მე­ლიც ზრდი­სათ­ვის არის სა­ჭი­რო, შე­საძ­ლე­ბე­ლია ალი­მენ­ტუ­რი კვე­ბის გზით ყო­ველ­თვის ჩა­ნაც­ვლდეს.

ძა­ლი­ან მა­ღა­ლია მო­თხოვ­ნი­ლე­ბა კალ­ცი­უმ­ზე,ფტორ­ზე,ცინ­ქსზე, სე­ლე­ნი­უმ­ზე და რკი­ნა­ზე. ეს მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი არის რძის პრო­დუქ­ტებ­ში, ხილ­ში და ბოსტნე­ულ­ში. თუ თქვენ ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი შვი­ლი არა­ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლად იკ­ვე­ბე­ბა, არ იღებს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნე­ბის ცხო­ვე­ლურ ცი­ლას, თევზს, ხილ­სა და ბოსტნე­ულს, შე­საძ­ლე­ბე­ლია რე­ცეპ­ტის მი­ღე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. (შე­საზ­ლე­ბე­ლია კვე­ბა­ში და­ე­მა­ტოს თევ­ზის ქონი, კალ­ცი, მოხ­დეს გამ­დიდ­რე­ბა საკ­ვე­ბის ფტო­რით, იო­დით, რკი­ნით და ა.შ.)

ნა­თია ჟღენ­ტი:

რო­გორ ვკვე­ბოთ მო­ზარ­დი, რომ წო­ნის პრობ­ლე­მე­ბი არ შეგ­ვექ­მნას სიმ­სუქ­ნის მხრივ.

-მოზ­რდს არას­დროს არ უნდა უთხრათ ეს შენ­თვის ცუ­დია. ჩვენ ბავ­შვს უნდა შევ­თა­ვა­ზოთ და მივ­ცეთ და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია. უნდა ვურ­ჩი­ოთ, რომ წა­ი­ხემ­სე ხი­ლით, ყვე­ლით და პუ­რით, მი­ი­ღე ხორ­ცი, თევ­ზი.

რა იწ­ვევს სიმ­სუქ­ნეს?- 1) ეს არის ტკბი­ლე­უ­ლი, რო­მე­ლიც იწ­ვევს არა­მარ­ტო სიმ­სუქ­ნეს, არა­მედ კბი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას. 2) კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, არის ზო­გი­ერ­თი კონ­სერ­ვან­ტი, რო­მე­ლიც ქცე­ვის შეც­ვლა­საც იწ­ვევს. ამი­ტომ მას­ზე უარი უნდა ვთქვათ. ძი­რი­თა­დად კვე­ბა უნდა იყოს ახ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის სა­ხით და ოჯა­ხუ­რი ტი­პის კვე­ბა.

ერ­თა­დერ­თი აკ­რძალ­ვა რო­მე­ლიც მო­ზარდს უნდა და­უ­წეს­დეს, ეს არის ალ­კოჰო­ლი, ენერ­ჯა­ი­ზე­რე­ბი, ანუ სას­მე­ლე­ბი, რო­მე­ლიც არის ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი. რაც დიდი რა­ო­დე­ნე­ბით შე­ცავს შა­ქარს და სა­ერ­თოდ არ შე­ი­ცავს იმ მიკ­რო­ლე­მენ­ტებს, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვი­სათ­ვის.

მარი მა­მა­ლა­ძე:

ჩემი შვი­ლი უკვე 2 წლი­საა და ვე­რაფ­რით გა­და­ვაჩ­ვიე ღა­მით ჭა­მას, ჭამს თხელ მა­ნის ფა­ფას ბოთ­ლი­დან, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იკ­ვე­ბე­ბა 4-ჯერ, ყვე­ლა­ნა­ი­რი პრდუქ­ტე­ბით, ალერ­გი­უ­ლი არ არის და ყვე­ლა­ფერს მი­ირ­თმევს. რო­გორ გა­და­ვაჩ­ვიო ღამე ჭა­მას, თუ არ ვაჭ­მევ ეღ­ვი­ძე­ბა ხში­რად და ტი­რის.

