სელმა ჰაიეკი პარიზის ცხოვრებით ტკბება

სელმა ჰაიეკი პარიზის ცხოვრებით ტკბება

ჰოლივუდის ვარსკვლავი სელმა ჰაიეკი ბიზნესმენ ქმართან, მილიარდერ ფრანსუა-ანრი პინოსთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. მსახიობმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საფრანგეთი მისთვის ზღაპრულ ქვეყანასთან, ხოლო პარიზი ულამაზეს ქალაქთან ასოცირდება. როგორც მსახიობი ამბობს, პარიზში ყველა ქალი თავს ბედნიერად იგრძნობს, რადგანაც იქაური ცხოვრება ნებისმიერ მანდილოსანს მონუსხავს.

"პარიზში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია. მოდის კვირეულები, მსოფლიო ბრენდებით სავსე მაღაზიები, პოპულარული მოდის სახლები - პარიზის სახლში ჰოლივუდისგან ვისვენებ", - განუცხადა მსახიობმა ჟურნალ People-ს ჟურნალისტს.

სელმამ შვილზე, 5 წლის ვალენტინაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალიშვილისთვის გემრიელი კერძების მომზადებას არაფერი ურჩევნია.

"რადგან პაპარაცები დამდევენ და პოპულარული ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დედებისგან განვსხვავდები. ძალიან მიყვარს სადილის მომზადება. ვალენტინასთვის რომ სადილი მოვამზადო, სუპერმარკეტში თავად მივდივარ", - დასძინა ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, სელმას და ფრანსუას მხოლოდ ერთი საერთო შვილი, ვალენტინა ჰყავთ.

მომზადებულია People-ს მიხედვით.