ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, პირველადი ეგზიტპოლების მონაცემებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტიას ქნესეთში 31 მანდატი ექნება, ნაცვლად ამჟამინდელი 42-ისა.
ეგზიტპოლების შედეგად მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე "ეშ ატადი" ("მომავლის პარტია") - 18-19 ადგილით, მესამე ადგილზე კი შრომის პარტიაა - 17 მანდატით.
ანალიტიკოსების პროგნოზებით, ისრაელის მოქმედი პრემიერი კავშირის დამყარებას შეეცდება ცოტა ხნის წინ შექმნილ ნაციონალურ პარტია "ბეიტ იეხუდისთან", თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ მეორე ვარიანტსაც - ნეთანაიჰუს ოპოზიციაში ხილვას.
არჩევნებში სულ 32 პარტია მონაწილეობდა. ქნესეთის დეპუტატის 120 ადგილი მხოლოდ იმ პარტიებს შორის გადანაწილდება, ვინც ხმების 2%-ზე მეტს მოაგროვებს.
არჩევნების ბოლო შედეგები 30 იანვარს გამოქვეყნდება.
მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.