-არა­ვი­თა­რი ჩვე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბავ­შვს, თუ დე­დამ არ მი­აჩ­ვია. მას უკვე რეფ­ლექ­სი აქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იმ­პე­რი­ო­დის საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე. ნელ-ნელა ეს ფაფა კი­დევ უფრო თხე­ლი უნდა გახ­დეს. და ჩა­ე­ნაც­ვლოს წყლით.

მზია მეშ­ვე­ლი­ა­ნი:

ჩემი შვი­ლი ორი წლი­საა და ისევ წოვს ძუ­ძუს. ვერ და­ვა­ნე­ბე­ბი­ნე თავი. გთხოვთ მირ­ჩი­ოთ, ხომ არ მოქ­მე­დებს ეს ბავ­შვზე ცუ­დად?

-ამით ბავ­შვი იღებს იმუ­ნურ დაც­ვას, დე­დის სით­ბოს. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ მათ შო­რის ჩა­მო­ყა­ლიბ­და დე­დაშ­ვი­ლუ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა და დე­დამ უნდა შეძ­ლოს თან­და­თა­ნო­ბით იმ სიყ­ვა­რუ­ლის სხვა რა­ი­მე­თი ჩა­ნაც­ვლე­ბა, რის გა­მოც ბავ­შვი ძუ­ძუს წოვს. მან­ვე­ბე­ლი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ არის. მას აქვს ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა, მხო­ლოდ სას­კო­ლო ასა­კი.

მკი­თხვე­ლი ეკა:

მყავს ორი შვი­ლი, 6 წლის გოგო და 11 წლის ბიჭი,რო­გორ უნდა იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ ამ ასა­კის ბავ­შვე­ბი, რომ საკ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ი­ღონ ვი­ტა­მი­ნე­ბი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი ორ­გა­ნიზ­მის­თვის და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

-ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­როა 2 ტი­პის ვი­ტა­მი­ნი. 1) რო­მე­ლიც შე­დის ხილ­თან ერ­თად. 2) ცხიმ­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ნაბ­რად არის სა­ჭი­რო, ამი­ტომ მხო­ლოდ ხი­ლით და ბოსტნე­უ­ლით ამას ვერ მი­ი­ღებს. ცხიმ­ში ხსნა­დი ვი­ტა­მი­ნე­ბი არის ხორ­ცში, თევზში. (შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ხე­ხი­ლი სტა­ფი­ლო + ცხი­მი). ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი არ არი­ან მიჩ­ვე­უ­ლი თევ­ზის და თევ­ზის პრო­დუქ­ტე­ბის მირ­თმე­ვას, რაც არის ცუდი. ძა­ლი­ან კარ­გია თუ კვი­რა­ში ორ­ჯერ მი­ი­ღე­ბენ თევ­ზის პრო­დუქ­ტებს, იმის­ტვის, რომ ცხიმ­შიხ­სნა­დი ვი­ტა­მი­ნე­ბი ჩა­ე­ნაც­ვლოს. რაც შე­ე­ხე­ბა ხილს ის სრუ­ლად ანაც­ვლებს ვი­ტა­მინს (დღე­ში ერთი ვაშ­ლი, სტა­ფი­ლო და რამ­დე­ნი­მე წვე­ტი ცხი­მი, რომ მი­ი­ღოს ბავ­შვმა, ეს ვი­ტა­მი­ნე­ბის ბა­ლანსს მთლი­ა­ნად შე­ავ­სებს).

მკი­თხვე­ლი მაკა:

რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ბა­ნა­ნი ბავ­შვის­თვის და აქვს თუ არა მნიშ­ვნე­ლო­ბა, წე­ლი­წა­დის რა დროს ვაჭ­მევთ მას (გა­ზა­ფხულ­ზე, ზა­ფხულ­ში და.ა.შ)

-ბა­ნა­ნი ერ­თა­დერ­თი ხი­ლია, რო­ემ­ლიც ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნე­ბით შე­ცავს მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტებს. გან­სა­კუთ­რე­ბით კა­ლი­უმს. C ვი­ტა­მინს. ზამ­თარ­ში და გა­ზა­ფხულ­ზე ერთ-ერთი შე­უც­ვლე­ლი ხი­ლია. ზა­ფხულ­ში იმ­დე­ნი ხი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ არამ­გო­ნია ბა­ნა­ნი აუ­ცი­ლებ­ლი პრო­დუქ­ტი იყოს.

ნინი-ნი­ნია:

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კვი­რა­ში სამ­ჯერ ვაჭ­მევ ბავ­შვს წვნი­ანს, კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი მა­ინც აქვს. რას გვირ­ჩევთ?

-წვნი­ა­ნი არ არის საკ­მა­რი­სი, რომ და­რე­გუ­ლისრდეს კუჭ-ნაწ­ლა­ვი. კუჭ-ნაწ­ლა­ვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის სინ­დრომს იწ­ვევს არას­წო­რი კომ­ტა­მი­ნა­ცია მიკ­რო­ბე­ბით, აწე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კვე­ბას­თან ერ­თად სა­ჭი­როა ჩა­ნაც­ვლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრო­ბი­ო­ტი­კე­ბით, რო­მე­ლიც ალ­ბათ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ნად­გურ­და. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტან­ცია უფრო უკე­თე­სია.

მა­თი­აშ­ვი­ლი ნანა:

წა­ვი­კი­თხეთ, რომ სტა­ფი­ლო არც თუ ისე სასრგებ­ლოა ორ­გა­ნიზ­მის­თვის, თქვენ რას გვირ­ჩევთ, კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ და რა დო­ზით შე­იძ­ლე­ბა მივ­ცეთ ბავ­შვს სტა­ფი­ლო.

-ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი, რომ სტა­ფი­ლო არ არის სა­სარ­გებ­ლო. იმი­ტომ, რომ სტა­ფი­ლო შე­ი­ცავს ბე­ტა­კო­რო­ტინს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. სტა­ფი­ლო და ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მი­წა­ში იზ­რდე­ბა უფრო მე­ტად იღებს შხამ­ქი­მი­კატს. ამი­ტომ ვურ­ჩევ, სტა­ფი­ლო დაჭ­რან და გამ­დი­ნა­რე წყალ­სი იყოს დიდ­ხანს და შემ­დეგ ის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია.

მკი­თხვე­ლი ეკა­მა­რი:

ხომ შე­იძ­ლე­ბა 3 წლის ასა­კი­დან ბავ­შვს მი­ვა­ღე­ბი­ნოთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, უფ­რო­სე­ბის­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­დი­ლი. (რათ­ქმა­უნ­და, ცხა­რეს და მლა­შეს არ ვგუ­ლის­ხმობ).

-ოჯა­ხის კვე­ბას­თან ბავ­შვის მი­ახ­ლო­ე­ბა იწყე­ბა 6 თვის ასა­კი­დან. ერთი წლის ბავ­შვი სრუ­ლად უნდა იღებ­დეს იმ სა­დილს, რო­მე­ლიც არის ამ ოჯახ­ში. მაგ­რამ და­მა­ტე­ბით უნდა მი­ი­ღოს ვი­ტა­მი­ნე­ბით და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი სა­უზ­მე და წა­ხემ­სე­ბა.

რუ­სი­კო მე­ლი­ქი­ძე:

ჩემი მე­გობ­რი ხში­რად წუ­წუ­ნებს, რომ ბავ­შვს "d" ვი­ტა­მი­ნი აკ­ლია. თუმ­ცა რძის პრო­დუქ­ტებ­საც იღებს და "d" ვი­ტა­მი­ნიც მი­ა­ღე­ბი­ნა რამ­დენ­ჯერ­მე, ბავ­შვი ასე­ვე ხში­რად ოფ­ლი­ა­ნობს, გვირ­ჩი­ეთ რო­გორ მო­ვაგ­ვა­როთ ეს პრობ­ლე­მა.

-ბავ­შვი, რო­მელსდაც აქვს ხში­რი ოფ­ლი­ა­ნო­ბა, უნდა მოხ­დეს მისი გა­მოკ­ვლე­ვა, თუ რა იწ­ვევს, შე­იზ­ლე­ბა სუ­ლაც არ აი­ყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ეს "D "ვი­ტა­მი­ნის, ან კალ­ცი­უ­მის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან. მე ვურ­ჩევ­დი, ბა­ლან­სი­რე­ბულ კვე­ბას­თან ერ­თად თევ­ზის პრო­დუქ­ტე­ბის და­მა­ტე­ბას და აქ­ტი­ურ სე­ირ­ნო­ბას და ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას.

D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი გა­ნუ­ვი­თარ­და პირ­ველ კოს­მო­ნავ­ტებს, რომ­ლე­ბიც იმო­ბი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ კოს­მოს­ში. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მზე და ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა.

შო­რე­ნა ბურ­დი­ლა­ძე:

ჩემს 5 წლის გო­გო­ნას არ უყ­ვარს ხორ­ცი. ქათ­მის და თევ­ზის ხორცს მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იღებს, ძრო­ხის ხორ­ცი კი გა­სინ­ჯუ­ლიც არ აქვს. რამ­დე­ნად სა­ში­შია ხორ­ცის ასე­თი მცი­რე რა­ო­დე­ნი­ბით მი­ღე­ბა და კვი­რა­ში რამ­დე­ნი გრა­მი ხორ­ცი მი­იჩ­ნე­ვა აუ­ცი­ლე­ბელ მი­ნი­მუ­მად? არ უყ­ვარს არც ფა­ფე­ბი. უყ­ვარს რძის პრო­დუქ­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ხაჭო, ერთ ჭა­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა 200-გრა­მი­ა­ნი "პა­ჩკა" სულ მი­ირ­თვას. ეს ზედ­მე­ტი ხომ არ არის?

-ამ ბავ­შვზე მივ­ხვდი, რომ ეს გახ­ლავთ "ოვო, მილკ, ვე­გე­ტა­რი­ა­ნი", რო­მე­ლიც იღებს კვერ­ცხს, რძეს, სხვადსხვა ბოსტნე­ულს და ხილს., ეს არის სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. არ არის სა­ჭი­რო და­ძა­ლე­ბა ძრო­ხის ხორ­ცის მი­თუ­მე­ტეს, რო­მე­ლიც იწ­ვევს ქცე­ვის პა­თო­ლო­გი­ებს და ამ ბავ­შვა იცის, რომ ეს არ უნდა მი­ი­ღოს. (ორ­გა­ნიზ­მმა და­იც­ვა) ..კარ­გად იტყვი­ან, "რაც და­დის იმას ჩვენ არ ვჭამთ". (მეც არ ვჭამ რაც და­დის).. სჯო­ბია, რომ ხაჭო ჩა­ნაც­ვლდეს ყვე­ლით და იო­გურ­ტით (ეს უნდა შეს­თა­ვა­ზონ) უნდა აუ­წყოთ საკ­ვე­ბი, კვერ­ცხის, რძის, ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის პრო­დუქ­ტე­ბით.

შო­რე­ნა ბ:

ამ­ბო­ბენ, რომ სპორ­ტუ­ლი ტან­ვარ­ჯი­ში სი­მაღ­ლე­ში ზრდას უშ­ლის ხელს. ასეა თუ არა?

-არ­ცერ­თი სპორ­ტი არ არის სი­მაღ­ლის ზრდის გა­მა­ჩე­რე­ბე­ლი. სი­მაღ­ლე­ში ზრდას ხელს უშ­ლის ხში­რი ავა­დო­ბა, თუ ბავ­შვი მო­ფე­რე­ბუ­ლი არ არის. ბავ­შვს, როცა ეფე­რე­ბი­ან და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია, რო­გორც წესი, ის მა­ღა­ლი იზ­რდე­ბა. ზრდას ხელს უშ­ლის ასე­ვე არას­წო­რი კვე­ბა. სპორ­ტი - არა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სწორ კვებას

როგორ მივაჩვიოთ ბავშვები სწორ კვებას

ბავშვთა კვების დროს  მშობლები ხშირად შეცდომას უშვებენ. ისინი ფიქრობენ, რომ პატარამ ბევრი უნდა ჭამოს და სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, დააძალონ საკვების მიღება, რაც ხშირ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს.

როგორ შევურჩიოთ ბავშვებს კვების რაციონი და მივაჩვიოთ სწორად კვებას, კითხვებს პედიატრი ქეთევან ნემსაძე პასუხობს.

ნინო მამასახლისი:

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს (6 წლის) ვაჭმევთ ყველაფერს ნატურალურს (სოფლის), მას ძალიან უყვარს ტკბილეული, შოკოლადები და კანფეტები, რითაც ბებია-ბაბუა განსაკუთრებით ანებივრებს. რამდენად სასარგებლოა მოზარდებში ტკბილეულის მიღება და ხომ არ შეუშლის ხელს ბავშვის ფიზიკურ ზრდას?

-მოზარდობის პერიოდი გამოირჩევა მაღალი მოთხოვნებით მიკროელემენტებზე და ცილებზე. აქდან გამომდინარე ტკბილეული მისთვის არის პირამიდის კავშირი.

თუ წარმოვიდგენთ პირამიდას, რა უნდა მიიღოს ბავშვმა, ვნახავთ, რომ ქვემოთ არის ხორბლეული. შემდეგ მოდის ხილი და მოსტნეული. შემდეგ პროტეინები, ანუ ხორცი და რძის პროდუქტები და ბოლოს არის ტკბილეული. ტკბილეული ბევრი არ არის საჭირო და ის უნდა მიიღოს ბავშვმა საკვებთან ერთად.

ტკბილეული იწვევს კბილების დაზიანებას და სიმსუქნეს.

მკითხველი ქეთი:

3 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის, რის მიხედვით უნდა შევადგინოთ მენიუ, რომ მიიღოს ყველა აუცილებელი ვიტამინი და მინერალი. გთხოვთ, გვასწავლეთ მენიუ (ორი კვირის).

-სკოლამდელი ასაკის ბავშვმა უნდა მიიღოს სამი ძირითადი კვება და ორი წახემსება. მისი კვების პირამიდა უნდა იყოს აგებული: საუზმე- რძე, რძის პროდუქტები, ხილი და კვერცხი.

სადილი - რაიმე სახის პროტეინი, ცხოველური ცხიმი, ან თევზი კვირაში ორჯერ. საღამოს მისთვის მნიშვნელოვანია ე.წ იოგურტის მიღება. (ეს შეიძლება იყოს მაწონი, ხილთან და ნამცხვართან ერთად), ორი წახემსება ეს არის ბავშვისათვის საყვარელი ხილი, ან ბოსტნეული.

შალვა შონია:

ჩვენი შვილი ვერანაირად ვერ მივაჩვიეთ საღამოს ჩაით და მსუბუქი საკვებით ვახშმობას. როცა მსუბუქად იკვებება, ღამით იღვიძებს და ვერ იძინებს, სანამ ტკბილეულს არ ჭამს. როგორ მოვიქცეთ?

-ბავშვებს, რომლებსაც ასეთი რეჟიმი მოსწონთ, გადავუტანოთ სადილი საღამოს. (მაგალითად: მოხარშული ხორცი, ან ხორცისგან დამზადებული რაიმე პროდუქტი ბოსტნეულთან ერთად.) ტკბილის მოთხოვნილება შეიძლება დაკმაყოფილდეს ნატურალური პროდუქტებით, როგორიც არის თაფლი, თხილი, ან მზეზე გამხმარი ხილი. (ქიშმიში,კურაგა და ა.შ.)

მკითხველი მანო:

რომელი ხილი შეიცავს ისეთ ვიტამინს, რომელიც ბავშვის ფიზიკურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს და რამდენად სწორად მოვიქცევი, თუ ბავშვს დამატებით, მედიკამენტებს მივაღებინებ. თქვენ რას მირჩევთ? (თუ არის ასეთი მედიკამენტი).

-ინტენსიური ზრდის პერიოდში ცხადია, იმ მინერალებით უზრუნველყოფა, რომელიც ზრდისათვის არის საჭირო, შესაძლებელია ალიმენტური კვების გზით ყოველთვის ჩანაცვლდეს.

ძალიან მაღალია მოთხოვნილება კალციუმზე,ფტორზე,ცინქსზე, სელენიუმზე და რკინაზე. ეს მიკროელემენტები არის რძის პროდუქტებში, ხილში და ბოსტნეულში. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი არაბალანსირებულად იკვებება, არ იღებს საკმარისი რაოდენების ცხოველურ ცილას, თევზს, ხილსა და ბოსტნეულს, შესაძლებელია რეცეპტის მიღება ინდივიდუალური კონსულტაციის საფუძველზე. (შესაზლებელია კვებაში დაემატოს თევზის ქონი, კალცი, მოხდეს გამდიდრება საკვების ფტორით, იოდით, რკინით და ა.შ.)

ნათია ჟღენტი:

როგორ ვკვებოთ მოზარდი, რომ წონის პრობლემები არ შეგვექმნას სიმსუქნის მხრივ.

-მოზრდს არასდროს არ უნდა უთხრათ ეს შენთვის ცუდია. ჩვენ ბავშვს უნდა შევთავაზოთ და მივცეთ დადებითი რეკომენდაცია. უნდა ვურჩიოთ, რომ წაიხემსე ხილით, ყველით და პურით, მიიღე ხორცი, თევზი.

რა იწვევს სიმსუქნეს?- 1) ეს არის ტკბილეული, რომელიც იწვევს არამარტო სიმსუქნეს, არამედ კბილების დაზიანებას. 2) კონსერვირებული პროდუქტები, არის ზოგიერთი კონსერვანტი, რომელიც ქცევის შეცვლასაც იწვევს. ამიტომ მასზე უარი უნდა ვთქვათ. ძირითადად კვება უნდა იყოს ახლად მომზადებული პროდუქტის სახით და ოჯახური ტიპის კვება.

ერთადერთი აკრძალვა რომელიც მოზარდს უნდა დაუწესდეს, ეს არის ალკოჰოლი, ენერჯაიზერები, ანუ სასმელები, რომელიც არის ენერგეტიკული სასმელი. რაც დიდი რაოდენებით შეცავს შაქარს და საერთოდ არ შეიცავს იმ მიკროლემენტებს, რაც აუცილებელია ბავშვისათვის.

მარი მამალაძე:

ჩემი შვილი უკვე 2 წლისაა და ვერაფრით გადავაჩვიე ღამით ჭამას, ჭამს თხელ მანის ფაფას ბოთლიდან, დღის განმავლობაში ჩვეულებრივად იკვებება 4-ჯერ, ყველანაირი პრდუქტებით, ალერგიული არ არის და ყველაფერს მიირთმევს. როგორ გადავაჩვიო ღამე ჭამას, თუ არ ვაჭმევ ეღვიძება ხშირად და ტირის.

-არავითარი ჩვევა არ შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, თუ დედამ არ მიაჩვია. მას უკვე რეფლექსი აქვს გამომუშავებული იმპერიოდის საკვების მიღებაზე. ნელ-ნელა ეს ფაფა კიდევ უფრო თხელი უნდა გახდეს. და ჩაენაცვლოს წყლით.

მზია მეშველიანი:

ჩემი შვილი ორი წლისაა და ისევ წოვს ძუძუს. ვერ დავანებებინე თავი. გთხოვთ მირჩიოთ, ხომ არ მოქმედებს ეს ბავშვზე ცუდად?

-ამით ბავშვი იღებს იმუნურ დაცვას, დედის სითბოს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის ჩამოყალიბდა დედაშვილური მიჯაჭვულობა და დედამ უნდა შეძლოს თანდათანობით იმ სიყვარულის სხვა რაიმეთი ჩანაცვლება, რის გამოც ბავშვი ძუძუს წოვს. მანვებელი არავითარ შემთხვევაში არ არის. მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, მხოლოდ სასკოლო ასაკი.

მკითხველი ეკა:

მყავს ორი შვილი, 6 წლის გოგო და 11 წლის ბიჭი,როგორ უნდა იკვებებოდნენ ამ ასაკის ბავშვები, რომ საკვების საშუალებით მიიღონ ვიტამინები, რაც აუცილებელია მათი ორგანიზმისთვის და განვითარებისთვის.

-ბავშვის განვითარებისთვის საჭიროა 2 ტიპის ვიტამინი. 1) რომელიც შედის ხილთან ერთად. 2) ცხიმში ხსნადი ვიტამინები. ეს ყველაფერი თანაბრად არის საჭირო, ამიტომ მხოლოდ ხილით და ბოსტნეულით ამას ვერ მიიღებს. ცხიმში ხსნადი ვიტამინები არის ხორცში, თევზში. (შესაძლებელია გახეხილი სტაფილო + ცხიმი). ჩვენი ბავშვები არ არიან მიჩვეული თევზის და თევზის პროდუქტების მირთმევას, რაც არის ცუდი. ძალიან კარგია თუ კვირაში ორჯერ მიიღებენ თევზის პროდუქტებს, იმისტვის, რომ ცხიმშიხსნადი ვიტამინები ჩაენაცვლოს. რაც შეეხება ხილს ის სრულად ანაცვლებს ვიტამინს (დღეში ერთი ვაშლი, სტაფილო და რამდენიმე წვეტი ცხიმი, რომ მიიღოს ბავშვმა, ეს ვიტამინების ბალანსს მთლიანად შეავსებს).

მკითხველი მაკა:

რამდენად სასარგებლოა ბანანი ბავშვისთვის და აქვს თუ არა მნიშვნელობა, წელიწადის რა დროს ვაჭმევთ მას (გაზაფხულზე, ზაფხულში და.ა.შ)

-ბანანი ერთადერთი ხილია, როემლიც ძალიან დიდი რაოდენებით შეცავს მიკროელემენტებს. განსაკუთრებით კალიუმს. C ვიტამინს. ზამთარში და გაზაფხულზე ერთ-ერთი შეუცვლელი ხილია. ზაფხულში იმდენი ხილია საქართველოში, რომ არამგონია ბანანი აუცილებლი პროდუქტი იყოს.

ნინი-ნინია:

მიუხედავად იმისა, რომ კვირაში სამჯერ ვაჭმევ ბავშვს წვნიანს, კუჭ-ნაწლავის პრობლემები მაინც აქვს. რას გვირჩევთ?

-წვნიანი არ არის საკმარისი, რომ დარეგულისრდეს კუჭ-ნაწლავი. კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების სინდრომს იწვევს არასწორი კომტამინაცია მიკრობებით, აწედან გამომდინარე, კვებასთან ერთად საჭიროა ჩანაცვლება გარკვეული პრობიოტიკებით, რომელიც ალბათ ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ განადგურდა. ინდივიდუალური კონსულტანცია უფრო უკეთესია.

მათიაშვილი ნანა:

წავიკითხეთ, რომ სტაფილო არც თუ ისე სასრგებლოა ორგანიზმისთვის, თქვენ რას გვირჩევთ, კვირაში რამდენჯერ და რა დოზით შეიძლება მივცეთ ბავშვს სტაფილო.

-ვერ დავეთანხმები, რომ სტაფილო არ არის სასარგებლო. იმიტომ, რომ სტაფილო შეიცავს ბეტაკოროტინს, რომელიც აუცილებელია ზრდისა და განვითარებისთვის. სტაფილო და ის ყველაფერი, რაც მიწაში იზრდება უფრო მეტად იღებს შხამქიმიკატს. ამიტომ ვურჩევ, სტაფილო დაჭრან და გამდინარე წყალსი იყოს დიდხანს და შემდეგ ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია.

მკითხველი ეკამარი:

ხომ შეიძლება 3 წლის ასაკიდან ბავშვს მივაღებინოთ ჩვეულებრივი, უფროსებისთვის გამზადებული სადილი. (რათქმაუნდა, ცხარეს და მლაშეს არ ვგულისხმობ).

-ოჯახის კვებასთან ბავშვის მიახლოება იწყება 6 თვის ასაკიდან. ერთი წლის ბავშვი სრულად უნდა იღებდეს იმ სადილს, რომელიც არის ამ ოჯახში. მაგრამ დამატებით უნდა მიიღოს ვიტამინებით და მიკროელემენტებით გამდიდრებული საუზმე და წახემსება.

რუსიკო მელიქიძე:

ჩემი მეგობრი ხშირად წუწუნებს, რომ ბავშვს "d" ვიტამინი აკლია. თუმცა რძის პროდუქტებსაც იღებს და "d" ვიტამინიც მიაღებინა რამდენჯერმე, ბავშვი ასევე ხშირად ოფლიანობს, გვირჩიეთ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა.

-ბავშვი, რომელსდაც აქვს ხშირი ოფლიანობა, უნდა მოხდეს მისი გამოკვლევა, თუ რა იწვევს, შეიზლება სულაც არ აიყოს დამოკიდებული ეს “D “ვიტამინის, ან კალციუმის ნაკლებობასთან. მე ვურჩევდი, ბალანსირებულ კვებასთან ერთად თევზის პროდუქტების დამატებას და აქტიურ სეირნობას და ფიზიკურ აქტივობას.

D ვიტამინის დეფიციტი განუვითარდა პირველ კოსმონავტებს, რომლებიც იმობილიზირებული იყვნენ კოსმოსში. ფიზიკური აქტივობა, მზე და ბალანსირებული კვება.

შორენა ბურდილაძე:

ჩემს 5 წლის გოგონას არ უყვარს ხორცი. ქათმის და თევზის ხორცს მცირე რაოდენობით იღებს, ძროხის ხორცი კი გასინჯულიც არ აქვს. რამდენად საშიშია ხორცის ასეთი მცირე რაოდენიბით მიღება და კვირაში რამდენი გრამი ხორცი მიიჩნევა აუცილებელ მინიმუმად? არ უყვარს არც ფაფები. უყვარს რძის პროდუქტები, განსაკუთრებით ხაჭო, ერთ ჭამაზე შეიძლება 200-გრამიანი ”პაჩკა” სულ მიირთვას. ეს ზედმეტი ხომ არ არის?

-ამ ბავშვზე მივხვდი, რომ ეს გახლავთ ”ოვო, მილკ, ვეგეტარიანი”, რომელიც იღებს კვერცხს, რძეს, სხვადსხვა ბოსტნეულს და ხილს., ეს არის სრულიად საკმარისი განვითარებისთვის. არ არის საჭირო დაძალება ძროხის ხორცის მითუმეტეს, რომელიც იწვევს ქცევის პათოლოგიებს და ამ ბავშვა იცის, რომ ეს არ უნდა მიიღოს. (ორგანიზმმა დაიცვა) ..კარგად იტყვიან, ”რაც დადის იმას ჩვენ არ ვჭამთ”. (მეც არ ვჭამ რაც დადის).. სჯობია, რომ ხაჭო ჩანაცვლდეს ყველით და იოგურტით (ეს უნდა შესთავაზონ) უნდა აუწყოთ საკვები, კვერცხის, რძის, ხილის და ბოსტნეულის პროდუქტებით.

შორენა ბ:

ამბობენ, რომ სპორტული ტანვარჯიში სიმაღლეში ზრდას უშლის ხელს. ასეა თუ არა?

-არცერთი სპორტი არ არის სიმაღლის ზრდის გამაჩერებელი. სიმაღლეში ზრდას ხელს უშლის ხშირი ავადობა, თუ ბავშვი მოფერებული არ არის. ბავშვს, როცა ეფერებიან და რეალიზებულია, როგორც წესი, ის მაღალი იზრდება. ზრდას ხელს უშლის ასევე არასწორი კვება. სპორტი - არა.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას